Saturn Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 (edited) georgekh13როცა ჩვენ მიტინგების მოწყობაში ვიყავით გართული, ვინმეს ეცლებობა თბილისის დასაცავად? გორიდან უკან დახეული ნაწილები სახლში არ წასულან (აბსოლუტური უმრავლესობა თორემ დეზერტირები ყველა ომში არიან), დაიკავეს პოზიციები თბილისში და მის ირგვლივ. სერიოზული მსხვერპლის და ნგრევის გარეშე თბილისს რუსები ვერ აიღებდნენ. ახლა ვთქვათ წავიდნენ ამ ნგრევაზე და მსხვერპლზე. შემდეგ რა ხდება? მართლა სტალინის ეპოქა ხომ არაა, რომ საქართველო რუსეთზე მიეერთებინათ? როგორც შემოვიდნენ ისევე უნდა გასულიყვნენ უკან. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სიმპათიით იყო განწყობილი რუსების მიმართ, ამ აქტის შედეგად კიდევ უფრო შემცირდებოდა, თან გაითვალისწინე რომ უმეტესად ეს სიმპათიით განწყობილი ნაწილი უფროსი ასაკის ადამიანებშია და არა ახალგაზრდობაში. და რა ხდება ამის შემდეგ? რუსეთი დღეს საერთაშორისო არენაზე ვერ ამართლებს იმ ზონის გარეთ გამოსვლასაც კი, დედაქალაქის შტურმი მისთვის სრული კატასტროფა შეიქნებოდა ამ მხრივ, ფაქტიურად კანონგარეშე ცხადდებოდა. ახლა საერთაშორისო გამოხმაურებას რომ შევეშვათ, საქართველოში რა ხდებოდა ამის შემდეგ? ადრე თუ გვიან რუსები უნდა გასულიყვნენ საქართველოდან და იმ რუსების დასმულ მთავრობას საკმაოდ ადვილად მოასრიალებდნენ ხელისუფლებიდან, რადგან ამდენი ნგრევის და მსხვერპლის შემდეგ პრორუსულობა ბუნებრივია ზიზღს გამოიწვევდა თუნდაც ქვეყნის ყველაზე აქტიურ ნაწილში - ახალგაზრდობაში. მოკლედ მე ვერ ვხედავ რუსეთისადმი სასიკეთო სცენარის განვითარებას თბილისის შტურმის შემთხვევაში და უნდა ვაღიარო, რომ რუსებს ალბათ ჩემზე ძლიერი ანალიტიკოსები ჰყავთ და ეს სცენარი იმ ანალიტიკოსებმაც გათვალეს. ამიტომაც არ წავიდნენ თბილისის შტურმზე და არა იმ მითების გამო, რასაც თქვენ სწერთ აქ. ვერასოდეს ვერ გავიგებ იმ მიტინგის ჩატარებას მთავრობის სახლის წინ, ვერასოდესჩემი აზრით მისი არსი იყო ევროპის რამდენიმე ქვეყნის პირველი პირის თბილისში ყოფნის დემონსტრირებით მსოფლიოს ყურადღების მიქცევის მცდელობა. ეს ჩემი აზრია, მომწყობი შეიძლება სხვას ფიქრობდა, არ ვიცი :ravic: ამერიკელებმა რომ გაგვყიდესშენ გერმანიაში ხო არ ცხოვრობ შემთხვევით? Edited December 5, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 georgekh13მე მგონი ესაა... ბარამიძე, არაბაქრაძე რომ გამოვიდა ტელევიზიით, იმას ვეძებთუ არ ვცდები 12 აგვისტოს იყო საღამოზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 Saturnგორიდან უკან დახეული ნაწილები სახლში არ წასულანმართალია - არ წასულან დაიკავეს პოზიციები თბილისში და მის ირგვლივ. სერიოზული მსხვერპლის და ნგრევის გარეშე თბილისს რუსები ვერ აიღებდნენ.ესეც სწორია, იმ შემთხვევაში თუ გაიცემოდა ბრძანება წინააღმდეგობის გაწევაზე ახლა ვთქვათ წავიდნენ ამ ნგრევაზე და მსხვერპლზე. შემდეგ რა ხდება? მართლა სტალინის ეპოქა ხომ არაა, რომ საქართველო რუსეთზე მიეერთებინათ? ეს რუსებმაც იციან და სწორედაც ამიტომ არ წამოსულან, მაქსიმუმი აგვახიეს რაც შეიძლებოდა, რად უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი და პრობლემები ისედაც ცუდად გამოიყურებიან ამ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ცნობით მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სიმპათიით იყო განწყობილი რუსების მიმართ, ამ აქტის შედეგად კიდევ უფრო შემცირდებოდა, თან გაითვალისწინე რომ უმეტესად ეს სიმპათიით განწყობილი ნაწილი უფროსი ასაკის ადამიანებშია და არა ახალგაზრდობაში.ეს როგორ დაადგინე, რა ასიკის ხალხია?ტელევიზიით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხენით რომ ურიკას დაატარებდა ბებერი კაცი ის ნახე? არც მე ვარ 16 წლის, მაგრამ რუსები ჩემ სამშობლოში არ მჭირდებიან , იქ დაეტიონ სადაც მათი სამყოფელოა.ხო , მართლა სულ მინდოდა მეკითხა, შენ ხომ ამ დროს სამტრედიაში იყავირა ხდებოდა იქ?არ გაგვიზიარებ თვითმხილველის აზრს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 kisa შენ ხომ ამ დროს სამტრედიაში იყავირა ხდებოდა იქ?მამაჩემის ორმოცზე ვიყავი სოფელში და გამოკითხვები რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ ნამდვილად არ ჩამიტარებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 georgekh13 გორიდან უკან დახეული ნაწილები სახლში არ წასულან (აბსოლუტური უმრავლესობა თორემ დეზერტირები ყველა ომში არიან), დაიკავეს პოზიციები თბილისში და მის ირგვლივ. სერიოზული მსხვერპლის და ნგრევის გარეშე თბილისს რუსები ვერ აიღებდნენ. ახლა ვთქვათ წავიდნენ ამ ნგრევაზე და მსხვერპლზე. შემდეგ რა ხდება? მართლა სტალინის ეპოქა ხომ არაა, რომ საქართველო რუსეთზე მიეერთებინათ? როგორც შემოვიდნენ ისევე უნდა გასულიყვნენ უკან. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სიმპათიით იყო განწყობილი რუსების მიმართ, ამ აქტის შედეგად კიდევ უფრო შემცირდებოდა, თან გაითვალისწინე რომ უმეტესად ეს სიმპათიით განწყობილი ნაწილი უფროსი ასაკის ადამიანებშია და არა ახალგაზრდობაში. და რა ხდება ამის შემდეგ? რუსეთი დღეს საერთაშორისო არენაზე ვერ ამართლებს იმ ზონის გარეთ გამოსვლასაც კი, დედაქალაქის შტურმი მისთვის სრული კატასტროფა შეიქნებოდა ამ მხრივ, ფაქტიურად კანონგარეშე ცხადდებოდა. ახლა საერთაშორისო გამოხმაურებას რომ შევეშვათ, საქართველოში რა ხდებოდა ამის შემდეგ? ადრე თუ გვიან რუსები უნდა გასულიყვნენ საქართველოდან და იმ რუსების დასმულ მთავრობას საკმაოდ ადვილად მოასრიალებდნენ ხელისუფლებიდან, რადგან ამდენი ნგრევის და მსხვერპლის შემდეგ პრორუსულობა ბუნებრივია ზიზღს გამოიწვევდა თუნდაც ქვეყნის ყველაზე აქტიურ ნაწილში - ახალგაზრდობაში. მოკლედ მე ვერ ვხედავ რუსეთისადმი სასიკეთო სცენარის განვითარებას თბილისის შტურმის შემთხვევაში და უნდა ვაღიარო, რომ რუსებს ალბათ ჩემზე ძლიერი ანალიტიკოსები ჰყავთ და ეს სცენარი იმ ანალიტიკოსებმაც გათვალეს. ამიტომაც არ წავიდნენ თბილისის შტურმზე და არა იმ მითების გამო, რასაც თქვენ სწერთ აქ.რა მოხდებოდა რუსს რომ თბილისისთვის შეეტია, ამას ვერავინ ვერ იტყვის... შეიძლება აეღოთ ადვილად, შეიძლება ვერა, მაგრამ საქმე ისაა რომ არც უნდოდათ აღება თავიდანვე...მე სწორედ იმას ვამტკიცებ, რომ რუსებმა არ აიღეს, იმიტომ რომ არც აპირებდნენ... გათვლილი იყო, მხოლოდ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკავება, რაც წარმატებით შეასრულეს კიდეც...და მე ვამტკიცებ, და მჯერა, რომ ჩვენმა უფროსობამ იცოდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, იცოდა რომ რუსი თბილისზე არ წამოვიდოდა... ახლა ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ გავა დრო, ეს შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში არც მოხდეს, და გამოჩნდება რა როგორ იყო... გახსოვს, ედიკა რომ გამორბოდა სოხუმიდან... აფხაზებმა რამდენი თვითმფრინავი ჩამოაგდეს მის გამოფრენამდე, მე როგორც მახსოვს, 2 თუ 3, უბრალო ხალხით სავსე... მაგრამ ედიკას ხელი არ ახლეს... რატომ? მე მგონი, პასუხი ცხადია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 Saturnმამაჩემის ორმოცზე ვიყავი სოფელში ეხლახანს გარდაგეცვალა? თუ ეგრეა ვიზიარებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 lasha1997ეხლახანს გარდაგეცვალა? თუ ეგრეა ვიზიარებ. არა ომის პერიოდზე მითხრა kisa -მ სოფელში ხო იყავიო. 2008 -ის ივლისში გარდაიცვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 არა ომის პერიოდზე მითხრა kisa -მ სოფელში ხო იყავიო. 2008 -ის ივლისში გარდაიცვალა. ხო,მეც ეგრე მახსოვდა და გაანათლოს ღმერთმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 Saturnმამაჩემის ორმოცზე ვიყავი სოფელში და გამოკითხვები რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ ნამდვილად არ ჩამიტარებია. დიახ, მახსოვს რაზე იყავი იქ. უბრალოდ მერე მოგვიანებით გამოჩბდი და უბრალოდ მაინტერესებდა შენ რა ნახე. მაგალითად ჩემი თანამშრომელი ამ დროს ბავშვებით იყო ლანჩხუთში , რეკავდა იქედან გაგიჟებული, სენაკის ბაზა ფეთქდებაო და არ ვიცი ბავშვებს რა ვუყო, სად დავმალო ( პატარები ყავდა )შენ არაფერი გაგიგია?იქ ხომ ახლოსაა ყველაფერი, ან ხალხი რას ამბობდა?თუ ელოდებოდნენ ყვავილებით ( არამგონია რაღაც) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2010 kisaშენ არაფერი გაგიგია?მე გავიგე სენაკის დაბომბვა. სოფელში ორსართულიანი სახლი მაქვს და ზედა სართული ხისაა. ზევით ვიყავი ის ბომბი რომ ჩამოაგდეს და ისე შეაზანზარა (თან 10-15 წამი გრძელდებოდა), მიწისძვრა მეგონა. ადგილზე რა იქნებოდა წარმომიდგენია. ხალხი რაც მოვისმინე მხარს უჭერდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ცხინვალში შესვლას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 Saturnხალხი რაც მოვისმინე მხარს უჭერდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ცხინვალში შესვლას. ხო რა თქმა უნდა ომი ხალხის დაკვეთა იყო :018: თორემ ხელისუფლებაში სულ მშვიდობის მტრედები გვყავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2010 საკუთარ სახლში კრიმინალების წინააღმდეგ მოქმედება როდიდანაა დასჯადი ქმედება უცხო ქვეყნის მხრიდან? ... ბნელა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.