მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 გიორგი მაისურაძე (1817-1885) http://s50.radikal.ru/i127/0901/b9/57177715465e.jpg ქართველი ფერმწერი, ქართული რეალისტური პორტრეტის ფუძემდებელი. დაიბადა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. იყო პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმა, რომელმაც იგი 1837 წელს ყმობიდან გაათავისუფლა და სასწავლებლად პეტერბურგში გაგზავნა. გიორგი მაისურაძე პირველი ქართველი ფერმწერია, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. იყო კარლ ბრიულოვის მოსწავლე. 1950 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში ასწავლიდა ხატვას. მისი ნამუშევრების ნაწილი დაკარგულია. შემორჩენილია რამდენიმე პორტრეტი, რომლებიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1870-იან წლებში გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი. გარდაიცვალა 1885 წელს ქალაქ ქუთაისში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.