მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 შალვა მაღლაკელიძე (1893-1970) დიდგვაროვან ოჯახში დაბადებულმა მაღლაკელიძემ დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი სამართლის განხრით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მოვლენებში, რომელთაც შედეგად ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოყვა. 1919-20 წლებში შალვა მაღლაკელიძე თბილისის უმაღლესი გენერალი იყო. საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარებისთანავე მაღლაკელიძე ევროპაში წავიდა, სადაც ჩამოაყალიბა ქართველ ემიგრანტთა რამდენიმე საზოგადოება, მათ შორის: კავკასიური სათვისტომო, თეთრი გიორგი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და ქართველთა ლატვიური საზოგადოება, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1930 წლიდან შალვა მაღლაკელიძე ქართული სათვისტომოების მუშაობის ერთ-ერთი მთვარი კოორდინატორი იყო მთელი ევროპის მასშტაბით. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას მაღლაკელიძე გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდა, სურდა მათი მეშვეობით საქართველო კომუნისტებისაგან გაეთავისუფლებინა. 1941 წელს მან ითავა ქართველთა ლეგიონის წინამძღოლობა და მონაწილეობას ღებულობდა ვერმახტის კამპანიებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1944 წელს მან გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში დარჩა და კონრად ადენაუერთან მუშაობდა სამხედრო მრჩევლად 50-იანი წლების შუა რიცხვებამდე. პარალელურად, კვლავ უწევდა კოორდინაციას ქართველ ემიგრანტთა სათვისტომოების მუშაობას. 1954 წელს მაღლაკელიძე შეიპყრეს და საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს, სადაც პატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს და საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.