მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 აბიბოს ნეკრესელი (VI საუკუნის II ნახევარი) http://s58.radikal.ru/i159/0901/27/645ace53da04.jpg საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასრულ მამათაგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას. გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ზოროასტრიზმის) გავლენას. ნეკრესის ტაძრის მახლობლად წყლით ჩააქრო რიტუალური ცეცხლი. ამის გამო შეიპყრეს და მარზპანის ბრძანებით სოფელ რეხში ქვით ჩაქოლეს, გვამი კი მხეცებს მიუფდეს. დაკრძალულია სამთავროში (მცხეთა). ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში აბიბოს ნეკრესელი ემყარებოდა ანტიკური ფილოსოფიის ოთხთა ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად სამყარო წარმოიქნმა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია წმინდანისათვის შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენასთან ღმერთზე, როგორც შემოქმედზე და ანტიკური და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა. ქართულმა წყარომ შემოგვინახა მარზპანის წინაშე სასამართლოზე აბიბოს ნეკრესელის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ეხება ქრისტიანობის უპირატესობას და ცეცხლის ღმერთად აღიარების უაზრობას. ამ სიტყვიდან ჩანს ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნების მაღალი დონე იმ დროის საქართველოში. ქრისტიანობის განმტკიცება-გავრცელებისათვის აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართველთა ეროვნული შეგნების ამაღლებას, იდეოლოგიური ნიადაგი მოუმზადა სპარსელთაგან ქართველთა გამათავისუფლებელ ბრძოლას. აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერი (29 ნოემბერი) ადრიდანვე დაუწესებიათ მცხეთაში, მის სამარხ ეკლესიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.