Jump to content
Planeta.Ge

ამის შესახებ იცით ვინმემ რამე?


Recommended Posts

"სკანდალი - საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად - 1-ელი იანვრიდან პოლიციასა და პროკურატურას პირის დაპატიმრებისას განუსაზღვრელი უფლებები ეძლევათ!"

 

"1-ელი იანვრიდან ძალაში შევა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადებაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა 72 საათი (ანუ 3 დღე, როგორც ხდებოდა ხოლმე) კი არ არის, არამედ მასში უკვე პირდაპირაა მითითებული, რომ "ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა 9 თვეა". საკონსტიტუციო საკითხების ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტში, რომელიც პარლამენტს ამა წლის ივლისში წარედგინა და რომლის განხილვაც შემდეგ პარლამენტში მოხდა, ეს ცვლილება გათვალისწინებული არ ყოფილა! შესაბამისად, ექსპერტისავე თქმით, ეს ცვლილება კანონმდებლებმა კონსტიტუციაში მაშინ შეიტანეს, როცა კანონპროექტის განხილვა დასრულდა. ამ ახალი ნორმით საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების დაცვას და ფაქტობრივად, ხელი ეხსნება საგამოძიებო ორგანოების შეუზღუდავ მოქმედებას", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით სკანდალი - საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად - პირველი იანვრიდან პოლიციასა და პროკურატურას პირის დაპატიმრებისას განუსაზღვრელი უფლებები ეძლევათ.

 

"მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ასეა ჩამოყალიბებული: "დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე იქნა ეჭვმიტანილი რამე დანაშაულის ჩადენაში, ხელისუფლებას უფლება აქვს, პირი დააკავოს ეჭვმიტანილის სტატუსით, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, ეს პირი თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იქნა დაკავებული, 48 საათში უნდა წარედგინოს სასამართლოს და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ დაკავების კანონიერების თაობაზე: თუ სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დაკავება, კანონით გათვალისწინებული მოქმედება გაგრძელდება. თუ უკანონოდ მიიჩნია, პირი უნდა გათავისუფლდეს. 72 საათი, რომელიც მე-6 პუნქტში წერია, ნიშნავს იმას, რომ დაკავებულს 72 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს ბრალდება - ანუ აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რაში ედება ბრალი დაკავებულს, რის შემდეგაც დაკავებული მიიჩნევა უკვე ბრალდებულად და არა ეჭვმიტანილად. ხოლო თუ 72 საათის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა, მაშინ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

 

"ანუ ის ნორმა, რომელიც დღეს წერია, რომ ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, კონსტიტუციაში უკვე აღარ არის. ეს ახალი ნორმა კი ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. ეს ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, კანონში აღარ ჩაიწეროს ის, რომ ეჭვმიტანილს უნდა წარედგინოს ბრალდება დაკავებიდან 3 დღის ვადაში. შეიძლება ეს ნორმა საერთოდ გაქრეს კიდეც კანონიდან, ან კიდევ 72 საათი შეიცვალოს 5 დღით, 10 დღით, 1 თვით, 5 თვით... ეს უკვე აშკარა საფრთხის წინაშე დააყენებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს. ხელისუფლებას კი მისცემს იმის უფლებას, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე დააკავოს ესა თუ ის პირი, ჰყავდეს პატიმრობაში დიდი ხნის განმავლობაში და გამოიყენოს ეს ნორმა სრულიად უკანონო მოქმედებებითაც. ჩვენ დღესაც კი ვიცით შემთხვევები, როდესაც პირები ყოფილან დაკავებული და კანონის დარღვევით, ხელისუფლება არანაირ საგამოძიებო მოქმედებებს არ ახორციელებდა", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციის ექსპერტი.

 

"როგორც ჩანს, როცა მოხდა კონსტიტუციის განხილვა, ეს ცვლილება მაშინ შეიტანეს. აქ პირდაპირ არის დარღვეული კონსტიტუციითვე დადგენილი წესი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. უნდა არსებობდეს პროექტი ცვლილებისა და უნდა გამოქვეყნდეს. ერთი თვის შემდეგ პარლამენტმა მასზე უნდა დაიწყოს მსჯელობა. ამ მუხლში შეტანილი ასეთი ცვლილებების შესახებ ივლისში პარლამენტში არაფერი ყოფილა. შესაბამისად, არც გამოქვეყნებული იქნებოდა. მაშ, რამ მისცა პარლამენტს იმის უფლება, კონსტიტუციაში ასეთი ცვლილება რომ შეიტანა?! მე ამ ცვლილების შესახებ მაშინ შევიტყვე, როცა გამოქვეყნდა უკვე შეტანილი ცვლილებები - გამოქვეყნება მოხდა ნოემბერში. მანამდე ამ ცვლილებების შესახებ არაფერი ვიცოდი. ხელისუფლების მხრიდან ასეთი მოქმედება, ყველაზე რბილი შეფასებით, არის სრული უპასუხისმგებლობა, თუ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევით შესრულებულ მოქმედებას უპასუხისმგებლობა რომ ეწოდოს!" - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

 

"პირდაპირ გეტყვით, რომ კომისიაში ეს საკითხი არ განხილულა. სხვა მხრივ ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მე პარლამენტის წევრი არ ვარ. საერთოდ კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ამ საკითხის განხილვა სავალდებულო არ ყოფილა, რადგან პარლამენტში ისეთი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ჩვენთან არც განხილულა. ანუ ყველა საკითხი, რომელიც ცვლილებად შევიდა კონსტიტუციაში, როდი განხილულა კომისიაში. იყო რიგი საკითხებისა, რომლებიც გადაწყდა პარლამენტის სხდომაზე. ვერ გეტყვით, პარლამენტის სხდომაზე რა საკითხები იყო განხილული, თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს საკითხი თუ ცვლილება, ცხადია, აუცილებლად უნდა განხილულიყო პარლამენტში და ისე უნდა მიეღოთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი.

 

"მთელი კვირა" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მისგან კომენტარის ჩაწერა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა" , - წერს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/153156-06122010.html

 

ეს რას ნიშნავს?

განმიმართეთ ვინმემ

 

თემა პოლიტიკურია ვინაიდან კონსტიტუციაში ცვლილებებს ეხება

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/153163-konstituciashi-piris-dapatimrebis-shesakheb-sazogadoebisgan-faruli-cvilileba-shedis.html

დადეტ რა ვინმემ სრულად ეს სტატია, მე არ მიხსნის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

"ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა 9 თვეა". საკონსტიტუციო საკითხების ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტში, რომელიც პარლამენტს ამა წლის ივლისში წარედგინა და რომლის განხილვაც შემდეგ პარლამენტში მოხდა, ეს ცვლილება გათვალისწინებული არ ყოფილა! შესაბამისად, ექსპერტისავე თქმით, ეს ცვლილება კანონმდებლებმა კონსტიტუციაში მაშინ შეიტანეს, როცა კანონპროექტის განხილვა დასრულდა. ამ ახალი ნორმით საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების დაცვას და ფაქტობრივად, ხელი ეხსნება საგამოძიებო ორგანოების შეუზღუდავ მოქმედებას",

 

 

მაგარია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს იმას ნიშანსვ, რომ ისტორიული გამცდილების თანხმად, დიქტატურული რეჟიმი ამკაცრებს ზომებს.

 

ბუშტი იბერება და საცაა გასკდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვალოს არჩევნების გზით და არ არის გამორიცხული ხეებზე ჩამოკიდებული ნაცები ვიხილოთ ახლომომავალში. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამართლიანობა მოითხოვს რომ კუბლაშვილის პასუხიც დაიდოს ამ ტემაში

 

06-12-2010 არც ერთი დაკავებულისთვის თავისუფლების აღკვეთა 72 საათზე მეტს არ გაგრძელდება–პავლე კუბლაშვილი

[ნათია ბარნოვი]

 

 

 

––ბატონო პავლე ბატონი ვახტანგ ხმალაძის განცხადებით კონსტიტუციაში საზოგადოებისგან ფარულად წინასწარი პატირმობის ვადაა შეცვლილი?!

 

 

მგონია რომ საზოგადოება ამ ადამიანებს განგებ შეჰყავთ შეცდომაში, მოკლედ აგიხსნით–კონსტიტუციიდან ამოღებულია ტერმინი ეჭვმიტანილი, რომელიც თანამედროვე მსოფლიო იურისპრუდენციაში აღარ გვხვდება, არც ერთი ადამიანის პატიმრობა 72 საათზე მეტ ხანს არ გაგრძელდება–მხედველობაში მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება–ვიდრე მოსამართლე პირს შეუფარდებს წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას, როგორ ჩანს ბატონი ვახტანგი ეჭვმიტანილის ტერმინის კონსტიტუციიდან ამოღებამ დააბნია–კანონი ისევ განსაზღვრავს რომ ბრალდებულად დაკავებული უნდა ცნობილ იქნებს 48 საათში, ხოლო აქედან 24 საათში ის უნდა წარედგინოს სასამართლოს, რომელიც უკვე შემდგომ გამოიტანს გადაწყვეტილებას მისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ... ეს უბრალოდ მათემატიკის თემაა–რომელი იურისტიც ვერ დაითვლის ამ ვადებს ეს უკვე მისი პრობლემაა. მერწმუნეთ ეს კანონი აბსოულუტურად იცავს ადამიანის უფლებებს და არც ერთ შემხვევაში არ აგრძელებს დაკავების საათების რაოდენობას.

 

http://journalist.ge/?menuid=2&id=653&lang=1

რამდენად ნორმალურია ის რომ ადამიანი ეგრევე ბრალდებულად ცხადდება ( ჩვენი სასამართლოს პირობებში) ეს სხვა საკითხია კიდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმცია არ არსებობს.დაგიჭირეს,ზნაჩეტ დამნაშავე ხარ.კუბლაშვილს ნამუსი რომ ჰქონდეს,იმ პატარა გოგოს ათი წლით არ ჩაასმევინებდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კუბლაშვილს ნამუსი რომ ჰქონდეს,იმ პატარა გოგოს ათი წლით არ ჩაასმევინებდა.

მეც ეს აზრი მომივიდა პირველი, თუმცა პალიკოზე არც მანამდე მქონდა დიდი წარმოდგენა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე საინტერესო ის არის,რომ ჩუმად დაუმატებიათ.თითქოს ხმამაღლა რომ ეთქვათ,ვინმე გააპროტესტებდა.

 

 

ადრე ვთქვი და გავიმეორებ,რომ ქვეყანაში სადაც ამხელა ვლასტი აქვთ ძალოვნებს,ის ქვეყანა არის პოლიციური ქვეყანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

9 თვეს

 

 

9 თვე ორსულობა გამიგია მე და წინასწარ პატიმრობა რა ამბავია :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

-ელი იანვრიდან ძალაში შევა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადებაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა 72 საათი (ანუ 3 დღე, როგორც ხდებოდა ხოლმე) კი არ არის, არამედ მასში უკვე პირდაპირაა მითითებული, რომ "ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა 9 თვეა"

ჩემის აზრით საკმაოდ დემოკრატიული კანონია, ამ შიმშილობისას ხელისუფლება ვალდებულებას იღებს რომ 9 თვე გაჭმევს გასმევს, ჩათბილებული კრაოტიც გამზადებული გაქვს, რა ვიცი, მე პირადად მომწონს ეს ინიციატივა და რაც მთავარია ამ სიამოვნების მისაღებად სულაც არაა საჭირო რომ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

lasha1997

რა გითხრათ,მე იურისტებში(წესიერ) ვმუშაობ და იქაც თვლიან რომ მთლად ასე არ არის,როგორც ვახტანგი ამბობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...