Jump to content
Planeta.Ge

შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს


Recommended Posts

იმისტანა დარბოდა დღეს, გეგონება ერთი თვის დასვენებული იყო.

რა ენერგია მოსდის მაინც ამდენი, გაკვირვებული ვუყურებდი.

მაგაზე მეტი ენერგია თუ არ ექნა ოპოს, ვერ დაეწევიან, ისე დაქრის

 

ოპოს ისღა დარჩენია ტორმუზის შლანგები გადაუჭრას და შეასკდება რამეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა ბატონო რომ ღელავდით ბიზნესს უჭირსო, მისულა ეს ამბავი პრეზიტენტის ყურამდე და შედეგმაც არ დააყოვნა :P

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ განცხადება გააკეთა. ახალი ეკონომიკური კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს. კერძოდ, შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს; ასევე, მეწარმეებზე საგადასახადო წნეხი შემცირდება. მეწარმის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში კი საწარმო არ დაიხურება, ის ფუნქციონირებას განაგრძოს და სამუშაო ადგილები შენარჩუნდება

 

წყარო

ნუ, იმედია, იმედი ვიქონიოთ, მიხვდა ეგ სულით ჰან.. რომ ძროხას მარტო წველა კი არა თივაც ჭირდება?

თივას თუ არ აჭმევთ თქვე დედამპპპ.. საძოვარზე მაინც მიუშვით,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს

 

არა. თეორიულად საჭირო სტრუქტურაა. პრაქტიკაში ვნახავთ როგორ განხორციელდება.

 

რა როგორ განხორციელდება არ გადამრიო :D

 

ეგ ვიღაც იქნება მიშას შნირი და დასახვრეტების სიას შეაგროვებს და ეგ იქნება, თუ ვინიცობაა და ვინმე ჭამს ამ ომბუდსმენის ამბავს და მივა საჩივლელად, პრაქტიკულად ამით გამოავლენენ პოტენციურ მომჩივნებს და "ჭკუას ასწავლიან". წელიწადში ერთხელ მოხსენებას გააკეთებს სადაც 5 დან 7 მდე მცირე დარღვევას მოიხსენიებს და მის შედეგს კიდე ადმინისტრაციულ სასჯელს ვინმეს მიმართ, ხოდა ტაშს დაუკრავს პარლამენტში მსხდომი აბუაშვილები და პადოშები და ეგ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ის სამსახური იყო მკვდრად შობილი სტრუქტურა, რომელიც არანაირ მონოპოლიის არსებობას არ იკვლევდა და ერთადერთი ფუნქცია მისი თანამშრომელთა ხელფასების გაცემა იყო.

ანტიმონოპოლიურ სამსახურს ბევრი ორგანიზაციისთვის გაუხურებია და დაუცვავს მოქალაქეთა ინტერესები შევარდნაძის დროს, მე პირადად ვარ ამის მოწმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ბატონო რომ ღელავდით ბიზნესს უჭირსო, მისულა ეს ამბავი პრეზიტენტის ყურამდე და შედეგმაც არ დააყოვნა

ხო,იქნებ სოსო თოფურიძე დავენიშნა მაგ ადგილას,ან თუნდაც კეზერა.

ისე ანდრო ბარნოვის სამხედრო აკადემიის რექტორად დანიშვნას თუ გავითვალისწინებთ,ალიკა რონდელი დავნიშნოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა როგორ განხორციელდება არ გადამრიო :D

 

ეგ ვიღაც იქნება მიშას შნირი და დასახვრეტების სიას შეაგროვებს და ეგ იქნება, თუ ვინიცობაა და ვინმე ჭამს ამ ომბუდსმენის ამბავს და მივა საჩივლელად, პრაქტიკულად ამით გამოავლენენ პოტენციურ მომჩივნებს და "ჭკუას ასწავლიან". წელიწადში ერთხელ მოხსენებას გააკეთებს სადაც 5 დან 7 მდე მცირე დარღვევას მოიხსენიებს და მის შედეგს კიდე ადმინისტრაციულ სასჯელს ვინმეს მიმართ, ხოდა ტაშს დაუკრავს პარლამენტში მსხდომი აბუაშვილები და პადოშები და ეგ იქნება.

იცი, მოდი წინასწარ ძნელია ამისი თქმა, მთავარია რომ დაფიქრდნენ და მიხვდნენ რომ თუკი ასე გააგრძელებენ ბიზნესი ჩაკვდება და თვითონაც დაერხევათ,

 

მაგალითისთვის ჩემს ახლობელს სახელმწიფო სტრუქტურებიდან მისცეს შეკვეთა ხოდა ნუ, ოღონდ შეკვეთა იყოს და დაფაცურდა ტიპი და მასალა რომლითაც გაჯერებული იყო ელიავას ბაზრობა ფიზიკურად ვერ იშოვა, აღარ შემოაქვთ, ეშინიათ, პრაქტიკულად საქონლის დეფიციტია რაა,

ხოდა იძულებული იყო სხვა მასალა ეყიდა და სამჯერ მეტი სამუშაოს გაკეთება დასჭირდა რომ ის საქმე შეესრულებინა,

 

ხოლო ამავე დროს კიდევ უფრო დიდი საქმე რომ შეუკვეთეს შესრულებაზე უარი განაცხადა, იმიტო რომ ვეღარ გავქაჩავთ ამდენსო :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რამ ვერ გავიგე რა ეს ომბუცმენის ინსტიტუტი რომ შემოიღეს მაინც დამნაშავეები არიან იმიტომ რომ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრი აქვთ... რომ არ შემოეღოთ მაინც დამნაშავეები იქნებოდნენ იმიტომ რომ მცირე და საშუალო ბიზნეს ებრძვიან კლავენ და ასე შემდეგ

 

ხოდა რა მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ დამნაშავე არ იყოს? :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა რა მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ დამნაშავე არ იყოს?

 

უნდა შეეშვას კობა ბექაურობას, ატკატებს, მიშა მაჭავარიანობას, გოგორიშვილობას, გაყალბებებს, მიშას მონობას, კორუმპირებულობას, სადიზმს და თავად მიშას.

 

უნდა წამოიწიოს პროფესიონალიზმი უნდა შეწყდეს უწიგნური, მაგრამ ძაღლის ერთგულების მქონე პირების ("კარგი მენეჯერები") წახალისება.

 

უნდა გათავისუფლდეს მედია.

 

უნდა გათავისუფლდეს არჩევნები, პოლიცია, ჯარი და ასე შემდეგ ხალიფას მმართველობისგან.

 

ერთპიროვნულად არ უნდა წყდებოდეს არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

 

უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და ზოგადად გაუთავებელი ძალადობა.

 

სასამართლო უნდა გათავისუფლდეს.

 

fashisti

 

საკმარისია, თუ გავაგრძელო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

დამთავრებული მაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური სასწავლებელი (МВТУ им. Баумана) ვარ 100-ზე მეტი გამოგონების ავტორი.

 

ვარ წარმოების სფეროდან, მაგრამ ვარ გაჩერებული. პარადოქსია, თუ დღეს ვაწარმოო პროდექცია ეს ზარალია. შესაბამისად არაფრის კეთება ჩემთვის უფრო მომგებიანია. ანუ სახ. მმართელობაში დევს ისეთი დეფექტი რომელიც მწარმოებელს აჯენს სახლში. ეხლა მე საქმე არ ვაკეთო და აქ უნდა ვიჯდე და სისულელეებს ვპოსტავდე?

 

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

 

დაპირებების კი უკვე არ მჯერა და ვერც დავიჯერებ (კანონზომიერებაში არ ჯდება), ამოვიდა ყელში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ა ბატონო რომ ღელავდით ბიზნესს უჭირსო, მისულა ეს ამბავი პრეზიტენტის ყურამდე და შედეგმაც არ დააყოვნა

კხმ რა რეალური შედეგის მატარებელი იქნება რო? ამათ ფული დასჭირდეთ და ომბუდსმენი გააჩერებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ვარ 100-ზე მეტი გამოგონების ავტორი

დღეს ვაწარმოო პროდექცია ეს ზარალია

გამომგონებელი თუ ხარ, პროდუქცია როგორ უნდა აწარმოო? გამოგონება მეცნიერების სფეროს მიეკუთვნება, წარმოება კი - ბიზნესია.

ახლა მეორე ასპექტი - კარგი ვთქვათ ჩვენთან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ თუ შენი გამოგონებები სიცოცხლისუნარიანია, რა გიშლის ხელს რომ საზღვარგარეთ დააინტერესო ხალხი მათი წარმოებაში ჩაშვებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ხოდა რა მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ დამნაშავე არ იყოს?

გადადგეს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამომგონებელი თუ ხარ, პროდუქცია როგორ უნდა აწარმოო?

 

:D კარგი ეხლა გაჩერდი, უმეტესობა კომპანიები თავის გამოგონებულ პროდუქციას აწარმნოებენ. მეცნიერები ტექნოლოგიას იგონებენ და არა პროდუქციას. ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე პროდუქტს კიდე კომპანიები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...