alex Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 alex ჰო, მართალი ხართ, ჭოვა-თუშები ვიგულისხმე. კავკასიის ხალხები ოთხ ენობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან: კავკასიურ (ან პალეოკავკასიურ), ინდოევროპულ, თურქულ და სემიტურ. როგორც მიიჩნევენ, კავკასიურ ენებზე მოლაპარაკენი აქ ოდითგან ცხოვრობენ, დანარჩენი სამი ჯგუფის წარმომადგენლები კი, ისტორიული წარსულის სხვადასხვა პერიოდში მოვიდნენ. კავკასიურ ენათა ჯგუფიდან სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ ქართველები (ქართული ენის ქართული, მეგრულ-ჭანური (ლაზური), სვანური განშტოებებით). ჩრდილო-კავკასიელთაგან ამ ენობრივი ჯგუფის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან ჩეჩნები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, და ყაბარდოელები, რომლებიც ყუბანისა და თერგის აუზებში ცხოვრობენ. მათ გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. ამავე ენობრივ ჯგუფს ეკუთვნიან აფხაზები, ინგუშები, ადიღები, ლეზგები და ზოგი სხვა. კავკასიურ ენათა ჯგუფიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ქართულია, თავისი დიალექტებით. მათ ერთად ქართველურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებენ. კავკასიურ ენებში ცალკე გამოყოფენ აფხაზურ-ადიღეურ და ნახურ-დაღესტნურ ჯგუფებს. აფხაზურ-ადიღეური ჯგუფი მოიცავს ყაბარდოულ (ჩერქეზულ), ადიღეურ და უბიხურ, აგრეთვე, აფხაზურ და აბაზურ ენებს (ამ ორმა უკანასკნელმა ქართულის ძლიერი ზეგავლენა განიცადა). ნახურ-დაღესტნურ ჯგუფს ხშირად ორ ცალ-ცალკე ქვეჯგუფად - ნახურ და დაღესტნურ ქვეჯგუფებად - ყოფენ. ნახური მოიცავს ჩეჩნურ და ინგუშურ ენებს, დაღესტნური კი, წარმოდგენილია ავარულ-დიდოური, ლაკურ-დარგოული და ლეზგურ ენებით. ზოგი მკვლევრის აზრით, არსებობს კავკასიურ ენათა ორი ოჯახი: პირველი - ქართველური, რომელიც აერთიანებს ქართულს და მის მონათესავე ენებს, და მეორე - ჩრდილო-კავკასიური, რომელიც მოიცავს დაღესტნურ და აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფებს. ინდოევროპელი ხალხებიდან სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ სომხები, რომელთა წინაპრებს ძვ.წ. I ათასწლეულში ანატოლიიდან მოსულებად მიიჩნევენ. მეორე ძველი ინდოევროპული ჯგუფია ოსები, რომლებიც დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და ითვლებიან აღმოსავლეთ ირანიდან მოსული მომთაბარეების შთამომავლებად, რომლებიც ძვ.წ. VII-ახ. წ. IV საუკუნეებში მოძრაობდნენ სამხრეთ-დასავლეთის სტეპებში, ვიდრე იქიდან ჰუნებმა არ განდევნეს. ისინი ალანების სახელით იყვნენ ცნობილი. ხანდახან მათ სკვითებისა და სარმატების სახელითაც იხსენიებენ. ინდოევროპელებს განეკუთვნებიან სლავური ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც ძირითადად რუსებითა და უკრაინელებით არიან წარმოდგენილნი. გარდა ამისა, ინდოევროპულ ჯგუფს წარმოადგენენ ქურთები, თალიშები, თათები, ბერძნები, ბოშები, განსახლებულნი კავკასიის სხვადასხვა არეალში. თურქულენოვანი ჯგუფი წარმოდგენილია აზერბაიჯანელებით სამხრეთ კავკასიაში. ისინი შერეული ეთნიკური წარმომავლობისანი არიან, ფიქრობენ, რომ ისინი, ნაწილობრივ მაინც, ჩამოყალიბდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობისა და მიდიელების შერევის შედეგად. მათი სპარსიზაცია მოხდა სასანელთა ბატონობის პერიოდში (III-VII სს.), თურქიზაცია კი - სელჩუკთა დაპყრობების შედეგად XI საუკუნეში. ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან ყივჩაღური მოდგმის თურქული ხალხები: ყუმუხები, ნოღაელები, ყარაჩაელები, ბალყარელები. ყუმუხები, ისევე როგორც თურქული მოდგმის სხვა ხალხები, ძირითადად, მუსლიმები არიან. რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათი ენა lingua franka-ს ფუნქციას ასრულებდა რეგიონში, მაგრამ XX საუკუნეში რუსულმა გამოდევნა. როგორც ფიქრობენ, ნოღაელები ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდნენ ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. მათი უმრავლესობა მომთაბარე იყო XX საუკუნემდეც კი. ყარაჩაელებისა და ბალყარელების წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. სემიტური ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენლები კავკასიაში ასირიელები არიან. თურქების მიერ დევნილმა ასირიელებმა რუსეთის იმპერიის ტერიტორიას თავი I მსოფლიო ომის დასარულს შეაფარეს. ძირითადად, ქალაქებში ცხოვრობენ. წოვა-თუშია ცისკარიშვილი სოსო და ცისკარიშვილი პეტრე ,და ბაინდურაშვილი ფინანსთა მინისტრი რომაა.ასე რომ წოვებიც და ჩაღმებიც თუშები არიან და ქართველები . მე არ მიყვარს მაგ ხალხს რომ აცალკევებენ . ინგუშებთან მოხევეებიც ახლოს არიან.ბევრჯერ მინახიან ყაზბეგში ქორწილებში. ახლოს არიან იმიტომ რომ ხევს ესაზღვრება ინგუშეთი ,სხვას რას გულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 alexაუ ძლივს რა გამოჩნდა ადამიანი ვინც ხვდება რა საფრთხეა რუსეთის დაშლა კავკასიაში მრავალჯერ მაქვს ეს დაწერილი.ერთერთი პირველები ჩვენ ვიქნებით ვისაც დაერხევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 alex მრავალჯერ მაქვს ეს დაწერილი.ერთერთი პირველები ჩვენ ვიქნებით ვისაც დაერხევა. ძალიან კარგი ძუკუ .წარმოგიდგენიათ დაღესტანში რა ამბები დატრიალდება ? ამას თვითონაც ხვდებიან რომ დამოუკიდებლობა ქაოსს მოუტანს მათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 kisaქართველების გარდა ამ ქვეყანაში - საქართველოში ყველას დაედგომებარა დავუშავეთ ნაცებს? არავის არ დაედგომება იგივე სომხები და აზერები მასიურად მიგრირებენ თავის დედა სამშობლოში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ახლოს არიან იმიტომ რომ ხევს ესაზღვრება ინგუშეთი ,სხვას რას გულისხმობ. ხო მაგას და კარგი გამტანიანობაც აქვთ ძმაკაცობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ხო მაგას და კარგი გამტანიანობაც აქვთ ძმაკაცობაში. მახევე ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 Achiko1972კავკასიის ხალხები ოთხ ენობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან: კავკასიურ (ან პალეოკავკასიურ), ინდოევროპულ, თურქულ და სემიტურ. როგორც მიიჩნევენ, კავკასიურ ენებზე მოლაპარაკენი აქ ოდითგან ცხოვრობენ, დანარჩენი სამი ჯგუფის წარმომადგენლები კი, ისტორიული წარსულის სხვადასხვა პერიოდში მოვიდნენ. ეს არის მოძველებული იბერიულ-კავკასიური თეორია, უფრო სწორად ჰიპოთეზა, რომელსაც მსოფლიოში არავინ იზიარებს. რატომღაც ძალიან პოპულარულია საქართველოში. არავითარი 'გენეტიკური' ნათესაობა ქართველურ და ჩრდილოკავკასიურ ენებს შორის არ არსებობს. ახლა ლინგვისტები იმაზე კამათობენ, საერთოდ არსებობს თუ არა ჩრდილოკავკასიური ენათა ჯგუფი. მათი უმრავლესობა თვლის, რომ დასავლურ- (ადიღური, აფხაზური) და აღმოსავლეთ-კავკასიური (ჩეჩნური, ინგუშური, ლეკური) ენები ნათესაობაში არ არის. ენების გენეტიკურ ნათესაობაში ვგულისხმობ იმას, რომ ერთი საერთო წინაპრისგან არის წარმოშობილი. მაგ., რუსული და პოლონური; აზერბაჯანული და უზბეკური და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ცხონებული ბებიაჩემი ამაზე იტყოდა ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 მახევე ხარ? ცხონებული დედაჩემი იყო მოხევე წარმოშობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 არავითარი 'გენეტიკური' ნათესაობა ქართველურ და ჩრდილოკავკასიურ ენებს შორის არ არსებობს. ჩრდილოკავკასიელთა დასახლებული პუნქტების სახელების დაბოლოება მონღოლურია. მაგ. ხასავ-იურტი. ბაბა-იურტი და სხვ. იურტა კი მონგოლთა კარავია და ფესვებიც იქ ეძებონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ANDRIA64 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 ჩემის ღრმა ღწმენით, რუსეთი ახალ პროვოკაციას აწყობს საქართველოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 გეგმა მარტივია ნაცებს დავალება აქვთ მიღებული კრემლიდან, რომ აფათურონ ხელები ჩრდილო კავკასიაში და მისცენ უფლება რუსებს, ხელმეორე ინტერვენციის.ეხლა მაგაზე მიდის მთელი ჩალიჩი.. 1) როგორც ჩანს აშშ აპირებს დაარტყას ირანს, როგორც კი ირანს დაარტყავს, რუსეთი ინტერვენციას ახორციელებს საქართველოში2) ტერორისტებთან კავშირი ყველაზე კარგი მიზეზია ომისთვის და ამ კავშირს დარწმუნებული ვან ნახავენ. პირადპირი დავალება აქვთ ჩვენებს კრემლიდან, რომ ტერორისტებთან დაამყარონ ურთიერტობა და მერე ვითომ "გაიშიფრება" ეს ამბავი და მერე წავიდაა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.