Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

    ვარაუდობდი და ასეც მოხდა – ჩვენმა ახალგაზრდება ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შემდეგი შეხვედრა წააგეს და ამით თითქმის გამოირიცხა ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა

    შეხვედრაზე კი რა მოგახსენოთ uefa.com-ზე ტექსტურ ფორმატში თუ ვადევნე თვალი აღნიშნულ მატჩს – თამაში დასაწყისშივე ჯერ ჰოლანდიელებმა გაგვიტანეს, ორიოდე წუთში კი ჭანტურიამ გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს მოწინააღმდეგემ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. მერე მეორე ნახევარის ბოლოსკენ ჰოლანდიელებმა მეორე ბურთი შეგვიგდეს, რასაც ჭანტურიას ასევე მეორე ყვითელი მოყვა და კაცნაკლულებმა შეხვედრა საბოლოო ჯამში დავთმეთ.

    ჩვენებური ჭანტურია რომ მართლა ძაან ნიჭიერია, მაგაზე არავინ დაობს – შემთხვევით ბარსელონას, თუნდაც რანგით მეოთხე გუნდში ვერავინ ხვდება. მაგრამ ნიჭის გარდა ხასიათიც ბევრს რომ ნიშნავს, ამაზეც ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს. ბევრჯერ ავღნიშნე უკვე – გიო ბურთის ზედმეტ თრევას თუ არ გადაეჩვია, ასევე ნერვების მოთოკვაც თუ არ ისწავლა ( აგერ ორი ყვითელი ბარათი ათ წუთიან მონაკვეთში ), გაუჭირდება ჯამში მართლა დიდი ფეხბურთის თამაში.

    ჯამში იმას ვიტყვი, რომ ერთი თამაში დაგვრჩა, ჩვენ და ჩეხებს სამ-სამი ქულა გვაქვს, ჰოლადნიას ექვსი. ისღა დაგვრჩენია ვეცადოთ უკრაინას დიდი ანგარიშით მოვუგოთ დისკვალიფიცირებული ჭანტურიას გარეშე და დაველოდოთ სხვა შედეგებს – იქნებ ჩეხებმა ჰოლანდიას მოუგონ, ბურთების შეფარდებით კი ჩვენ აღმოვჩნდეთ პირველზე. არის კიდევ ერთი შანსი – საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოვჩნდეთ არსებულ შვიდ შესარჩევ ჯგუფის მეორეადგილოსნებს შორის.

    მოკლედ დამეთანხმებით გასვლის შანსი ძაან მცირეა, მაგრამ წინდაწინ ნუ გადავიწურავთ იმედს – დაველოდოთ.

 

 

http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/305/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=305&subd=zvigena&ref=&feed=1

 

სრულად ზვიგენას ბლოგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...