newstudio Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 შსს-ს ინფორმაციით საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან რუსი მაიორი ევგენი, იგივე ჟენია ბორისოვი დგას .როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამნაშავეთა ჯგუფს დავალებას აძლევდა მაიორი ბორისოვი. იგი უკვეთავდა, აფინანსებდა ასაფეთქებელ ნივთიერებების შეძენას, ფულს უხდიდა. ეკა ზღულაძის განმარტებით, მათ შესაბამისი მტკიცებულებები მოეპოვებათ. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ტელეფონის ნომერი, რომლითაც მაიორი ბორისოვი უკავშირდებოდა დამნაშავეთა ჯგუფს. ზღულაძის განცხადებით, კიდევ მზადდებოდა აფეთქებებია. ამაზე მიუთითეს ის, რომ მათ აღმოაჩინეს 13 ასაფეთქებელი მოწყობილობა.მაიორი ბორისოვი აფხაზეთის განლაგებულ სამშვიდობო ძალებში მსახურობდა. შს მინისტრის მოადგილის ცნობით, ყველა დაკავებული აღიარებს დანაშაულს.შსს-მ 4 დეკემბერს საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული 6-კაციანი ჯგუფი დააკავა, ორი პირი კი იძებნება. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/153327-saqarthveloshi-momkhdari-afethqebebis-ukan-rusi-maiori-evgeni-borisovi-dgas.html ორშI ერთია, ან ამერიკელები დაგვეხმარნენ საქმის გახსნაში, ან გონება გაეხსნათ ჩვენ სამართალდამცავებს?! პ.ს. სამწუხაროა რომ ობიექტური სასამართლო არ არსებობს, ტყუილ-მართალი რომ გაირჩეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ლეიბორისტების ოფისთან რომ მოხდა მაშინ დავპოსტე რომ დაიჭერენ.ერთი რამეა საინტერესო-მაიორი ბორისოვი,მასეთი გვარით რუსეთის არმიაში რამდენიმე ათასი იქნება,თუ საერთოდ არსებობს ასეთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 (edited) საქმის დეტალები არ ვიცი და არ მაქვს ეჭვის შეტანის უფლება,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ახლობლებს ხუმრობით ვუთხარი:-ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი პიარი აგორდება მეთქი და თანაც რუსების მონაწილეობითთქო. Edited December 7, 2010 by DATA TUTASXIA Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 (edited) შსს-მ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებულები დააკავა12:58 07-12-2010შსს-მ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებულები დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მომხდარ რამდენიმე აფეთქებასთან დაკავშირებით 6-კაციანი ჯგუფი დააკავა.დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეიბორისტების" ოფისთან აფეთქება. ასევე, მუხიანის I მკ/რ-ში ნონეშვილის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ორი აფეთქება და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარგინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.6 დაკავებულის გარდა, აღნიშნულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილია კიდევ 2 პირი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.დაკავებულები არიან: გოგიტა არქანია, აფეთქების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ჯონი აბულაძე, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; მარიამ ნიკოლავა, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; გოჩა ხურცილავა, თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას; გოდერძი არქანია, თანამონაწილე; ლელა ხურცილავა, თანამონაწილე.ძებნაა გამოცხადებული 2 ეჭვმიტანილზე – მერაბ ყოლბაიაზე, მეტსახელად "კოჭოიაზე", რომელიც აფეთქების ორგანიზატორი და შემსრულებელია, ასევე მუხრან ცხადაიაზე, აფეთქების ორგანიზატორზე და შემსრულებელზე. ისინი ამჟამად ოკუპირებული გალის რაიონში იმყოფებიან.შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიას და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის ჰექსოგელით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც, 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, 1 ქილაში ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგელი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გოგიტა არქანიას, გოჩა ხურცილავას, მარინა ნიკოლავას, ლელა ხურცილავას აღიარებითი ჩვენებები.http://www.interpressnews.ge/ge/samartali/153325-shss-m-saqarthveloshi-momkhdar-afethqebebshi-braldebulebi-daakava.html ძალიან კარგია რომ ეს საქმე გაიხსნაჟურნალისტებთან მაქ ერთი საყვედური - ჰექსოგელი არ არის სწორი ჰეკსოგენი ქვია ამ ნივთიერებას. მაგალითად მოსკოვისა და ბესლანის ტერაქტების დროს ესაა ნახმარი, ესე აცხადებდნენ რუსები Edited December 7, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 DATA TUTASXIAაქმის დეტალები არ ვიცი და არ მაქვს ეჭვის შეტანის უფლება,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ახლობლებს ხუმრობით ვუთხარი:-ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი პიარი აგორდება მეთქი და თანაც რუსების მონაწილეობითთქო. +1 პ.ს. ამერიკა - რუსეთის დათბობის ფონზე, უცებ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო... მოტივები იკვეტება მკაფიოდ, მაგრამ არა რუსების სხვათაშორის...ჩემი აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ორი თემა თითქმის ერთდროულად გაიხსნა, ჩემი დავხურე.მოდერაციას ბთხოვ გადააგდონ ნაგავში შსს-მ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებულები დააკავა12:58 07-12-2010შსს-მ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებულები დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მომხდარ რამდენიმე აფეთქებასთან დაკავშირებით 6-კაციანი ჯგუფი დააკავა.დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეიბორისტების" ოფისთან აფეთქება. ასევე, მუხიანის I მკ/რ-ში ნონეშვილის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ორი აფეთქება და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარგინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.6 დაკავებულის გარდა, აღნიშნულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილია კიდევ 2 პირი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.დაკავებულები არიან: გოგიტა არქანია, აფეთქების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ჯონი აბულაძე, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; მარიამ ნიკოლავა, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; გოჩა ხურცილავა, თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას; გოდერძი არქანია, თანამონაწილე; ლელა ხურცილავა, თანამონაწილე.ძებნაა გამოცხადებული 2 ეჭვმიტანილზე – მერაბ ყოლბაიაზე, მეტსახელად "კოჭოიაზე", რომელიც აფეთქების ორგანიზატორი და შემსრულებელია, ასევე მუხრან ცხადაიაზე, აფეთქების ორგანიზატორზე და შემსრულებელზე. ისინი ამჟამად ოკუპირებული გალის რაიონში იმყოფებიან.შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიას და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის ჰექსოგელით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც, 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, 1 ქილაში ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგელი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გოგიტა არქანიას, გოჩა ხურცილავას, მარინა ნიკოლავას, ლელა ხურცილავას აღიარებითი ჩვენებები.ჟურნალისტები გვყავს კრახირა ჰეკსოგელი?გეკსოგენი ქვია ამ ნივთიერებას, ტერაქტებში ხმარობენ - მაგალითან მოსკოვის სახლები ამითაა აფეთქებული, ვიკიპედიაში მაინც ჩაიხედონ ამ უვიცებმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ხელისუფლება დებილი, ოპოზიცია დებილი, ტერორისტები იდიოტეეეები, ასეთი არაადეკვატური, ლენჩი, უაზრო ტერორისტების შესახებ თუ გსმენიათ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეიბორისტების" ოფისთან აფეთქება. ასევე, მუხიანის I მკ/რ-ში ნონეშვილის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ორი აფეთქება და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარგინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.6 დაკავებულის გარდა, აღნიშნულ დანაშაულებებში დაუკვირდიით რაააააა რეები გააკეთეს ამ უნიჭოებმა კაცო, ბომბები მქონდეს და ტერორისტული აქტის მოწყობა გადავწყიტოისეთ ობიექტებს ავაფეთქება ან ისეთ ადგილებში და ისეთი ტიპების წინააღმეგ როოო,რა არის ეს,ბარემ ტუალეტის კიბე აეფეთქებინათ ან სოფლის შAრაგზაზ გასასვლელი გალელ ტერორისტებს კი ვურჩევ მანდარინა გაყიდონ ჯერ მარტო გალელი და ტერორისტია ანეგდოტი,ის გახსოვთ ესებუამ ევროკავშირის დამკვირვებლები რომ გაიტაცა და ღომითა და მჟავე ღვინით კუჭის წყლული რომ დამართეს მძევლებს :nekro: ტერორისტები და მძევლები ერთად სვავდნენ ღვინოსა და არაყს,მასპინძელი ქალი ვისთანაც ჰყავდათ მძევლები იპოვეს სოფლის ორღობეში მეზობლის ქალთან იყო გადასული ჭადის ფქილზე, დამეხმარეთ რაცხა თორემ მომეჭრა მძევლებთან თავიოოო :nekro: მოკლედ სოფელი წელში გაწყდა მადიანი მძევლების შEნახვით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 Siknadmoასეთი არაადეკვატური, ლენჩი, უაზრო ტერორისტების შესახებ თუ გსმენიათარა...ხოდაა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 kisaრა ჰეკსოგელი?გეკსოგენი ქვია ამ ნივთიერებას,ქართულად ჰექსოგენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ძუკუkisa View Postkisa, on Today, 03:10 PM, said:რა ჰეკსოგელი?გეკსოგენი ქვია ამ ნივთიერებას, ქართულად ჰექსოგენი. კი ბატონო, ქართულად ჰეკსო, მაგრამ გელი?ჭურჭლის სარეცხი საშულება ხომ არაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 საქმის დეტალები არ ვიცი და არ მაქვს ეჭვის შეტანის უფლება,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ახლობლებს ხუმრობით ვუთხარი:-ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი პიარი აგორდება მეთქი და თანაც რუსების მონაწილეობითთქო. მსოფლიოში მოწინავე ქვეყნების კონტრდაზვერვა შურით სკდება ეს რაა, მალე ეშელონებით დავიჭერთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 (edited) ჩვენს განმაღველებზე თუ ვინც იყვნენ მაგრად ვიკაიფე რაღაცეები დაფშვნეს და თან ბომბის კეთებას ასწავლიდნენ მოსახლეობას :nekro: Edited December 7, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ტერორისტული აქტები გალელებს მოუწყვიათ ვავა, ჩქიმ ცოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ევგენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 ისე საინტერესო ტერაქტები იყო და საინტერესოდ მალე აიყვანეს შემსრულებლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.