Jump to content
Planeta.Ge

ვისი კრიტიკა არ შეიძლება ამ ქვეყანაში?

Recommended Posts

მწყინს? მეცინება მსგავს სისუსლელეზე.

მაგრამ მაღიზიანებს როცა ყაჩაღობაში დამნაშავე ადამიანი, მე მასწავლის ჭკუა თუ რა არის მორალური. ქე მაინც არც ერთი ადამიანი არ დადის დედამიწის ზურგზე, მე რომ ცუდი საქმე გამიკეთებია.. არც იმიტომ არ მიმიყენებია შეურაცხყოფა სხვისთვის, რომ მე არ მეპიტნავებოდა, ამაზე შენ ხომ ამაყობდი, ვიღაცას წამოვარტყი რას ჰგავდაო :D და არც არავინ დამიყაჩაღებია და არც არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია..

უბრალოდ მაღიზიანებს ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისი დაჩაგვრით და დამცრებით ტრაბახობენ, ის ადამიანები სულიერებაზე, მორალზე და ა.შ რომ ლაპარაკობენ

კი აბა ჩემ ყველა პოსტის შემდეგ "სულიერად ფიდარასტს" რომ წერ ჩემ მიმართებით, დავბრმავდით თუ როგორ არის საქმე?

ისე გპასუხობ, როგორც მომართავ..

ჩეხეთში შეიძლება არა, საქართველოში დგას

რაც შეეხება სინდის, ნამუს და ა.შ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და ისე ილაპარაკოს.. ;)

ისე წერილის, თემის, პოსტის დაქუცმაცება სჩვევია იმ ხალხს ვისაც პასუხის გაცემა არ შეუძლია.

მეორე.

ის რომ მოდერატორები ატარებენ შენს უზრდელობას, ესეც არაა კგასაკვირვი, მაგრამ აქ აზრი არ აქვს ამაზე წერას. აგიხსნეი ძალიან გასაგებად რაზე იყო იმ პოსტში დაწერილი და მაინც შენსას უბერავ.

მესამე.

"ამაზე შენ ხომ ამაყობდი, ვიღაცას წამოვარტყი რას ჰგავდაო :D და არც არავინ დამიყაჩაღებია და არც არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია.. "

ამას სულიერად გახრწნილთა ენაზეც ცილისწამება ჰქვია. მანახე ერთი პოსტი რომ ვინმეს ცემით ვამაყობდი. მერე კი ამდენი მაინც უნდა გესმოდეს, რომ ამას ყაჩაღობასთან არაფერი აქვს საერთო.

თან კიდევ შენს "ნუკრიზმში" არ სწერია ის, რომ დაბრალება არ ნიშნავს დანაშაულს? :) ამიტომ დაგიწერე ის თუ რისი აჯაფსანდალია შენი ნუკრიზმი.

ეხლა მთავარი.

შეეშვი. წინა პოსტი დაგიწერე ისე, რომ ოდნავ რომ გქონოდა ნამუსი, მიხვდებოდი, მაგრამ ............ აზრი არ აქვს.

რაც ეხება ფორუმს.

აქ შენ არავინ გეკითხება სად და რომელ თემაში დავპოსტავ.

ამ თემის პასუხი დასაწყისში, კი სავსებით სწორი იყო თემის სათაურიდან და პოსოტიდან გამომდინარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

analgin

უცხო_პლანეტელი     1. არაფერს. რას უნდა ვეძახოდეთ? მართლმადიდებლური რელიგია ბევრად იმაზე ლიბერალურია თავად, ვიდრე მაგალითად თქვენ გგონიათ საკუთარი თავი. რაც შეეხება თვითონ კრიტიკას, ეკლესია არც სამეცნ

Nukriko

analgin კონკრეტულად რა შეურაცხყოფა მოგაყენე? მაჩევენ შეურაცხყოფელი პოსტი და მზად ვარ ეხლავე ბოდიში მოგიხადო   არავარ არავის პატარა ბიჭი ეს ცნობისთვის :018: :018: :018: ეს შთაბეჭდილებები მაშინ ქრებ

babuagiorgi

"პირიქით, ღრმადმორწმუნეს აქვს უფლება ამხილოს ანუ გააკრიტიკოს ნებისმიერი მღვდელმთავარი, რადგან მან ჯერ ერთი იცის რა არის სწორი და არასწორი (სარწმუნოებრივად) და მეორეც ამას ყველაზე უკეთ შეამცნევს და დაი

Nukriko

ბექა ათეისტი არ არის, ერეტიკოსია.

ათეისტები თქვენს უფლებებს თუ იცავთ ისე დაიცავით კაცო, მითუმეტეს თუ რამეს სისხლის სამართლებრივ ან სხვა სახის დანაშაულს ხედავთ იმაზე იჩივლეთ, მარა ათეისტის მხრიდან ჩემთვის კიჟინი, რომ თურმე ეკლესიაში უწმინდურები, მატყუარები და დამნაშავეები ზიან ჩემთვის უდიდესი შეურაცხყოფაა, პირველი ის, რომ ყველაზე წმინდას და ძვირფასს მილანძღავთ, მეორეც ის, რომ მე გამოგყავართ თქვენი ჭკუით დებილი და ბნელი რაკი მათი მწამს და მჯერა. მეორეც ერთი მაკვირვებთ და დეტალურად აგიხსნი რატომ:

1. საქართველოში მართლმადიდებლები დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ და მათი ნება და სურვილია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ის პრივილეგიებიც ჰქონდეს, რომლებიც აქვს (კონკორდატს და სხვა საკანონმდებლო შეღავათებს ვგულისხმობ) და მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.

2. ზემოთხსენებულ პუნქტში დისკრიმინაციული არაფერია, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველა სფეროში უმრავლესობის ნება-სურვილზე და არჩევანზეა დამოკიდებული რა როგორ იყოს. ასე მაგალითად აშშ-ს სენატში უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, რომ ავღანეთში საომარი ოპერაცია აწარმოონ, აწარმოებენ და დარჩენილი 49% უმცირესობა ვალდებულია ამას დაემორჩილოს. საერთოდ ნებისმიერ კანონს და ნორმას უმრავლესობა აწესებს და მას ყველა ემორჩილება უნდა თუ არა.

3. უმცირესობის უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის და აკეთოს ის, რისი კეთებაც უნდა და ამისთვის მას არავინ დასჯის, ვოტ ი ვსე...და არა ის, რომ იგივე პრივილეგიებით სარგებლობდეს, როგორითაც უმრავლესობა. უმრავლესობაში ყოფნა არის პრივილეგია და ნორმის განმსაზღვრელი სამართლებრივადაც და ისტორიულადაც. ძნელია ამის გააზრება?

P.S. სამწუხაროდ 90% შემთხვევებში სწორედ ეკლესიის შიგნით რა ხდება, ვინ მოღვაწეობენ ("კაგებეშნიკები", "პრესტუპნიკები", "ბიზნესმენები" და ა.შ.) ძირითადად ამაზე მიდის ხოლმე საუბარი და სპეკულაციები...იგივე ბექა მაგალითად საუბრობდა, რომ პატრიარქი თურმე მემკვიდრედ საკუთარ ძმიშვილს ამზადებს და იქ რაღაც ინტრიგების დახლართვა მიდის და ა.შ. ეს რაში აწუხებს ან ათეისტებს, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლებს ან ერეტიკოსებს? ეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა პრობლემაა და თავად მიხედავენ და რატომ მიდის ამ ყველაფრის პროპაგანდა საზოგადოებრივი მაუწყებლით ერთერთ ყველაზე უფრო "ყურებად" დროს? ეკლესია ხომ არ გამოდის და არ გიკრძალავთ ათეისტობას თუ სხვა აღმსარებლობის ქონას? ან ხომ არ გიკრიტიკებთ თქვენს მოძღვრებას თუ ხელმძღვანელებს? თანაც შავ ნაჭერზე თეთრი გვირისტივით მკაფიოდ სჩანს ის დაუფარავი ზიზღი და აგრესია, რასაც აქვს ადგილი და აზრი არა აქვს ამ ზიზღისა და აგრესიის დემოკრატიული ღირებულებების ნიღბის მიღმა დამალვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კიდე ერთხელ ვრწმუნდები რომ შენთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. ერთადერთი ის არის კარგი, რომ შენნაირი მენტალობის ადამიანები წარსულს ბარდება და ის რაც მოდის, გაცილებით კარგია თაობა მოდის, რომლებსაც შენნაირ მენტალიტეტის ხალხთან საერთო არაფერი ექნება.

რაც შეეხება ტრაბახს დაჩაგვრაზე, კარგად გაიხსენე ერთ-ერთ თემაში როგორ წაიტრაბახე, თუ როგორ წამოარტყი თავში ჰიპს თუ პანკს.. ეს იმ თემაში სადაც ბოლოს დაგელაპარაკე..

analgin

ათეისტები თქვენს უფლებებს თუ იცავთ ისე დაიცავით კაცო, მითუმეტეს თუ რამეს სისხლის სამართლებრივ ან სხვა სახის დანაშაულს ხედავთ იმაზე იჩივლეთ, მარა ათეისტის მხრიდან ჩემთვის კიჟინი, რომ თურმე ეკლესიაში უწმინდურები, მატყუარები და დამნაშავეები ზიან ჩემთვის უდიდესი შეურაცხყოფაა, პირველი ის, რომ ყველაზე წმინდას და ძვირფასს მილანძღავთ, მეორეც ის, რომ მე გამოგყავართ თქვენი ჭკუით დებილი და ბნელი რაკი მათი მწამს და მჯერა. მეორეც ერთი მაკვირვებთ და დეტალურად აგიხსნი რატომ:

ჯერ ესერთი თქვენმა პატრიარქმა დაიწყო ათეიზმის როგორც შეურაცხყოფელ და დამამცირებელ სიტყვის გამოყენება და პასუხიც თუ შესაბამისი იყო (არა და მე თუ მკითხავ, არ იყო შესაბამისი) მაშინ გაგფახსენდათ სიწმინდეები და ა.შ

მეორეც მიტხარი ბოლო 20 წლის მანძილზე ტელევიზიით ან საჯაროთ, რონელმა ათეისტმა შეურაცხყო თქვენი სარწმუნოება და უწოდა ჭკუით დებილი და ბნელი?

საჯარო სივცეში კი ათეიზმის შეურაცხყოფას მართლმადიდებელების მხრიდან არ წყდება. მაგალითად შენი რომ მოგწონს მღვდელი რომ არის გაგნიძე, ავადმყოფებს გვიწოდებს ერთ-ერთ ქადაგებაშI (ისე ავადმყოფი ვინ არის კარგად ჩანს ისედაც)..

ასე რომ სანამ მართლმადიდებლების მხრიდან არ დამთავრდება შეურაცხყოფა, ყოველთვის იქნება პასუხი გაცემული შეურაცხყოფაზე. დიახ ბნელია ის ადამიანი ვინც ათეისტს ავადმყოფს უწოდებს.

1. საქართველოში მართლმადიდებლები დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ და მათი ნება და სურვილია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ის პრივილეგიებიც ჰქონდეს, რომლებიც აქვს (კონკორდატს და სხვა საკანონმდებლო შეღავათებს ვგულისხმობ) და მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.

2. ზემოთხსენებულ პუნქტში დისკრიმინაციული არაფერია, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველა სფეროში უმრავლესობის ნება-სურვილზე და არჩევანზეა დამოკიდებული რა როგორ იყოს. ასე მაგალითად აშშ-ს სენატში უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, რომ ავღანეთში საომარი ოპერაცია აწარმოონ, აწარმოებენ და დარჩენილი 49% უმცირესობა ვალდებულია ამას დაემორჩილოს. საერთოდ ნებისმიერ კანონს და ნორმას უმრავლესობა აწესებს და მას ყველა ემორჩილება უნდა თუ არა.

ბოლშევიზმის იდეოლოგიაა ეს მეტი კი არაფერი..

3. უმცირესობის უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის და აკეთოს ის, რისი კეთებაც უნდა და ამისთვის მას არავინ დასჯის, ვოტ ი ვსე...და არა ის, რომ იგივე პრივილეგიებით სარგებლობდეს, როგორითაც უმრავლესობა. უმრავლესობაში ყოფნა არის პრივილეგია და ნორმის განმსაზღვრელი სამართლებრივადაც და ისტორიულადაც. ძნელია ამის გააზრება?

უმცირესობის უფლება არის ის რომ იყოს ისეთივე მდგომარეობაში როგორც უმრავლესობაა. თუ ამას ვერ ხვდები, მინდა გითხრა რომ ბოლშევიკებისგან დიდად არ განსხვავდება შენი მიდგომები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კიდე ერთხელ ვრწმუნდები რომ შენთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. ერთადერთი ის არის კარგი, რომ შენნაირი მენტალობის ადამიანები წარსულს ბარდება და ის რაც მოდის, გაცილებით კარგია თაობა მოდის, რომლებსაც შენნაირ მენტალიტეტის ხალხთან საერთო არაფერი ექნება.

ეხლა შენ თუ ის გგონია, რაღან მე საქართველოში არ ვარ არ ვიცი რა თაობა მოდის. :)

ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ შენს ასაკში და დამიჯერე ის რომ ნორმალური წარმოდგენა აქვთ ცხოვრებაზე.

შენ კი იმდენად მაინტერესებ, რამდენადაც ერთი პარადოქსი. ჩემი თაობის ხალხში ნაკლებად შეხვდები კომუნისტური, მარქსისტული თუ ანარევ კომკავშირული ტიპის ადამიანებს. გასაკვირვია საიდან ეს სინდრომი ახალგაზრდებში. არ მოსწრებიხარ ამ დროს და ამ იდეოლოგიით ხარ უკვე მოწამლული.

ეს მაინტერესებს, თორემ შენთან საუბრით სხავ რა უნდა გავიგო. ამ მხვრივ მაინტერესებს ხოლმე ეს შენი "ნუკრიზმი", იგივე "კომკავშირიზმი" ახალი ამორალური მიმართულებით. :)

რაც შეეხება ჩემს მენტალიტეტს. არ ვიცი ვცდილობა არ გავცდე ადამანობის ფარგლებს. თუ არ მეშლებ ამ საკითხში ეს მენტალიტეტი წარსულს უკვე საუკუნეები ბარდება, მაგრამ მაინც ადგილზე დგას და იქნება. ეს კი ერთი მიზეზის გამო. მორალი, ადამიანობა, კაცობა, სინდისი, ნამუსი და ა.შ. ყვეალ საუკუნეში იყო და იქნება. ამას ვერც მიშა ჩააბარებს წარსულს და არაც ახალიტიპის ნუკრიზმი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კი მაინც ძალიან საინტერესო როდესაც რელიგიაზე დაიწყება საბარი და გესმის ასეთი რამ "სიბნელე, ხელს გვიშლიან, აუუუუ ამის უფლებას არ გვაძლევენ" და ა.შ.

პირველ პასუხში დაწერილს დავუბრუნდები. ადამიანობა თავისუფალი აღქმაა და არავინ არავის არ ააძალებს.

ადამიანი კი ყოველთვის როდია ადამიანი.

რაც ხდება ეს კი არაა რელიგიის ან ქრისტიანობის წინააღმდეგ, არამედ ამორალურის მორალურად გადაქცევის მცდელობაა.

ხალხი გამართლებას ეძებს. აინტერესებთ ის, თუ რამდენად მისაღებია ამორალური საქციელი. ყველაფერი ეს კი უფრო ფარულ თავის მართლებად მიმაჩნია.

პარტიარქზე ჩემი წარმოდგენა მაქვს როგორც ადამიანზე და არ ვაპირებ მის ადვოკატობას, მაგრამ მოძრვრის ვალია სთქვას იქადაგოს და მრევლეი მოუსმენს თუ არა ეს უკვე მრევლის აგდასაწყვეტია.

ღმერთის წინაშე ქოლექტიური პასუხისმგებლობა არავის გვაკისრია, ასე რომ ყველა ჩვენთაგანს პირადი ანგარიშწორება მოუწევს ალბათ. :)

პ.ს. არა და რა საინტერესო ტენდფენციაა. ახალგაზრდობაში მახსოვს როგორ უშლიდნენ კომუნისტები ქრისტიანობას ხელს და ხალხში ეს გრძნობა ვერ მოკლეს.

საკმარის იყო ხალხზე თავისუფლების მაგივრად მორალური გახრწნის უფლება მიგეცა და არიქააააააააააააააააა, კრისტიანობა უშლით ხელს :) მდააააა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრიმინალური მორალი - ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, იყო "კაი ტიპი" :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

1. საქართველოში მართლმადიდებლები დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ და მათი ნება და სურვილია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ის პრივილეგიებიც ჰქონდეს, რომლებიც აქვს (კონკორდატს და სხვა საკანონმდებლო შეღავათებს ვგულისხმობ) და მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.

P.S. სამწუხაროდ 90% შემთხვევებში სწორედ ეკლესიის შიგნით რა ხდება, ვინ მოღვაწეობენ ("კაგებეშნიკები", "პრესტუპნიკები", "ბიზნესმენები" და ა.შ.) ძირითადად ამაზე მიდის ხოლმე საუბარი და სპეკულაციები...იგივე ბექა მაგალითად საუბრობდა, რომ პატრიარქი თურმე მემკვიდრედ საკუთარ ძმიშვილს ამზადებს და იქ რაღაც ინტრიგების დახლართვა მიდის და ა.შ. ეს რაში აწუხებს ან ათეისტებს, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლებს ან ერეტიკოსებს? ეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა პრობლემაა და თავად მიხედავენ და რატომ მიდის ამ ყველაფრის პროპაგანდა საზოგადოებრივი მაუწყებლით ერთერთ ყველაზე უფრო "ყურებად" დროს? ეკლესია ხომ არ გამოდის და არ გიკრძალავთ ათეისტობას თუ სხვა აღმსარებლობის ქონას? ან ხომ არ გიკრიტიკებთ თქვენს მოძღვრებას თუ ხელმძღვანელებს? თანაც შავ ნაჭერზე თეთრი გვირისტივით მკაფიოდ სჩანს ის დაუფარავი ზიზღი და აგრესია, რასაც აქვს ადგილი და აზრი არა აქვს ამ ზიზღისა და აგრესიის დემოკრატიული ღირებულებების ნიღბის მიღმა დამალვას.

თქვენი პოსტის პირველი ნაწილი პასუხია პოსტის მეორე ნაწილზე. კარგად დაუკვირდით. გამოდის, რომ ძალიან კარგადაც იცით, რატომ აწუხებს საზოგადოების არამართმადიდებელ ნაწილს ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესები. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეკლესიას რომ არ ჰქონდეს ის, რაც თქვენი პოსტის პირველ ნაწილში გავამუქე, აბსოლუტურად ყველა ფეხებზე დაიკიდებდა, თუ რა მოხდებოდა ეკლესიის შიგნით. მაგრამ კონკორდატის და სხვადასხვა საკანონმდებლო შეღავათების-უფლებების მინიჭების გამო, სრულიად სხვა, პოლიტიკური სტატუსი შეიძინა ეკლესიამ და რადგან ის ოპერირებს(!!!!) გაცილებით მეტი ადამიანით, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდებ საზოგადოებისათვის, იცოდეს რა ხდება ეკლესიის შიგნით და ვინ რისი გამკეთებულ-მოსურნეა იქ.

ჩემის აზრით საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაციია როგორც ლიბერალურ საზოგადოებაში ასევე ეკლესიაშიც,

არაა გამორიცხული რომ ეს დაპირისპირება რაც არსებობს ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ანუ ორივე ჭკუა ისწავლოს,

ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა და ორივემ დაადგინეოს ეგრეთ წოდებული რამსები (სხვა ტერმინს მე ვერ ვპოულობ)

ხო, უნდა მიხვდნენ ეკლესიის წარმომადგნელები სად მთავრდება მათი კომპეტენცია და ასევე ლიბერალებიც სად მთავრდება მათი დაინტერესება ეკლესიური საკითხებისადმი,

მე ვფიქრობ რომ ორივე მხარე დღეს დღეობით არაადეკვატურად იქცევა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

.ს. არა და რა საინტერესო ტენდფენციაა. ახალგაზრდობაში მახსოვს როგორ უშლიდნენ კომუნისტები ქრისტიანობას ხელს და ხალხში ეს გრძნობა ვერ მოკლეს.

საკმარის იყო ხალხზე თავისუფლების მაგივრად მორალური გახრწნის უფლება მიგეცა და არიქააააააააააააააააა, კრისტიანობა უშლით ხელს მდააააა.

აქ ერთი მომენტია, ჩვენ, ანუ მართლმადიდებლები იმის გამო რომ უმრავლესობაში ვართ და ასე ვთქვათ ძალები მოვიკირიბეთ, იგივე ნაირად არ უნდა მოვიქცეთ, ამაშია მთელი გამოცდა, როგორ გამოვიყენებთ იმ ავტორიტეტს რომელიც გაგვაჩნია, ხომ არ გადავუვლით სხვებს, :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს გარკვეული ტენდენცია, მე მართლმადიდებელი ვარ ძმაო ხოდა შEნი ათეისტი და შენი იაღოველი და ას. შ.

აი, თუკი ასე მივუდგებიტ საკითხს, პირველ რიგში ვინც დაგვიპირისპირდება მგონი გასაგები უნდა იყოს,

სწორად ის დაგვიპირისპირდება ვისი სახელითაც ვითომ ვლაპარაკობთ

ნუ დავივიწყებთ რა მოხდა რუსეთში 1917 წელს, რა მოუვიდა ეკლესიას და რატომ მოუვიდა, ამაზე თავად რუს მართლმადიდებლებს აქვთ პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ის რომ მოდერატორები ატარებენ შენს უზრდელობას, ესეც არაა კგასაკვირვი

აშკარად თავად ეუზრდელები Nukriko -ს დაწყებული ამ თემაში შენს მიერ გაკეთებული პირველი პოსტიდან. და არა მხოლოდ მასთან იქცევი ასე. თუ არ მოგწონს ვინმეს მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ეგრევე უხამსობაზე გადადიხარ. აქ თავი პოლიტიკურ დევნილად გამოგყავს, მაგრამ რეალურად მაგ მიზეზის ანუ უზრდელობის და უხამსობის გამო გადებდნენ ბანებს ფორუმ.გე -ზე, სამწუხაროდ აქაურ მოდერაციას არ ჰყოფნის გაბედულება, რომ მისივე დაწერილი წესები აღასრულოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრიმინალური მორალი - ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, იყო "კაი ტიპი" :D

ნუ აკეთებ ამას უფასოდ, ამაზე ხალხს ფულს უხდიან. ეგერ სატური გამოგესრჩლა, ჰკითხე როგორ და გასწავლის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ აკეთებ ამას უფასოდ, ამაზე ხალხს ფულს უხდიან. ეგერ სატური გამოგესრჩლა, ჰკითხე როგორ და გასწავლის.

მაგას ჰქვია პარანოია, ოღონდ მართლა ყოველგვარ დაცინვის გარეშე

http://s44.radikal.ru/i105/1012/49/bbb0a7003527.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ბოდიში მარა ჰიპერაგრესიული ხარ. ეს ერთი და მეორეც ვინ ვინ და შენ ნამდვილად არ უნდა ეუბნებოდე ვინმეს, რომ ბოლშევიკური მიდგომები გაქვსო, მესამეც შენთვის თუ ბოლშევიზმს ნიშნავს ის, რომ თუ ოჯახის 6 წევრიდან 5 გადაწყვეტს, რომ შემოსასვლელი კარი შეღებონ შავად, შენ კი თეთრად შეღებვა გსურს, ეს კარი შავად შეიღებება და ამით შენი უფლებები არ დაირღვევა. ამიტომ ელემენტარული ტყუილია როდესაც ამბობ

უმცირესობის უფლება არის ის რომ იყოს ისეთივე მდგომარეობაში როგორც უმრავლესობაა.

-ო. გამოვაცხადოთ მაშინ სახელმწიფო ენად ქართულთან გათანაბრებული სტატუსით სომხური, სახელმწიფო დროშზე ძველი ტრიკოლორი მივახატოთ ცენტრში და სამების ეკლესიის პირდაპირ მოვაწყოთ ჰომოსექსუალთა ქორწინების სახლი, რუსთაველზე კი ყოველწლიურად მსვლელობა მოვაწყობინოთ, აბა, მართლმადიდებელი მრევლი რო ალილოზე დადის?! ...კიდევ გავიმეორებ და არაადეკვატურად აგრესიული ხარ, არადა შენთან საუბარი საინტერესოა ხოლმე, რადგან საკუთარი თავის ძიების პროცესში ხარ, საინტერესო თემებზე ფიქრობ, და ყოველთვის გულწრფელად მინდა დისკუსიაში შემოვიდე, მაგრამ ნებისმიერი თემა საბოლოო ჯამში მიგყავს მართლმადიდებლობის ლანძღვაზე, როგორც ჩანს ყველაზე მეტს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრობ და მაგიტომ ხარ ასეთი აგრესიული, რომ ვერაფრით ამოხსენი ეს ამოცანა და ნერვები გეშლება. :) მეგობრულ რჩევას მოგცემ კიდევ, აუცილებელი არ არის და არც სასურველი, რომ ყოველთვის ყველაფერში მართალი იყო, ამაში ნამდვილად არაფერია დამამცირებელი (თუკი ადამიანის მოსაზრება სწორი არ აღმოჩნდება), შენ გინდა რაღაც შენ ჭეშმარიტებას მიაგნო, ყველა დაგეთანხმოს და ტაში დაგიკრას, არადა ჭეშმარიტებას რომ მიაგნო ძირითადად შენ უნდა დაეთანხმო სხვებს და შენ დაუკრა ტაში. "შენ"-ში ადამიანი იგულისხმება.

ისეთი მაჭარი ხარ, სულ ტკაცა-ტკუცით დუღდები, მარა თუ გინდა ღვინო დადგე ხშირი ხელის და თვალის შევლება გჭირდება და ნუ ამბობ ამ ყველაფერზე უარს. მხოლოდ კეთილი რჩევაა ეს. მეტი არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში მარა ჰიპერაგრესიული ხარ

ბოდიში მაგრამ გეჩვენება რაღაცა

რომ ბოლშევიკური მიდგომები გაქვსო,

და რაზე, უმრავლესობით ვმანიპულირებ იმიტომ რომ პრივილეგიებში აღმოვჩნდე?

მესამეც შენთვის თუ ბოლშევიზმს ნიშნავს ის, რომ თუ ოჯახის 6 წევრიდან 5 გადაწყვეტს, რომ შემოსასვლელი კარი შეღებონ შავად, შენ კი თეთრად შეღებვა გსურს, ეს კარი შავად შეიღებება და ამით შენი უფლებები არ დაირღვევა.

ჩემ ოჯახში სხვანაირად იყო, ყველას თავის ოთახი აქვს და ყველა თავის გემოზე აწყობს ამ ოთახს, საერთო საქმეს კი ყველა ერთად ვწყვეტთ როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორც წესი იქამდე მივდივართ, რომ ყველა კმაყოფილი რჩება და არც ერთი ოჯახის წევრი არ რჩება უკმაყოფილო

თუმცა ალბათ ყველგან არ არის ესეთი ოჯახური ურთიერთობები და ეს მესმის, თუ კი დესპოტი მამაა ოჯახში იქ სხვანაირად წყდება ოჯახური საქმეები..

გამოვაცხადოთ მაშინ სახელმწიფო ენად ქართულთან გათანაბრებული სტატუსით სომხური,

სისულელეა რელიგიური უფლებებისა და სახელმწიფო ენისე ერთი და იგივე რანგში აყვანა, ამას კლასიკური გაგებით დემაგოგია ჰქვია

, რუსთაველზე კი ყოველწლიურად მსვლელობა მოვაწყობინოთ,

მოაწყონ მერე რა?

არადა შენთან საუბარი საინტერესოა ხოლმე, რადგან საკუთარი თავის ძიების პროცესში ხარ, საინტერესო თემებზე ფიქრობ, და ყოველთვის გულწრფელად მინდა დისკუსიაში შემოვიდე, მაგრამ ნებისმიერი თემა საბოლოო ჯამში მიგყავს მართლმადიდებლობის ლანძღვაზე

ჯერ ესერთი სიმართლე არ არის, ის რომ მართლმადიდებლობას ვლანძრავ.მაჩვენე ჩემი გალანძღილი ამრთლმადიდებლობა ამ თემაში. აქ თქვენი მხრიდან წამოვიდა შეურაცხყოფები და ათეიზმი რომ არაადამიანურად გამოიყვანეთ და ამაზე პასუხი მოვიდა არა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, არამედ ხელშეუხებელ ადამიანთა წინააღმდეგ.

როგორც ჩანს ყველაზე მეტს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრობ

არ ვფიქრობ, ვიცი რომ ღმერთი არ არსებობს..

მაგიტომ ხარ ასეთი აგრესიული, რომ ვერაფრით ამოხსენი ეს ამოცანა და ნერვები გეშლება

და ეს არ არის დემაგოგია?

შენ გინდა რაღაც შენ ჭეშმარიტებას მიაგნო, ყველა დაგეთანხმოს და ტაში დაგიკრას

ის რომ მინდოდეს რომ სხვებმა ტაში დამიკრან, ვიტყოდი მართლმადიდებლობა ერთადერთიო ჭეშმარიტი რელგიაათქო და უამრავი ადამიანი ტაშს ისე დამიკრავდა რომ ხელებს აიტკიებდა.. არ მიყვარს ბრბოს კუმირობა და არ მიმაჩნია ეს პოზიცია სწორედ.. პირიქით რაც უფრო მეტ წინაარმდეგობაში ხარ ბრბოს მარაზმებთან, მით უფრო ავლენ საკუთარ პიროვნებას, რადგან გაქვს იმის უნარი რომ არ შეგეშინდეს საკუთარი აზრის გამოთქმის.

არადა ჭეშმარიტებას რომ მიაგნო ძირითადად შენ უნდა დაეთანხმო სხვებს და შენ დაუკრა ტაში. "შენ"-ში ადამიანი იგულისხმება.

და ბოლშევიკი მე ვარ ამის შემდეგ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...