Morfius Posted April 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2011 დავით ჯერ ნუ ჭორაობმომისმინე დაიკო? ვერ ყოფილხარ შენ მთლად კარგი მართლმადიდებელი ამ სიტყვებისთვის კი მამაკაცი რომ იყო საკადრის პასუხს მიიღებდი.აქციაზე მეც ვიყავი! და მსგავსი არაფერი მომხდარა!სწორედ რომ მსგავსი რამ მოხდა, როდესაც შვედეთის ელჩი ლამის მანქანიდან გადმოიღეს საცემრად და პოლიციის კორდონი რომ აცილებდა საერთოდ მრევლს, ასე რომ იმ აქციაზე თუ მართლაც იყავი ალბათ თვალდახუჭული ლოცულობდი რომ ეს ყველაფერი ვერ დაგინახავს, მაგრამ ყრუც ხომ არ იყავი დაანგრიეთ სატანის ბუდეო რომ ყვიროდნენ ეს ხომ მაინც უნდა გაგეგო? ასე რომ გგონია ის აქცია მხოლოდ მმკ-ს ახალგაზრდა აქტივისტმა გადაიღო სამოყვარულო კამერით ძალიან ცდები იქ სხვა ადამიანსაც ეჭირა კამერა ოღონდ თქვენგან ფარულად და მშვენივრად არის აღბეჭდილი კადრში იქ მყოფი აქციის მონაწილეების ღრიანცელი.მშვიდი აქცია იყო, პარაკლისი იყო!აი ეს პარაკლისი მას შემდეგ იყო რაც მაგ აქციის ყოჩს გასაგებ ენაზე ავუხსენი რომ სატანას თუ ებრძვის ღრიალითა და მუშტით კი არ უნდა ებრძოლოს არამედ ლოცვითა და მარხვით.რაც შეეხება ამ აქციას , სწორედ იმიტომ ჩატარდა რომ დაგვეცვა მართლმადიდებლური მრწამსიმერე რა ქენით დაიცავით? თუ ის ტაძარი დაანგრია ვინმემ?ეგ კათოლიკური ტაძარი აშენდა უკანონოდ, თავიდან სხვა რამეს აშენებდნენ ეგ ტაძარი იურიდიულად სრულიად კანონიერად არის აშენებული და შენ თუ უკანონოს "საპატრიარქოსთან შეუთანხმებელს" ეძახი ჯერ სიტყვა უკანონოს ეტიმოლოგია გაარკვიე და შემდეგ ისე წერე.გვაქვს უამრავი ხელმოწერა, იმისა რომ მანდ ქავთარაძეზე თითქმის ყველა მართლმადიდებელია და არ სურთ და არ სიამოვნებთ იდგეს კათოლიკური ტაძარი! უამრავი კი არა ასიათასობით ხელმოწერა არსებობს იმისა რომ ზოგადად ერს არ სიამოვნებს სააკაშვილი მაგრამ მიდიის? რაც შეეხება ასეთ საკითხებს ვიღაცა რიგითი გლეხუჭების სიამოვნება არ სიამოვნებით არ წყდება.რაც შეეხება მეიდანზე მყოფ მეჩეთსა თუ სინაგოგას, უძველეს დროში აშენდა და თან კანონიერად,ჰოო აბა რაა, ჯალალ ედ დინის სამოქალაქო კოდექსით და თემურ ლენგის საგადასახადო კოდექსით, მონღოლების კონსტიტუციით და მურვან ყრუს რეზოლუციით. ერთ მარტივ რაღაცას გაგიმხელ იქ ყველამ და მათ შორის მღვდლებმაც ძალიან მშვენივრად იცოდნენ რომ ეს შენობა იურიდიული თვალსაზრისით სრულიად კანონიერად იყო აშენებული და შესაბამისი დოკუმენტებიც ეჭირათ ხელში რომელიც ათასნაირად აბრუნ-ატრიალეს და ნაკლი ვერ უპოვეს, რომ სასამართლოთი მაინც გამოსვლოდათ რამე, ამას ისინი არც იმედოვნებდნენ ამიტომ იქ შეყრებილი მმკ-ს ძირითადი პროტესტი იმაში მდგომარეობდა რომ ტაძარი რომელიც კათოლიკურად ეკურთხა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა შეფარვით და ზემოთ მიწერია რა ხმებიც ვრცელდებოდა ამ შენობაზე, თითქოს ის ასირიული კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო და გმადლობ რომ "განმანათლე"გეთანხმები იმაში რომ , საქართველო დიდ გასაჭირშია , გეთანხმები უამრავი მამაო არის რომელიც ცუდად ცხოვრობს და უნდა ვამხილოთ კიდეც... მაგრან სანამ ვინმეს მხილებას დავიწყებთ ზუსტად უნდა გაირკვას ესე არის თუ არა! თორემ არის უამრავი კარგი მამაო , რომელებსაც ამითი განვკითხავთ და ცილს ვწამებთ!ხო და თუ მეთანხმები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გეტყვი და დაიხსომე:1. კარგი მამაო ნიშნავს უფლის მღვდელს2. ცუდი მამაო ნიშნავს სატანის მონას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2011 კარგი ერთი.. შენ ვინ გაგიმხილა ეგ ხდება თუ არა?და შენ ვიღამ გაგიმხილა რომ საპატრიარქო უკვეთავს მმკ-ს აქციებს? მმკ არის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომლის წევრებიდ გაერთიანებულნი არიან ლოზუნგით "დავიცვათ მართლმადიდებლობა" ე.წ თავისუფლების ინსტიტუტს კი უნდა რომ ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითად ბირთვად წარმოაჩინონ მასებში და შექმნან ილუზია თითქოს მმკ და ეკლესია ერთი და იგივე რამეა და თითქოს მმკ საპატრიარქოდან იმართება პატრიარქის უხილავი ხელით კარდინალის გვარდიელებივით. ისე თავად მმკ-ს ჩამოყალიბებასაც სწორედ ამ ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" ცილისმწამებლურმა შეტევებმა მისცა ბიძგი. ქვეყნის მოსახლეობათა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და როდესაც თავად ხალხმა დაინახა ე.წ ლიბერალების ცინიზმი და აბუჩად იგდებდა მის მრწამსს მასებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა ორგანიზაციის შექმნა მრწამსის დასაცავად რა არის ეხლა აქ უჩვეულო და ისეთი რასაც პრეცედენტი არ ქონია, ისე ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" გაიგივება უფრო მართებულია ხელისუფლების ნებასთან ვიდრე მმკ-ს გაიგივება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. რაც შეეხება შენს კითხვას მე გამიმხილა თუ არა ვინმემ რამე გეტყვი პასუხად რომ თავად ორივე ორგანიზაციის წევრების მოქმედებები მიმხელენ მე და არა მარტო მე ვინ ვისგან და რატომ იმართება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2011 Morfiusდა შენ ვიღამ გაგიმხილა რომ საპატრიარქო უკვეთავს მმკ-ს აქციებს? მმკ არის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა საპატრიარქოს პრეს მდივანი და იტყოდა ჩვენ მმკ-სთან არაფერი გვაქვს საერთოო. ძალიან მარტივია ეს. იქ სხვა ადამიანსაც ეჭირა კამერა ოღონდ თქვენგან ფარულად და მშვენივრად არის აღბეჭდილი კადრში იქ მყოფი აქციის მონაწილეების ღრიანცელიკადრები დაიდოს :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano_anano Posted April 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2011 (edited) მომისმინე დაიკო? ვერ ყოფილხარ შენ მთლად კარგი მართლმადიდებელი ამ სიტყვებისთვის კი მამაკაცი რომ იყო საკადრის პასუხს მიიღებდი.სწორედ რომ მსგავსი რამ მოხდა, როდესაც შვედეთის ელჩი ლამის მანქანიდან გადმოიღეს საცემრად და პოლიციის კორდონი რომ აცილებდა საერთოდ მრევლს, ასე რომ იმ აქციაზე თუ მართლაც იყავი ალბათ თვალდახუჭული ლოცულობდი რომ ეს ყველაფერი ვერ დაგინახავს, მაგრამ ყრუც ხომ არ იყავი დაანგრიეთ სატანის ბუდეო რომ ყვიროდნენ ეს ხომ მაინც უნდა გაგეგო? ასე რომ გგონია ის აქცია მხოლოდ მმკ-ს ახალგაზრდა აქტივისტმა გადაიღო სამოყვარულო კამერით ძალიან ცდები იქ სხვა ადამიანსაც ეჭირა კამერა ოღონდ თქვენგან ფარულად და მშვენივრად არის აღბეჭდილი კადრში იქ მყოფი აქციის მონაწილეების ღრიანცელი. აი ეს პარაკლისი მას შემდეგ იყო რაც მაგ აქციის ყოჩს გასაგებ ენაზე ავუხსენი რომ სატანას თუ ებრძვის ღრიალითა და მუშტით კი არ უნდა ებრძოლოს არამედ ლოცვითა და მარხვით. მერე რა ქენით დაიცავით? თუ ის ტაძარი დაანგრია ვინმემ?ეგ ტაძარი იურიდიულად სრულიად კანონიერად არის აშენებული და შენ თუ უკანონოს "საპატრიარქოსთან შეუთანხმებელს" ეძახი ჯერ სიტყვა უკანონოს ეტიმოლოგია გაარკვიე და შემდეგ ისე წერე.უამრავი კი არა ასიათასობით ხელმოწერა არსებობს იმისა რომ ზოგადად ერს არ სიამოვნებს სააკაშვილი მაგრამ მიდიის? რაც შეეხება ასეთ საკითხებს ვიღაცა რიგითი გლეხუჭების სიამოვნება არ სიამოვნებით არ წყდება.ჰოო აბა რაა, ჯალალ ედ დინის სამოქალაქო კოდექსით და თემურ ლენგის საგადასახადო კოდექსით, მონღოლების კონსტიტუციით და მურვან ყრუს რეზოლუციით. ერთ მარტივ რაღაცას გაგიმხელ იქ ყველამ და მათ შორის მღვდლებმაც ძალიან მშვენივრად იცოდნენ რომ ეს შენობა იურიდიული თვალსაზრისით სრულიად კანონიერად იყო აშენებული და შესაბამისი დოკუმენტებიც ეჭირათ ხელში რომელიც ათასნაირად აბრუნ-ატრიალეს და ნაკლი ვერ უპოვეს, რომ სასამართლოთი მაინც გამოსვლოდათ რამე, ამას ისინი არც იმედოვნებდნენ ამიტომ იქ შეყრებილი მმკ-ს ძირითადი პროტესტი იმაში მდგომარეობდა რომ ტაძარი რომელიც კათოლიკურად ეკურთხა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა შეფარვით და ზემოთ მიწერია რა ხმებიც ვრცელდებოდა ამ შენობაზე, თითქოს ის ასირიული კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო და გმადლობ რომ "განმანათლე"ხო და თუ მეთანხმები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გეტყვი და დაიხსომე:1. კარგი მამაო ნიშნავს უფლის მღვდელს2. ცუდი მამაო ნიშნავს სატანის მონას რას ვიზამთ სიმართლე არავის სიამოვნებს ხოლმე! უბრალოდ კაცისგან ჭორაობა ცოტა შეუფერებელი საქციელია მერე კიდე გიმეორებ მეც ვიყავი აქციაზე და მსგავსი არაფერი მომხდარა! შენ არვიცი საიდან რა მოგაქვს ამიტომ , ფაქტები დადე , გადაღებული!საწყალი მამაოები რა , აი შენ რომ არ გეთქვა არვიცი რა ეშველებოდათ! სისულელეებს ლაპარაკობ! თუ იტყუები ისეთი ტყული მაინც თქვი ვინმემ დაიჯეროს! სასაცილოა უბრალოდ!გამეცინა! და იისიც სისულელე არის რომ საპარიარქოს ხელ მოცერიტ ეშმაკის ბუდეები შენდება! საიდან მოგაქვს ნეთა ? ალაბათ შენი აზრია! ფაქტებს ველი! Edited April 21, 2011 by anano_anano Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano_anano Posted April 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2011 anano_anano უძველეს დროში აგებული საკულტო ნაგებობების კანონიერებას რა მეთოდით ადგენთ?მეთოდი რაში ჩირდება.. ძალიან ადრე არის აშენებული და საბუთები არსებობს სადაც საკანონებულია ეს შენობები ანუ კანონიერად არის აშენებული! კანონიერად აშენებულს კი ვერაფერს ვუზამთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 anano_anano კანონიერად აშენებულს კი ვერაფერს ვუზამთ ისე რომ გქონდეთ საშუალება, ხო მოაყოლებდით მაგათაც ნგრევაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 (edited) Morfius ლიბერალები არ ცდილობენ ვინმეს რელიგიურ მრწამსს რამე დააკლონ.ტყულია. ლიბერალობა თავად გულისხმობს სხვა რელიგიების თუ რელიგიურ უმცირესობებთან შემწყნარებლობას და ზოგჯერ გადამეტებულსაც, რაც თავისთავად ზღუდავს ზირითად რელიგიურ მიმდინარეობას თავის საქმიანობაში, შეზღუდოს და დევნოს რელიგიური სექტები თუ უმცირესობები, რადგან მათი მავნე გავლენისგან დაიცვან თავისი მრევლი. Edited April 22, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 (edited) verusiლიბერალობა თავად გულისხმობს სხვა რელიგიების თუ რელიგიურ უმცირესობებთან შემწყნარებლობას მერე როგორღაა ტყუილი? ლოღიკა ჭკა? რაც თავისთავად ზღუდავს ზირითად რელიგიურ მიმდინარეობას თავის საქმიანობაში, შეზღუდოს და დევნოს რელიგიური სექტები თუ უმცირესობებიკი ბატონო. ლიბერალიზმი დევნას ზღუდავს. დევნაა ძირითადი რელიგიის მიზანი? მასეთი რელიგიის დედაც, რომლის მიზანი სხვისი დევნაა შენ შენი თქვი, იმან თავისი თქვას და ის რელიგიას მოწყურებული ადამიანი თვითონ აირჩევს, რომელს დაუჯეროს. P.S. სექტებსა და უმცირესობებს რაც შეეხება, ქრისტიანობაც სექტა იყო თავის დროზე რომელიც უმცირესობაში იმყოფებოდა. Edited April 22, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 (edited) ერთ მარტივ რაღაცას გაგიმხელ იქ ყველამ და მათ შორის მღვდლებმაც ძალიან მშვენივრად იცოდნენ რომ ეს შენობა იურიდიული თვალსაზრისით სრულიად კანონიერად იყო აშენებული და შესაბამისი დოკუმენტებიც ეჭირათ ხელში რომელიც ათასნაირად აბრუნ-ატრიალეს და ნაკლი ვერ უპოვეს, რომ სასამართლოთი მაინც გამოსვლოდათ რამე, ამას ისინი არც იმედოვნებდნენ ამიტომ იქ შეყრებილი მმკ-ს ძირითადი პროტესტი იმაში მდგომარეობდა რომ ტაძარი რომელიც კათოლიკურად ეკურთხა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა 1. კარგი მამაო ნიშნავს უფლის მღვდელს2. ცუდი მამაო ნიშნავს სატანის მონას ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი, ცენტრალური იყო ასენებული თავის დროზე როგორც კათოლიკური. სტილიც კი კატოლიკურია შენობის.მაგრამ ის მარტმადიდებელმა ეკლესიამ დაიკავა და ეგ არის უკანონოდ სიმართლე რომ ვთქვათ და თუ კანონი ასე უყვართ, დაუთმონ ტაზარი კათოლიკეებს.აქ რატომ არ იღებენ ხმას სამართალმოყვარე მართლმადიდებლები? ეგაა "მართლის" დიდება?თუმცა ეგ საკითხი ადრე მუსულმანმა აბაშიძემ გადაუწყვიტა მათ, კათოლიკეებს ძველის სანაცვლოდ ახალი ტაძარი აუგო ბათუმში, და ბევრს ეგეც არ მოსწონდა მაშინ. კარგი მამაო გვერდით ცუდს არ გაიჩერებს. Edited April 22, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 verusiდა არა თუ ჩემი თავი არ მიმაჩნია, ვერც სხვას ვხედავ რომ მარლმადიდებელი იყოს ვინმე და სწამდეს ისე, როგორც უნდა წამდეს.ეკლესიაში სიარული სხვების დასანახად და შუბლიდან კოჭებამდე ჯვარის გამოსახვას ლოცვის დროს, რწმენას არ ნიშნავს სხვებში ვის გულისხმობ? ყველას? რაც დაწერე მართლა არიან ეგეთები მაგრამ არა ყველა, შენ რომ ვერ ხედავ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 anano_anano შენ რა ამართლებ მმკ მოძრაობას? მე არ მიმაჩნია მაგათი მოღვაწეობა სწორი, ზუსტად ამას რომ ხედავს დაბრკოლებული მართლმადიდებელი ქრისტიანი ცემა-ტყეპა, ეკლესიაში შევარდნები, თუნდაც რაც მორფიუსმა დაწერა მაგ აქციაზე და არაერთი მსგავსი აქცია მოეწყო მმკ თაოსნობით და შედეგი არის დიდი 0, ამ წლობის მანძილზე ერთი მაინც დამისახელე რომელიც რაიმე შედეგიანად დამთავრებულიყო მაგ ხალხში უფრო ვხედავ დიდ აგრესიას ვიდრე მოყვასისადმი სიყვარულს , რავი მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება და სხვა არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 რას ვიზამთ სიმართლე არავის სიამოვნებს ხოლმე! უბრალოდ კაცისგან ჭორაობა ცოტა შეუფერებელი საქციელია მერე კიდე გიმეორებ მეც ვიყავი აქციაზე და მსგავსი არაფერი მომხდარა! შენ არვიცი საიდან რა მოგაქვს ამიტომ , ფაქტები დადე , გადაღებული!საწყალი მამაოები რა , აი შენ რომ არ გეთქვა არვიცი რა ეშველებოდათ! სისულელეებს ლაპარაკობ! თუ იტყუები ისეთი ტყული მაინც თქვი ვინმემ დაიჯეროს! სასაცილოა უბრალოდ!გამეცინა! და იისიც სისულელე არის რომ საპარიარქოს ხელ მოცერიტ ეშმაკის ბუდეები შენდება! საიდან მოგაქვს ნეთა ? ალაბათ შენი აზრია! ფაქტებს ველი!სიმართლე რომ არ გესიამოვნა იმიტომაც აჭორავდი და იგივეს იძახი ჩემზე ანუ უკვე პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ, ფაქტის დადებას მთხოვ და თავად რომ ხარ ცოცხალი ფაქტი თუ რეალურად რას წარმოადგენს მმკ ამას ვერ ხვდები. კიი მიმეორებ მეც ვიყავი მაგ აქციაზე და არაფერი მომხდარაო, ღრიალი და მრევლის ტაძარში შესვლისას ხელის შეშლა და სატანის შვილების ძახილი და საცემნელად გაწევა თუ ჩვეულებრივი ამბავია შენთვის ესე იგი მართლაც არაფერი მომხდარა, მაგრამ იმათთვის ვისთვისაც ეს ყველაფერი პრიმიტიული ბანალური საქციელია მოხდა. სისულელე ის არის რომ უბრალოდ აქციაზე იყავი და ისიც კი არ იცი ბოლომდე რა აქცია იყო და ვინ რას ითხოვდა, საპატრიარქოს თანხმობით რომ სხვა აღმსარებლობის ტაძრები შენდებოდა და შენდება ამის სწავლებას ფორუმზე არ დაგიწყებ და თავად უნდა ესწავლებინათ შენს დამმოძღვრელებს, ხოლო როდესაც საპატრიარქოს თანხმობით აშენებულ ტაძარს იგივე თუნდაც მეიდანზე სინაგოგას სატანის შესაკრებელს ეძახი, გამოდის რომ საპატრიარქო სატანის შესაკრებელის მშენებლობაზე გასცემს თანხმობას, თუ შენობის კანონიერებაზე გაქვს კიდევ საუბარი გეტყვი, რომ ის შენობა რომლის წინაც იღრიალეთ იურიდიული თვალსაზრისით სრულიად კანონიერად არის აშენებული, მაგრამ შენ ისიც კი არ იცი რომ იმ აქციაზე შენობის კანონიერება არაკანონიერებაზე კი არა სულ სხვა საკითხზე იყო საუბარი და თუ კიდევ ვერ გაიგე გაგიმეორებ აქციის მონაწილეთა პროტესტის ძირითად შინაარსს:1. მმკ-ს და ზოგადად მართლმადიდებელ მრევლს ამ ტაძრის მშენებლობის დროს ინფორმაცია ქონდათ რომ ეს შენობა უნდა ყოფილიყო ასირიული კულტურის ცენტრი.2. მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაწყდა შენობის კათოლიკურ ტაძრად კურთხევის საკითხი.3. როდესაც საქართველოში სხვა აღმსარებლობის იუდაიზმი, ისლამი, კათოლიციზმი, ტაძრები შენდება ამაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.4. ვინაიდან და რადგანაც უხეშად რომ ვთქვათ კათოლიკეებმა მართლმადიდებლებს ათოხლეს და ცხვირწინ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აუშენეს კათოლიკური ტაძარი, რომელიც ვითომ ასირიული კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო ამან აღაშფოთა მმკ. თუმცა თავად შენობა როგორც კერძო საკუთრება კიდევ გიმეორებ იურიდიული თვალსაზრისით კანონიერად იყო აშენებული რაც ნიშნავს შემდეგს: ა) მშენებლობის თანხმობას ქ. თბილისის მერიისაგან ბ) მშენებლობის თანხმობა ურბანული დაგეგმარების მუნიციპალიტეტიდან და გ) შეთანხმებას ქ, თბილისის მთ არქიტექტურის სამმართველოსთან დ) უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ანუ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და სანოტარო წესით დამტკიცებულ განაცხადს. ჯამში გამოვიდა რა? აშენდა შენობა რომელიც კანონიერად აშენდა მაგრამ როგორც ტაძარი ეს შენობა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ეკურთხა, ის შენობა, რომ მართლაც ასირიული კულტურის ცენტრი გამხდარიკო მის კანონიერება არაკანონიერებაზე ხომ არ დაიწყებდით დავას არა? მას შენდეგ რაც კი იგივე შენობა კათოლიკურ ტაძრად ეკურთხა უკვე ლექსიკონში გაჩნდა სიტყვები: არაკანონიერი, სატანის ბუდე, მრწამსის წინააღმდეგ მებრძოლ მასონთა კლოაკა და ასე შემდეგეხლა განვიხილოთ ამ სამი წოდებიდან რომელიც ამ ტაძარს მიეკერა რომელია მართებული და რომელი არამართებული.1. შენობის არაკანონიერად აშენების საკითხი - ვინაიდან ამ შენობაზე როგორც საკუთრებაზე საჯარო რეესტრში არსებობს ჩანაწერი და ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, რომელიც სხვათაშორის შენს წინამძღოლებს ხელში ეჭირათ და ნაკლი, რომ ვერაფერი უპოვეს მხოლოდ მარაოდ იყენებდნენ ზაფხულის პაპანაქებაში ცხადყოფს რომ სტატუსი არაკანონიერი მხოლოდ გამწარებული ფანატიკოსის ნაღრიალებია და მეტი არაფერი.2. სატანის ბუდე, ბუნაგი და შესაკრებელი - აი სატანის ბუნაგმა რომ დამაინტერესა ვინაიდან ეს საკითხი უკვე იურიდიული დოკუმენტაციით ვერანაირად ვერ დგინდება ამიტომ ვკითხე ერთ ერთ შენს წინამძღოლს რატომ უწოდებდნენ შენობას სატანის ბუნაგს პასუხი მივიღე შემდეგი: იმიტომ რომ მართლმადიდებლური ტაძრების გარდა ყველა სხვა დანარჩენი აღმსარებლობის ტაძრები სატანის ბუდეები არიანო. შემდეგ დავაკონკრეტე მეიდანზე რომ სინაგოგა დგას მეჩეთიც და კათოლიკური ტაძარიც ისინიც სატანის ბუდეები არიან მეთქი? კიიო იყო პასუხი, ხოლო მომდევნო კითხვაზე რატომ მათ წინ არ მართავთ აქციას მეთქი მივიღე პასუხი იმიტომ რომ ისინი საპატრიარქოსთან შეთანხმებით არის აშენებულიო. ჰო და ბუნებრივია იბადება კითხვები1. თუ მართლმადიდებლობის გარდა ყველა სხვა აღმსარებლობის ტაძარი სატანის ბუდეა, რაღატომ გასცემს საპატრიარქო ზოგიერთ ასეთ სატანის ბუნაგის მშენებლობაზე თანხმობას?2. თუ მხოლოდ ის ტაძრებია სატანის ბუდეები რომლის მშენებლობაზე საპატრიარქოს არ გაუცია თანხმობა?პასუხი იყო ყველაო ანუ ყველა სხვა დანარჩენი აღმსარებლობის ტაძრებიო აქედან დასკვნა:იქ შეკრებილი ხალხი მხოლოდ იმიტომ იყო იქ შეკრებილი რომ ქ. თბილისში ერთ ერთი სატანის ბუნაგის მშენებლობა მოხდა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად და არა იმიტომ რომ რეალურად ვინმე რამეს იცავდა ან კიდევ რამეს ებრძოდა.ეხლა მესამე მე-3 საკითხი - მრწამსის წინააღმდეგ მებრძოლი მასონების კლოაკა: საქართველოში კათოლიკეების გარდა 250 მდე სექტანტური დაჯგუფება თუ რელიგიური მიმდინარეობა არსებობს თქვენის ნებართვით მხოლოდ რამოდენიმეს დავასახელებ: ბაპტისტები, რასელისტები, ორმოცდაათიანელები, ე.წ ხსნის არმია ეს ზოგადად ყველასათვის ცნობილი ამ 250 რელიგიური მიმდინარეობიდან თუ ზოგადად მასონიზმს ებრძვი რატომ ყვიროდნენ მხოლოდ 1-ზე და დანარჩენ 249-ზე რატომ არავის არაფერი უთქვავს არა მარტო იმ აქციაზე არამედ მმკ-ს ოფიციალური საიტიდან ირკვევა რომ ისინი ე.წ ორმოცდაათიანელებს არაფერს ერჩიან.აქედანაც დასკვნა: ამ ადამიანებს რეალურად ის კი არ აღელვებთ მასონები როგორ ბილწავენ ჭეშმარიტ მრწამმს არა ამ ადამიანებს უნდათ რომ ეს ე.წ მასონებიც თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოაქციონ და ამ ე.წ მასონებმა ასე ვთქვათ რომ საერთოდ დაიკიდეს ეს მასა ამან გააგიჟათ და იმიტომ ღრიალებდნენ.ეხლა რაც შეეხება შენს პრიმიტიულად ნასროლ ფრაზას "თუ იტყუები ისეთი რამე მაინც მოიტყუე ვინმემ რომ დაიჯეროსო" კითხვით გიპასუხებ რას ვიტყუები? იმას რომ სხვა აღმსარებლობის ტაძრები საპატრიარქოსთან შეთანხმებით შენდება? იმას რომ ეს ტაძარი საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა? თუ იმას რომ ამ ტაძრის წინ შეკრებილ მასას ღრიანცელის, სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების დაცინვა მრწამსის შეურაცხყოფის, ტაძარში შესვლის ხელის შეშლის მიუხედავად იმისა რომ პოლიციის კორდონი იყო გაკეთებული, უცხო ქვეყნების ელჩებზე საცემრად გაწევის და ზოგადად ბანალური ქაოსის მეტი იქ არაფერი უკეთებიათ დრომდე?ეხლა მეორე პრიმიტიულ ფრაზას მივხედოთ "საწყალი მამაოები შენ რომ არ გეთქვა რა ეშველებოდათო" საწ####ბი ნამდვილად არიან გეთანხმები მაგრამ მამაოები რამდენად არიან ეს საეჭვოა იმიტომ რომ არც ქრისტე და არც მოციქულები არც ეპისკოპოსები და არც ჭეშმარიტი ქრისტიანები აქციის წინამძღოლებად და ხალხის მასის ამბუნტებლად არასოდეს მოვლენია საზოგადოებას, ხალხის მასებს ვინც აბუნტებდა გეცოდინება მათი სახელი ფარისევლები და ისინიც იმიტომ აბუნტებდნენ წარსულში იმ მასას რა მიზეზითაც საუკუნეების შემდეგ თავამედროვე ფარისევლები აბუნტებენ ხალხის მასას და მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთია: "შიში გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვისა" რა ეშველებოდათ და არაფერი დიახ სწორედ არაფერი არ ეშველებოდათ აქციის ყოჩთან ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ რომ არ დამერწმუნებინა ისინი რომ ამ ბანალური ღრიანცელით მხოლოდ საკუთარ თავს თვითონვე იგდებდნენ და ქრისტიანისთვის შესაფერისი საქციელით უფრო მოახდენდნენ შთაბეჭდილებას იქ მყოფ მასაზეც და იმათზეც ვისაც მათი თქმით ებრძოდნენ, სწორედ ამის შემდეგ მიიღო იმ აქციამ ცივილური ხასიათი გააქცუნა სასწარაფოდ მრევლიდან 2 ახალგაზრდა და ხატები მოატანინა და შემდეგ ჩაატარეს პარაკლისი და იგალობეს, მაგრამ შენ რომ მარტო პარაკლისი და გალობა დაგიმახსოვრებია იმ პროცესებიდან სხვა დანარჩენს რატომ მალავ? მგონი ეს უფროა არა ტყუილი?პრიმიტიულად ნასროლი ფრაზა #3 " საიდან მოგაქვს ნეტა ალბათ შენი ნააზრევია " პასუხი: საიდან მომაქვს და მიმდინარე აქციის ობიექტურად შეფასებიდან.პასუხი მეორე: ჩემი ნააზრევი არ არის და სრული სინამდვილეა, რაც შენც იცი.ხოლო რაც შეეხება იმას რომ ფაქტებს ელი, საკუთარი ორგანიზაციიდან ამოიღე ის ფაქტები ვინაიდან თქვენი ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტი სხვათაშორის ამ შენი თქმით ე.წ მამაოს დავალებით ვიდეოკამერით იღებდა ტაძარში შემსვლელ პიროვნებების სახეებს მომავალში მათი იდენტიფიკაციისა და ისევ იმ ე.წ მამაოს თქმით " ჩვენ ამათ ვასწავლით ჭკუასო" რელიგიური ნიშნით სადევნელად, ხოლო იმ მარტივი მიზეზის გამო რომ "ძირითადი ბრძოლები" ტაძრის შესასვლელთან იმართებოდა იქნება იმ მასალაში ამ ბრძოლების ამსახველი კადრები და კარგად გადაავლე თვალი. ისე კი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იყავი კი საერთოდ იმ აქციაზე? რაღაც არ გეტყობა, ან მეორე მიზეზია მსგავსი საქციელები შენთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა არაერთგზისნაცადი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ და უბრალოდ ამ "პრიმიტივებს" ყურადღებას აღარ აქცევ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა საპატრიარქოს პრეს მდივანი და იტყოდა ჩვენ მმკ-სთან არაფერი გვაქვს საერთოო. ძალიან მარტივია ეს.ძალიან მარტივი არ არის, საპატრიარქოს პრეს მდივანმა რომ ეს გააკეთოს, იმ წამსვე გამოჩნდება კარგად დახვეწილი პროვოკატორი რომელიც იტყვის: საპატრიარქოს პრეს მდივანმა ეს იმიტომ თქვა რომ რეალურად საპატრიარქო მართავს ამ ორგანიზაციას და პატრიარქი მათ ბანალურ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობსო. აი ამიტომ არ არის ადვილი ქართულ საზოგადოებაში რამის მტკიცება ან უარყოფა, რაც შეეხება ჩემი როგორც რიგითი ქართველის დასკვნას ის შემდეგნაირია: მმკ არის ბასილ მკალავლიშვილის მრევლისმაგვარი ფანატიკოსებისაგან შემდგარი დაჯგუფება რომელიც საპატრიარქოდან კი არ იმართება პირიქით სახელს უტეხს მას თავისი ბანალური მოქმედებებით, ეხლა როგორ სარგებლობს ე.წ თავისუფლების ინსტიტუტი მმკ-ს ვითომ მართლმადიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლით? ბენდუქიძის უბეში გამოჩეკილ გამოზრდილ ამ ნაბიჭვრებმა, იციან რომ ქართულ საზოგადოებაში მუსირებს აზრი მმკ=საპატრიარქოს ამიტომ მმკ-ს მიერ ჩადენილ ბანალურ მოქმედებებს ცილისწამებებით ალამაზებენ მერე რეპორტაჟის სახით ხვეწენ და ამ მასალას აწვდიან ისედაც გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებას, რითაც ქმნიან მცდარ აზრს რომ თითქოს მმკ არის პატრიარქის პირადი გვარდია საფრანგეთში რომ ჰყავდა კარდინალ რიშელიეს გვარდიელები დაახლოებით მსგავს მოდელს ხატავენ, სინამდვილე კი სხვანაირია და დაახლოვებით ესეთი.ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" უცხო სახელმწიფოების სპეც სამსახურების მიერ დამუშავებულმა წევრებმა მიიღეს დავალება დაეკნინებინათ საქართველოში მართლმადიდებლური მრწამსი, თავიდან შეფარვით ვითომ ლოგიკური საუბრებებითა და ვიღაცა ვითომ ჩაგრული უმცირესობების უფლებების დაცვით რომლებიც ჩაგრულები კი არა სწორედ ქვეყანაში მისიონერული ეგიდით შემოთესლებული უცხო ქვეყნების მზვერავები არიან რომლებიც შირმად რელიგიურ ფარს იყენებენ და გვევლინებიან სხვადასხვა რელიგიურ სექტებად ანუ სექტანტ მზვერავებს ადვოკატად არასექტანტი ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია დაუყენეს, რომელიც ვითომ ნეიტრალურია, სინამდვილეში კი მრწამსი და რელიგია მაგრად კიდიათ და ასრულებენ დავალების მეორე პუნქტს დაიცვან სექტანტები ანუ მზვერავები მათი გამოვლენისა და დევნის შემთხვევაში. მაგრამ "ბეჯითმა მოწაფეებმა" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს და ე.წ დაცვასთან ერთად აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ რამაც თავის მხრივ გამოიწვია "გულანთებული" მართლმადიდებელი ქართველობიდან ზოგიერთის სუფრის სადღეგრძელოს ამბის პროტესტი" "ქართველო ხელი ხმალს იკარ", "მამა პაპის ადათები" და მსგავსი სირული ლოზუნგებით მუშურ გლეხურ კლასს გამოეყო "ჩვენზე უფრო მორწმუნეთა" კლასი ორგანიზაცია მმკ-ს სახით, რომლებმაც ყოველგვარი ტაქტიკის კოორდინაციისა და ორგანიზაციის გარეშე თვითნებურად გადაწყვიტეს ზემოთაღნიშნული პრობლემის მოგვარება ოღონდ არა ცივილური არამედ ქართულ ხალხური მეთოდით ანუ თოხზენავარჯიშები მკლავის მუშტით.გავაგრძელოთ: ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტმა" მათი მმკ-ს ბუნებაში გაშენის შემდეგ მიიღო ახალი დირექტივები რომ მმკ-ს ყოველი შეცდომა მიეწერებინათ და გაეიგივებინათ ხალხის თვალში საპატრიარქოს შეცდომებთან და ეს ორგანიზაცია საზოგადოებაში წარმოეჩინათ საპატრიარქოსთან გაიგივებულ ორგანიზმად ამ მიზნით რეებიც მიქარული ჰქონდა მმკ-ს ვითომ მართლმადიდებლური მრწამსის დაცვის საბაბით დაწყებული ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრით დამთავრებული ჩემს მიერ ხსენებული აქციით მიუმატეს ლამაზად გაფორმებული ცილისწამებები აი ისეთი ლკინკი რომ დაგიდე სასხვათაშორისოდ და იძახიან: აი ხალხნო ეს არის ჭეშმარიტი მრწამსი? აი რა ნაყოფები მოაქვს მართლმადიდებლობას? აი მართლმადიდებელი ქრისტიანი თურმე რა ცხოველი ყოფილა და თან ამ ფრაზებით პატრიარქს კბენდნენ, ანუ თავად მმკ გადააქციეს თავიანთ წისქვილზე დასხმულ წყლად. ამასაც არ დასჯერდნენ იმ დონეზე გათავხედდა "გაზის ბალონი" მადმუაზელ კი არადა მადამყოფილი თუთბერიძე, 2 პიდარასტის ამალით პატრიარქის რეზიდენციასთან მიეთრა ფარატინა ფურცლით უაზრო ბრალდებით ცარიელი თავით და პიდარასტების იმედით.სწორედ ამიტომ ვუთხარი ამ "გულანთებულ იუზერს" რომ სიუჟეტს ნუ ამუქებდა და სწორედ ამიტომ ავუხსენი რომ ცოდვილი მღვდელი კი არა სატანის მონაა, ხოლო ის ვინც მღვდელია კი ეწევა ღვთისმსახურებას მშვიდად და ქრისტიანისთვის შესაფერისად ტაძარში სადაც ის არის გამწესებული, ის კი ვისაც მუშურ გლეხური ლაშქარი ჰყავს აკიდებული და ვითომ მრწამსის დაცვის საბაბით პირიქით ხელს უწყობს ეკლესიის სახელის გატეხვას და საბაბს აძლევს ისედაც გათავხედებულ მასონებს საპატრიარქოსკენ იშვირონ ბინძური თითები ჰქვია სატანის ძე, მაგ იუზერს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა მღვდელსა და სატანის ძეებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, დავუწერე რა განსხვავებაა მათ შორის მაგრამ მაინც ვერ არჩევს, ბიბლიიდან მოვუყვანე ციტატები რას ეძახის ღმერთი მღვდელს და რას სატანის მონას მაგრამ მაინც ვერ არჩევს აქედანაც დასკვნა" ჭეშმარიტი მმკ-ელია.ეხლა ფაქტები ფაქტები ამსახველი აქციისა მე არ მაქვს მარტივი მიზეზის გამო ის კამერა მე არ მეჭირა ხელში, მაგრამ ერთი შენთვის კარგადცნობილი პიროვნების მძღოლს ეჭირა ტაძრის გვერდით მდებარე სახინკლის სახურავზე წამოსკუპებულს და თუ ეს საკითხი ძალიან გაღელვებს პირადში მოგწერ ამ პიროვნების ვინაობას და შეგიძლია თავად მოიპოვო ამ აქციის ამსახველი კადრები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 (edited) კანონიერად აშენებულს კი ვერაფერს ვუზამთდა ვერც უკანონოდ აშენებულს უზავთ ვერაფერს, იმიტომ რომ რამის ქნა ამ შემთხვევაში მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა და არა მმკ-ს აქტივისტების.არ ჩამოაყალიბეს აქ შუასაუკუნეების ორდენი, თოჯე მნე ტემპლიარი Edited April 22, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2011 მეთოდი რაში ჩირდება.. ძალიან ადრე არის აშენებული და საბუთები არსებობს სადაც საკანონებულია ეს შენობები ანუ კანონიერად არის აშენებული! კანონიერად აშენებულს კი ვერაფერს ვუზამთდაკანონებული და კანონიერად აშენებული სხვადასხვა რამეა და ერთმანეთში ნუ ურევკერძო სახლი მქონდა უკანონოდ აშენებული შემდგომ მომეცა საშუალება და დავაკანონე დღეს კანონიერი სახლის მფლობელი ვარ მაგრამ ეს კანონიერი სახლი 5 წლის წინ უკანონოდ ავაშენე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.