მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 კოლხი მედეა http://i039.radikal.ru/0901/e9/612f21d92fa6.jpg მედეა - მითოლოგიური პერსონაჟი, კოლხას მეფის - აიეტის უმცროსი ქალიშვილი, ჰელიოსის, მზის ღმერთის, შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმია, რომელსაც შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იაზონი და დაეხმარა მას "ოქროს საწმისის" გატაცებაში. საბერძნეთისკენ "არგოთი" მიმავალთ, მედეას ძმა, აფსირტე დაედევნა, რომელიც არგონავტებმა მოკლეს და შემდეგ, სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად, მშვიდობით ჩავიდნენ საბერძნეთში. მედეასა და იაზონს ორი ვაჟი: მერმეროსი და პერესტოსი ეყოლათ, თუმცა იაზონის ბიძამ, პელიასმა პირობა არ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ იაზონმა "ოქროს საწმისი" მიუტანა, ტახტი არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელი მის ასულებს დააკეპინა. ხალხმა ამის გამო იაზონი და მედეა განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის, კრეონის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იაზონზე და მისი საცოლე "სიკვდილს შეჰყარა". ამით განრისხებულმა კორინთოელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, დამწუხრებული მედეა სამშობლოში დაბრუნდა. მითის დასრულების განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს ევრიპიდე (ძვ. წ. V ს.) "მედეაში" - ღალატის შემდეგ მედეა ხოცავს თავის შვილებს, რათა საბოლოოდ გული მოუკლას ქმარს. ჰელიოსის მიერ გამოგზავნილი ეტლით მიფრინავს ათენში, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. ეგეოსის შვილის, თეზევსის ჩამოსვლისთანავე წყდება ეს ქორწინება. თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ, მედეა გარბის და თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი შვილი - გმირი მედოსი, რომელიც იმორჩილებს მცირე აზიის ბარბაროს ტომებს და აარსებს მიდიას. ბოლოს მედოსი ინდებთან ბრძოლაში იღუპება. მედეა კოლხეთში ბრუნდება, ურიგდება მამამისს და ეხმარება მას ძველი დიდების აღდგენაში. მედეას წინარეანტიკურ და ანტიკურ სამყაროში ქალღმერთად თვლიდნენ. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, ხოლო მოხუცებს სიჭაბუკეს უბრუნებდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 (edited) ხო, 1000 დრახმის გულიეზე რას არ მოჩმახავს, "მწერალი" Edited May 10, 2014 by Giorgi Kiskeidze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებასეს მეც გამიგია.. თან სიტყვა მედიცინის მნიშვნელობა ვერცერთ ენაზე ვერ გაიშიფრა..Giorgi Kiskeidze, ისე საიდან გამოთხარე ეს ხავსმოსხმული პოსტი..?! ჩემი ხალასტიაკობა გამახსენდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ეს მეც გამიგია.. თან სიტყვა მედიცინის მნიშვნელობა ვერცერთ ენაზე ვერ გაიშიფრა.. ხო სხვათასორის ლექციებზეც მაგას ტიკინებდნენ ჩემი ლექტორები... თან იმასაც სიამაყით ამბობენ რომ მედეა ფარმაცევტი იყოო... ანუ ექიმებზე ადრე ფარმაცევტები იყვნენ და სწორედ ფარმაცია არის მედიცინის ფუნდამენტიო რამდენად მართალია არ ვიცი მარა ეგ მაინც მექნება ექიმებთან სატრაბახო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ხო სხვათასორის ლექციებზეც მაგას ტიკინებდნენ ჩემი ლექტორები... თან იმასაც სიამაყით ამბობენ რომ მედეა ფარმაცევტი იყოო... ანუ ექიმებზე ადრე ფარმაცევტები იყვნენ და სწორედ ფარმაცია არის მედიცინის ფუნდამენტიო რამდენად მართალია არ ვიცი მარა ეგ მაინც მექნება ექიმებთან სატრაბახო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 Shatenაქ იყო, არ გინახავს ხო სხვათასორის ლექციებზეც მაგას ტიკინებდნენ ჩემი ლექტორები... თან იმასაც სიამაყით ამბობენ რომ მედეა ფარმაცევტი იყოო... ანუ ექიმებზე ადრე ფარმაცევტები იყვნენ და სწორედ ფარმაცია არის მედიცინის ფუნდამენტიო რამდენად მართალია არ ვიცი მარა ეგ მაინც მექნება ექიმებთან სატრაბახო ისე, შენს ადგილას, ასე არ ვიცინებდი გიპოკრატამდე, რამე ხო იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 (edited) ისე, შენს ადგილას, ასე არ ვიცინებდი ის შეიძლება მთლად ისე არ იცინის, როგორც ჩანს. უბრალოდ ამას - " " რომ დაუმატებ კიდევ ერთ ღიმილს - ")" გამოდის ეს - " " Shaten აქ იყო, არ გინახავს მინახავს, თორე ტივტივებდა.. ამ ხნის თემას არქეოლოგიის უმისოდ როგორ გააძრობ..?! Edited May 10, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 (edited) ისე, შენს ადგილას, ასე არ ვიცინებდი გიპოკრატამდე, რამე ხო იყო ხო არ ვიცი მარა ლოგიკურად ფიტოთერაპიით უნდა დაწყებულიყო მედიცინა, პირველყოფილები ერთმანეთს ჭრილობების შესახორცებლად მგონი კი არ კერავდნენ, არამედ ბალახებს ადებდნენ ... მცენარეებთ მკურნალობა უკვე ფარმაციას ეხება Edited May 10, 2014 by Proessor Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ხო არ ვიცი მარა ლოგიკურად ფიტოთერაპიით უნდა დაწყებულიყო მედიცინა, პირველყოფილები ერთმანეთს ჭრილობების შესახორცებლად მგონი კი არ კერავდნენ, არამედ ბალახებს ადებდნენ ... მცენარეებთ მკურნალობა უკვე ფარმაციას ეხება ხევსურ დასტაქრებზე რა გაგიგია? რაღაც საოცრებებს გააძრობენ ხოლმე ფბ-ზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ხევსურ დასტაქრებზე რა გაგიგია? რაღაც საოცრებებს გააძრობენ ხოლმე ფბ-ზე. ნაღდად არ მსმენია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ნაღდად არ მსმენია სამედიცინო იარაღები როგორ მოგეწონა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 სამედიცინო იარაღები როგორ მოგეწონა? რა რისთვისაა მაგის გამოცნობას ვცდილობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 (edited) რა რისთვისაა მაგის გამოცნობას ვცდილობ სადიზმის იარაღები გგონია..? კი გავს ისე.. Edited May 10, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2014 ShatenProessor თავის ქალას ხდიდნენ და ოპერაციას აკეთებდნენო და რავი აბა . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.