Jump to content
Planeta.Ge

დეკანოზ დავითის(ქვლივიძე) ქადაგება ბუდას ქანდაკებასა და ტოლერანტობაზე


Recommended Posts

თუკი გაქვს პრეტენზია რომ ჭეშმარიტებას ეზიარე, ისიც უნდა იცოდე რომ ჭეშმარიტებას სხვას ტვინში ვერ ჩაუდებ,

ის არც დაცინვის არც მუშტის შემდეგ არ მოვა აზრზე, უბრალოდ, თუკი ასე მოიქცევი ეს იმას ნიშნავს რომ არანაირი ჭეშმარიტება შენთან არააა, რაც არ უნდა ფიქრობდე რომ მართალი ხარ

და მეტსაც ვეტყვი, თუნდაც გარეგნულად მართალი იყო, სწორ რამეს მეტყველებდე, თუკი შენს შიგნით არაა

სიმშვიდე და სიყვარული ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 352
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რატომ ვამაყობთ ქართველების უდიდიესი ნაწილი რელიგიური ტოლერანტობიტ და თან მაგალითადა თბილის მოგვყავს თავისი რელიგიური შენობა-ნაგებობით?

 

იმიტომ რომ ეგ შენობა-ნაგებობები ისევ დგას და არავინ არ უყენებს წყალს როგორ მაგალითად თურქები აკეთებენ და რელიგიური შემწყნარებლობა არ ნიშნავს ვისაც რა უნდა ის ააშენოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

იმიტომ რომ ეგ შენობა-ნაგებობები ისევ დგას და არავინ არ უყენებს წყალს როგორ მაგალითად თურქები აკეთებენ და რელიგიური შემწყნარებლობა არ ნიშნავს ვისაც რა უნდა ის ააშენოს

მოდი განმარტე, რას ნიშნავს რელიგიური შემწყნარებლობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

დავით აღმაშენებელი მოლებს ეკამათებოდა, ეკამათებოდა, თავებს არ აჭრიდა და მეჩეთებს არ ანგრევდა,

 

შეეძლო დაენგრია? რატომაც არა, ვინმე დაუშლიდა?

 

დაასახელე ერთი მეჩეთი მაინც, რომელიც დავით აღმაშენებლის მეფობის დროს აშენდა, აქ არაშენებაზეა ლაპარაკი და არა დანგრევაზე, რელიგია, რომ საერთოდ გამოვრიცხოთ, უნებართვოდ გასხვისებულ და უსაბუთო მშენებლობებზე... დიდი თურქობის და შაჰ-აბასის დროს არ აშენებულა იმდენი მეჩეთი საქართველოში, რამდენიც ამ ბოლო 5 წელიწადში... შენ მედრესეები იცი რას ნიშნავს? ეს სასწავლებლებია, სადაც მუსულმანური წესებით ზრდიან ბავშვებს, ასეთი სასწავლებლები აშენებულია უკვე აჭარაშიც... შენ შეიძლება არაფერი დაგიშავდეს, (თუმცა უკვე დაგიშავდა ისეთ ცნობიერებას ამჟღავნებ), მაგრამ არ გაინტერესებს რა იქნება 30 ან 50 წლის შემდეგ, ან უფრო მერე? ეგრე რომ ეფიქრა წმინდა ქეთევანს გახდებოდა ირანის დედოფალი, მაგრამ მან იცოდა, რომ მისი ქცევა მაგალითი იქნებოდა ქართველებისთვის და ამიტომ ეწამა... შენ ჩემო კარგო მხოლოდ ყურით მოთრეული ფრაზებით ლაპარაკობ და საქართველოს ისტორია, მხოლოდ ლამაზი თავგადასავლების კრებული გგონია... ქრისტესთვის 100 000 კაცი რომ კვდება, იმ ადგილას კერპი რომ არ უნდა დაიდგას ამას რად უნდა ლაპარაკი... დიდ მართლმადიდებლად კი მოგაქვს თავი და წარმოდგენაც არ გაქვს საღმრთო ისტორიაზე... როგორ ისჯებოდა კერპთაყვანისმცემლობა ღვთისგან მოიკითხე, საკუთარ მოძღვარს მაინც კითხე, თუმცა ლევან მათეშვილი თუა შენი მოძღვარი, ცხადია გეტყვის სახარებაში კი ასე წერია, ,,მაგრამო".. და ნიჭიერად განაგრძობს პასუხს... არადა უფალი ბრძანებს ,,ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ"... (თავი 21:33;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

ეს მოძღვარი რასაც ქადაგებს ეს არის ლიბერალიზმის და სეკულარიზაციის აშკარა პროპაგანდა

კარგია მერე, ლიბერალიზმს და სეკულარიზმს რა ჯობია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კარგია მერე, ლიბერალიზმს და სეკულარიზმს რა ჯობია.

 

ფსევდოლიბერალიზმი ანგრევს მართLმადიდებლობას, ხოლო სეკულარიზმი საერთოდ შეუთავსებადია, ტერმინი რელიგიის სეკულარიზაცია საერთოდ შინაარსს მმოკლებულია, რამდენადაც, რელიგია და მითუმეტეს ჭეშმარიტება სულიერებას კვებავს და სეკულარიზაცია თავისი შინაარსით საერთოდ რელიგიის სიკვდილს ნიშნავს, გამიწიერებული რელიგია მკვდარია... ამის ნათელი მაგალითI კათOლიციზმია, სადაც ეკლესია საერთოდ მკვდარია... ასე, რომ რამდენიც არ უნდა შენიღბონ ე.წ. ლიბერალებმა თავიანთი მიზნები, ყველაფერი გასჰიფრულია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

სეკულარიზმი საერთოდ გესმის რას ნიშნავს?

 

სეკულარიზმმა, როგორ შეიძლება მოკლას მართლმადიდებლობა?

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

სეკულარიზმი საერთოდ გესმის რას ნიშნავს?

 

სეკულარიზმმა, როგორ შეიძლება მოკლას მართლმადიდებლობა?

შენ მართლმადიდებლობა არ იცი რა არის და ამიტომ ფიქრობ ეგრე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

შენ მართლმადიდებლობა არ იცი რა არის და ამიტომ ფიქრობ ეგრე...

შენ მითხარი, სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა რატომ იწვევს მართლმადიდებლობის სიკვდილს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შენ მითხარი, სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა რატომ იწვევს მართლმადიდებლობის სიკვდილს?

 

ჯერ ერთი, მხოლოდ სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას არ გულისხმობენ ,,სეკულარისტები", ისინი ამ ტერმინის ქვეშ, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების ე.წ. უფლებების დაცვასა და კიდევ ათასგვარ ,,თავისუფლებებს" აერთიანებენ, უზნეობა, გარყვნილება, ტყუილი, სიყალბე და მაიმუნობა, მართლმადიდებლობის გვერდით ვერ იარსებებს, არ შეიძლება უბრალოდ... ჭეშმარიტების წინ სიცრუე ფორთხავს, რამდენჯერ გითხარრი...ა სეც რომ არ იყოს, საქართველოსთვის მართლმადიდებლობა ყოველთვის აყვანილი იყო სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, მასზე დაყრდნობით ძლიერდებოდა საქართველო... ამის არ აღიარება ნაძალადევი სიბრმავეა, მართლმადიდებლობა ძლიერი სახელმწიფოს შენების საძირკველი იყო ყოველთვის და ეს ძალიან ძლიერი არგუმენტია მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტურად... რაც შეეხება ,,სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა"-ს ეს არ ნიშნავს ეკლესიის ჩAურევლობას სახელმწიფოს შენებაში, ვიმეორებ შე-ნე-ბა-ში, და არა სახელმწიფოს საქმიანობაში, როდესაც ქვეყანა ინგრევა, ეკლესია უნდა იბრძოდეს მის გადასარჩენად, ასე რომ არ ყოფილიყო დღეს ქართველი ერი არ იარსებებდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი, მხოლოდ სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას არ გულისხმობენ ,,სეკულარისტები", ისინი ამ ტერმინის ქვეშ, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების ე.წ. უფლებების დაცვასა და კიდევ ათასგვარ ,,თავისუფლებებს" აერთიანებენ,

სეკულარიზმი, ერთის მხრივ, მოუწოდებს სარწმუნოების თავისუფლებას, უფრო ზუსტად, მთავრობის მიერ ხალხზე რელიგიის თავსმოხვევისგან თავისუფლებას, სახელმწიფოში, რომელიც ნეიტრალურია საწრმუნოების საკითხების მიმართ და არ აძლევს პრივილეგიას და ასევე ფინანსურ დახმარებას არ უწევს არც ერთ რელიგიას.

 

ეს იცსე. არ შეიძლება ჩემო კარგო, ბრმად, გადაუმოწმებლად ენდო აგრესიულ სასულიერო პირებს (რომლებსაც ჩემი აზრით, აგრესიის მეტი არაფერი დარჩენიათ) და ხშირ შემთხვევაში საკუთარ რწმენასთან მოდიან დაპირისპირებაში.

 

მეორეც რელიგიურ უმცირესობების უფლებების დაცვა, რითია ცუდი?

რატომ უნად იყოს ადამიანის უფლებები დარღვეული ზოგადად (რელიგიურ კუთვნილებისა და სექსუალურ კუთვნილების მიუხედავად)?

 

ჭეშმარიტების წინ სიცრუე ფორთხავს, რამდენჯერ გითხარრი

თქვენ პირად შეხედულებებს რომელსაც მარტო თქვენ უწოდებთ ჭეშმარიტებას, სხვებთან ნუ ასაღებთ ფაქტების და არგუმენტების გარეშე ჭეშმარიტებად გეთაყვა. ერთმანეთში რაც გინდათ ის ქენით. ;)

საქართველოსთვის მართლმადიდებლობა ყოველთვის აყვანილი იყო სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, მასზე დაყრდნობით ძლიერდებოდა საქართველო.

ჩემო კარგო, ჯობია იდეოლოგიზირებულ ისტორიის ნაცვლად, თუნდ ივ.ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" აიღო და წაიკითხო.. მართლმადიდებლობას მიუძღვის დიდი როლი საქართველოს ისტორიაში, გარკვეულ ეპოქებში, მაგრამ არანაკლები მიუძღვის იგივე არმაზის კულტს, რომელმაც გააერთიანა ქართული ტომები ერთ დიდ სახელმწფოში და მის პერიოდშ დამწერლობა შეიქმნა. ასე რომ არმაზის კულტს, ანუ ქართულ ზოროასტრიზმს არანაკლები როლი აქვს ქართულ ისტორიაში ვიდრე მართლმადიდებლობას.

 

ამის მიხუედავად ძველ და შუა საუკუნეებში რა იყო, ამას დღეს დღეობით არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს სხვა კანონზომიერებით იმართება ქვეყანა და შუა საუკუნოვანი მსოფლმხედველობა, რბილად რომ ვთქვათ მოძველებულია.

 

ბიზანტიის იმპერიაში ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირს იმპერატორმა კონსტანტინემ ჩაუყარა საფუძველი. ხოლო სიმფონიის თეორია კი საბოლოოდ გააფორმა იმპერატორმა იუსტინიანემ. იუსტინიანეს თეორიის მიხედვით ეკლესია იმპერიის სული, ხოლო სახელმწიფო კი მისი სხეული იყო. მაგრამ სახარებისეული ეკლესია თავის თავს თვლიდა “ქრისტეს სხეულად”. რადგან ბიზანტიაში ეს სხეული სახელმწიფო ითვლებოდა, ყველა მისი ქვეშერდომი დე-ფაქტოდ, ანუAავტომატურად ხდებოდა ეკლესიის წევრი. ამით კი იშლებოდა საზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. უფრო მეტიც, ეკლესიას საერთოდ ვეღარ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და ვეღარ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, რამეთუ ამ ფუნქციის შესრულება მეტწილად იტვირთა სახელმწიფომ.

იმპერატორი ყოველთვის თვლიდა საკუთარ თავს დედამიწაზე ღმერთის წარმომადგენლად, “სიმფონიის” დაფუძნებით კი, ის ოფიციალურად გახდა “ქრისტეს ხატი”. ეკლესიის და სახელმწიფოს სიმფონიას ორი მხარე აქვს: თუ ფუფუნებაში ჩაფლული იმპერატორი ცდილობდა თავი ქრისტედ წარმოეჩინა, თვით ტრანცენდენტური ღმერთი უზარმაზარ ტაძარში დაასახლეს. პირველ ქრისტიანებში უცნობი იყო წმინდა სატაძრო სივრცე. მათთვის იდეაში ტაძარი თვითონ ადამიანი იყო. ბიზანტიური მართმადიდებლობის ცენტრი კი აია სოფია გახდა. Qქრისტიანობა გადაიქცა წმინდა მატერიის რელიგიად, ხოლო ქრისტეს ხულიერი ხელისუფლება კი – საეკლესიო იერარქიის ბიუროკრატიული ხელისუფლება. “

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

იგივე არმაზის კულტს, რომელმაც გააერთიანა ქართული ტომები ერთ დიდ სახელმწფოში და მის პერიოდშ დამწერლობა შეიქმნა. ასე რომ არმაზის კულტს, ანუ ქართულ ზოროასტრიზმს არანაკლები როლი აქვს ქართულ ისტორიაში ვიდრე მართლმადიდებლობას.

აბა არმაზის კერპი, სადაა ხო ვერ მეტყვი? ან ზოროასტრიზმი... გაგებაში არ ხარ ნუკრიკო,საერთოდ სად ცხოვრობ არც კი იცი... კულტურა საერთოდ არაა კავშირში, რელიგიასთან... მაიმუნის წიანპრობის გჯერა შენ და რა აგიხსნა... შეაყარე კედელს ცერცვიო რააა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა არმაზის კერპი, სადაა ხო ვერ მეტყვი? ან ზოროასტრიზმი

ქრისტიანებმა დაანგრიეს, თუმცა შენ აზერს ვერ ჩაწვდი.

 

რადგნა ისტორიულად რომელიღაცა რელიგიებს აქვს დიდი როლი ნათამაშები ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მოტივით ვინმეს რელიგიური თავისუფლება შეუზღუდო.

 

ულტურა საერთოდ არაა კავშირში, რელიგიასთან..

პირდაპირ კავშირშია..

მაიმუნის წიანპრობის გჯერა შენ და რა აგიხსნა

ევოლუციაც არ გცოდნია კარგად, მინდა გითხრა ;)

შეაყარე კედელს ცერცვიო რააა...

იმის ფონზე, რომ გგონია რომ ჭეშმარიტებას ფლობ, ძალიან სუსტი არგუმენტებით მოდიხარ, ნამეტანი სუსტი არგუმენტებით, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიე პირდაპირობისთვის და

შენზე აშკარად ნორმალური წარმოდგენა მაქვს და ასეთ "ქადაგებას" (მცდარი ინფორმაციებით სავსე!!! ),

და რი მზანს გაარტყა, იქნებ ისიც მოაყოლო

არ მომისმენია ეგ ქადაგება

მე ზოგადად ჩემი აზრი დავწერე

ვერც ეხლა მოვისმენ

სამი წელია ეგ და საერთოდ მისი საძმოს მოძღვრები და მე ცოტა შორი შორს დავდექით

მაგრამ როგორც ადამიანი მამა დავითი არის ძალიან კარგი და კარგი ქადაგებები ჰქონდა - ეხლა არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

გაგებაში არ ხარ ნუკრიკო,საერთოდ სად ცხოვრობ არც კი იცი... კულტურა საერთოდ არაა კავშირში, რელიგიასთან... მაიმუნის წიანპრობის გჯერა შენ და რა აგიხსნა

სიტყვიერი გაფრთხილება ფორუმელის დამცირების მცდელობისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...