Jump to content
Planeta.Ge

დეკანოზ დავითის(ქვლივიძე) ქადაგება ბუდას ქანდაკებასა და ტოლერანტობაზე

Recommended Posts

და შენ თავი ვინ გგონია რომ მათ განიკითხავ თანაც ისე რომ არც კი იცი რა ხდება!!!

და შენ ვინღა გგონია თავი, კაცებზე წინ რომ ხტუნაობ ეკლესიურად ეს რომ იკრძალება პირველად გესმის?

ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.

მღვდელი და ღმერთი არავის სძულს, აქ ხალხს და ზოგადად მეც მძულს ცოდვილი სასულიერო პირები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ეს განკითხვა კი არა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ როგორც არის დაწერილი " თვით უფლის სახლში დაიდგავს ტახტს და თავს ღმერთად გამოაცხადებსო სატანაზე" ნაწინასწარმეტყველები ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 352
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბუდას ქანდაკება არის ზოგადად კერპი ქრისტიანებისტვის და კერპის აღმართვის წინააღმდეგი რა თქმა უნდა იქნება ქრისტიანად ვინც თვლის თავს, მაგრამ რწმენის გარდა კანონიც არსებობს, ჰო და კერძო საკუთრებაში ვინ რას დადგავს კედლების შიგნით ვფიქრობ არავის საქმე არ არის, როდესაც სხვა რელიგიის ტაძარი შენდება საქართველოში იქნება ის მეჩეთი თუ სინაგოგა, ამას აუცილებლად ათანხმებენ ხოლმე საპატრიარქოსთან და მათი ნებართვით ხდება ტაძრების მშენებლობა, ბარი კი ტაძარი არ არის და შესაბამისად კერძო საკუთრებაა, თუ ეს ქანდაკება ქალაქის ინფრასტრუქტურას ხელს არ შეუშლის და ქალაქის იერ სახეს არ დაამახინჯებს დახურული სივრცის შიგნით კერძო საკუთრებაში მისი დადგმა კანონით ნებადართულია, მითუმეტეს ქანდაკება ბუდისტურ ტაძარში კი არა კერძო ბარში უნდა დაედგათ, თუმცა ამაზე დავას აზრი აღარ აქვს, აღარ შენდება ის ბუდა ბარი, იმიტომ რომ ბარის აშენების ინიციატორმა გაითვალისწინა მასების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და გადაიფიქრა საერთოდ მშენებლობა, ეხლა პრომეთეს ძეგლი როა წამოჭიმული თამარ მეფის გამზირზე იმაზე შეიძლება წივილის ატეხვა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და შენ ვინღა გგონია თავი, კაცებზე წინ რომ ხტუნაობ ეკლესიურად ეს რომ იკრძალება პირველად გესმის?

მღვდელი და ღმერთი არავის სძულს, აქ ხალხს და ზოგადად მეც მძულს ცოდვილი სასულიერო პირები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ეს განკითხვა კი არა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ როგორც არის დაწერილი " თვით უფლის სახლში დაიდგავს ტახტს და თავს ღმერთად გამოაცხადებსო სატანაზე" ნაწინასწარმეტყველები ხდება.

მეუბნები აქ მღვდელი არავის ძულსო და თან შენთვითონ წერ მეც მძულს ცოდვილი სასულიერო პირებიო!!!! და შენ უცოდველი ხარ თუ იმდენად განწმენდილი ხარ, რომ შეგიძლია უკვე სასულიერო პირები განიკითხო! და რაც შეხეება იმას რომ კაცებს თავზე ვახტები მე აქ ესეთს ვერაფერს ვხედავ, აქ ვწერ იმას როგორც არის და არავის თავზე ვახტებიი!!! და ეკლესიურად რა როგორ არის ძალიან კარგად ვიცი, რაც შენ ნამდვილად არ გეტყობა , ეგ რომ იცოდე მღვდლებს არ განიკითხავდი!

ვისი საქმეა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, განკითხვა და ზიანის მიყენება, თუ არა ეშმაკისა?და აი, ჩვენ ეშმაკებს ვეხმარებით საკუთარი თავისა და მოყვასის დაღუპვაში. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენში სიყვარული არ არის! რამეთუ სიყვარული მრავალ ცოდვას ფარავს (1 პეტრე 4, 8).

აბბა დოროთე

ჰო ასე გეუბნები იმიტომ, რომ ცოდვილი სასულიერო პირი მღვდელი აღარ არის ის უკვე სატანის ძეა, მე უცოდველი არ ვარ, ისევე როგორც შენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდები მე კი არ განვიკითხავ, ვამხელ როგორც ეს იესომ თქვა: თუ ხედავ რომ შენი ძმა სცოდავს ამხილე, თუ არ შეიგონა მეორედ ამხილე მოწმეთა თანდასწრებით და თუ კვლავაც არ შეიგონა იყოს ის შენთვის როგორც წარმართი და მებაჟე, ასე რომ ცოდვილისა და ეშმაკის ძის თავზე ხელის დაფარება იმ დევიზით ნუ განიკითხავო არამართებულია რადგან მთქმელმა ნუ განიკითხავ ისიც თქვა ამხილეო, რაც შეეხება მამაკაცების თავზე გადახტომის საკითხს, ამ ქვეტექსტში იგულისხმება შემდეგი: ქალს ღმერთი უკრძალავს მამაკაცთან კამათს, რაც შეეხება უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ეშმაკისთვის მიწერებას ეს არამართებულია, რადგან იესოს არა ერთხელ ჩაუყენებია სასულიერო პირები უხერხულ მდგომარეობაში, ჩვენ ეშმაკს იცი რითი ვეხმარებით? თუ ძალიან გაინტერესებს სწორედ დუმილით ვეხმარებით როდესაც გარყვნილს ვხედავთ მღვდლის მანტიით და ხელს ვაფარებთ დევიზით "ნუ განიკითხავ" ბიბლიაში გარკვევით წერია, როგორი უნდა იყოს მღვდელი და როგორი დიაკვანი და ასე შემდეგ და თუ ასეთი არ იქნება ის უკვე მღვდელი და დიაკვანი კი არა მამონასა და იქედნეს ძეა, როგორც მათ თავად უფალი უწოდებს, ასე რომ ამ ვითომ ადვოკატობითა და თავზე ხელის დაფარებით უფრო ვეხმარებით ეშმაკს ვიდრე მხილებით, ვინაიდან დაწერილია ხე რომელიც დადებით ნაყოფს არ გამოიღებს უნდა მოიჭრას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამეთუ სიყვარული მრავალ ცოდვას ფარავს (1 პეტრე 4, 8).

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხსნის და პატიების იმედით შევცოდით ხომ? ვიტყვი მაშინ ჩემთვის ღმერთი მომიტევებს ის გულმოწყალეა და შევცოდავ ყოველ წამს, რა გამოდის ის რომ მოსიყვარულეა ჩვენ ცოდვის უფლება გვეძლევა? მისი მიმტევებლობით ბოროტად უნდა ვისარგებლოთ?

ნუ მიწყენ უბრალოდ იმას გწერ რასაც უფალი ამბობს მოციქულის პირით

1 ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე თავი 2 მუხლები 12-15

12. ხოლო დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზედ ბატონობას არამედ იყოს წყნარად.

ანუ ხომ ხვდები ამას თავად უფალი ამბობს შემდეგ აგრძელებს

13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

14. და ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა.

15. მაგრამ გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეში კდემამოსილებით.

შენ კი რა ქენი? მამაკაცს ეუბნები თავი ვინ გგონიაო და ამავდროულად ეკლესიის შვილობაზე დებ თავს, ჰო და თუ ეკლესიური ხარ, ისე უნდა მოიქცე როგორც უფალი გეუბნება და საქმით და სიტყვით საპირისპირო არ უნდა დაამტკიცო, ეხლა რაც შეეხება მღვდლებსა და სასულიერო პირებს ტიმოთეს მიმართ 1 ეპისტოლეში მათი მოქმედების და ქცევის თავისებურებებია გაწერილი

1 თიმოთეს მიმართ ეპისტოლე თავი 3 მუხლები 1-10

1 სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომებია.

2. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი.

3. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო, და არა ვერცხლის მოყვარული.

4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

5. ვინაიდან თუ ვინმემ საკუთარი სახლის მმართველობა არ იცის, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?

6. არც იყოს ახლადმოქცეული, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.

7. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა საყვედურსა და ეშმაკის მახეში არ მოხვდეს.

8. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ძალიან დაწაფებული ღვინოზე, არა ანგარებიანნი.

9. რათა წმინდა სინდისში ინახავდნენ, რწმენის საიდუმლოებას.

10. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ თუ უბიწოები არიან იმსახურონ.

აი ასეთი უნდა იყოს სასულიერო პირი და არა ლოთი და ვერცხლისმოყვარე, ანგარებიანი და მოჩხუბარ მაგინებელი და პირველ რიგში ის მსახური უნდა იყოს და არა ბატონი ვინაიდან ნათქვამია, "ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს ის იყოს თქვენი მსახური", ხოლო სინამდვილეში ხდება შემდეგი

სასულიერო პირთა უმრავლესობა არის

1. ღვინისმოყვარული

2. განუსწავლელი

3. მრუშობისმოყვარე

4. მოჩხუბარი

6. და რაც მთავარია ვერცხლისმოყვარე ანგარებიანი.

ეხლა შეადარე როგორები უნდა იყვნენ უფლის თქმით და როგორები არიან სინამდვილეში, ასე რომ ამ ცოდვების "ნუ განიკითხავ" დევიზით დამალვა უფროა ეშმაკის წისქვილზე წყლის დასხმა ვიდრე მათგან ღვთის ეკლესიის გაწმენდაზე ფიქრი და მსჯელობა, ვინაიდან მათ გამო ბრკოლდება ბევრი და როგორც დაწერილია დახშეს სასუფევლის კარი და არც თავად შედიან შემსვლელთაც აბრკოლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

12. ხოლო დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზედ ბატონობას არამედ იყოს წყნარად.

იყოს წყნარად!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეუბნები აქ მღვდელი არავის ძულსო და თან შენთვითონ წერ მეც მძულს ცოდვილი სასულიერო პირებიო!!!!

ჰო და კიდევ გავიმეორებ მძულს ცოდვილი სასულიერე პირები, ვინაიდან ის ვინც ღვთისგანაა არ ძალუძს ბოროტის ქმნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო და კიდევ გავიმეორებ მძულს ცოდვილი სასულიერე პირები, ვინაიდან ის ვინც ღვთისგანაა არ ძალუძს ბოროტის ქმნა.

მღვდელი გძულს ესეიგი ღმერთიც გძულს! შეიძლება ამას არ აღიარებ, რადგან ვერ ხვდები, ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.

(ღირსი მამა ეფრემ ასური) ცოდვილ სასულიერო პირებში რას გულისხმობ? უცოდველი ამ მსოფლიოში არავინ არის და ვერც მღვდელი იქნება! და ის როგორიც არის ისეთი უნდა მიიღო! მთავარია შენ შენი საქმე აკეთო და შენს სულს მიხედო, სხვის სულებს ღმერთი მიხედავს! ხოლო თუ არ შეეშვები მღვდლების განკითხვას მაშინ კი ნამდვილად მოგეკითხება !!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო ასე გეუბნები იმიტომ, რომ ცოდვილი სასულიერო პირი მღვდელი აღარ არის ის უკვე სატანის ძეა, მე უცოდველი არ ვარ, ისევე როგორც შენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდები მე კი არ განვიკითხავ, ვამხელ როგორც ეს იესომ თქვა: თუ ხედავ რომ შენი ძმა სცოდავს ამხილე, თუ არ შეიგონა მეორედ ამხილე მოწმეთა თანდასწრებით და თუ კვლავაც არ შეიგონა იყოს ის შენთვის როგორც წარმართი და მებაჟე, ასე რომ ცოდვილისა და ეშმაკის ძის თავზე ხელის დაფარება იმ დევიზით ნუ განიკითხავო არამართებულია რადგან მთქმელმა ნუ განიკითხავ ისიც თქვა ამხილეო, რაც შეეხება მამაკაცების თავზე გადახტომის საკითხს, ამ ქვეტექსტში იგულისხმება შემდეგი: ქალს ღმერთი უკრძალავს მამაკაცთან კამათს, რაც შეეხება უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ეშმაკისთვის მიწერებას ეს არამართებულია, რადგან იესოს არა ერთხელ ჩაუყენებია სასულიერო პირები უხერხულ მდგომარეობაში, ჩვენ ეშმაკს იცი რითი ვეხმარებით? თუ ძალიან გაინტერესებს სწორედ დუმილით ვეხმარებით როდესაც გარყვნილს ვხედავთ მღვდლის მანტიით და ხელს ვაფარებთ დევიზით "ნუ განიკითხავ" ბიბლიაში გარკვევით წერია, როგორი უნდა იყოს მღვდელი და როგორი დიაკვანი და ასე შემდეგ და თუ ასეთი არ იქნება ის უკვე მღვდელი და დიაკვანი კი არა მამონასა და იქედნეს ძეა, როგორც მათ თავად უფალი უწოდებს, ასე რომ ამ ვითომ ადვოკატობითა და თავზე ხელის დაფარებით უფრო ვეხმარებით ეშმაკს ვიდრე მხილებით, ვინაიდან დაწერილია ხე რომელიც დადებით ნაყოფს არ გამოიღებს უნდა მოიჭრას.

გეთანხმები რომ დუმილი და ართქმა უარესია ვიდრე მათი მხელა,თუნდაც ეს ცოდვად ითვლებოდეს.

საერთოდ საეკლესიო პირებას, მათ დანაშაულზე ყოველთვის გასამართლებად ქრისტეს სიტყვები მოყავთ, არ განიკითხო და ასე შემდეგ თავი რომ დაიძვრინონ. ეკლესია ტყუილის ბუდედ იქცა და ეშმაკის სახლად კარგა ხანია და ლუსტრაციაა საჭირო იმის თუ ვინ ვინ იყო და არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდელი გძულს ესეიგი ღმერთიც გძულს! შეიძლება ამას არ აღიარებ, რადგან ვერ ხვდები, ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.

(ღირსი მამა ეფრემ ასური) ცოდვილ სასულიერო პირებში რას გულისხმობ? უცოდველი ამ მსოფლიოში არავინ არის და ვერც მღვდელი იქნება! და ის როგორიც არის ისეთი უნდა მიიღო! მთავარია შენ შენი საქმე აკეთო და შენს სულს მიხედო, სხვის სულებს ღმერთი მიხედავს! ხოლო თუ არ შეეშვები მღვდლების განკითხვას მაშინ კი ნამდვილად მოგეკითხება !!

მღვდელს არც ცოდვის უფლება აქვს ისე როგორც უბრალო მოკვდავს, არც უვიცობის.

რადგან ცოდვილი და უვიცი მღვდელი ეკლესიიდან მრევლს აფრთხობს და ვინც მრევლს უკარგავს ღმერთს ის უფრო დიდ ცოდვაში ერევა.

უვიცი და და ცოდვილი მღვდელი თავისი საქმით ეშმაკთანაა ამიტომ და არა ღმერთთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

READ MORE - „საპატრიარქოს შესასვლელთან დაცვამ მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს, თუ დატოვებ, შეგიშვებო...“

http://boqlomi.blogspot.com/2011/04/100.html

აი ბატონო ასეთი გაჩუმების ფასი. ეგ უნდათ ბევრს.

და ზოგი უტვინო ფანატიკოსი ამათ არის აყოლილი. ამ სტატიის ავტორსაც ამტყუნებენ, არ უნდა დაეწერაო.

ვის იცავთ ვერ გავიგე, ასეთ დაცვას რა ჰქვია, თუ არა ცოდვაში თანამონაწილეობა?

და ვინ მეტი მტერია ეკლესიის, მთქმელი სიმართლის თუ დამფარველი?

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდელი გძულს ესეიგი ღმერთიც გძულს! შეიძლება ამას არ აღიარებ, რადგან ვერ ხვდები, ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.

მე ზემოთ დავწერე რომ მღვდელი და ღმერთი აქ არავის სძულს, მაგრამ როგორც ირკვევა მე და შენ მღვდელს სხვადასხვა რამეს ვეძახით, ჩემთვის მღვდელი უნდა იყოს ასეთი:

1 ეპისტოლეში მათი მოქმედების და ქცევის თავისებურებებია გაწერილი

1 თიმოთეს მიმართ ეპისტოლე თავი 3 მუხლები 1-10

1 სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომებია.

2. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი.

3. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო, და არა ვერცხლის მოყვარული.

4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

5. ვინაიდან თუ ვინმემ საკუთარი სახლის მმართველობა არ იცის, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?

6. არც იყოს ახლადმოქცეული, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.

7. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა საყვედურსა და ეშმაკის მახეში არ მოხვდეს.

8. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ძალიან დაწაფებული ღვინოზე, არა ანგარებიანნი.

9. რათა წმინდა სინდისში ინახავდნენ, რწმენის საიდუმლოებას.

მე მღვდელს ვეძახი იმ პიროვნებას ვინც ზემოთდაწერილ ღვთის მიერ სავალდებულოდ დადებულ წესებს აკმაყოფილებს, რაც შეეხება ცოდვილებს იქნება ის სასულიერო პირი თუ უცხოპლანეტელი ვეძახი სატანის ძეებს, ეხლა შენ გინდა რომ სატანის ძეები მღვდლებად წარმოაჩინო მხოლოდ იმიტომ რომ მღვდლის მანტია აცვიათ, როგორც შენ ვერ გახდები მოსამართლე, წითელი მანტიის ჩაცმით ისე ვერ გახდება ცოდვილი ანაფორის ჩაცმით მღვდელი. ასე რომ მე და შენ მღვდელს სხვადასხვა თვისებების მქონე პიროვნებას ვეძახით და ღმერთი რასაც ეძახის მღვდელს კი წერია ზემოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოდვილ სასულიერო პირებში რას გულისხმობ?

ცოდვილ სასულიერო პირებში, ცოდვილ სასულიერო პირებს ვგულისხმობ განურჩევლად სასულიერო რანგისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცოდველი ამ მსოფლიოში არავინ არის და ვერც მღვდელი იქნება!

მღვდელი უნდა იყოს უცოდველი, ამას ღვთისმსახურება ავალდებულებს და უშუალოდ ღმერთი ავალდებულებს როდესაც ამბობს ვერავინ შეძლებს ორ ბატონს ემსახუროს, სიტყვით თუ თქვი მღვდელმსახური ვარ და საქმით სატანას ემსახურე ვინ ბატონობს ამ შემთხვევაში? სატანა. ნათლობისას და მღვლადკურთხევის დროს უფლის სულიწმინდა წმენდს და წარხოცავს მის ცოდვებს, მაგრამ ცოდვათაგან განწმენდილს ზოგს ბიბლიური იგავისამებრ ემართება: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება და ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ის როგორიც არის ისეთი უნდა მიიღო!

მაშინ იუდაზე რაღატო ამბობთ გამყიდველიაო? რატომ არ მიიღებთ ისეთს როგორიც არის? მან თუ 30 ვერცხლად გაყიდა უფალი მის გვერდში მყოფი მოციქული მაინც იყო, ესენი კი 30 ვერცხლსაც აღარ სჯერდებიან, სულიწმინდის მადლს, რომელზეც მითითება აქვთ რომ უსასყიდლოდ გასცენ უსასყიდლოდ მიღებული დოლარებზე ყიდიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...