DATA TUTASXIA Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ომი დაიწყო სეპარატისტების პროვოკაციების საფუძველზე და შემდეგ სამხედრო შეტაკებაში ჩაერთო რუსული 58-არმია მეტი სხვას არაფერს ამბობენ რუსები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 მ ბრიყვებს მართლა ეგონათ, რომ რუსეთს ომს მოუგებდნენ და ეს არაერთხელ უთქვამთ პირად საუბრებში, ომი საზოგადოების დაკვეთა ყოფილა , ტუტუცები :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 სწორი ბრძანდები მალხაზ,ოღონდ ის ვერ გავიგე რაში არ ვარ სწორი.2008 წლის 1 აგვისტოს ერთერთი ფორუმელის(ფორუმ.გე-ს ვგულისხმობ) პოსტზე თუ რა მოხდებოდა თუ ცხინვალს დავარტყამდით დავწერე შემდეგი:რა მოხდება და ჯავა გაივსება 58-ე არმიით და მერე საით წამოვლენ ისინი ადვილი მისახვედრია.ამ ბრიყვებს მართლა ეგონათ, რომ რუსეთს ომს მოუგებდნენ შეიძლება კიდევაც ეგონათ,მაგრამ დარწმუნებული იყო მიშა რომ რუსები არ ჩაეერეოდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 DATA TUTASXIAმეტი სხვას არაფერს ამბობენ რუსები ხო მაგრამ მაგათ სეროიზული გარღვევები აქვთ,განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადმოლახეს და განსაკუთრებით სეპარატისტული რეგიონების ცნობაში.ეხლა კოკითი რომ თავისი სურვილით და იარაღით არ აწყობდა პროვოკაციებს ამაზე აღარაფერს ვამბობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ძუკუის ვერ გავიგე რაში არ ვარ სწორი. არ გეთანხმებით იმაში, რომ თქვენი პოსტებიდან (არა მარტო თქვენი, ცხადია) ისე ჩანს, თითქოს უწყინარი გურჯი ბატკნები ბალახსა სძოვდნენ მიამიტად და ამ დროს მუხანათი ოსები თავს დაესხნენ მზაკვრულად. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არც ჩვენები იქცეოდნენ ისე 'ბატკნურად', როგორც ბევრ იუზერს ჰგონია და საკითხი, ვინ დაიწყო პროვოკაციები - ჩვენ, ოსებმა თუ რუსებმა - სულ მცირე, საკამათო მაინც არის. შეიძლება კიდევაც ეგონათ,მაგრამ დარწმუნებული იყო მიშა რომ რუსები არ ჩაეერეოდნენ. კი ბატონო, აი ეს შეიძლება მართალი იყოს. მაგრამ, გადმოცემით არ ვიცი - ბევრ ჩვენ ჰანიბალს იმედი ჰქონდა, რომ რუსების სულ მცირე პირველ შემოტევას ძალიან იოლად მოვიგერიებდით. ეს უთქვამთ კიდეც პირად საუბრებში. მაგალითად ასეთ რაღაცეებს, მათ შორის ჟურნალისტებთანაც, ლაპარაკობდა პოლიციელი შტაბის უფროსი რომ გვყავდა - გოგავა. და კიდევ ერთი - რატომ არის ყველა ჩვენი იუზერი აგრერიგად დარწმუნებული, რომ კრემლი დღე და ღამე ცხინვალის ან აფხაზეთის ჩაყლაპვაზე ოცნებობდა? მე პახოდუ პატარა სამეცნიერო ამბებით ვერთობი და ჩემი თემაა პოლიტიკური მითები, მიტომ მაინტერესებს ასეთი საკითხები, ზოგადად. ასე რომ, Ничего личного - это бизнес Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Grigარ გეთანხმებით იმაში, რომ თქვენი პოსტებიდან (არა მარტო თქვენი, ცხადია) ისე ჩანს, თითქოს უწყინარი გურჯი ბატკნები ბალახსა სძოვდნენ მიამიტად და ამ დროს მუხანათი ოსები თავს დაესხნენ მზაკვრულად.ჩემს პოსტებში სულ სხვა რამეზე იყო აქცენტი.ანუ ამ პუბლიკაციით დაიმსხვრა ის ვერსია,თითქოს ჩვენ რუსების შემოჭრის საპასუხოდ გავუხსენით ცეცხლი ცხინვალს.პირდაპირ არის მოყვანილი მიშას სიტყვები,რომ ოსების ცეცხლს ვუპასუხეთ.ოსები ნამდვილად ისროდნენ,ისევე როგორც ქართველები და ასეთ შემთხვევებში ძნელია იმის დაგენა ვინ რა მომენტში პირველად ისროლა. მახსოვს ასეთი სროლების შედეგად აგვისტოს პირველ რიცხვებში 8 ოსი სამხედრო დაიღუპა.ისე უფრო ოსები რომ არიან დამნაშავეები სროლის ინტესივობაში,კულახმეტოვის განცხადებიდანაც ჩანს: მე ოსებს ვეღარ ვაკონტროლებო. Kulakhmetov said, he "does not control anything" and that the South Ossetians were "shooting at the Georgians behind my back." ბევრ ჩვენ ჰანიბალს იმედი ჰქონდა, რომ რუსების სულ მცირე პირველ შემოტევას ძალიან იოლად მოვიგერიებდით.სხვათა შორის არა მარტო მიშისტებს.და კიდევ ერთი - რატომ არის ყველა ჩვენი იუზერი აგრერიგად დარწმუნებული, რომ კრემლი დღე და ღამე ცხინვალის ან აფხაზეთის ჩაყლაპვაზე ოცნებობდა?ცხინვალის რა მოგახსენოთ,მაგრამ აფხაზეთი ყოველთვის უნდოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Свободная Газета №1(015)1998год -ბალტინს შეუგროვეს და გადასცეს 2მილიარდი რუბლი ქარტველმა გამყიდველებმა მოსკოვში, საელჩოში"მზიურის ტერიტორიაზე,რათა აფხაზეთის ოკუპანტს მოეხდინა ფოთის ,სენაკის ,ზუგდიდის , მთელი სამეგრელოს ოკუპაცია,შემდეგ აფხაზეთში შეერეკა ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები,მათი მხარდამჭერნი ,სადაც გავანადგურებო(ბალტინის გამოსვლა),რითაც აფხაზეთის პრობლემა საბობოოდ გადაწყდებაო...მახსოვს სვანეთის გზაც ააფეთქეს რათა ამ გზით არ გავსულვიყავით(ორ სათზე მეტ ხანს ვწმენდდით და გავედით) ანუ ჩვენი აფხაზეთის ტერიტორიაზე თავმოყრა სურდათ და მერე განადგურება-სტუდია ობიექტივი" http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=186277ტვალი .გე ნახეთ ეს ინფო... ახლა რუსების ადვოკატებს შევახსენებ ,რომ ქართველთა,კავკასიელთა ხელით აკეტებდა რრუსი თავის ბინძურ საქმეს...თქვენც ნუ გახდებით ასეთ იარაღად...აკრიკიტეთ ვინც გინდა ,მაგრამ საქართველოს ნუ ღალატობთ... საქართველოს ექს–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიუსამძიმრა ადმირალ ედუარდ ბალტინის ოჯახს, რომელიც 72 წლის ასაკში სამშაბათს მოსკოვში გარდაიცვალა.მე ღრმად ვწუხვარ ასეთი ადამიანის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, მე არ გამაჩნია მოსკოვში გამგზავრების შესაძლებლობა და მინდა აქედან მივუსამძიმრო ადმირალის ოჯახს“, – განაცხადა შევარდნაძემ „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბარში.მან დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ადმირალის როლი საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში, 1993 წელს.„ბალტინს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ადმირალი ბალტინი იყო“, – განაცხადა შევარდნაძემ.(2008წ.4 ოქტომბერი)........"გელიყარზე შეიყარნენ, მოიხადეს ვალი წმინდა ყორღან-ოღლის ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა".... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 და კიდევ ერთი - რატომ არის ყველა ჩვენი იუზერი აგრერიგად დარწმუნებული, რომ კრემლი დღე და ღამე ცხინვალის ან აფხაზეთის ჩაყლაპვაზე ოცნებობდა?ვსტრეჩნი ვაპროს:ცხინვალის და აფხაზეთის არჩაყლაპვაზე მეოცნებე უწყინარი რუსეთი რატომ უხდის მილიონობით ბაბლოს ამ "რესპუბლიკების" აღიარებაზე ჩავეს–ნაურუ–დღნაურუს ............იქნებ "მოძმე" ბატკას მართლა ამჟავებული რძის გამო წაეჩხუბა სამუდამოდ....იქნებ იანუკოვიჩსაც "შემთხვევით" შეახსენეს წინასაარჩევნო დაპირებები აღიარებებზე.......იქნებ ოს–აფხაზებსაც "ბეზვაზმეზდნო" აფინანსებენ,როცა თვითონ მშივრები არიან......იქნებ რუსეთის მოქალაქეობას ჯავიდან გაზიდულ ხე–ტყეზე აბარტერებდნენ......იქნებ........მდაა საქართველოს ექს–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაქ გამორჩენილია "მსოფლიო მნიშვნელობის დიდმა პოლიტიკოსმა, ბატონმა" ...........ადამიანს უნდა დავუფასოთ ამაგი,ჩვენ კიდე მივაგდეთ კრწანისის აგარაკზე მშიერ–მწყურვალი კაპიკებიანი პენსიის ამარაარადა ნახევარი საუკუნე შეალია ერის კეთილდღეობას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 მან დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ადმირალის როლი საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში, 1993 წელს.„ბალტინს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ადმირალი ბალტინი იყო“, – განაცხადა შევარდნაძემ.(2008წ.4 ოქტომბერი)........"გელიყარზე შეიყარნენ, მოიხადეს ვალი წმინდა ყორღან-ოღლის ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა".... მომეცა საშუალება იმ პერიოდში საკუთარი თვალთ მენახა ბალტინის ეს დიდი "ამაგი" საქართველო წინაშე. ჩვენი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ ციხის მაგივრად კრწანისის რეზიდენციაში ხვდებიან მაღალჩინოსნები.მიდი და ამტკიცე ეხლა რომ საქართველო ოკუპანტი ქვეყანა არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Ostapვსტრეჩნი ვაპროს:ცხინვალის და აფხაზეთის არჩაყლაპვაზე მეოცნებე უწყინარი რუსეთი რატომ უხდის მილიონობით ბაბლოს ამ "რესპუბლიკების" აღიარებაზე ჩავეს–ნაურუ–დღნაურუს ............იქნებ "მოძმე" ბატკას მართლა ამჟავებული რძის გამო წაეჩხუბა სამუდამოდ....იქნებ იანუკოვიჩსაც "შემთხვევით" შეახსენეს წინასაარჩევნო დაპირებები აღიარებებზე.......იქნებ ოს–აფხაზებსაც "ბეზვაზმეზდნო" აფინანსებენ,როცა თვითონ მშივრები არიან......იქნებ რუსეთის მოქალაქეობას ჯავიდან გაზიდულ ხე–ტყეზე აბარტერებდნენ......იქნებ........მდაა ეს სულ სხვა რამეა. ამას, ბატონო ჩემო, 'სახის შენარჩუნებად' უბნობენ. მე სულ სხვა რამე ვიკითხე, რა სტრატეგიული ინტერესი აქვს რუსეთს ცხინვალში ან თუნდაც აფხაზეთში (ნუ, გენერლების დაჩების გარდა, რა თქმა უნდა). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Grigმე სულ სხვა რამე ვიკითხე, რა სტრატეგიული ინტერესი აქვს რუსეთს ცხინვალში ან თუნდაც აფხაზეთშირაციონალურ პასუხს ითხოვ? არ არსებობს მაგ კითხვაზე რაციონალური პასუხი, იმიტომ რომ რუსული პოლიტიკა არარაციონალურია. მათ შეეძლოთ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის თუნდაც დასაწყისში როცა უშიშროების მინისტრი პირდაპირ კგბ-ს კადრი იყო, დახმარებოდნენ საქართველოს ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაწყვეტაში და ამგვარად საქართველოს სახით პარტნიორი შეეძინათ. მათ კი ამის მაგივრად აფხაზები წააქეზეს, შეაიარაღეს, დააფინანსეს და პრობლემები გაგვიჩინეს საქართველოს იმ რეგიონში. დამტკიცებულია რომ მაგ ომში უშუალოდ რუსეთის მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. და ამ ყველაფერს მთავარი სისულელე დაამატეს, საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, საქართველოში შემოიჭრნენ და ჩვენი ტერიტორიები ქვეყნებად აღიარეს. შედეგი კი სრული დიპლომატიური ფიასკო, ნაურუს კომპანიაში ეულად ყოფნა და შუბლზე დიდი ასოებით მიკრული ოკუპანტის სტატუსია. პლიუს ამას უზარმაზარი ხარჯები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შენახვისთვის. ამას რაციონალური პოლიტიკის მიმდევარი ხალხი ჩაიდენდა? აშშ-ს თუ ბაძავენ, აშშ-მ რაც გადაწყვიტა, იმას მიაღწია კიდეც, კოსოვოს ვგულისხმობ. და ეგეთი რაღაცეები რომ გამოგივიდეს, აშშ უნდა იყო და არა კორუმპირებული და ჩამორჩენილი რუსეთი. ის რაც შეშვენის იუპიტერს, არ შეშვენის ხარს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Grig ისე თუ გავიხსენებთ მაგ პერიოდის წინა თვეებს,იქითა ფორუმზე სულ ომზე იხსნებოდა თემები.იომებთ,არ იომებთ და ეგეთი გამოკტთხვებით.სადაც 99%–ი თავს აკლავდა ქვეყანას და აი ეს შედეგიც. ომი საზოგადოების დაკვეთა ყოფილა , ტუტუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Saturnბევრ რამეში გეთანხმებით ბატონო სატურნ,მაგრამ რამოდენიმე შენიშვნას დავურთავ. იმიტომ რომ რუსული პოლიტიკა არარაციონალურიაზუსტად ისევე როგორც ჩვენი.აშშ-ს თუ ბაძავენ, აშშ-მ რაც გადაწყვიტა, იმას მიაღწია კიდეც, კოსოვოს ვგულისხმობ.ხოდა კოსოვოს გამო როცა რუსეთი ამერიკას ვერ შეწვდა,ჩვენზე იყარა ჯავრი.ანდა კარგად მასოვს მიშას უაზრო განცხადებები კოსოვოს შესახებ,სერბეთის ტერიტორიალური მთლიანობასთან მიმართებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ხოდა კოსოვოს გამო როცა რუსეთი ამერიკას ვერ შეწვდა,ჩვენზე იყარა ჯავრი კოსოვოს პრეცენდენტი ძალიან ცუდი რამ იყო.ამას თუ დაემატა აფხაზეთი(ოსეთი არა მგონია)მერე ნახეთ თქვენ პატარა ერების გააქტიურება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 Saturnრაციონალურ პასუხს ითხოვ? არ არსებობს მაგ კითხვაზე რაციონალური პასუხი, იმიტომ რომ რუსული პოლიტიკა არარაციონალურია. 100%-იანია, ისევე როგორც ეს ზუსტად ისევე როგორც ჩვენი. მაგრამ, ასეა თუ ისე, გარდა 'სახის შენარჩუნებისა' სხვა მოტივი რომ არ არსებობდა, ეს ხომ ცხადია? ჩემი აზრით, აფხაზეთის 'დიდი სტრატეგიული მნიშვნელობაც' წმინდა წყლის პოლიტიკური მითია. ნუ, თუ იქ მართლა არ არის რაღაც კოლოსალური შელფის ნავთობის მარაგი, რაზეც ბევი წერს, მაგრამ ვერავინ ადასტურებს. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით ხომ აფხაზეთის მნიშვნელობა 0-ს უახლოვდება და ამ კუთხით ცხინვალი უფრო მნიშვნელოვანია. ბობო-ბოლო 15 წუთში ჩაკეტავენ რომ მოინდომონ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორს. აშშ-ს თუ ბაძავენ, აშშ-მ რაც გადაწყვიტა, იმას მიაღწია კიდეც ნუ, ეს ძალიან სადავო საკითხია. თუნდაც იგივე კოსოვოს ამბავში, რომ არაფერი ვთქვათ ერაყსა და განსაკუთრებით ავღანეთზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.