აზრი Posted November 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2010 აუცილებელია აღინიშნოს რომ ის წარმოდგენები, რომელიც მართლმადიდებლებს გაქვთ ჯოჯოხეთზე, სამოთხეზე, ღმერთზე და ა.შ. არ წამროადგენს ბიბლიურს. არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ ყველა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებსაც გვაქვს მსგავსი შეხედულებები,Siknadmo "განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით" - სრულიად მართებულად თქვა იესო ქრისტემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lazani Posted December 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 ლაზარე რომ აღადგინა ღმერთმა მკვთრეთიდან, სულ ეს მაინტერესებდა, ნუ ჯოჯოხეთში ალბათ არ იქნებოდა, თორე ცოდვილ ჯოჯოხეთის ბინადარს ხომ არ აღადგენდა ღმერთი, ხომ მართალი ვარ?რატომ ვერ აღადგენდა რაა სატანა არ შეუშვებდა ჯოჯოხეთში თუ ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 რატომ ვერ აღადგენდა რაა სატანა არ შეუშვებდა ჯოჯოხეთში თუ ? მაოცებს პირდაპირ. ჯოჯოხეთის ბინადარი რომ არ იმსახურებდა აღდგენას, ვინაიდან ცოდვილი იყო, შემთხვევით ეს ხომ არ მიგულისხმია? უკვე ვიცი ამაზე დაწერ, რომ კატას ცუდი თვალი აქვს და ძერასაც და დაცინვის სმაილიკს მიაყოლებ ზედ. ესეთ არგუმენტირებულ პასუხებს განა რა უნდა დაუპირისპიროს ადამიანმა? გასაოცარია პირდაპირ, როგორ აღწევ ამას? რა ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lazani Posted December 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2010 მაოცებს პირდაპირ. ჯოჯოხეთის ბინადარი რომ არ იმსახურებდა აღდგენას, ვინაიდან ცოდვილი იყო, შემთხვევით ეს ხომ არ მიგულისხმიადა შენ გგონია რომ რომელიმე ადამიანი იმსახურებდა აღდგომას? ღმერთის წინაშე ძალიანაც რომ მოვინდომოთ ვერავინ ვერაფერს ვერ დავიმსახურებთ ეს უბრალოდ უფლის მოწყალება და მადლია ჩვენდამი და მართლები კი არ ვართ რომ ვიმსახურებდეთ, თვით აბრაამსაც მეგობარი უფლისა ეწოდა მაგრამ მართალი კი არ იყო არამედ სიმართლეში ჩაეთვალა საქმე და კი არ დაიმსახურა უფლის მადლით მოხვდა სასუფეველში. ასევეა ლაზარეც არ იმსახურებდა მაგრამ მოწყალეა უფალი რა ვინც ჯვარს აცვა იმათზე რომ ევედრება მამას მიუტევე რამეთუ არ იციან რას ჩადიანო ხომ არ გგონია რომ ისინი შენდობას იმსახურებდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IUSHKA Posted December 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2010 შესაქმის წიგნი3:23-24. "23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა. 24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა. ეს მათთვის ვინც არ იცის რომ ადამის და ევას ცოდვის შემდეგ სამოთხე შეუვალი იყო მოკვდავთაგან." ახლა გადავიდეთ ძირითად ნაწილზე. იესო როგორც წესი იგავებით ესაუბრებოდა ხალხს რასაც ამბობს მათე მოციქული მათე13:34-35 "34. ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ. 35. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ."ერთხელ ფარისევლებმა იესოს სასწაულის აღსრულება მოსთხოვეს მან კი უპასუხა :"მათე12:39-40. 39. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ. 40. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე." რაზე მიანიშნებდა ეს სიტყვები თუ არა დავიტის წინასწარმეტყველებაზე რომელსაც პეტრე მოციქულიც იმეორებს "საქმე მოციქულთა"-ში 2:30-32 30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. 31. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. 32. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;" ეს სიტყვები მიგვანიშნებს რომ იესო სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა ჯვარზე სიკვდილის შემდეგ და ნახეთ რას ამბობს პეტრე მოციქული პეტრე(პირველი)3:18:19 "18. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, 19. რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა." მოკვდა ხორცით გაცოცხლდა სულით სულთა საპყრობილეში მივიდა და იქადაგაო. Iესოსთან ერთად აღდგნენ ძველი აღთქმის წმინდანებიც რომლებიც მოგვიანებით ამაღლდნენ კიდეც მასთან ერთად(ფსალმუნნი) ამის შემდეგ ადვილი მისახვედრია თუ რას ნიშნავდა იგავი მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ იესო ამბობს მდიდარ კაცზე რომ დაიმარხაო რაც ჩვენი ყოფისთვისაა დამახასიათებელი ანუ ეს მდიდარი დამარხული იყო რაგაცა ფორმით (საფლავში იწვა ან აკლდამაში ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 "Что такое религия? - спросили ученики Ходжу Насреддина.Попытка заасфальтировать Дорогу Жизни, - ответил Насреддин." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 (edited) შესაქმის წიგნი3:23-24. "23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა. IUSHKA ქუეყანისა? რა ქვეყნისა? რომელი ქვეყნისა? თქვენი გადაკეთებულ-გადმოკეთებული ბიბლიიდან რომ აციტირებ, უკეთესი თარგმანიდან მაინც დაგეციტირებინა. ადამი ქვეყნიდან კი არ იყო აღებული, არამედ, როგორც ბიბლია ამბობს, ის მიწისგან იყო აღებული (შექმნილი) და არა ქვეყნისგან. მერე პრეტენზიები გაქვთ ხოლმე მართლმადიდებლებს, ჩვენი ბიბლია არაა გადაკეთებულ-გადმოკეთებულიო. Edited December 20, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IUSHKA Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 მართლმადიდებლების ბიბლია არაფერ შუაშია მანდ ძველი ქართულია უბრალოდ და ქვეყანა მიწას ნიშნავს რომლისგანაც იყო შექმნილი ადამიანი თუ მაგდენს ვერ კითხულობ მე არაფერ შუაში ვარ.ამის შემდეგ ახალი ქართულით დაგიწერ რომ უფრო კარგად მიხვდე.რამ გაგაბრაზა არ ვიცი, რატომ გადადიხარ აგრესიაზე?თუ გინდა საიტს მოგცემ ინგლისურ ენაზე რაც კი ბიბლია გადათარგმნილა ყველა შეგიძლია ნახო პარალელურ რეჟიმში მერწმუნე ჩვენ არაფერი გადაგვიკეთებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 მართლმადიდებლების ბიბლია არაფერ შუაშია მანდ ძველი ქართულია უბრალოდ და ქვეყანა მიწას ნიშნავს რომლისგანაც იყო შექმნილი ადამიანი თუ მაგდენს ვერ კითხულობ მე არაფერ შუაში ვარ.ამის შემდეგ ახალი ქართულით დაგიწერ რომ უფრო კარგად მიხვდე.რამ გაგაბრაზა არ ვიცი, რატომ გადადიხარ აგრესიაზე?თუ გინდა საიტს მოგცემ ინგლისურ ენაზე რაც კი ბიბლია გადათარგმნილა ყველა შეგიძლია ნახო პარალელურ რეჟიმში მერწმუნე ჩვენ არაფერი გადაგვიკეთებია.IUSHKA მაგ თქვენს ძველ ქართულ ბიბლიაში უამრავი გადაკეთებ-გადმოკეთებებია. აგრესია რა შუაშია. უბრალოდ მეცინება ხოლმე, როცა გაჰყვირით, ჩვენი ბიბლია ზუსტი თარგმანიაო. ბიბლიის ზოგ მუხლში წერთ, ადამი მიწისგან შეიქმნაო და ზოგან წერთ ქვეყნისგანო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IUSHKA Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 და კიდევ უფრო ზუსტად რომ იცოდე მიწის მტვრისგან შექმნა ადამიანი ღმერთმა. პრეტენზია არ გვაქვს ნამდვილად ასეა ჩვენთვის ბიბლია წმინდა წიგნია და სიტყვის შეცვლაც არ შეიძლება მასში.დაგადაკეთება-გადმოკეთებაზე თუ კითხვა გაქვს გიპასუხებ ბიბლიიდან რას ამბობს იოანე გამოცხადებაში თავი 22:18-19 18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 IUSHKA ამასთან ერთად ისიც მინდა გითხრა რომ ხელი მიმიწვდება ინგლისურ ენოვან ბიბლიებზეც და სხვა ენოვანზეც. ასე რომ ტყუილად ნუ გაისარჯები. შენ ის აღიარე რომ ეკლესიის ბიბლიები არაზუსტად გადმოცემენ ბიბლიის სიტყვებს და გადაკეთებულ-გადმოკეთებული გაქვთ. ესაა და ეს. და კიდევ უფრო ზუსტად რომ იცოდე მიწის მტვრისგან შექმნა ადამიანი ღმერთმა. პრეტენზია არ გვაქვს ნამდვილად ასეა ჩვენთვის ბიბლია წმინდა წიგნია და სიტყვის შეცვლაც არ შეიძლება მასში.IUSHKA თუ თქვენთვის ბიბლია წმინდა წიგნია, რაღატომ ცვლით მის სიტყვებს?! ზოგან წერთ მიწისგან შექმნაო ადამამიო, ზოგან კი ცვლით ბიბლიის სიტყვას და წერთ ქვეყნისგან შექმნაო. უბრალოდ მინდა ყველამ იცოდეს რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოქვეყნებულ ბიბლიებში უამრავი უზუსტობები, გადაკეთებ-გადმოკეთებები და საერთო ჯამში, ბიბლიის არაზუსტი, ტენდენციური თარგმანი გაქვთ და დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბიბლიის მკითხველებმა რომ თქვენი ბიბლიის წაკითხვის შედეგად, არასწორი დასკვნები არ გააკეთონ წაკითხულზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IUSHKA Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 თუ საიდუმლო არაა რომელი ბიბლია უნდა ვიკითხით გაგვანათლე მაშინ. ჩვენ არაფერი გადაგვიკეთებია ბიბლია ასეა დაწერილი რომ ერტსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა ავტორები უბრუნდებიან დროდადრო და ავსებენ თხრობას.დაბადება 2:7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად."დაბადება3:23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული." რა ნახე აქ გადაკეთებული ეგეც მითხარი ბარემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 ჩვენ არაფერი გადაგვიკეთებია ბიბლია ასეა დაწერილი რომ ერტსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა ავტორები უბრუნდებიან დროდადრო და ავსებენ თხრობას.დაბადება 2:7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად."დაბადება3:23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული." რა ნახე აქ გადაკეთებული ეგეც მითხარი ბარემ. გადაკეთებულის მეტი რაა ეკლესიის ბიბლიებში. ძალიან ბევრი გადაკეთებებია. ის ძველ-ქართული ციტატა რომ დადე წინა პოსტებში, იქ გიწერიათ ქვეყნისგან შექმნა ადამიო, ახლა რა ტექსტიც დადე, მასში გიწერიათ მიწისგანო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 (edited) დაბადება 2:7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად." რა ნახე აქ გადაკეთებული ეგეც მითხარი ბარემ. ახლა მაგ თარგმანზე გეტყვი. მასშიც გადაკეთებული გაქვთ ბიბლიის სიტყვები! სინამდვილეში ბიბლიის მაგ მუხლში (დაბად.2:7) არ წერია "იქცა ადამი ცოცხალ არსებად." ეგ მორიგი გადაკეთებაა თქვენს ბიბლებში! სინამდვილეში კი, თუ არ გადააკეთებდით თქვენს ეკლესიურ ბიბლიებს, უნდა დაგეწერათ: "იქცა ადამიანი ცოცხალ სულად"! ისევე, როგორც ბიბლიის სხვა, უფრო ზუსტ თარგმანებშია გადმოცემული: "И создал Господь Бог человека из праха земного, и вдунул в лице его дыхание жизни, и стал человек душею живою". ასე რომ, მე უბრალოდ აღვნიშნე ფაქტი, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიებში ზღვა შეცდომებია! თუ საიდუმლო არაა რომელი ბიბლია უნდა ვიკითხით გაგვანათლე მაშინ. აი ბიბლიის ზუსტი თარგმანი და თუ გსურს, შეგიძლია წაიკითხო ხოლმე: ბიბლია Edited December 20, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IUSHKA Posted December 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2010 ძველი და ახალი ქართული განსხვავდება ერთმანეთისაგან ეს შენც იცი მეც და ყველამ.მე პირადად ძველ ქართულს ვარჩევ წავიკითხო. შენ თუ არ გინდა გაიგო რასაც ვამბობ მე ვერ დაგაძალებ და მგონი გითხარი ქვეყანა რომ წერია იგივე მნიშვნელობისაა რაც მიწა.ისე ძველი ქართული ბიბლია მცხეთური ხელნაწერის მიხედვით რომ წაიკითხო იგივეა რაც "KING JAMES BIBLE" ახალ თარგმანებს ისევ ძველი ჯობია.შენს მოცემულ ლინკს აუცილებლად წავიკითხავ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.