lasha_alo Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 http://liberali.ge/node/3846"სააკაშვილი პრემიერად!" - წითელ ფონზე ოქროსფერი ასოებით ეს სიტყვები წერია ერთ-ერთ ახალ ქართულ ვებ-გვერდზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. „რა გგონიათ, დათვს რომ ბაბაის დაუძახებ, მოეწონები და აღარ შეგჭამს? დათვი უნდა გააგდო, დათვთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ხოლო როცა ის ადამიანური სახით მოგიბრუნდება, ადამიანს ყოველთვის უნდა ელაპარაკო" - სააკაშვილის ეს სიტყვები ეპიგრაფივით წაუმძღვარებიათ ვებ-გვერდზე თავმოყრილი მასალებისთვის, რომლებიც პრეზიდენტის ბიოგრაფიას და მის შესახებ დაწერილ რამდენიმე პუბლიკაციას აერთიანებს. „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეუცვლელი ლიდერია!" - მოგვიწოდებს ვებ-გვერდი. სააკაშვილის ლიდერობის შეუცვლელობაზე, ოღონდ სხვა კონტექსტით, კარნეგის ცენტრის ექსპერტი თომას დე ვაალიც საუბრობს ასევე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში. თომას დე ვაალმა ერთი კვირის წინ თბილისში თავისი წიგნის „კავკასიის" პრეზენტაცია გამართა. „ თბილისში დაბრუნებლს, ერთი სიახლე განსაკუთრებით მენიშნა: მიხეილ სააკაშვილმა თავისი ძალა დაიბრუნა... ახლა ის კვლავ საქართველოს უდავო ლიდერია," ამბობს ვაალი სტატიაში, სადაც „მიშას უდავო ლიდერობის" რამდენიმე მიზეზს გამოყოფს: ერთ-ერთი - ოპოზიციის უუნარობაა, რომელიც ხალხის რეალურ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. თუმცა, დე ვაალის აზრით, მიშა შეუცვლელობას, პირველ რიგში, თავისი „ჯადოქრობით" ახერხებს. მიშას „ჯადოქრობა" მის განსაკუთრებულ უნარშია, ერთდროულად „ყველასათვის ყველაფერი" იყოს. ამის მაგალითად კავკასიის ექსპერტს სააკაშვილის ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური მეგობრები და მისი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯები მოჰყავს. ავტორი სააკაშვილს, ერთდროულად, ათათურქივით ქვეყნის მშენებელს, გამსახურდიასავით ნაციონალისტს და პუტინივით ძალაუფლების ცენტრალიზატორს უწოდებს. თუმცა, ვაალის აზრით, სააკაშვილის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები და პოზიციები, საქართველოს მშენებლობას არ ეხმარება და მომავალში მისთვის წამგებიანიც იქნება. უახლოეს წლებში, როცა საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური დახმარება შეუწყდება, როცა ქვეყანა უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგება, მას უკვე მართვის სხვაგვარო სტილი დასჭირდება, „ნაკლებად გრანდიოზული დაპირებებით და უფრო მტკიცე, რეალისტური ნაბიჯებით," ისეთით, რომელიც, თომას დე ვაალის აზრით, „სასწაულმომქმედი მიშას" ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. დე ვაალის აზრით, მიშას შეუცვლელი მისივე შექმნილი სისტემის წყალობით გახდა, რომლითაც ის ზედმეტად მოიხიბლა და, ამიტომ, მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა. სააკაშვილის ორივე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა. ახალი კონსტიტუცია კი, პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს, პრემიერ-მინისტრისას კი ზრდის, როგორც ეს რუსეთში, ვლადიმერ პუტინის პრემიერ-მინისტრად მოსვლის შემთხვევაში მოხვდა. საკონსტიტუციო ცვლილებები და სიმბოლური დამთხვევები კავკასიის ექსპერტის, თომას დე ვაალის ყურადღებასაც იქცევს და აღნიშნავს, რომ ახალი წესები ზუსტად „ იმ დროს, 2013 წელს შევა ძალაში, როცა სააკაშვილს უკვე თავისი საპრეზიდენტო ვადა ამოწურული ექნება და პრემიერ-მინისტრობას შეძლებს." ახლად გამოჩენილი ქართული ვებ-გვერდის შემქმნელებმა კი, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის მხარდამჭერების მოპოვება და ამ საკითხზე ხალხის აზრის გაგება უკვე სამი წლით ადრე დაიწყეს. საიტზე დადებულ გამოკითხვას „2012 წელს სააკაშვილი პრემიერად" - ჯერ 2 მხარდამჭერი ჰყავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 მიშა ჯადოქარიჯადოსნური მიშაფორუმი კი არა ლუკამორიეა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 (edited) ჯადოსნური მიშაამჯერად უკვე სტრასბურგში http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2015:09 Edited November 23, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 (edited) მიშა ჯადოქარი არა მაგრამ ჯადოა, რომელიც ამერიკამ გაუკეთა საქართველოს. ლელა კაკულია თუ გვიშველის თორემ Edited November 23, 2010 by nostradamusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ლელა კაკულია თუ გვიშველის თორემ მაგას იქით აქვს საშველი -ფერაფერი ვერ გაარტყა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 http://s008.radikal.ru/i304/1011/82/b0480e89cad3.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 დასავლეთი ასეთი პოლიტიკით მართლა რუსეთუმეებით გაავსებს საქართველოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
baltasari Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 მიშას „ჯადოქრობა" მის განსაკუთრებულ უნარშია, ერთდროულად „ყველასათვის ყველაფერი" იყოს. ამის მაგალითად კავკასიის ექსპერტს სააკაშვილის ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური მეგობრები და მისი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯები მოჰყავს. ავტორი სააკაშვილს, ერთდროულად, ათათურქივით ქვეყნის მშენებელს, გამსახურდიასავით ნაციონალისტს და პუტინივით ძალაუფლების ცენტრალიზატორს უწოდებს.მიშას ჯადოქრობა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 (edited) http://wwwdelivery.superstock.com/WI/223/1555/PreviewComp/SuperStock_1555R-9063.jpg Edited November 23, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 baltasariმიშას ჯადოქრობა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეშიაუფრო ლიდერების ან უტვინობაში ან გამყიდველობაში... ამერიკაშIც დიდხანს მასე იყო, როცა პროფკავშIრები გარურიგდებოდნენ ოლიგარქებს და მუშებვს ტყავს აძრობდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 მეზარება ნეტის ქექვა - რაიო სტრასბურგში, რა იყო?მოყევით ეხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 ბოდვების თემა ვერ ვიპოვე და ჯადოებში მაინც დავდო მიხეილ სააკაშვილი - ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, ანაკლიაში შეერთდით15:57 30-11-2010მიხეილ სააკაშვილი - ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, ანაკლიაში შეერთდით ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით აქ, ანაკლიაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში ინვესტორებს .როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ინვესტორები, რომლებიც ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობაში ინვესტიციებს ჩადებენ, განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებენ.როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, ბიზნესმენი, რომელიც ანაკლიაში სასტუმროს ააშენებს, 15 წლით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან. ის ბიზნესმენი კი, რომელიც 100 ნომრიანზე დიდ სასტუმროს ააშენებს, სახელმწიფო მას კაზინოს ლიცენზიის მოსაკრებელისაგან გაათავისუფლებს."ჩვენ წარმოგიდგინეთ პროექტები და ჩვენი პირობა არის ისევ ძალაში. კერძოდ, სახელმწიფო ინვესტორს მიწას უფასოდ მისცემს, შემოიყვანს ყველა კომუნიკაციას, რომელშიც შედის დენი, გაზი, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ჩვენ მოგვყავს ახალი გზა, რომელიც ფოთიდან პირდაპირ მოვა აქ, შავიზღვისპირეთის გასწვრივ და ჩვენ დღეს ვიწყებთ ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობას აქედან რამდენიმე წუთის სავალში. ამ ადგილს ექნება მაღალი დონის გზა, აეროპორტი, ექნება ყველა გაყვანილობა და ამასთან, ჩვენ მოგვყავს გოგირდის და სხვა სამკურნალო წ####ბი, რომელიც არის აქედან სამ კილომეტრში ასევე უფასოდ ინვესტორებისთვის და ყველა, ვინც ააშენებს სასტუმროს, მას შემდეგ რაც ყველაფერს ვაძლევთ უფასოდ, 15 წლით, კონსტიტუციური კანონის თანახმად, გავათავისუფლებთ მოგების და ქონების გადასახადისაგან. ამაზე უკეთესი პირობები მემგონი მსოფლიოში არსად არ არსებობს." _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, განაცხადების მიღების ბოლო ვადა იანვარში იწურება, მშენებლობა კი 2012 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს."ყველა მშენებლობა უნდა დასრულდეს 18 თვეში. იანვრის ბოლომდე კონტრაქტები გაფორმდება. მინდა ყველას ვუთხრა, რომ იჩქარეთ, იმიტომ, რომ ადგილი არის ცოტა. ვინც პირველი მოვა და სერიოზულ წინადადებას დადებს დროზე, მას ავაშენებინებთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ლენინიც გამხდარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 15 წლით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან. კაზინოს ლიცენზიის მოსაკრებელისაგან გაათავისუფლებს.მიწას უფასოდ მისცემს,სამკურნალო წ####ბი, რომელიც არის აქედან სამ კილომეტრში ასევე უფასოდ ინვესტორებისთვის მას შემდეგ რაც ყველაფერს ვაძლევთ უფასოდ, ეტყობა მაგრად გაუჭირდა მიშას. ფული ხომ არ შევუგროვოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.