Jump to content
Planeta.Ge

ორშაბათს 6 საათზე ჩეგე და ნიკუშა მარქსი


Recommended Posts

ამაზე მაინტერესებს ამ ახალგაზრდების აზრი. :)

 

 

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის ვეტერანებზეც. 2011 წლიდან არ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად ემსახურებოდა 5-7 ათას ვეტერანს, ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი.

 

Aარსებობს მთავრობის წარმომადგენელთა ზეპირი დაპირება, რომ ვეტერანებს თავდაცვის სამინისტრო მოემსახურება, თუმცა ეს არ არის ასახული სამინისტროს ხარჯებში შესაბამისი მუხლით.

 

სამწუხაროდ ხელისუფლებამ 77 ათასამდე, მათ შორის, თბილისში მცხოვრებ 22 ათასამდე ვეტერანის ჯანმრთელობის დაცვაზე უარი თქვა.

 

ცინიკურია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს “პრიორიტეტები”. სახელმწიფო დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგულებს, რომლებმაც დაკარგეს 2 ან მეტი შვილი, მაგრამ თეთრს არ გაიღებს ერთი შვილდაკარგული დედის დასახმარებლად.

 

ხელისუფლებამ არ აღადგინა ადრე გაუაზრებლად გაუქმებული სამედიცინო და სოციალური დახმარების ისეთი მიკრო პროგრამები, როგორიცაა: გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა. ხელისუფელბამ თვისთავზე ვერ აიღო ვეტერანების კიდურების პროტეზებით, ეტლით, სმენის აპარატებით, ყავრჯნებით უზრუნველყოფა. ვეტერანთა მონაწილეობით შესაძლებელია სპეციალიზირებული საწარმოს შექმნა, სადაც დამზადდება ზემოაღნიშნული სამედიცინო ინვენტარი, თუმცა ხელისუფლებას არ უფიქრია ვეტერანთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის შექმნაზე.

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ ითვალისწინებს 2004 წელს, ძალოვანი სტრუქტურებიდან ერთდროულად დათხოვნილი ვეტერანების არასამართლიანი საპენსიო უზრუნველყოფის შეცვლას. ძალოვანი სტრუქტურების ათეულ ათასობით პენსიონერის დისკრედიტაციას ხელისუფლება “ამართლებს” არგუმენტით – “ისინი კორუმპირებულები იყვნენ.”

 

 

კაცო,ესენი კითხვებს სად კითხულობენ და ამას გადაახტდნენ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო,ესენი კითხვებს სად კითხულობენ და ამას გადაახტდნენ? :)

 

სატურნი უგზავნის ვანოს კანცელარიიდან :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად ნახეს ეს კIტხვები..ჩემს კIტხვა შენიშვნები სადაა?

გადადით შემდეგ გვერდზე :) თორე ვიყვირე "დადგმულია" :)

ფორუმჯის კიტხვებს პასუხობენ და შინაურებს არ აფასებენ :mad:

Edited by შაქროII
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვეთანხმები ნიკუშა მარქსის ინტერპრეტაციას სტალინის რეპრესიების ახსნასთან დაკავშირებით.

ის რომ სტალინი ანადგურებდა თავის თანაპარტიელებს არანაირად არ ამართლებს მის მიერ უდანაშაულო ხალხის ფიზიკურ მოსპობას.

მარტივი კლოგიკაა - შენ თუ სასტიკად ექცევი შენი ოჯახის წევრებს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ასევე მკაცრად მომექცე მე, ან ჩემს ოჯახის წევრებს.

 

ნებისმიერი სახელმწიფო იდეოლოგია ზოგადად, როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს და როგორ სუპერ სამართლიან საზოგადოების აგების პრინციპებს არ უნდა ქადაგებდეს, განწირულია მარცხისათვის, თუ ის (იდიოლოგია) უპირისპირდება ადამიანის უძლიერეს ინსტინქტს იყოს მესაკუთრე და მომხვეჭელი. ურავნილოვკის ნებისმიერი მცდელობა, გამოიწვევს (და იწვევდა კიდეც) საზოგადოების ნიჭიერი და უნარიანი ნაწილის პროტესტს. ისტორიამ აჩვენა, რომ ამ პროტესტის აღმოფხვრისათვის მარქსისტები როგორც წესი მიმართავდნენ რეპრესიებს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა,შენ ეს ყველაფერი იქითა ფორუმისთვის იჩალიჩე კაცო და ჩვენს კითხვებს პასუხებს არ გასცემენ? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე მაინტერესებს ამ ახალგაზრდების აზრი

მაგაზე რა აზრი უნდა ჰქონდეთ? ბუნებრივია რომ ცუდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ რა პასუხი იყო და გეშინიათ თქვენც ხელისუფლების კრიტიკა. :) ეგრე ვერ გაფრინდებით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიყიერი ნიადაგი იამს ქვია რომ არის მOტხოვნა მემარცხენე პარტიაზე.

მაგრამ საინტეერსო ისაა რომ არაა სოც. მოტხოვნები (კანტიკუნტად არ იტვლება).

და ხშირად რაც არის საკიტხები არასწორადაა დასმული (ეს საყვედური ლეიბორისტებს ეხება)

Edited by შაქროII
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგაზე რა აზრი უნდა ჰქონდეთ? ბუნებრივია რომ ცუდია

 

 

ცუდი რომ არის ვიცი,მაგრამ პასუხი მაინტერესებდა და ვერ გაბედეს ხელისუფლების კრიტიკა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა,შენ ეს ყველაფერი იქითა ფორუმისთვის იჩალიჩე კაცო და ჩვენს კითხვებს პასუხებს არ გასცემენ? :)

 

ძველი ჩვევა უბედურია ხომ იცი.ეხლა იმათთან მარკა აიწია. ნუ მაინც მთავრობის ფორუმია და უნდა გაუგო კაცს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველი ჩვევა უბედურია ხომ იცი.ეხლა იმათთან მარკა აიწია. ნუ მაინც მთავრობის ფორუმია და უნდა გაუგო კაცს

 

 

ყველას უნდა პოპულარობა,თან პოლიტიკური. :givi: ეეეეე წავედი ვივარჯიშო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...