lasha_alo Posted December 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 "ქართული პარტიის" წარმომადგენლები პარტიის შესაძლო დაშლას გამორიცხავენ. პარტიის პოზიცია "პირWელს", "ქართული პარტიის" შესაძლო დაშლის შესახებ წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, "ქართული პარტიის" პრეს-სამსახურში გააცნეს. "ჩვენ ნონა გაფრინდაშვილისადმი უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ. თუმცა მიგვაჩნია, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი. "ქართული პარტია" მკაცრად გაწერილი დღის წესრიგის მიხედვით მუშაობს, გუნდურ საქმიანობას აგრძელებს და დაშლის საფრთხე არანაირად არ ემუქრება", - აცხადებენ "ქართულ პარტიაში". შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილი ~ქართული პარტიის~ შესაძლო დაშლაზე საუბრობს და არ სჯერა, რომ პარტია დიდხანს შენარჩუნდება. "ლევან გაჩეჩილაძე "სახალხო კრების" დაფუძნების პირველივე დღიდან მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთან" ერთად მხარდაჭერას გვიცხადებდა და მხოლოდ მას შემდეგ ჩამოგვცილდა, რაც პარტიაში შევიდა. ოქრუაშვილი კი, რომელიც აზრზე არ არის, რა ხდება საქართველოში და პარიზიდან გვმოძღვრავს, საკუთარ თანაპარტიელებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს",- აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა და ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისა და "რეალური ქმედებების დაწყებისკენ" მოუწოდა.ასეთი განცხადებები როგორც წესი შემთხვევით არ ჩნდება . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 მკვდრად შობილი პარტიაა, მაგათ რა მოკლავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted December 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ორ პარტიას აქვს შანსი რეალურად ხანგრძლივად და რაც მთავარია - შეუქცევადად მზარდ პოზიციებზე იარსებოს. 1. ნაყროვანთა პარტია ლოზუნგით: მასვი, მაჭამე, მამღერე, მერე რამე გამოჩნდება.2. ბანკებისადმი დავალიანების მქონე მოქალაქეების პარტია ლოზუნგით: არა მაქვს ძმაო და რა მოგცე?! დანარჩენები იმდენად არიან დამოკიდებული კონკრეტულ ინდივიდებზე, რომ პარტია კი არა, ერთგვარი "ტუსოვკები" უფროა, სადაც, როგორც წესი, ბოლო-ბოლო მოგბეზრდება და დაიშლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 მკვდრად შობილი პარტიაა, მაგათ რა მოკლავთ მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.