Jump to content
Planeta.Ge

ლეონტი მროველი (XI საუკუნე)


Recommended Posts

ლეონტი მროველი (XI საუკუნე)

 

http://i066.radikal.ru/0901/76/06a43af264c9.jpg

 

მწერალი, მწიგნობარი, ისტორიკოსი, საეკლესიო მოღვაწე.

 

ლეონტი მროველი ყოფილა რუისის ეპისკოპოსი, საერო, საისტორიო, საეკლესიო და აპოკრიფული მწერლობის ჩინებული მცოდნე, ფლობდა ბერძნულსა და სპარსულ ენებს.

 

მროველი არის ავტორი ნაწარმოებისა "მეფეთა ცხოვრება", რომელიც შესულია "ქართლის ცხოვრებაში" და რომელშიც მოთხრობილია ქართველთა თავგადასავალი მსოფლიო ისტორიასთან კავშირში უძველესი ხანიდან VI საუკუნემდე. ავტორი იყენებს ქართულ, ბერძნულ და სპარსულ წყაროებს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები შეიცავს საგრძნობ ბელეტრისტულ ნაკადს. მროველს შემოაქვს საფალავნო-საგმირო თხრობანი და ფანტასტიკური ამბები, რაც ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურის ელემენტებით ამდიდრებს.

 

ლეონტი მროველის ადრინდელი ნაწარმოებებია ჰაგიოგრაფიული თხზულება "ნინოს ცხოვრება" (ანონიმური "ნინოს ცხოვრების" გადამუშავებული და უცხოური წყაროებით გამდიდრებული ვარიანტი) და, ასევე, მოკლე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები "წამება არჩილ მეფისა", რომელიც ეხება VII აუკუნის მიწურულს და შინაარსობრივად ძალზე ღარიბია ამ ეპოქის ამსახველ ცნობათა სიმცირის გამო.

 

თუმცა, მეცნიერთა ერთი ნაწილის (თ. ჟორდანია, ს. კაკაბაძე და სხვანი) აზრით, შეუძლებელია ლეონტი მროველი ამ ნაწარმოებების ავტორი იყოს, ის მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...