მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 გიორგი მელიქიშვილი (1918-2002) http://s57.radikal.ru/i157/0901/79/d3bbada089ed.jpg ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, 1965 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში. მისმა ფუნდამენტურმა შრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. გიორგი მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე სხვა მრავალი გამოკვლევებისა ხურიტების, ხეთების, ასურელების, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვენების ისტორიაში. ამ ქვეყნების ფონზე მან გამოიკვლია უძველესი ქართული პოლიტიკური გაერთიანებების - კოლხას და დიაოხის ისტორიის საკითხები. დაამუშავა საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა. საინტერესოა, რომ აღმოსავლური და ანტიკური საზოგადოებების საკუთრების კვლევისას მან ეს პერიოდი ტიპოლოგიურად დაახასიათა, როგორც წინაფეოდალური, ხოლო სტადიურად ადრეკლასობრივი. გიორგი მელიქიშვილი არის საქართველოს სახელმწიფო და ივ. ჯავახიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.