Jump to content
Planeta.Ge

კოტე მარჯანიშვილი (1872-1933)


Recommended Posts

კოტე მარჯანიშვილი (1872-1933)

 

http://s47.radikal.ru/i116/0901/a0/1529a34c6962.jpg

 

კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი დაიბადა 1872 წელს სოფელ ყვარელში. განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან იყო ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა - თბილისში შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". ამის შემდეგ მოღვაწეობდა რუსეთისა და შუა აზიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ 1904 წლიდან მუშაობდა მხოლოდ როგორც რეჟისორი. თანაუგრძნობდა 1905 წლის რევოლუციას. ეს განწყობა მან სცენაზეც გადაიტანა. 1909 წლამდე მოღვაწეობდა უკრაინის სხადასხვა ქალაქების სცენაზე, შემდეგ ჩადის მოსკოვში და კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორია. ამ პერიოდში ეხმარება ქართველ სტუდენტებს - მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს. აქვე მონაწილეობს ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1913 წელს დააარსა საკუთარი ე.წ. "თავისუფალი თეატრი", რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი სეზონი იარსება, მაგრამ მარჯანიშვილმა შეძლო სინთეზური თეატრის პრინციპის დამკვიდრება. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", რომელმაც ქართული თეატრის განახლებას დაუდო საფუძველი. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი, II სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით, რომელიც ორი სეზონის შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ამ თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელმაც ქვეყნის გარეთ - მოსკოვსა და ხარკოვში ჩაატარა გასტროლები. კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების რიცხვშია: შ. დადიანის "კაკალ გულში", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", აფინოგენოვის "შიში", უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის "დონ-კარლოსის" დასადგმელად, თუმცა მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა. მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს, ხოლო 1964 წელს ქართულმა საზოგადოებამ მას მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

 

მისი სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს სოფელ ყვარელში. მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი, დაწესებულია მისი სახელობის პრემია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...