Jump to content
Planeta.Ge

მიქაელ მოდრეკილი (X საუკუნე)


Recommended Posts

მიქაელ მოდრეკილი (X საუკუნე)

 

http://s61.radikal.ru/i174/0901/f9/f426543ff057.jpg

 

ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი. შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური (ნევმირებული) იადგარისა, რომლის ხელნაწერი უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით და წარმოადგენს X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. კრებული შედგენილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო (გარდა ბოლო ნაწილისა, რომელიც დაკარგულია), ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი. ხელნაწერის უდიდესი ნაწილი, რომელიც დახვეწილი კალიგრაფიითა და ფაქიზი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა, გადაწერილია მიქაელ მოდრეკილის მიერ, დანარჩენი ნაწილი გადაუწერიათ ანონიმ გადამწერს და ეფთვიმეს. გარდა მდიდარი დეკორისა (ორნამენტული თავსამკაულები და მოხატული საზედაო ასოები), იადგარში წარმოდგენილია უძველესი პორტრეტული ჯგუფი - იოანე მტბევარისა და ბასილი კესარიელის მინიატურული გამოსახულებები. კრებულის შედგენილობა: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, სათვეო ანუ საწელიწადო ნაწილი, დასდებელნი აღდგომისანი, დასდებელნი საშაბათონი და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია, რადგან წერმოადგენს არამარტო ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ საგალობლებს და ქართველ ავტორთა ჰიმნებს, არამედ ბერძნულიდან თარგმნილ ნიმუშებსაც. ეს კრებული ნევმირებულია, ესე იგი გაწყობილია მუსიკალური ნიშნებით. როგორც ჩანს, მიქაელ მოდრეკილი მუსიკოსიც ყოფილა. მას აქვს საკუთარ ძლისპირებზე აგებული საგალობლები. ერთ-ერთ ანდერძში მიქაელ მოდრეკილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია "სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა". მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში IX-X საუკუნეებამდე, დღეისათვის დაკარგულია და მის შედგენილობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართული იადგარის საშუალებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...