Jump to content
Planeta.Ge

ვისი კრიტიკა არ შეიძლება ამ ქვეყანაში?


Recommended Posts

უცხო_პლანეტელი

 

 

 

1. არაფერს. რას უნდა ვეძახოდეთ? მართლმადიდებლური რელიგია ბევრად იმაზე ლიბერალურია თავად, ვიდრე მაგალითად თქვენ გგონიათ საკუთარი თავი. რაც შეეხება თვითონ კრიტიკას, ეკლესია არც სამეცნიერო საზოგადოებაა და არც კვლევითი რომ ამა თუ იმ საკითხზე ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს. არსებობს სჯულის კანონი, სადაც განმარტებულია რა შეიძლება და რა არ შეიძლება, ხოდა ის ვინც იმას ჩაიდენს რაც არ შეიძლება იქნება უბრალოდ ცოდვილი და მორჩა. ცოდვილები ვართ ყველა. :)

 

2. ნუ ისევ და ისევ პრინციპულად ყველაზე არასწორი მიდგომა რა...კრიტიკას 3 რამე ხომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს?

 

- საფუძველი და მოტივი. ანუ საბაბი და მიზეზი რის გამოც კრიტიკოსი დაინტერესდა კრიტიკის ობიექტით და გაუჩნდა კრიტიკის სურვილი.

- აზრი და იდეა. ანუ უშუალოდ კრიტიკა, რას თვლის არასწორად და რას სწორად.

- მიზანი. ანუ რისი მიღწევა სურს კრიტიკის ავტორს?

 

ჰოდა როდესაც ათეისტი, აგნოსტიკოსი და მითუმეტეს სხვა კონფესიის წარმომადგენელი მართლმადიდებლურ ეკლესიას აკრიტიკებს, გნებავთ მოვლენას, გნებავთ პიროვნებას და გნებავთ ვინმეს საქციელს, თანაც ამას ყველაფერს აკეთებს საჯაროდ, ტელევიზიების საშუალებით, რა შეიძლება იყოს მისი მოტივი? და რა შეიძლება იყოს მიზანი? მორწმუნე ადამიანისთვის ეს ორი შეიძლება იყოს მხილება და ეკლესიის თუ მორწმუნეების დაცვა, რათა არ გადაუხვიონ იმ გზიდან, რომელიც არის ჭეშმარიტი და სჯულის კანონის მიერ არის დადგენილი. მისი მოტივი არა ბრაზი და სიძულვილი, არამედ სინანული და სიყვარულია, საჯაროდ კი არ გამოვა და საზოგადოებაში ცნობადი და კაი ტიპი კი არ უნდა რომ გამოჩნდეს, შიგნით და შესაბამის ადგილას გაარკვევს ამ ყველაფერს, ფულს კი არ აიღებს ამ ყველაფერში, რომ სემინარები გამართოს, ლიტერატურა გამოსცეს, საპროტესტო აქციები გამართოს და შიგადაშიგ ყვა დალიოს, წყნარად და მშვიდად ამხელს ადამიანს, რომ ესა და ეს დააშავე და არასწორად გააკეთეო. ვიმეორებ საჭირო ადგილას: ეკლესიის შიგნით.

მორწმუნე ადამიანის მიზანი კრიტიკის ობიექტზე გამარჯვება, მისი შეურაცხყოფა და დამცირება კი არა, მისი მხილება, სწორ გზაზე დაყენება და შეცდომებისგან გამოწვეული შედეგების აღკვეთაა.

 

ხოდა აი პირადად შენ რა გინდა?

 

1. რატომ აკრიტიკებ ეკლესიას და მართლმადიდებლებს?

2. რაში სდებ მათ ბრალს?

3. შენი მიზანი რა არის, რისი მიღწევა გსურს კრიტიკის შედეგად?

 

აბსოლუტურად გეთანხმებით. :bye: :bye: :bye:

Edited by ANDRIA64
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

analgin

უცხო_პლანეტელი     1. არაფერს. რას უნდა ვეძახოდეთ? მართლმადიდებლური რელიგია ბევრად იმაზე ლიბერალურია თავად, ვიდრე მაგალითად თქვენ გგონიათ საკუთარი თავი. რაც შეეხება თვითონ კრიტიკას, ეკლესია არც სამეცნ

Nukriko

analgin კონკრეტულად რა შეურაცხყოფა მოგაყენე? მაჩევენ შეურაცხყოფელი პოსტი და მზად ვარ ეხლავე ბოდიში მოგიხადო   არავარ არავის პატარა ბიჭი ეს ცნობისთვის :018: :018: :018: ეს შთაბეჭდილებები მაშინ ქრებ

babuagiorgi

"პირიქით, ღრმადმორწმუნეს აქვს უფლება ამხილოს ანუ გააკრიტიკოს ნებისმიერი მღვდელმთავარი, რადგან მან ჯერ ერთი იცის რა არის სწორი და არასწორი (სარწმუნოებრივად) და მეორეც ამას ყველაზე უკეთ შეამცნევს და დაი

ჯერ განვსაზღვროთ, თუ პათრიარქის რომელ სიტყვებში შეგვაქვს ეჭვი? თუ, პატრიარქს მართლმადიდებლური მოძღვრების არცოდნაში შეგვაქვს ეჭვი მაშინ მოგახსენებთ რომ, თქვენ კითხვის დასმისთანავე არასწორ გზაზე დგახართ და ეგ გზა ეკლესიამდე ვერ მიგიყვანთ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ საპატრიარქო აშკარად და ქმედითად ნეგატიურად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში, მაშინ ჩემი აზრით საჭიროც კია საპატრიარქოს და არა პატრიარქის პოლიტიკის მხილება. ამას ჩემი აზრით არავინ კრძალავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი უსაფუძვლო კრიტიკა აღქმულ უნდა იქნას, როგორც პროვოკაცია და თავდასხმა მართლმადიდებლობაზე. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ უმძიმესი ღალატია საკუთარი ხალხის და სახელმწიფოსი.

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ნამდვილად ჰყავს მოწინააღმდეგე და არაერთი, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს გავარჩიოთ ერთმანეთისგან პატიოსანი ათეისტები და ჭეშმარიტების მაძიებელნი (თუნდაც ისინი ცდებოდნენ)

იმ ძალებისგან ვინც შეგნებულად ცდილობს ეკლესიის დისკრედიტაციას,

ხო ასეთი ტერმინი უმძიმესი ღალატი საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე არაა გამართლებული,

უბრალოდ ოპონენტში გაღიზიანებას გამოიწვევს ან დაცინვას,

უნდა მოვერიდოთ ასეთ შეფასებებს, ყველას არ წამს ღმერთის და ყველა არაა მართლმადიდებელი, სამყარო მრავალფეროვანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...