მდა Posted January 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2009 შალვა ნუცუბიძე (1888-1969) http://i041.radikal.ru/0901/32/d51914a05370.jpg შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე იყო ქართველი მეცნიერი და ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პრორექტორი. ხელმძღვანელობდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრას. საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიის ისტორიის განვითარებას საქართველოში. დაიბადა 1888 წელს სოფელ ფარცხანაყანებში, ქუთაისთან. 1910 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებს სემინარებს, რითაც ხელს უწყობს ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ შალვა ნუცუბიძე 1919-1921 წწ. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმის მხრიდან, განიცდიდა მუდმივ დევნას. დააპატიმრეს 1921 და 1938-1940 წლებში. 1953-1960 წლებში გაძევებული იყო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა აკადემიკოსის წოდება. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური შრომები შექმნა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებასა და "აღმოსავლურ რენესანსზე". დიდი წვლილი შეიტანა ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის იდენტობის დადგენის კვლევაში. გაარკვია შოთა რუსთაველის, "ვეფხისტყაოსნის" ავტორის, ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. მისი აზრით, "ვეფხისტყაოსნის" ფილოსოფიის წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. მას ეკუთვნის ორმოცზე მეტი გამოკვლევა ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის, კულტურის, ესთეტიკისა და სხვა საკითხებზე. გარდაიცვალა 1969 წელს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.