Jump to content
Planeta.Ge

ნიკო მარი (1864-1934)


Recommended Posts

ნიკო მარი (1864-1934)

 

http://s53.radikal.ru/i141/0901/1a/d303bb774515.jpg

 

ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1930 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

 

დაიბადა ქუთაისში. მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა - ქართველი. 1884 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1890 წელს - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში. მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე. წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ქართული ენა ენათესავება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა. მოგვიანებით მან მიიჩნია, თითქოს იაფეტიზმი დასტურდება მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაში და ამიტომ იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად, ხოლო ენათა ოჯახის ცნება უარყო.

 

ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ენათმეცნიერების კვლევაში. გამოაქვეყნა "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები", "ჭანურის გრამატიკა", "ძველი ქართული სალიტერატურო ენა", რიგი საინტერესო წერილებისა სვანური და აფხაზური ენების შესახებ, სომხურის, როგორც ნარევი ენის შესახებ. ბრწყინვალე გამოკვლევები უძღვნა კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს. პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებით "აბდულმესია" და "თამარიანი". საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. დიდია მისი დამსახურება ისტორიასა და არქეოლოგიაში. მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდური II-ის (ძვ. წ. 760-730) ცნობილი სოლისებური წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებულია კულხას (კოლხას) ქვეყანა. 1934 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. ამავე წელს გარდაიცვალა ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...