მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (1896-1973) http://s60.radikal.ru/i169/0901/5c/4319d02d8946.jpg ქართველი მსახიობი და რეჟისორი. დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია. პირველად სცენაზე გამოვიდა ქუთაისში "ახალგაზრდა მსახიობთა დასში". 1920-იან წლებში მოღვაწეობდა კინოში. პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი" შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "დინა-ძაძუ", "ხანუმა" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1929 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა. გადაიღო ფილმი "ბებიაჩემი", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი "თაროზე იდო". შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი - "ქაჯეთი". ავტორია მხატვრული ფილმისა "დაგვიანებული სასიძო" 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ი. პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "ფორპოსტი". ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა. 1945 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.