მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 შოთა მეგრელიძე (1908-1942) http://s46.radikal.ru/i114/0901/54/ec9e0383f4a4.jpg ქართველი ეკონომისტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი წარმატებული განვითარების აქტიური ინიციატორი და ხელშემწყობი. უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერის ათეულობით სამეცნიერო შრომა დიდი შენაძენია ქართული ეკონომიკური მეცნიერებისთვის. 28 წლის ასაკში აირჩიეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგედ. იყო გაზეთ "საბჭოთა აგრონომის" პირველი რედაქტორი. იყო გულანთებული პატრიოტი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებს არ ეკუთვნოდათ ჯარში გაწვევა, 1941 წელს მოხალისედ წავიდა გერმანელ ფაშისტებთან საბრძოლველად, სახლში კი დატოვა მძიმედ ავადმყოფი ქალიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შოთა მეგრელიძე გმირულად დაიღუპა 1942 წელს, ქერჩში. მისი სახელი ეწოდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აუდიტორიასა და კაბინეტს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.