Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართული პარტიის დამფუზნებელ ყრილობას 2400 დელეგატი ესწრებოდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_37471-150x150.jpg“ქართული პარტიის” დამფუძნებელ ყრილობას 2400 დელეგატი დაესწრო.

 

ამის შესახებ, განცხადება ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გააკეთეს, სადაც ყრილობის თავმჯდომარედ თამაზ გამცემლიზე, ხოლო კრების მდივნად ალექსანდრე ობოლაძე დაამტკიცეს.

 

ყრილობის მიმდინარეობისას პარტიის საპრეზენტაციო კლიპიც აჩვენეს.

 

დრევანდელ ყრილობაზე ასევე სარევიზიო კომისიის ერთ-ერთ წევრად თეო ტლაშაძე აირჩიეს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_3735-150x150.jpg“ქართული პარტიის” პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარისვილის განცხადებით, დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დაცემის და მათი გამარჯვების დროის ათვლა იწყება.

 

ამის შესახებ კიწმარიშვილმა ფილარმონიაში, პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

 

ეროსი კიწმარიშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ დღევანდელ რეჟიმს ისინი, საქართველოს სახელით ებრძვიან.

 

“ჩვენი მიზანია დემოკრატიული, აყვავებული, თავისუფალი საქართველო. ჩვენ არ ვართ ერთი ლიდერის პარტია და მზად ვართ ქვეყანას ახალი იმედი მივცეთ. სააკაშვილმა ყველა ნათელი იდეალის დისკრედიტაცია მოახდინა. ცვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ გვინდოდა ამ რეჟიმის შეცვლა, სააკაშვილს კი სურდა განუსაზღვრელი ძალაუფლება. სწორედ ამიტომ გაიყარა ჩვენი გზები”,- განაცხადა კიწმარიშვილმა.

 

მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში ბევრ სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა. მათ პრიორიოტეტს კი სხვა საკითხებთან ერთად განათლება, მეცნიერება და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“-განაცხადა „ქართული პარტიის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით „ყველანაირი ამოცანის შესრულება ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების, აქციების გზით და ასევე, იმით, რასაც მოიტანს ვითარება.“

 

ყრილობაზე, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, დაცვის სამსახურმა არ შეუშვა ჟურნალისტები, რომლებსაც თან ვიდეო და ფოტოკამერები ჰქონდათ. მათი თქმით, დარბაზში პარტიას ჰქონდა საკუთარი კამერები, ჰყავდა ფოტოგრაფები და „ზედმეტი ხალხი არ სჭირდებოდათ“. მასმედია „ქართული პარტიის“ ყრილობას თვალყურს ფილარმონიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. „ქართული პარტიის“ ლიდერებმა ყრილობის დაწყებამდე კომენტარები არ გააკეთეს. „ყველაფერს გაიგებთ ყრილობაზე და ყრილობის შემდეგ“- მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სოზარ სუბარი.

 

„ქართული პარტიის“ ყრილობა საიმიჯო კლიპით ენერგიული მუსიკის ფონზე გაიხსნა. კლიპში, ძირითადად, ქართური კულტურის და სოფლის მეურნების ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები, რომლებსაც თან სდევდა ფრაზები: „ათასწლეულების წინ ჩვენ პირველად დავწურეთ ყურძენი და მსოფლიოს ვაჩუქეთ ღვინო“, „ჩვენ გვყავდა თამარი, დავითი, გალაკტიონი...“, ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ცნება „თამადა“, „ჩვენ ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის“ და ა.შ.

 

კლიპის დასრულების შემდეგ წამყვანმა ყრილობა გახსნილად გამოაცხადა და საზოგადოებას „ქართული პარტიის“ ლიდერები წარუდგინა. მისი თქმით, „ქართული პარტიის“ მთავარი მიზნებია მასმედიის თავისუფლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილები, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და ა.შ. აქვე განისაზღვრა პარტიის თითოეული ლიდერის როლი ქვეყნის სამომავლო საქმიანობაში.

 

 

 

/get_img?NrArticle=3402&NrImage=1

 

Image 2640

 

 

 

„სოზარ სუბარი დაიცავს ადამიანის უფლებებს, ლევან გაჩეჩილაძე - ერის თვითმყოფადობას და კულტურას, კოკა გუნცაძე სამართლიანი სასამართლოს შექმნას უზრუნველყოფს, ირაკლი ოქრუაშვილი იზრუნებს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაცული იყოს, ეროსი კიწმარიშვილი კი შექმნის მყარ და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას, ასევე, გაამტკიცებს ურთიერთობებს რუსეთთან“ - გამოაცხადა წამყვანმა.

 

ამის შემდეგ სცენაზე კოკა გუნცაძე ავიდა, რომელმაც პარტიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანები „ქართულ პარტიაში“ გააერთიანა დაკარგულმა ტერიტორიებმა, უმუშევრობამ, უსამართლობამ, პროპაგანდისტულმა მედიამ და შიშმა. გუნცაძის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების მიზნით გაერთიანებული ადამიანების მთავარი სურვილია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად, ნეგატიური შედეგების გარეშე.

 

კოკა გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გააუქმებენ სოდ-ს, კუდ-ს, ფინანსურ პოლიციას და სკოლებში არსებულ მანდატურის ინსტიტუტს. სანაცვლოდ კი შექმნიან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.

 

ეროსი კიწმარიშვილმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა და საქართველოში „სილიკონის ველის“ შექმნა, ასევე, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

 

„რუსეთში საქართველოს მოსახლეობის 25% ცხოვრობს და ჩვენს შორის წარმოუდგენელია მტრობა არსებობდეს“ - თქვა კიწმარიშვილმა.

 

ფილარმონიაში მოსულ ადამიანებს აჩვენეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ვიდეომიმართვა. მან, ძირითადად, ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი . მან, ასევე, თქვა, რომ მათ არ სურთ სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია. მისი თქმით, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას არ აპირებენ. ისინი გაზაფხულზე დაიწყებენ ბრძოლას და ბოლომდე მიიყვანენ.

 

პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი. ისინი მიესალმებიან ახალი ქართული პარტიის დაფუძნებას, თუმცა ჯერჯერობით არ იციან მათთან რა ფორმით ითანამშრომლებენ. ფილარმონიაში დღეს სხვა ქართული პარტიების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

 

დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, წინასწარ ძნელია იმის თქმა, ეს პარტია ძალიან აქტიური იქნება თუ – არა. „ყველა მათგანი აქამდე სხვადასხვანაირ მოღვაწეობას ეწეოდა, ზოგი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, ზოგი სახალხო დამცველი, ზოგი პოლიტიკოსი. მათ ყველას დაშვებული აქვთ გარკვეული შეცდომები და ვნახოთ, ახალ ერთობაში თუ შეძლებენ ამ შეცდომების გამოსწორებასა და ახალი ნაბიჯების გადადგმას“-უთხრა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს.

 

„ქართული პარტიის“ ლოგოდ ყურძნის მტევანი აირჩიეს, ფერად-იასამნისფერი, სლოგანად კი ფრაზა -„ვერ ეგუები? -მოდი!“

 

პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა. თანათავმჯდომარეებად– ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი– ეროსი კიწმარიშვილი. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობა ასეთია: ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი.

 

ყრილობის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა საკონცერტო დარბაზის ფოიეში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სუბარმა განაცხად, რომ ისინი ხვალ სახალხო კრებას არ შეუერთდებიან, თუმცა დააკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ხალხი სადაც იქნება, „ქართული პარტიაც“ იქ დადგება. იგივე განაცხადეს ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა. ყრილობის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსულმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „პროსტიტუტკები“ უწოდა, ასევე მათ „ლისაბონის კახპების“ ამბების გამოძიება ურჩია.

 

 

 

/get_img?NrArticle=3402&NrImage=2

 

Image 2641

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...