Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 იმიტომ რომ მორწმუნე არ ვარ.. და გინდ 25-ში აღნიშნეთ და გინდ 7 იანვარს.. მე რაში მეხება ეს საკითხები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 (edited) DATA TUTASXIAმე პირადად არ მომწონს რომ ვიღაც მიწესებს საზღვარს ვინ გავაკრიტიკო და ვინ არა. არ მომწონს რელიგიური ფუნდამენტალიზმისკენ გადახრა, რაც დღეს სახეზე გვაქვს უკვე მცირე მასშტაბით და არ მინდა, რომ ამან ფართო მასშტაბები მიიღოს. არ მინდა ეკლესიის ჩარევა პოლიტიკაში, რადგან ასე არ იქმნება ნორმალური სახელმწიფო - არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში და პირიქით, სადაც ერევა ყველა წყალწაღებული ქვეყნებია. ეკლესიის შიდა საქმეებიო რომ იძახი, შიდა არის მანამდე სანამ მე არ შემეხება. მეს პირობითად ვამბობ. აი შეეხო პაიჭაძეს უკვე. მიუქსია ეკლესიამ ვიღაც ორუჯრედიანი ტიპები საკამათო საკითხია,პრობლემა იმაშია რომ არ დადგინდა მაინც ის წესები სადაც არცერთი მხარე არ ჩაერევა სხვის კომპეტენციაში,თანაც ისე რომ არ შეიზღუდოს ერთი ან მეორე მხარის ინტერესები,სახელმწიფოზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკლესიის მრევლის ცხოვრების დონე,არის უმუშევრობა, მაღალი ფასები, პრობლემები ჯანდაცვაში, სოციალური დაუცველობა,ხალხი ამ პრობლემების მატერებელია და ბუნებრივია ეკლესიასაც აწუხებს ეს,რავარია ამდენი მშიერ მწყურვალი და ნევროზიანი ხალხი რომ მოგადგება და შენგან შველას ითხოვს, როდესაც ხელისუფლება ვერ უმკლავდება პრობლემებს ხოლო ეკლესიას აქვს დიდი ნდობა და ავტორიტეტი ბუნებრივია ჩნდება ამ პრობლემების გადაწყვეტის სურვილიც გარდა ამისა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად დაიკარგა ტერიტორიები კოდორში, ახლგორსა და ლიახვის ხეობაში სადაც ვრცელდებოდა საქ. მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია, ხოლო დღეს უკვე აღარ ვრცელდება,ანუ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავისი მოვალეობის შესრულება ხომ ეგერა, ამით იზარალა როგორც ხალხმა ასევე ეკლესიამ Edited December 24, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 (edited) Nukrikoგავიგე პატრიარქის გარდა ვისი კრიტიკაა აკრძალული საზოგადოებაში პატრიარქის კრიტიკა ვინ აგიგრძალა და რა მეთოდით??? Edited December 24, 2010 by ra qveyana daangries Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 (edited) ra qveyana daangries პატრიარქის კრიტიკა ვინ აგიგრძალა და რა მეთოდით??? პაიჭაძემ გააკრიტიკა და მიუვარდნენ, არიქა დახურეთო გადაცემა.. თუ ცნობილ ჟურნალისტს მივარდებიან, ჩვეულებრივ ადამიანს რა მოუვა ამ დროს? Edited December 24, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 Nukrikoპაიჭაძემ გააკრიტიკა და მიუვარდნენ, არიქა დახურეთო გადაცემა.. რაიმე უკანონობა ჩაიდინეს, რომ მიუვარდენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 რაიმე უკანონობა ჩაიდინეს, რომ მიუვარდენ? ნაც.მოძრაობის სტილის რომ ყველა იღებს როცა აწყობთ, ამაზე ვკაიფობ რა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 Nukrikoნაც.მოძრაობის სტილის რომ ყველა იღებს როცა აწყობთ, ამაზე ვკაიფობ რა.. მე მეუბნები მაგას?????? თუ პასუხი არ გაქ მაშინ ეგრე თქვი??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ra qveyana daangries პაიჭაძემ გააკრიტიკა და მიუვარდნენ, არიქა დახურეთო გადაცემა.. თუ ცნობილ ჟურნალისტს მივარდებიან, ჩვეულებრივ ადამიანს რა მოუვა ამ დროს?მივარდნა იყო არასწორი, მაგრამ ამ მივარდნაში მონაწილეობა არ მიუღია ეკლესიას,ან ეკლესიასთან დაახლოებულ ორგანიზაციებს,თუკი ზოგიერთი ადამიანი თავის რელიგიურ გრძნობებს თუ საზოგადოებაში გამოჩენის სურვილს ასეთი ფორმით გამოხატავს ამაზე პასუხისგმებლობა რატომ უნდა დაეკისროს ეკლესიას,მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვა მმკას მოქმედებაზე პასუხისმგებელია ეკლესია ვინაიდან ეს ორგანიზაცია მის წიაღში წარმოიქმნა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ამ ქვეყანაში სამართალია შერჩევითია და საკრიტიკებელი ობიექტი იქნება სხვანაირად?მარტლმადიდებელთან ეკლესიის კრიტიკა არ შეიძლება( კრიტიკა კლასიკური გაგებით და არა ქარტული სინონიმით -ლანძღვა)ხელისუფლების კრიტიკა არ შეიძლება "კლანის" წევრთან, ნატესავთან, ვაზელინთან მითუმეტეს.."შოუ-ელიტის"-მალალეტკა ფანებთან და ურიცხვ ნატესაობასტან ძIრითAდად რეგიონებში...და ასე შემდეგ... აი ძალოვნების კრიტიკა კი არავისთვის არ შეიძლება არადა მინდა..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 პირიქით, ღრმადმორწმუნეს აქვს უფლება ამხილოს ანუ გააკრიტიკოს ნებისმიერი მღვდელმთავარი, რადგან მან ჯერ ერთი იცის რა არის სწორი და არასწორი (სარწმუნოებრივად) და მეორეც ამას ყველაზე უკეთ შეამცნევს და დაინახავს. აი ურწმუნოს კი არანაირი უფლება არა აქვს ამის, რადგან უცოდინარობის გარდა, ცარიელი ზიზღი და შეურაცხყოფა რჩება. ეგ დაახლოებით ისეთივე უაზრობაა მე რომ ეხლა ახმადინეჯადს ვაგინო, შარიათის წესებს არ იცავს და კორუმპირებულია მეთქი, პლუს კატეგორიულად მოვითხოვო ამის გამო მისი გადაყენება. სად მე და სად მუსულმანობა, ვინ მკითხავს და რა ვიცი მათ პრობლემებზე? ზუსტად იგივეა აქაც: სად ათეისტები და მითუმეტეს სხვა კონფესიის წარმომადგენლები და სად მართლმადიდებლური ეკლესია? ვინ კითხავთ და რა იციან მაგათ რა არის სწორი და უკეთესი მართლმადიდებლებისთვის? 1. რას ეძახით ისეთ მართმადიდებლებს, კიდე უფრო შორს წავალ და საეკლესიო მსახურებს ვინც კრიტიკას დაუწყებს ეკლესია, პატრიარქს თუ რაიმე მართლმადიდებლურ? მოღალტები, შურიანები და ა.შ 2. თქვენთვის პიროვნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა ფაქტს თუ არგუმეტს, რომელიც ამ პიროვნებას მოყავს.პიროვნების დამარცხება ხშირ შემთხვევაში გაცილებიდ ადვილია, ვიდრე მისი არგუმეტების კონკრეტულ შემთხვევაში.+ სავალდებულო არა იყო მორწმუნე მარტლმადიდებელი, რომ ერკვეოდე მართლმადიდებლობაში. ამისათვის სრულიად საკმარისია იყო მაგ.(ათეისტი, აგნოსტიკი და ა.შ.)თეოლოგი. მეორე პუნქტი მოდის საბჭოთა აღზრდის პრიციპებიდან თუ სტრატეგიიდან, რადგან სწორედ კომუნისტების დროს იყო გადამწყვეტი თუ ვინ ამბობდა და არა თუ რას ამბობდა. სამწუხაროდ ეს პრინციპი თაობიდან თაობებში გადადის, მაგრამ საბედნიეროდ თანდათან სუსტდება(,განსაკუთრებით თუ რაიმე ნორმალური ალტერნატივა გამოჩნდა) იმიტომ რომ მორწმუნე არ ვარ.. და გინდ 25-ში აღნიშნეთ და გინდ 7 იანვარს.. მე რაში მეხება ეს საკითხები? გეხება, რადგან ეს დღე არის დასვენების დღე ანუ არასამუშაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 მივარდნა იყო არასწორი, მაგრამ ამ მივარდნაში მონაწილეობა არ მიუღია ეკლესიას,ან ეკლესიასთან დაახლოებულ ორგანიზაციებს,მაგრამ ისიც ნუ გავიწყდება რომ ზოგადად მასეთი ტიპის მივარდნები ხდება მართლმადიდებლობის სახელით, ხოლო პატრიარქი, უფრო სწორედ საპატრიარქო, როგორც ოფციალური მართლმადიდებლური ორგანო არის ვალდებული საჯაროდ დაგმოს(თუ დასაგმობია) მასეტი ტიპის მოქმედებები. როგორც წესი დუმილი თანხმობის ნიშიანია ხოლმე ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ამ ქვეყანაში სამართალია შერჩევითია და საკრიტიკებელი ობიექტი იქნება სხვანაირად?მარტლმადიდებელთან ეკლესიის კრიტიკა არ შეიძლება( კრიტიკა კლასიკური გაგებით და არა ქარტული სინონიმით -ლანძღვა)ხელისუფლების კრიტიკა არ შეიძლება "კლანის" წევრთან, ნატესავთან, ვაზელინთან მითუმეტეს.."შოუ-ელიტის"-მალალეტკა ფანებთან და ურიცხვ ნატესაობასტან ძIრითAდად რეგიონებში...და ასე შემდეგ... აი ძალოვნების კრიტიკა კი არავისთვის არ შეიძლება არადა მინდა.....მე მართლმადიდებელი ვარ და გაააკრიტიკეთ, ოღონდ ლანძღვის გარეშე, გრთავთ ნებას (კაბალისტებზე საკმაოდ საინტერესო ინფო ვნახე (გიუგლით), თავად ებრაელები საუბრობენ გარდონის გადაცემაში, ოდნავ მასონებზეცაა, სერიოზული მკვლევარები არიან, თუკი კარქათ მოიქცევი შეიძლება ლინკიც კი მოგაწოდო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 მაგრამ ისიც ნუ გავიწყდება რომ ზოგადად მასეთი ტიპის მივარდნები ხდება მართლმადიდებლობის სახელით, ხოლო პატრიარქი, უფრო სწორედ საპატრიარქო, როგორც ოფციალური მართლმადიდებლური ორგანო არის ვალდებული საჯაროდ დაგმოს(თუ დასაგმობია) მასეტი ტიპის მოქმედებები. როგორც წესი დუმილი თანხმობის ნიშიანია ხოლმე ;)ასეთი საკითხები ჯერჯერობით არ მოგვარდება, ეკლესია სულ სხვა მიმართულებით მუშაობს,ეკლესია მონასტრების მშენებლობა, მრევლის გაზრდა და ას. შ.საზოგადოების ლიბერალურ ნაწილს სამწუხაროდ ან მტრულად ან ალმაცერად უყურებენ,თუმცა ვიმედოვნებ ეს დროებითია, ჩვენი პატრიარქი საკმაოდ მხცოვანია და მას ავტორიატრულ რეჟიმებში მოუწია ცხოვრება,ნუ ეხლა ლიბერალურ-დემოკრატიულ გარემოში არა ეს კაცი გაზრდილი და ამ მხრივ რა უნდა მოსთხოვო, მაგრამ სხვა მხრივ აქვს დადებითი თვისებები რის გამოც პატივსაცემი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 Siknadmoთუკი კარქათ მოიქცევი შეიძლება ლინკიც კი მოგაწოდო სულ კარქათ არ ვიქცევი ? პ.ს. წავედი ეხლა მე სნეგუროჩს და დედმაროზს ჩავეხუტო და არ იცუღლუტოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ასეთი საკითხები ჯერჯერობით არ მოგვარდება, ეკლესია სულ სხვა მიმართულებით მუშაობს,ეკლესია მონასტრების მშენებლობა, მრევლის გაზრდა და ას. შ.საზოგადოების ლიბერალურ ნაწილს სამწუხაროდ ან მტრულად ან ალმაცერად უყურებენ,თუმცა ვიმედოვნებ ეს დროებითია, ჩვენი პატრიარქი საკმაოდ მხცოვანია და მას ავტორიატრულ რეჟიმებში მოუწია ცხოვრება,ნუ ეხლა ლიბერალურ-დემოკრატიულ გარემოში არა ეს კაცი გაზრდილი და ამ მხრივ რა უნდა მოსთხოვო, მაგრამ სხვა მხრივ აქვს დადებითი თვისებები რის გამოც პატივსაცემი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მე სულ სხვა რამ დავწერე, კერძოდმასეთ შემთხვევაში საპატრიარქო ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ან შეაქოს ანაც დაგმოს.მოგვარება არ მოგვარება სულ სხვა პრობლემავალდებულია რადგან საპატრიარქო წარმოადგენს მართლმადიდებლობის ოფიციალურ სახეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.