Jump to content
Planeta.Ge

ქართული პარტია იშლება?


Recommended Posts

"ქართული პარტიის" წარმომადგენლები პარტიის შესაძლო დაშლას გამორიცხავენ.

 

პარტიის პოზიცია "პირWელს", "ქართული პარტიის" შესაძლო დაშლის შესახებ წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, "ქართული პარტიის" პრეს-სამსახურში გააცნეს.

 

"ჩვენ ნონა გაფრინდაშვილისადმი უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ. თუმცა მიგვაჩნია, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი. "ქართული პარტია" მკაცრად გაწერილი დღის წესრიგის მიხედვით მუშაობს, გუნდურ საქმიანობას აგრძელებს და დაშლის საფრთხე არანაირად არ ემუქრება", - აცხადებენ "ქართულ პარტიაში".

 

შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილი ~ქართული პარტიის~ შესაძლო დაშლაზე საუბრობს და არ სჯერა, რომ პარტია დიდხანს შენარჩუნდება.

 

"ლევან გაჩეჩილაძე "სახალხო კრების" დაფუძნების პირველივე დღიდან მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთან" ერთად მხარდაჭერას გვიცხადებდა და მხოლოდ მას შემდეგ ჩამოგვცილდა, რაც პარტიაში შევიდა. ოქრუაშვილი კი, რომელიც აზრზე არ არის, რა ხდება საქართველოში და პარიზიდან გვმოძღვრავს, საკუთარ თანაპარტიელებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს",- აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა და ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისა და "რეალური ქმედებების დაწყებისკენ" მოუწოდა.

ასეთი განცხადებები როგორც წესი შემთხვევით არ ჩნდება .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ორ პარტიას აქვს შანსი რეალურად ხანგრძლივად და რაც მთავარია - შეუქცევადად მზარდ პოზიციებზე იარსებოს.

 

1. ნაყროვანთა პარტია ლოზუნგით: მასვი, მაჭამე, მამღერე, მერე რამე გამოჩნდება.

2. ბანკებისადმი დავალიანების მქონე მოქალაქეების პარტია ლოზუნგით: არა მაქვს ძმაო და რა მოგცე?!

 

 

დანარჩენები იმდენად არიან დამოკიდებული კონკრეტულ ინდივიდებზე, რომ პარტია კი არა, ერთგვარი "ტუსოვკები" უფროა, სადაც, როგორც წესი, ბოლო-ბოლო მოგბეზრდება და დაიშლები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მკვდრად შობილი პარტიაა, მაგათ რა მოკლავთ

 

მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...