მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 სლავა მეტრეველი (1936-1998) http://s50.radikal.ru/i130/0901/a4/22235a01c196.jpg ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" მარჯვენა გარემარბი და კაპიტანი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაიბადა სოჭში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. კარიერის საუკეთესო წლები ორ კლუბში, მოსკოვის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" გაატარა. 1960 და 1964 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა - ტიტული პირველად მოსკოველთა შემადგენლობაში მოიპოვა, 1964 წელს კი უკვე ქართული კლუბის ღირსებას იცავდა. 1960 წელს "ტორპედოს" შემადგენლობაში სსრკ-ის თასიც აღმართა. არაერთხელ დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, აქედან 6-ჯერ პირველ ნომრად. 1960 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები საფრანგეთში გამართული ევროპის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. კონტინენტის ჩემპიონის წოდება მასთან ერთად კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიპოვა: მცველმა გივი ჩოხელმა და თავდამსხმელმა მიხეილ მესხმა. 1968 წელს სლავა მეტრეველმა, პირველმა ქართველ ფეხბურთელთაგან, მსოფლიოს ნაკრებში იასპარეზა: ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველად მოგების ათი წლის იუბილე აღნიშნა და ამასთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროში, "მარაკანაზე", მასპინძლები მსოფლიოს ნაკრებს გაეჯიბრნენ. სლავა მეტრეველის მხარდამხარ იმ შეხვედრაში ვარსკვლავთა გუნდში ბევრი დიდებული ფეხბურთელი თამაშობდა: გერმანელი ბეკენბაუერი, უნგრელი ალბერტი, იუგოსლავიელი ჯაიჩი, ესპანელი ამანსიო... 1971 წელს სლავა მეტრეველმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და საყვარელ კლუბში მწვრთნელად განაგრძო მუშაობა. 1976 წელს მას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.