მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 ვახტანგ მახალდიანი (1911-1982) http://s61.radikal.ru/i172/0901/42/4ccf245eb798.jpg ქართველი მეცნიერი თბური ძრავების დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და პრეზიდიუმის წევრი (1954). საქართველოს სახელმწიფო პრემიის და გ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და ორი "საპატიო ნიშნის" ორდენებით. ვახტანგ მახალდიანმა 1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხანაში, რომლის მთავარი ინჟინერი გახდა 1934 წელს. 1938 წლიდან ის იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ფრონტზე. ვახტანგ მახალდიანის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.