lasha1997 Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 შაშკინი: შესაძლოა, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგესშესაძლოა, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.Saturn გახსომს რა გითხარი და არა დაწვავენო რომ მიპასუხე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 ძალიან მარტივადაა ყველაფერი..შეიძლება ითქვას უმარტივესადაც..ძველი, ძალიან ძველი და კარგად აპრობირებული მეთოდია ეს.. ჯერ კიდევ კალიგულას დროს ხდებოდა ასეთი რამეები.. კომუნისტებმა კი, ეს მეთოდები იდეალურად დაამუშავეს და დანერგეს.. საუბარი მიდის ე.წ. "Primo edatis, tum moriturum", ანუ "ჯერ შეგიძლია ჭამო, შემდეგ მოკვდები"-ზე.. გასაგები ენით რომ ვთქვათ, საუბარია ე.წ. "კომპრომატებზე" 1) ნებისმიერ სახელმწიფო თუ საჯარო მოხელეს აქვს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე კანონი რთავს ამის ნებას..2) ადამიანი ბუნებით გაუმაძღარი და ხარბია, მითუმეტეს, როდესაც საქმე ძალაუფლებას და ფულს ეხება.. შესაბამისად ის იწყებს "ჭამას", ანუ ძალაუფლების გადამეტებას..3) ზემდგომი ორგანოები, ანუ ისინი, ვისაც ევალება იმის კონტროლი, რომ ამა თუ იმ პერსონამ ძალაუფლებას არ გადაამეტოს, განგებ ხუჭავს ამაზე თვალს, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად ჰქონდეს ე.წ. "კომპრომატები". ანუ, კი, შეუძლია დასაჯოს მაშინათვე, როგორც კი დააფიქსირა ძალის გადამეტება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ეყოლება შიშის გამო გაერთგულებული მოხელე, ე.წ. "ფინია" რომელსაც თავისი სურვილისამებრ გამოიყენებს..4) სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც.. თითქმის ეჭვიც არ მეპარება(98%) იმაში, რომ ამ სკოლის დირექტორი "ჭამდა" ნუ ცოტას მაინც, რაც სრულიად საკმარისია მოსახსნელად/დასაჭერად.. არც იმაში არ შეგეპაროთ ხალხნო ეჭვი, რომ ზემოთ ყველამ ყველაფერი იცოდა ამ "ჭამის" შესახებ თავიდანვე ;), მაგრამ რა თქმა უნდა არ იყენებდნენ, სანამ დირექტორი იყო "ერთგული ფინიის" როლში.. როგორც კი "აყეფდა", შესაბამისი ზომებიც იქნა მიღებული.. ხდება ხოლმე, 9 "ფინიიდან" 1 ხანდახან "ყეფას იწყებს".. არაფერი არ გამოვა.. "Primo edatis, tum moriturum" ნებისმიერი ხელისუფლების დროს მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს.. ამ ბრძოლაში შაშკინი ცამდე მართალია..გაითვალისწინეთ, მართალიას ვგულისხმობ დირექტორის მოხსნაში და არა 28 წლის გოგონას დირექტორად დანიშვნაში.. თუ "ომის" მოგებაა საჭირო, არ შეიძლება ასეთი უაზრო "ბრძოლის" გამართვა.. სწორედ ასეთი "მიკრო ბრძოლებით" მტკიცდება მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში ალბათ შაშკინის სიძლიერე..არ შეიძლება დაუპირიპირდე და გამოხვიდე, "Primo edatis, tum moriturum"-ს წინააღმდეგ.. მთავარი აქცენტი უნდა იყოს 28 წლის გოგონას დანიშვნის და არა "Primo edatis, tum moriturum"-ის წინააღმდეგ მიმართული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.