lasha1997 Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 სამინისტროს ბიუჯეტის მეოთხედი=იაკობაშვილის 2 წლის ხარჯებსთამარ ჩხეიძე თემურ იაკობაშვილმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ორი წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე თანხა დახარჯა, რაც ამ სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჰქონდა გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 329 ათას 516 ლარი – ეს დაჯამებული თანხაა იაკობაშვილის სახელფასო, პრემიალური, სამივლინებო, სატელეფონო, ავტომობილის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებისა. სამინისტროს 2010 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი კი 374 300 ლარია. მისი მინისტრად მუშაობის ბოლო 21– თვიან პერიოდში საშუალოდ მასზე დახარჯული თანხა თვიურად 15 691 ლარი იყო. დღეს ამოქმედებული პორტალი opendata.ge სამინისტროების თანამშრომლების სახელფასო, პრემიალურ თუ სხვა სახის ხარჯებზე საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს. ეს ინფორმაცია პორტალს თავად სამინისტროებმა მიაწოდეს. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროდ დაასახელა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელმაც საიტი შექმნა; გამჭვირვალე იმ კრიტეტიუმით, რომ მათ მიერ გაგზავნილ 14–ვე კითხვას დროულად და სრულად გაეცა პასუხი. ირკვევა, რომ 70 500 ლარი ხელფასისა და პრემიის სახით მინისტრმა 2010 წელს მიიღო, ხოლო 2009 წელს მის მიერ მიღებული ხელფასი 42 480 ლარს შეადგენდა, წლის მანძილზე დარიცხული საპრემიო შემოსავალი კი –46 020 ლარს. თვის მანძლზე მისი ხელფასი 3 540 ლარია იყო, ამავე რაოდენობის პრემიას იგი ყოველთვიურად იღებდა. იაკობაშვილის სამივლინებო ხარჯები 2010 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 78 729 ლარია. თემურ იაკობაშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას 2010 წელს 41 355 ლარი აქვს დახარჯული მობილურ სატელეფონო საუბრებში. 31 ათასი ლარი დაიხარჯა იაკობაშვილის სატელეფონო საუბრებზე 2009 წელს. ავტომობილის ტექმომსახურების ხარჯები იაკობაშვილის ავტომობილზე – მიცუბიში პაჯერო 10 332 ლარია, 2009 წელს კი – 9100 ლარი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის ბიუჯეტი 1 379 400 ლარი იყო. პლიუს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები. საერთო ჯამში, სარეზერვო ფონდიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ორი წლის მანძილზე 348 ათასი ლარია. თემურ იაკობაშვილი საქართველოს ელჩია აშშ–ში. 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში. 2008 წლამდე– აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. http://netgazeti.ge/GE/38/News/3737/სამინისტროს-ბიუჯეტის-მეოთხედი=იაკობაშვილის-2-წლის--ხარჯებს.htm -------------------------------------------------------------------------------- Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 აი თურმე სად მიდის ჩემი გადასახადები!!!კარგი გადავიხადეთ, შედეგად რა?გადახდილი თანხა შედეგებისა ტოლი მაინც უნდა იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 lasha1997შემოვლენ ეხლა დ იტყვიან - ცოტააო რამდენია ამერიკის პრეზიდენტის ხელფასი?მართლა მაინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 აი თურმე სად მიდის ჩემი გადასახადები!!!კარგი გადავიხადეთ, შედეგად რა?გადახდილი თანხა შედეგებისა ტოლი მაინც უნდა იყოს. მართალს ამბობ. რამდენია ამერიკის პრეზიდენტის ხელფასი?მართლა მაინტერესებს 400 ათაზე მეტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 lasha1997400 ათაზე მეტი. ბიუჯეტი რამდენია და მოსახლეობა?ყველაფერი შეფარდებითი ხომ არის ამ დედამიწაზესად ობამა ( ან ვინც იქნება და იყო) და სად ძღინკიანი საქართველოს უძღინკიანესი გაუგებარი რამის მინისტრი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 kisaრამდენია ამერიკის პრეზიდენტის ხელფასი?რა ცუდი კითხვა დასვი ბიუჯეტი რამდენია და მოსახლეობა?ყველაფერი შეფარდებითი ხომ არის ამ დედამიწაზეახლა გვიანაა თითზე კბენანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 giauridiaკარგი გადავიხადეთ, შედეგად რა?შედეგად იაკობაშვილი იგულავებს... ისა და მაგ სამინისტროს გაკეთებულ საქმეებს ხომ ვერ მეტყოდით?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 Saturnძღინკიანი საქართველოს უძღინკიანესი გაუგებარი რამის მინისტრიახლა გვიანაა თითზე კბენანირა იყო?ისევ გადაგყავს თემა შენ "კალაპოტში"? :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 :018: მოგიდღანთ საჯარო საინფორმაციო ვიკილისი... თავისუფლების ინსტუტუი არა კიდევ დიპლიპიტო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 giauridiaაი თურმე სად მიდის ჩემი გადასახადები!!! რეინტეგრაციაში შეგიტანია წვლილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 რამდენი ფული იხარჯება უმიზნოდ და ქვეყანა რა დღეშია........ ეხლა დაუფიქრდით ნინა–ვერასნაირი სამთავრობო ბოზები რა დღეში იქნებიან თავიანთი უწყებებითურთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 ეხლა დაუფიქრდით ნინა–ვერასნაირი სამთავრობო ბოზები რა დღეში იქნებიან თავიანთი უწყებებითურთ მე მაქვს ნათქვამი,რომ დიდ ფულს იშოვის ეგ გოგო და წავა ისევ კანადაში მეთქი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 თქვენა ვერ გაგიგიათ, ეგ ხელფასები+პრემიები არის მიშიკოს ჯილდო,ეს იაკობაშვილი არ იყო არჩევნების მონიტორინგი რომ ჩაატარა? ჰოდა დააჯილდოვა სიყალბის ქმნისთვის,იმ ხაჩიძემ დაწერა სიმღერა ,,მიშა მაგარია" ეგეც დააჯილდოვა, სხვა მინისტრებიც დააჯილდოვა, ზოგი რისტვის და ზოგიც რისთვის,იმ საცოდავმა პრემიერმინისტრმა, მგალობლისვილი რომ იყო, გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეკეთებინა რაღაც საქმე ალბად და მობილური ესროლა და გაიქცა ის ბიჭი, ჟვანიაც მაგ დამოუკიდებლად გადაწყვეტის სურვილს შეეწირა, ახლანდელები არც არაფერს აკეთებენ, დროს ატარებენ.... მარტო მიშიკო წყვიტავს ყველაფერს,სად გზა დაიგოს და სად რა ძეგლი დაიდგას, მაგათ ცხვირს არ აყოფინებს რაიმეს გადაწყვეტაში, მხოლოდ ხელფასებს იღებენ ბიუჯეტიდან, ბაქრაძე იდიოტი ესემესებით უთანხმებს რა კანონი მიიღონ ტიპიური მიხაი ფაშაა, ჰარამხანაც აქუს, არ ეკუთვნის? ამდენს მუშაობს ბიჭი ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 329 ათას 516 ლარი – ეს დაჯამებული თანხაა იაკობაშვილის სახელფასო, პრემიალური, სამივლინებო, სატელეფონო, ავტომობილის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებისა. სამინისტროს 2010 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი კი 374 300 ლარია. ანუ სულ 700 000-ზე მეტი, ეს თანხა რომ რომელიმე ოსისთვის მიეცათ, საათნახევარში თბილისში ჩამოიყვანდნენ კოკითს მთელი თავის მთავრობიანად. რაღა რეინტეგრაცია გვინდოდა? მანდმაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2010 Grigრეინტეგრაციაში შეგიტანია წვლილი რეინტეგრაციის მსხვერპლი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.