Jump to content
Planeta.Ge

ომი ჩვენ დავიწყეთ თუ არა!?


Recommended Posts

Saturn

გიმეორებთ ჩემს შეკითხვას,ვის სამხედრო ქმედებებისთვის გვიპასუხია ჩვენ,რუსების თუ ე.წ. სამხრეთ ოსებისთვის.

 

babuagiorgi

 

შეიძლება ვთქვათ რომ 1921 წლიდანაც,თუმცა 1992 უფრო ზუსტია.

 

1921 წელის შემდეგ ტერიოტორია საქართველოს შემდგენლობაში იყო. ეს იურიდიული თვალსაზრისით. დეფაქტო ამ შემთხვეაში საინტერესო არაა.

 

1992 წლიდან კი დეფაქტო და დეურე დაწყო ომი რომელიც 2008 წელს ტერიტორიების სრული ოკუპაციით დამთავრდა.

 

ამაზე იყო გასაკეთებლი აქცენტი.

არ გაკეთდა იმიტომ რომ არც მიშას, არც დასავლეთს, არც აშშ და არც რუსეთს ეს არ აწყობთ.

ამათვინ მისაღებია ის, რომ ომი დაიწყო 2008 წელს.

მიზეზის ფესვები უფრო ღრმაა და იწყება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობით, სადაც ტერიტორიული დაყოფის პირველი პრეცედენტი იყო ევროპაში 1945 წლის შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 191
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ძუკუ

Saturn მაოცებთ ბატონო სატურნ ამ ბოლო დროს თქვენი დასკვნებით. რა თქმა უნდა კოკოითმა ყველაფერი გააკეთა(რუსების ბრძანებით),რომ მიშა პროვოკაციაზე წამოეკიდა და მანაც როგორც თუნდაც სარკოზიმ დააფიქსირა,არაპრ

Lo Janko

lasha1997 მე ცოტა მსუბუქად ვიტყოდი - ტერიტორიები დავკარგეთ სამუდამოდ და ეს ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოხდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ხელისუფლების კისერზეა,

newstudio

PEPE. მოკლედ როგორც ამბობენ სიმართლე სადღაც შუაშია...   რუსებმა სერიოზული პროვოკაცია მოგვიწყვეს, ჩვენ ავყევით, შევვარდით ცხინვალშI და კარგადაც მივირთვით... ზუსტად ამაში ვადანაშაულებ სააკაშვილს მე პირა

პირდაპირ სასაცილოა, ხალხო, ეს კამათი.

 

7-ში არ გამოვიდა ლომაია და არ თქვა, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ვიწყებო? სკლეროზი არ გვაქვს აქ ყველას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს, ჩვენ თავს ვუმტკიცებთ ვინ დაიწყო ომი თუ მთელ მსოფლიოს?

 

აქაა ზუსტად პრობლემა რომ საქართველოში ბევრს ჰგონია ომის დაწყების თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო.

ხო და რა უნდა დაუმტკიცო მსოფლიოს, როდესაც ჩვენთან ასე ფიქრობენ და ეს არა მარტო უბრალო ობივატელი, არამედ პოლიტიკოსებიც.

 

თუ გავითვალისწინებთ ომის დაწყების თარიღს 1992 წლიდან, მაშინ 2008 აგვისტოს მოვლენები საომარი მოქმედების განახლება იყო.

 

აქედან გამომდინარე ჰქონდა თუ არა უფლება საქართველოს საომარი მოქმედების განახლებისა???????

 

ყველა საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე ჰქონდა.

ჩვენ ტერიტორიების ნაწილი იყო ოკუპირებული, რაც უფლებას გვაძლევდა საომარი მოქმედების განახლებისა.

 

პ.ს. ეხლა ის საკითხი, იყო ეს სწორი იმ მომენტში თუ არა სხვა თემის გასარჩევია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

არც მთლად მასეა საქმე, ბაბუ.

 

ცხინვალის რეგიონზე მოქმედებდა საერთაშორისო ხელშეკრულება (ანუ, მთლად ჩვენი ტერიტორია არ იყო), სადაც ჩვენივე თანხმობით იდგნენ რუსი სამშვიდოებოები, ეუთოს მანდატით.

 

საქართველოს არ მოუთხოვია რუსების იქიდან გასვლა. რომ მოეთხოვა და გამოსულიყო იმ ხელშეკრულებიდან (სოჭის მგონი), მაშინ სულ სხვა იურიდიული ელფერი მიეცემოდა საქმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირდაპირ სასაცილოა, ხალხო, ეს კამათი.

 

7-ში არ გამოვიდა ლომაია და არ თქვა, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ვიწყებო? სკლეროზი არ გვაქვს აქ ყველას.

 

კი ბარტონო, თუ გინდ ეს განცხადება აიღეთ, რაც მიუთითებს საომარი მოქმედების განახლებას და არა დაწყებას.

 

პ.ს. ისე რატომ გავიწდებათ ერთი ფაქტი, რომ მოყოლებული 1992 წლიდან ოსური მხარე პერმამენტულად ბომბავდა ქართულ სოფლებს. 1992 წლიდან მოყოლებული, არ იყო არცერთი წელი, როდესაც ქართული მოსახლეობა არ იბომბებოდა. ასე რომ 1992 წლიდან საომარი მოქმედებები არასოდეს არ შეწყვეტილა, არცერთი დღეს ეს დალოცვილი და რა 2008 წლის ომის დაწყებაზეა საუბარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პ.ს. ისე რატომ გავიწდებათ ერთი ფაქტი, რომ მოყოლებული 1992 წლიდან ოსური მხარე პერმამენტულად ბომბავდა ქართულ სოფლებს.

 

კი მაგრამ ჩვენები არ ბომბავდნენ ოსურ სოფლებს და ცხინვალს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

არც მთლად მასეა საქმე, ბაბუ.

 

ცხინვალის რეგიონზე მოქმედებდა საერთაშორისო ხელშეკრულება (ანუ, მთლად ჩვენი ტერიტორია არ იყო), სადაც ჩვენივე თანხმობით იდგნენ რუსი სამშვიდოებოები, ეუთოს მანდატით.

 

საქართველოს არ მოუთხოვია რუსების იქიდან გასვლა. რომ მოეთხოვა და გამოსულიყო იმ ხელშეკრულებიდან (სოჭის მგონი), მაშინ სულ სხვა იურიდიული ელფერი მიეცემოდა საქმეს.

არ ამაზე არავის არ უმუშავია რომ დაემტკიცებინათ ამ ხელშეკრულების რუსების მხრიდან პერმამენტული დარღვევა.

1. ოსური მხარის შეიარAება რუსებს არასოდეს არ შეუწყვეტიათ.

2. ოსური მხარის მიერ ქართული მოსახლეობის დაბომბვეის დროს, რურეთის მხარე ხელს უწყობდა სეპარტისტებს.

მოკედ ამის მასალები იმდენი რომ ეს ხელშეკრულება ირღვეოდა რომ...............

 

babuagiorgi

 

 

კი მაგრამ ჩვენები არ ბომბავდნენ ოსურ სოფლებს და ცხინვალს?

 

ინფორმაციისთვის. 2008 წლამდე შეითლება ითქვას, რომ არა. ნუ მინიმუმ ცხინვალზე 100%-ი.

უმეტეს შემთხვევქაში ლოკალური კონტრპასუხები იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არ ამაზე არავის არ უმუშავია რომ დაემტკიცებინათ ამ ხელშეკრულების რუსების მხრიდან პერმამენტული დარღვევა.

1. ოსური მხარის შეიარAება რუსებს არასოდეს არ შეუწყვეტიათ.

2. ოსური მხარის მიერ ქართული მოსახლეობის დაბომბვეის დროს, რურეთის მხარე ხელს უწყობდა სეპარტისტებს.

მოკედ ამის მასალები იმდენი რომ ეს ხელშეკრულება ირღვეოდა რომ...............

 

ამაზე არ ვკამათობ. მე ვამბობ ერთ რამეს, თუ ასე იყო (და, ალბათ ნაწილობრივ მართლა იყო), რატომ არ მოითხოვა ვარდოსანმა ხელისუფლებამ რუსების იქიდან გასვლა? სხვათაშორის, ამ კითხვაზე რამდენიმე წელია პასუხი ჩუნემ. :givi:

 

ინფორმაციისთვის. 2008 წლამდე შეითლება ითქვას, რომ არა. ნუ მინიმუმ ცხინვალზე 100%-ი.

უმეტეს შემთხვევქაში ლოკალური კონტრპასუხები იყო.

 

ჰო, 2004-ში ოქრუაშვილმა ვარდები დაუშინა ცხინვალს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ამისა არსებობს ცნობები რუსული სამხედრო ძალების შემოსვლაზე საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე ვიდრე ცხინვალზე შეტევა დაიწყებოდა. მაგრამ რადგან ტალიავინის დასკვნაზე გვაქვს საუბარი და მას უწერია, რომ 100 % -ით დადასტურებული ცნობა ამაზე არ აქვს კომისიას, ამიტომ არ მომაქვს ახლა ეს არგუმენტი.

არ ვსაუბრობ მე ტალიავინის დასკვნაზე,არამედ ახლად გამოქვეყნებულ ამერიკის ელჩის რეპორტებზე.სადაც ცალსახად წერია მიშას სიტყვები(მესამეჯერ არ გამამეორებინოთ) და არავითარი საუბარი არ არის რუსების ჯარის შემოსვლაზე 7 აგვისტომდე,მხოლოდ იმაზე რომ რუსები უკვევ 8 რიცხვიდან ავიაციას იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ.

რატომ არაფერს არ ამბობდა საქართველოს ხელისუფლება 7 რიცხვში და არც 8-ის საღამომდე რუსების შემოსვლაზე?ამ კითხვაზე ისეთმა შებერტყილმა დემაგოგმა,როგორიცაა იაკობაშვილი ვერ მიპასუხა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

ამაზე არ ვკამათობ. მე ვამბობ ერთ რამეს, თუ ასე იყო (და, ალბათ ნაწილობრივ მართლა იყო), რატომ არ მოითხოვა ვარდოსანმა ხელისუფლებამ რუსების იქიდან გასვლა? სხვათაშორის, ამ კითხვაზე რამდენიმე წელია პასუხი ჩუნემ. :givi:

 

მოდით რა სრული სამართლიანობისთვის ვარდოსანს სანამ დავაბრალებდეთ არ გამოტოვოთ ედვარდი.

რომელმაც ფაქტიურად გაყიდა აფხაზეთი, შევიდა სნგ-ში და რუსების "სამსვიდობოებს" დათანხმდა.

 

აქედან გამომდინარე ვარდოსანს არც თუ ისე იოლი პოზიცია ჰქონდა.

აი რა გააკეთა ვარდოსანმა ამ პოზიციის გამოსასწორებლად ეს უკვე სხვა საკითხია.

 

რა თქმა უნდა შეცდომა იყო ედვარდის კაბალური შეთანხმებების ყოველ 6 თვე გაგრძელება.

განსაკუთრებით მაშინ როდესაც უკვე იასნი იყო, რომ სეტაკებას ვერ გავექცეოდით.

 

 

პ.ს. ის კი საქართველოს ტერიტორიების ამბე და აგვისტოს საომარი მოქმედებები დაწყება გადაწყდა კოსოვოს აღიარებისას.

კოსოვოს აღიარებიდან პირველი დღეს რუსების განცხდება იყო აფახაზეთისა და სამაჩაბლოს თაობაზე. ასე რომ........

 

 

 

ჰო, 2004-ში ოქრუაშვილმა ვარდები დაუშინა ცხინვალს. :givi:

 

ფაქტები? განცხადება არ ნიშნავს დაშენას.

 

პ.ს. დაგიწერეთ ის, რომ ლოკალური პასუხები იყო მეთქი. არა მასიური, არამედ ლოკალური.

 

ნუ მინიმუმ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს არ დაწყებულა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არ ამაზე არავის არ უმუშავია რომ დაემტკიცებინათ ამ ხელშეკრულების რუსების მხრიდან პერმამენტული დარღვევა.

1. ოსური მხარის შეიარAება რუსებს არასოდეს არ შეუწყვეტიათ.

2. ოსური მხარის მიერ ქართული მოსახლეობის დაბომბვეის დროს, რურეთის მხარე ხელს უწყობდა სეპარტისტებს.

მოკედ ამის მასალები იმდენი რომ ეს ხელშეკრულება ირღვეოდა რომ...............

ეჰ როგორ არ უმუშავიათ, შენ არ გქონდა მაშინ პარტია შექმნილი თორე შენც გადმოგიგზავნიდნენ მასალებს :givi: სისტემატიურად იგზავნებოდა გაეროშიც და ევროსაბჭოშიც ინფორმაციები რუსების დარღვევების და აგრესიების შესახებ, მაგრამ ფაქტიურად არანაირი რეაგირება არ იყო. ბოლოს როცა ძალიან დაიძაბა სიტუაცია, გერმანია აფაფხურდა ვითომ - შტაინმაიერის ვიზიტი და მისი გეგმა აბა სხვა რა იყო? მაგრამ არ დათანხმდნენ რუსები არც ამაზე და თუ ადამიანს დანახვა უნდოდა, დაინახავდა და მიხვდებოდა რომ ისინი საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდნენ და ომს გეგმავდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

განცხადება არ ნიშნავს დაშენას.

 

რმდენიმე ათეული კაცი დაიღუპა მაშინ. ეს 'ლოკალური' და 'განცხადების' ამბე არ არის უკვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ასე ვიტყოდი, მცდელობა იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის, რაც ყველა სახელმწიფოს მოვალეობაა,

მაგრამ როგორ გაკეთდა ეს ან როგორ ადექვატურად იყო სიტუაცია შეფასებული, მაგაშია საქმე.

აღდგენის მაგიერ შარში გავყავით თავი და დაკარგულს დაკარგული მივუმატეთ,

ასეთი უტვინო ოპერაციებისთვის გენერლები ადრე ტყვიას ითხლიშავდნენ შუბლში, არათუ გადადგებოდნენ.

თუ დაიწყებ უნდა დაამთავრო ქვეყნის სასიკეთოდ, თუ არადა უნდა დაეგდო თავისტვის და შეეტენო რუსებს მერკელივით. რა მოვიგეთ? სიტყვა-ოკუპეიშნ, ამისტვის ღირდა ეს აურზაური?

არაადექვატურები მაგენი.

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მერამდენედ მიდის ამდაგვარი კამართი ფორუმებზე?

 

რა არის იცით ჩევნი პრობლემა? და არა ამრტო ჩევნი არამედ პოლიტიკოსების როგორც ასეთი.

 

მიშას სიძულვილი უფრო მაღლა დაგს ხოლმე საქართველოს სიყვარულზე.

 

მე მიშას მოწინააღმდეგე ვარ და შეიძლება იმაზე 10-ჯერ მეტი ვიდრე რესპები, ძიზიგურები და ალასანიაები რომ არიან, მაგრამ საქართველო დაგას ჩემთვის პირველ ადგილზე და მერე მოდის მიშა, გრიშა და ვანოს პრობლემები. (ჩქიმ პაკაზუხას აქ არ დავამატებ)

 

ეხლა კი დავუბრუნდები ტრადიციულად :) სოციალ-ლიბერალების პროგრამას, სადა სწერია:

"პარტიის ხედვით სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ერთიანი საგარეო პოლიტიკის კურსი, განურჩევლივ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა."და

"სოციალურ–ლიბერალური პარტიისაათვის საერთაშორისო ურთიერთობებისას მიუღებელია შიდა პოლიტიკის პრობლემატიკით მანიპულირება. (5* განმარტება)"

 

http://www.georgian-style.net/?p=152

 

გადაიკითხეთ, დამიჯერეთ არ გაწყენთ ეს ამბე და პირობას გაძლევთ იმისა, რომ არაა მავნებელი ჯამრთელობისთვის. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ერთი რამე მაინტერესებს,ეს ინფორმაცია რომელსაც ერორები და ჩვენი ე.წ. ექსპერტები აღრთოვანებული იმეორებენ,ხომ თავდაყირა აყენებს ჩვენი ხელისუფლების აქამდე დაფიქსირებულ ინფორმაციას,რომ ცხინვალზე თავდასხმით ჩვენ რუსების შემოჭრას ვუპასუხეთ.ეხლა ირკვევა რომ კოკოითისთვის გვიპასუხია თურმე.

Saakashvili has said that Georgia had no intention of getting into this fight, but was provoked by the South Ossetians and had to respond to protect Georgian citizens and territory.

 

:what: :what: :what:

 

ეს ვინ და სად თქვა?

 

 

თუ მიშას ნათქვამია,მაშინ გაუპრავებია რუსების შემოჭრა და ეგ არის. ანუ თვახედ კოკოითს ვერ აჩერებდნენ, აქეთ ჩვენი საპასუხო "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" და მშვიდობისმყოფელი ცისფერჩაფხუტიანი რუსი ჩაერთი მხარეთა დაშორიშორების ამბავში. ოღონდ არაპროპორციული ძალით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...