newstudio Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვაო სფეროში არსებულ ვითარებას მძიმეს უწოდებს .როგორც მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში, მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვაო შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე გაფრთხილების წერილი მიიღო, თუმცა ამას მთავრობის წევრების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. "წლების განმავლობაში საზღვაო სფერო ინგრეოდა. ჩვენ უკვე რამდენიმე გართხილების წერილი მივიღეთ. ჩემს ხელთ არის 29 იანვარს ევროკავშირში ჩვენი ელჩის გამოგზავნილი წერილი, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ შეიძლება ჩვენი საზღვაო შავ სიაში შეიყვანონ, შემდეგ არის პირველი აპრილის წერილი და ჩვენ დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა ათასობით ადამიანი შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებს ზოგად ეკონომიკაში შეაქვს წვლილი, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა შავი ზღვისპირეთის ეკონომიკაზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, სახეზეა დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან, ამიტომ აღნიშნული საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და ეს ადამიანები უშუალოდ აგებენ პასუხს იმ განუკითხაობაზე, რაც საზღვაო სფეროში არსებობდა. "აშკარად სახეზეა სრული, მინიმუმ უპასუხისმგებლობა და დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან. აი რა შეუძლია კონკრეტული თანამდებობის პირის არაკომპეტენტურობას, იმედია, რომ ამას პროკურატურა გამოიძიებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა თანამშრომელი არსებული საზღვაო ადმინისტრაციის გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ეს ხალხი უშუალოდ აგებს პასუხს იმაზე, რა განუკითხაობაც იყო ამ სფეროში. განათლების სისტემაში საშინელი ჩავარდნა იყო და ეს არის ნათელი, რომ საზღვაო აკადემია იყო მიშვებული და ამ აკადემიიდან დარჩა მხოლოდ ლამაზი შენობა. ამიტომ, ვინც იყო შეხებაში ამ სფეროსთან, მათაც მოეთხოვებათ პასუხი და ეს არის მთლიანი მთავრობის პასუხისმგებლობა. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც განგაშის ზარები ყველას უნდა დაეკრა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება და წესრიგის დამყარება ამ სფეროში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქართველმა მეზღვაურებმა მომავლი წლიდან, შესაძლოა, იმ გემებზე მუშაობა ვეღარ შეძლონ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შედიან. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, არსებობს საფრთხე, რომ მომავალი წლიდან ქართული დიპლომის მქონე მეზღვაურები ვერ იმუშავებენ გემებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების საზღვაო აკვატორიაში შევლენ. აღნიშნული შეზღუდვა ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ევროპის საზღვაო ორგანიზაცია "EMშA"-ს გადაწყვეტილებას უკავშირდება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/152605-mikheil-saakashvili-sazghvao-sferoshi-arsebul-vitharebas-mdzimes-utsodebs.html პ.ს. უმძიმესი სურათია...და ეს მმართველობის 7 წლისთავზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 EMSA არის ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო. EMSA-ს სამკაციანმა კომისიამ საქართველოს საზღვაო მომზადების სისტემის ინსპექტირება ჩაატარა 2006 წლის სექტემბერში. მათ შეამოწმეს საზღვაო ადმინისტრაცია, საზღვაო აკადემია და მეზღვაურთა მომზადების ორი კერძო სასწავლებელი. არაფერი განსაკუთრებული ამ შემოწმებაში არ ყოფილა და არაფერი ისეთი დარღვევა, უფრო სწორად შეუსაბამობა, რომლის აღმოფხვრა არ მოხერხდებოდა 1 წლის განმავლობაში მათ არ დაუფიქსირებიათ. საზღვაო ადმინისტრაციას შეეძლო გეგმაზომიერად ემოქმედა შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ასე არ მოხდა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ.ეხლა უკვე გვიანია, ურემი გადაბრუნდა და ბევრი მიხვდება თუ რა ადვილად შეიძლებოდა ამ პრობლემის გადალახვა. ადმინისტარცია რათქმაუნდა ბრალშია, მაგრამ იყო ისეთი ფაქტორებიც რომელიც ხელს არ უწყობდა საზღვაო ადმინისტრაციის გამართულ მუშაობას. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ინიშნებოდნენ ხალხი, რომლებიც ან ვერ ერკვეოდნენ საზღვაო სფეროში, ან არ აინტერესებდათ საზღვაო საქმე და კარიერული დაწინაურების მოლოდინში იყვნენ, ან კიდე დაქვემდებარებული იყვნენ კალანურ ინტერესებს. როგორც ეტყობა არც სამინისტროს მხრიდან იყო სათანადო დამოკიდებულება, იქაც მინისტრები ხელთათმანებივით იცვლებოდნენ. არ იყო საკადრო სტაბილურობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 უნდა დაინტერესდეს პროკურატურა ამ წერილში საინტერესო მხოლოდ ეს სიტყვებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.