Jump to content
Planeta.Ge

მარო მაყაშვილი (1901-1921)


Recommended Posts

მარო მაყაშვილი (1901-1921)

 

http://i011.radikal.ru/0901/54/298c52361099.jpg

 

მოწყალების და, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული.

 

დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში - მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის დამააარებელი იყო, ხოლო დედა - თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომ ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით.

 

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა... 23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც. წირვა მათთვის დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა. ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

http://s44.radikal.ru/i105/0903/5f/dfb4b56a0275.jpg

 

ჟორჟეტა, სუნანა, მედეა. ამ სამი დიდან ორნი - სუნანა და მედეა მაროს განუყრელი მეგობრები იყვნენ, ხშირად იხსენიებს მათ, განსაკუთრებით მომწონს მაროს დღიურში აღბეჭდილი სცენა, ერთ მხიარულ დღეს, ასე მოიხსენიებს თვითონ პირველ და უკანასკნელ მეჯლისს, როდესაც აუხდა პაოლო იაშვილის გაცნობის ნატვრა - "ლელი ჯაფარიძე დამპირდა პაოლოს გაგაცნობო - მე ველი"… 1918 წლის 30 ივნისი.

 

…ჩემს ერთ-ერთ ნარკვევში, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა "შარავანდედის" შემდეგ, ბედი სასტიკი და ლამაზი" (1990 წ. "ახალგაზრდა ივერიელი"), სწორედ ეს მომხიბვლელი ამბავი გავათამაშე - მართლაც თამაშა გამართულა 1919 წლის 22 თებერვალს პაოლოს სტუმრობით და თამადობით, კოპალასთან (დავით კოპალეიშვილთან) ერთად ლექსაობით, მაროს "ჩაჩნურით" - მე-7 კლასელთა დიდ ბალზე, სტუმრები: ახალგაზრდა ოფიცრები, თანატოლები მე-7 ვაჟთა გიმნაზიიდან, პოეტები, მსახიობები, ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო, მშობლები. ბრწყინავდა გიმნაზია - ლხინით გადაღლილ გიმნაზიელებს დირექტორი სიყვარულიანი სიტყვით მიმართავს, "მერე პაოლომ და კოპალამ დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური. ვიცოდი, რომ მე მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველანი გამომეკიდნენ "კნიაჟნა, კნიაჟნა! სულ ერთია არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ, რა მექნა, მეც დავთანხმდი".

 

ნანა ღვინეფაძე

 

მარო მაყაშვილზე იხილეთ ბლოგი - LINK

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...