Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ახლახანს დავრეგისტრირდი და თემასაც ვხსნი უკვე , უფრო სწორად იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ეს თემა გამეხსნა :))

მოკლედ, აი ორ წელზე მეტია უცხოეთში ვცხოვრობ და ფანტასტიურადაც ვცხოვრობ.პირველი წელს იმდენად კარგად მოვეწყე,ისე მომწონდა მუდამ გაღიმებული და ბედნიერი სახეები,თავაზიანი მძღოლები და გამყიდველები (!!!),ლამაზი სტუდენტური ცხოვრება,საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული და ა შ რომ ვფიქრობდი,რა საქართველო,რის დაბრუნება, პატრიოტიზმი რა ჩემი საქმეა თქო. თუმცა ვისაც "გამოცდილება" აქვს უცხოეთში ცხოვრების,დამეთანხმება,რომ აქდან გაცილებით უკეთ ჩანს,რა გულისამრევი სიტუაციაა საქართველოში და ადამიანს ვერ გაამტყუნებ იქ უნდოდეს ცხოვრება, სადაც თავს პიროვნებად გრძნობს..

მაგრამ! (ალბათ ესეც მარტო ქართველების "მწარე" ხვედრია :) ) მაინც ვერსად გავექეცი სამშობლოზე ფიქრს,ვიფიქრე თავიდან ცოტა,მერე უფრო ბევრი და დავინახე,რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი უღირსი ადამიანით არის სავსე დღეს საქართველო, ძალიან ბევრი ღირსეულიცაა, და პლუს,არის ახალგაზრდობა (მცირე ნაწილი მაგრამ მაინც),ძალიან განათლებული და ნიჭიერი, (აი თუნდაც თქვენით,ფორუმელებით თუ ვიმსჯელებთ),რომლების ნამვილად იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას.

ხოდა გულწრფელად გითხრათ,აწი უკვე ელემენტარულად ყოველი სორბეს ჭამისას რატომღაც სინდიდი მქეჯნის (თუმცა ჩემით მაქვს ის რას დღეს მაქვს),იმიტომ რომ ვიცი,თუნდაც ჩემს სოფელში ძალიან ბევრი ბავშვია ,რომელიც მთელი თვე აგროვებს 50 თეთრს, რომ ერთი ნაყინი იყიდოს,ხორციანი კერძი ხომ დღესასწაულია და ა. შ.

განათლებაზე საუბარიც ზედმეტია.. მოკლედ აუტანელი სიღარიბეა,მატერიალურიც და გონებრივიც....

ამიტომაც არის,რომ ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობს უნდა წამოსვლა უცხოეთში(და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანსაც ),მარტო იმიტომ რომ დაიღალა და ნორმალური ცხოვრება უნდა...

მოკლედ,აი ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი ქართულ სიტუაციაზე (იქნებ საერთოდაც აღარ არის ისე კატასტროფულად საქმე,როგორც მე მგონია), ან რა ან როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ხალხმა ნორმალური აზროვნება და ცხოვრება დაიწყოს (და თავი დავანებოთ პოლიტიკოსებს.სანამ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებს გადავწვდებით,ჯერ ხალხი უნდა შეიცვალოს)

 

P.S. იმედია ცოტათი გასაგებად მაინც დავწერე ის,რისი თქმაც მინდოდა..ქართული არ დამვიწყებია, უბრალოდ საქართველოზე ფიქრს გადავჩვეულვარ :(

Edited by zabette
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

zabette

მოკლედ,აი ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი ქართულ სიტუაციაზე (იქნებ საერთოდაც აღარ არის ისე კატასტროფულად საქმე,როგორც მე მგონია), ან რა ან როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ხალხმა ნორმალური აზროვნება და ცხოვრება დაიწყოს (და თავი დავანებოთ პოლიტიკოსებს.სანამ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებს გადავწვდებით,ჯერ ხალხი უნდა შეიცვალოს)

მარტო ერორებს უსმენ თუ?!

 

:givi:

 

 

კონკრეტულად რა გაინტერესებს>!?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zabette

 

იმედია ცოტათი გასაგებად მაინც დავწერე ის,რისი თქმაც მინდოდა.

 

არც ისე. :givi: განსაკუთრებით სათაურთან ვერ ვაკავშირებ.

 

ერთი (ერთი?) რაც დანამდვილებით გავიგე არის ის, რომ სამშობლო გტკივათ და სამშობლოს გარეთ აღმოაჩინეთ, რომ სამშობლო გიყვართ. :)

 

კითხვას რაც შეეხება, მე ვფიქრობ ხალხმა ფაქტიურად ამოწურა ყოველგვარი რესურსი. დამპალი და დამბალი ფიჩხივით ვართ. ჯერ მზეზე კარგად გამოშრობა გვინდა, მერე კი ნავთის დასხმა და ცეხლის წაკიდება.

 

დასავლეთის მხარდაჭერა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების (სასამართლოს, სამართლიანი საარჩევნო სისტემის, დამოუკიდებელი მედიის, სახელმწიფო რეკეტისგან თავისუფალი ბიზნესის, კერძო საკუთრების და ადამიანის უფლებების) რეალური გაძლიერება თუ არ მოხდება ყველაფერი ამაოა და საშველი არ ჩანს არსაით. მე კი ამის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ჩვენს ბედს ჯერჯერობით ვიღაც სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მრჩევლებს თუ რაღაც ასეთებს ანდობს ცივილიზებული მსოფლიო ანუ Y-ზე ვკიდივართ...სხვაფრივ ყოველთვის შევარდნაძე და ჯაბა ან მიშა და ზვიადი გვექნება.

 

სანამ ზემოხსენებული სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მრჩევლების კარიერის ტრამპლინი და ქრთამის მიმცემი ქვეყანა ვიქნებით შენ ისევ შეგაწუხებს ეგ ტკივილი და ვიქნებით ასე.

 

P.S. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველა ხელისუფლების მომხრეები იყვნენ ანუ ყველა ბოთლს მორგებული პრობკები, რომლებიც ასევე ზემოხსენებული დამბალი შეშის მიზეზნი არიან ანუ ის დამპალი და შმორიანი წყალი, რაც ამ შეშას ალბობს და ხელს უშლის მისგან სითბოსა და სინათლის გამოყოფას. პირველი ნაბიჯი ამ "თბილი კრესლოების" ჭიტლაყი უნდა იყოს. :yes:

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰმმმ,რა ვიცი, როგორღა დავკონკრეტტე. აი მაინტერესებს ის,რომ რატომ არის ყოველთვის საჭირო რევოლუცია ხელისუფლების შესაცვლელად ან რატომ არასდროს არ მოგვწონს ჩვენივე არჩეული მთავრობა.. რატომ არ ვიცით,რომ მთავარია ჩვენი საქმე ვაკეთოდ და კააარგად ვაკეთოდ და რატომ ვეკვეხებით იქ,სადაც ჩვენი ადგილი და საჭიროება სრულიადაც არ არის. თუნდაც რატომ იკლავენ ახალგაზრდები თავს და რატომ ფასდება ადამიანი ჩაცმითა და უბნელობით. რატომ გამოიწვიეს დეისაძემ და შამუგიამ ამხელა პროტესტი ხალში,მაშინ როდესაც ბრაზილიურ სერიალები ზეპირად იციან და ცხოვრებაშიც მშვენივრად იტარებენ სერიალებით მიღებულ გამოცდილებას...

რატომ აღარ კითხულობენ წიგნებს ბავშვები..

რატომ ამაყობენ ქართველი ჯარისკაცები,იმით რომ ომში ამდენი და ამდენი რუსი წამებით მოკლეს..

და ა შ და ა შ.

მოკლედ მე მაინტერესებს რატომ აქვთ ასე დამახინჯებული აზროვნება ქართველებს და რა არის საჭირო,რომ ქართველმა ხალხმა ნორმალური ,არაამერიკული,არაევროპული,უბრალოდ ნორმალური აზროვნება დაიწყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მძინავს, არ მძინავს, საქმე არ მაქვს არაფერი, მარა თქვენ რატომ არ გძინავთ :)

ხოდა, სანამ გავარკვევდე რა უნდა თემის ავტორს, რაღაცამ დამაინტერესა:

აი ორ წელზე მეტია უცხოეთში ვცხოვრობ და ფანტასტიურადაც ვცხოვრობ

თუმცა ჩემით მაქვს ის რას დღეს მაქვს

ხომ ვერ გვეტყოდი, შენით როგორ მოხვდი ორი წლის წინ უცხოეთში, სადაც ფანტასტიკურად ცხოვრობ, ან, აი შენით როგორ მიაღწიე იმას, რომ უცხოეთში მოხვდი ორი წლის წინ სადაც ფანტასტიკურად ცხოვრობ. მოკლედ მაინც, თუ საიდუმლო არაა :) რომ შემდეგ გკითხო რაღAც, ჯერ ეს მინდა ვიცოდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ლოლ,პირველად ვწერ თემას თქო და შენც ადექი და მაინცდამაინც სათაური გამიკრიტიკე,აბა ს.ფ.დ.ა.ს.ს.მ. ვარქმევ მაშინ :givi:

პრობლემაც ეგაა რომ ყველა პროპკობს და და ეგ მთავრობის და ვიღაც "სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის" ბრალი კი არაა,ჩვენი მედროვეობის ბრალია. ხოდა არ მესმის რატომ ამყარებ დასავლეთზე იმედებს,ან რატომ უნდა ანაღვლებდეთ მათ ეს და ან რატომ უნდა ვიყოთ ამ მორალურ საკითში დასავლეთზე დამოკიდებული.ნუ ეკონომიკა მესმის, და არც მაქვს პრეტენზია არანაირი,უტოპიაა იმაზე ფიქრი,რომ საქართველო ყველასაგან დამოუკიდებლად არსებობას შეძლებდეს,მაგრამ მორალი და უადგილო ადგილში ძვრომელობა ჩვენი გამოსასწორებელია.

აი გეფიცები,"ცხოველთა ფერმაა" საქართველო გამხდარი,ზედგამოჭრილია ჩვენზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მძინავს, არ მძინავს, საქმე არ მაქვს არაფერი, მარა თქვენ რატომ არ გძინავთ :)

ხოდა, სანამ გავარკვევდე რა უნდა თემის ავტორს, რაღაცამ დამაინტერესა:

 

 

ხომ ვერ გვეტყოდი, შენით როგორ მოხვდი ორი წლის წინ უცხოეთში, სადაც ფანტასტიკურად ცხოვრობ, ან, აი შენით როგორ მიაღწიე იმას, რომ უცხოეთში მოხვდი ორი წლის წინ სადაც ფანტასტიკურად ცხოვრობ. მოკლედ მაინც, თუ საიდუმლო არაა :) რომ შემდეგ გკითხო რაღAც, ჯერ ეს მინდა ვიცოდე

 

აქ სამი საათით უკან ვართ,ასე რომ სულ რაღაც 3:30 ია :) ისე რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს სწავლით მოვხვდი,ანუ სასწავლებლიდან გამომაგზავნეს :) და ფანტასტიურად არ ვგულისხმობ იმას,რომ არაფერი მაკლია,უბრალოდ მაქვს ის,რაც შეიძლება სჭირდებოდეს სტუდენტს კარგად ცხოვრებისთვის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს სწავლით მოვხვდი,ანუ სასწავლებლიდან გამომაგზავნეს

ანუ, შენ კლასში თუ სკოლაში, შენხელებში , ვისაც უნდოდა წასვლა მაგრამ ვერ წავიდა, ყველა იმათზე უკეთ სწავლობდი და შენ შეგარჩიეს ხო? არც არაფერი ფინანსები არ დაგჭირდა, პირდაპირდ თვითმფრინავი მოგადგა ეზოში, ჩაჯექი და წახვედი და იქაც "ფანტასტიკურად" გაცხოვრებენ, ოღონდ შენ ისწავლეო ხო? :)

ბოდიში და ეგ ზღაპრები, რომ აი, სკოლაში "ჩემით" ვისწავლე კარგად, მერე "ჩემით" წავედი სასწავლებლად უცხოეთში, იქ ისინი მიხდიან ყველაფერს, არავის დახმარება, ნაცნობობა, ფინანსები არ დამჭირვებია, ვარ ასე ფანტასტიკურად, და მიკვირს, სხვები რატომ არიან ასეთი დებილები, რომ იქ დარჩნენ, და თან კიდე არ მოწონთ ეს მიშიკო. დაჯდენენ ყველამ თავის საქმე აკეთოს :) მაგარია. აი მე რა საქმე ვაკეთო მაგალითად, რა არის ჩემი საქმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ, შენ კლასში თუ სკოლაში, შენხელებში , ვისაც უნდოდა წასვლა მაგრამ ვერ წავიდა, ყველა იმათზე უკეთ სწავლობდი და შენ შეგარჩიეს ხო? არც არაფერი ფინანსები არ დაგჭირდა, პირდაპირდ თვითმფრინავი მოგადგა ეზოში, ჩაჯექი და წახვედი და იქაც "ფანტასტიკურად" გაცხოვრებენ, ოღონდ შენ ისწავლეო ხო? :)

ბოდიში და ეგ ზღაპრები, რომ აი, სკოლაში "ჩემით" ვისწავლე კარგად, მერე "ჩემით" წავედი სასწავლებლად უცხოეთში, იქ ისინი მიხდიან ყველაფერს, არავის დახმარება, ნაცნობობა, ფინანსები არ დამჭირვებია, ვარ ასე ფანტასტიკურად, და მიკვირს, სხვები რატომ არიან ასეთი დებილები, რომ იქ დარჩნენ, და თან კიდე არ მოწონთ ეს მიშიკო. დაჯდენენ ყველამ თავის საქმე აკეთოს :) მაგარია. აი მე რა საქმე ვაკეთო მაგალითად, რა არის ჩემი საქმე?

:givi: :givi: :givi: :givi:

ლოლ,აი ამიტომ გავაკეთე ეს თემა.. იმიტომ ვწუხვარ,რომ არიან შენნაირები, რომელთაც უბრალოდ არ აქვთ თავის რეალისაზიის საშუალება.ჭკვიანი ხალხი ახლა მაქსიმუმ რა,სად,როდიში თამაშით თუ დაკავდება თორემ ისე დანარჩენი ყველგან ნამუსგარეცხილები და უტვინოები სჭირდებათ.

რავიცი აბა,მეც ზღაპარი მეგონებოდა ალბათ,ნამდვილად არ ვიყავი ყველაზე უკეთესი,მაგრამ ცუდიც არ ვიყავი და ამას დავუმატოთ ის,რომ უბრალოდ გამიმართლა. არ მინდა ჩემი პირადი ცხოვრება აქ სამსჯელო გავხადო,მაგრამ თუ გაინტერესებს ისე მომწერე და მოგიყვები რას და როგორ მივაღწიე,მიღწევას თუ დავარქმევთ ამას ლოლ :givi:

ხოდა მიშიკოს რაც შეეხება, ისე არ მომწონს,რომ არამგონია მაჯობო მის მიმართ ანტიპათიაში,უბრალოდ არ შეიძლება ასე გაგრძელება,უარესად ინგრევა ქვეყანა ამდენ დავიდარაბაში, როგორ ვერ აირჩიეს თავისი მოსაწონი აქამდე ამ ხალხმა??

 

თუ აირჩიეს კიდევ აცალონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად არ ვიყავი ყველაზე უკეთესი,მაგრამ ცუდიც არ ვიყავი და ამას დავუმატოთ ის,რომ უბრალოდ გამიმართლა.

აი ეხლა ზუსტად ის თქვი, რაც სინამდვილეში ხდება ხოლმე. ზოგს უმართლებს, ზოგს ვერა. ზოგი იგებს ლატარიაში, ზოგს ბაბუა დაუტოვებს რამეს, ზოგი მოიპარავს და შერჩება, ზოგიც მართლაც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული (ეგეც გამართლებაა), და ა.შ. ამიტომ, არ უნდა დაუწყონ მერე სხვებს ჭკუის დარიგება, იმ სხვებს, ვისაც უბრალოდ არ გაუმართლა, რომ თურმე "ყველამ თავის საქმე აკეთოს". დაახლოებით ნარდის თამაშივითაა :) მე ჯერ არ შემხვედრია მონარდე, რომელიც წაგებას კამათელს არ აბრალებდეს, და მოგებას კი მის "დიდებულ" თამაშს :) არადა თუ მოვა დუშაში მოიგებ, თუ ის 5 ღია კარში ვერ გააცოცხლებს 10 ჯერ, მოიგებ. ეგაა ცხოვრებაც (რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა და თუ შენ ის იშვიათი გამონაკლისი ხარ, ეგ სულ სხვა საკითხია უკვე).

რამ დამალევინა ამდენი ლუდი, ვერც ვიძინებ და ვერც ვთვრები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zabette

მოკლედ, აი ორ წელზე მეტია უცხოეთში ვცხოვრობ

 

რუსეთში სამი წელი ვიცხოვრე,მერე ევროპაში კიდევ მაგდენი და ცამეტი წელია ამერიკაში ვცხოვრობ,მაგრამ მაინც საქართველოში მინდა ცხოვრება..............ვერ წავალ დღეს,რადგან ვიყავი უკვე და ვერ ვიცხოვრებ იქ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლოლ,ეხლა რაღა დროს ძილია,აწი უნდა იღვიძებდე უკვე :givi: :givi:

ისე მგონი ძალიან ცუდად გამიგე ,მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული ჩემი გამართლების (თუმცა არანორმალურად ვიშრომე ამისთვის) ამბავი და არც კი მივცემ უფლებას თავს დაგარიგოთ,გაგკიცხოთ,თავი დაგამეტოთ ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ მე ცხოვრებამ მომცა საშუალება "კარგი" ხედიდან გადმომეხედა საქართველოსთვის და უფრო კარგად დამენახა რა ხდება სინმდვილეში საქართველოში და რა საზღვრებს გარეთ.

მეც იგივე მაწუხებს რაც შენ,მეც მყავს ოჯახი და მეგობრები მანდ რომელთაც უბრალოდ არ იციან რა აკეთონ. ამიტომ მადარდებს ეს ყველაფერი და ამიტომ მქეჯნის სინდისი იმის გამო,რომ მე დღეს ასე ვცხოვრობ და თვით ჩემი ოჯახიც კი არანორმალურად შრომობს მარტო იმისთვის,რომ საჭმელი ჰქონდეთ მუდამ. მე ჩემიანების ბედნიერება მჭირდება იმისთვის რომ მეც ბედნიერი ვიყო,აი ამიტომ მაწუხებს ეს ყოველივე.

ხო ნუ არანაირი ილუზია არ მაქვს იმისა, რომ თითქოს რაიმეს შეცვლა შემეძლოს ან მე,ან შენ და ა შ. უბრალოდ მაინტერესებს,თუ კიდევ არიან ადამიანები ,ჭკვიანი ადამიანები,ვისაც სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვთ და თუ იციან როგორ შეიძლება ეს მოხდეს

Edited by zabette
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zabette

ჩვენი მედროვეობის ბრალია

+1

 

ძალიან ძალიან ბევრი რამე რაც გვჭირს, მაგის ბრალია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ძალიან ბევრი რამე რაც გვჭირს, მაგის ბრალია!

 

 

არ არის მაგის ბრალი.ხალხია დამნაშავე ამ ყველაფერში,თორემ მაგ მედროვეებს ერთ ადგილას დასვამდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zabette

 

 

რუსეთში სამი წელი ვიცხოვრე,მერე ევროპაში კიდევ მაგდენი და ცამეტი წელია ამერიკაში ვცხოვრობ,მაგრამ მაინც საქართველოში მინდა ცხოვრება..............ვერ წავალ დღეს,რადგან ვიყავი უკვე და ვერ ვიცხოვრებ იქ. :)

 

აი მაგას ვამბობ მეც, მეც ვერ ვიცხოვრებ თუმცა არანორმალურად მენატრება უკვე იქაურობა .. მაგრამ ასე თუ გაგრძელდა რა გამოვა, ჩმნაირი და შენნაირი ძალიან ბევრია და ყველას დაბანილი გვაქვს ხელები.პრინციპში არც არაფერი შეგვიძლია,მაგრამ მაინც...

 

არ არის მაგის ბრალი.ხალხია დამნაშავე ამ ყველაფერში,თორემ მაგ მედროვეებს ერთ ადგილას დასვამდა.

 

პრობლემა ის არის რომ ყველა(თითქმის ყველა) მედროვეა და ვინღა უნდა დასვა ერთ ადგილზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...