Jump to content
Planeta.Ge

ანტიმატერიის პირველი ატომები "დაამწყვდიეს"., სამყაროს შექმნის საიდუმლოს ნელ-ნელა ფარდა ეხდება


Recommended Posts

მეცნიერებმა პირველი ანტიმატერიის ატომები ”გამოიჭირეს”, ეს ის გარღვევაა, რომელიც ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინებს სამყაროს წარმოშობას და ბუნებას.

 

CERN ის მკვლევარებმა, ჟენევაში მდებარე ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიაში, სულ რამოდენიმე ანტიწყალბადის ატომები შეაგროვეს, მაგნიტის ”ხაფანგში”.

 

ეს საშუალებას მისცემს მათ, უფრო დეტალური კვლევა ჩაუტარონ ანტიწყალბადს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელს გახდის ანტიმატერიის და მატერიის შედარებას.

 

ანტიმატერიის ბუნების გაგება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მეცნიერებისთვის, უმეტესობა თეორიტიკოსი ფიზიკოსებისა და კოსმოლოგებისა ემხრობა ”დიდი აფეთქების” თეორიას და როდესაც სამყარო შეიქმნა, მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით წარმოიშვა.

 

თუმცა, ჩვენი სამყარო მატერიითაა შექმნილი და ანტიმატერია, როგორც ჩანს - გაქრა.

 

ანტიმატერიის შესწავლამ, შესაძლოა ნათელი გახადოს, რატომ არის სამყაროში ყველაფერი შექმნილი მატერიისგან.

 

ანტიმატერია ძალიან ძნელი ”მოსაპოვებელია” რადგან მატერია და ანტიმატერია, ერთად ვერ ”ძლებენ” და ერთმანეთს ანადგურებენ, დიდი ენერგიის გამოყოფით - როგორც კი ერთმანეთთან კონტაქტში მოდიან.

 

დღევანდელ ექსპერიმენტში, 2002 მეცნიერი CERN ში შეიკრიბა და მათ დიდი რაოდენობით წარმოშვეს ანტიწყალბადის ატომები, თუმცა მათ ძალიან ცოტა ხანი გაძლეს, სულ რამოდენიმე მილისეკუნდი, იმიტომ რომ კონტეინერის კედლებთან მოვიდნენ კონტაქტში და ერთმანეთი გაანადგურეს.

 

ბოლო ექსპერიმენტში კი, ისინი სპეციალურ მაგნიტურ ველში მოათავსეს და ამით უზრუნველყვეს, რომ ანტიმატერია მატერიასთან კავშირში არ მოსულიყო.

 

სულ მკვლევარებმა 38 ცალი ანტიწყალბადის ატომი შექმნეს და მეათედი წამი გააჩერეს, რაც საკმარისია მათ შესასწავლად, აცხადებს პროფესორი ჯეფრი ჰენგსთი, ერთ-ერთი CERN ის მეცნიერი, რომელიც ამ პროგრამაზე მუშაობდა.

 

ჰენგსთმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს მაგნიტური ველი, რომელიც ძლიერი იყო ”ხაფანგის” კედლებთან და ეცემოდა მინიმუმამდე მის ცენტრში. რამაც გამოიწვია ის, რომ ატომები ვაკუუმის ცენტრში მოგროვდნენ.

 

”უფრო დიდხანსაც შეგვეძლო ისინი შეგვენარჩუნებინა... უბრალოდ სავსე ვარ სიხარულით და შვებით, ჩვენ 5 წელი დაგვჭირდა რომ აქამდე მოვსულიყავით, ეს დიდი და მნიშვნელოვანი თარიღია” - განუცხადა ჰენგსთმა სიენენს.

 

იმისთვის რომ სულ 38 ატომი მოეგროვებინათ, მეცნიერებს ექსპერიმენტის 335 ჯერ გამეორებამ მოუწიათ.

 

ჰენგსთმა დაამატა: -”ეს იყო ათი ათასჯერ უფრო ძნელი, ვიდრე ”ხაფანგის” გარეშე ანტიწყალბადის ატომების შექმნა”.

 

”ეს ექსპერიმენტი დაგვეხმარება გავიგოთ სივრცის და დროის სტრუქტურა, ბუნებამ რატომღაც გააუქმა ანტიმატერია, მიზეზი კი ჯერ არავინ იცის, ეს შთაგვაგონებს უფრო მეტი ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა საიდუმლოს ატარებს ანტიმატერია”

 

მალკომ ლონგეირი, ბუნების ფილოსოფიის პროფესორი - კემბრიჯის უნივერსიტეტში აცხადებს, რომ CERN ის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

 

”დიდი აფეთქების პერიოდში, ჩვენ ვთვლით რომ ტემპერატურები ძალიან ძალიან მაღალი იყო და თეორიაში გასაგებია, რატომაც გაქრა ანტიმატერია, მაგრამ არ არსებობს ფიზიკური თეორია მის გასამყარებლად”

 

მოსაზრება ანტიმატერიის შესაძლო არსებობაზე, პირველად 1931 წელს, ბრიტანელმა ფიზიკოსმა პაულ დირაკმა წამოაყენა, ის თვლიდა რომ ანტიმატერია იგივე მატერიაა, უბრალოდ - პირიქით.

 

CERN ის შემდეგი ამბიციაა, ანტიმატერიის მთელი სხივის შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ბევრი გაიგონ ანტიმატერიის საიდუმლოს შესახებ.

 

წყარო დამავიწყდა: http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/1...ern.antimatter/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტიმატერიის

ქართულად ანტინივთიერება ჰქვია მაგას.

კი მაგრამ ის ანტინივთიერება როგორ შექმნეს მაინც ვერ გავიგე. თვითონ შექმნეს თუ არსებობს ჩვენს ირგვლივ და ამათ დაიჭირეს? და თუ შექმნეს როგორ შექმნეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვიცოდი რომ უკვე კაი ხნის წინ ქონდათ გამოჭეილი ეგ ანტინივთიერება...

 

Saturn

დანამდვილებით ვერ გეტყვი მაგრამ მე როგორც მახსოვს ანტინივთიერება წარმოიქმნება ყველგან ჩვენს ირგვლივ და მერე ნადგურდება ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით... ხო კიდევ ერთი ტიპი ამბობდა მე რომ ახლა ანტინივთიერებისგან შევდგებოდე ზუსტად ესეთი ვიქნები როგორიც ვარო უბრალოდ ანტინივთიერებაში რაღაცეები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენო თუ რაღაც ეგეთი რა აღარ მახსოვს ზუსტად

 

 

პ.ს. ნივთიერების და ანტინივთიერების კონტაქტის დროს გამოიყოფა მაქსიმალური ენერგია რაც შეიძლება გამოიყოს ანუ ანტინივთიერებაზე ძლიერი ბომბი ამ სამყაროში არ არსებობსთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

პ.ს. ნივთიერების და ანტინივთიერების კონტაქტის დროს გამოიყოფა მაქსიმალური ენერგია რაც შეიძლება გამოიყოს ანუ ანტინივთიერებაზე ძლიერი ბომბი ამ სამყაროში არ არსებობსთ

1 კგ ანტინივთირების იმავე რაოდენობის ჩვეულებრივ ნივტირებასთან ურთიერთქმედების შედეგად გამოიყოფა 1,8×1017 ჯოული ენერგია, რაც დაახლოებით 42 მეგატონა ტროტილის აფეთქებისას გამოიყოფა. დღემდე ყველაზე ძლიერმა აფეთქქებულმა ბირთვულმა ბობმა 57 მეგატონა გაიქნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კი ახლა მივხვდი ანტინივთიერებას რატომ ვამბობ როცა მატერია ქართული სიტყვაა და მაგ ანტიმატერიას ქართულადაც ანტიმატერია ქვია და არა ანტინივთიერება? :018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

CERN ის მკვლევარებმა, ჟენევაში მდებარე ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიაში, სულ რამოდენიმე ანტიწყალბადის ატომები შეაგროვეს, მაგნიტის ”ხაფანგში”.

და იმ მეცნიერებმა არ დააყოლეს ისიც რომ ატომი მატერიაა უკვე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ეს ანტიმატერია თუ ანტინივთიერება რაღაა ახსენით ძმურად პოპულარულ ენაზე. :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ანტიმატერია თუ ანტინივთიერება რაღაა ახსენით ძმურად პოპულარულ ენაზე. :yes:

ანტიმატერია და მატერია, მაგალითად წყალბადი და ანტწყალბადი ერთმანეთს "ანეიტრალებენ" (Annihilation), თუ არ ვცდები ფოტონები გამოიყოფა. ანტიმატერია შედგენილობა ფაქტიურად იგივეა, ანუ ერთნაირი მასა,სპინი და მაგნეტური მომენტი, რაც მატერია მხოლოდ საპირისპიროდ არის დამუხტული

 

აგერ ვიკიზეც დევს

 

ანტინაწილაკი — ნაწილაკის საპირისპირო მუხტით დამუხტული ტყუპისცალი. ნაწილაკისა და ანტინაწილაკის ერთმანეთთან შეჯახებისას ხდება ანიგილაცია, ანუ ნივთიერებისა და ანტინივთიერების ერთმანეთის მიერ განადგურება, რომლის დროსაც ყველაფერი გამოსხივებად იქცევა.

 

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...