Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "სამეგრელო საქართველოს გამოეყოფა!” – რატომ აფინანსებს ქვეყნის მტრებს გუბერნატორი გოროზია?!


Recommended Posts

“შურობუმუ” - ასე ჰქვია გაზეთს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ განათლების ცენტრმა - “კოლხიდა”გამოსცა. სიმართალე გითხრათ, სამეგრელოში მსგავსი განათლების ცენტრი თუ არსებობდა, ნამდვილად არავინ იცოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული გაზეთი მთელ სამეგრელოში გავრცელდა, დავვინტერესდი და გამოცემის შინაარსს გავეცანი. როგორც გაირკვა, გაზეთი მეგრულენოვანია და მისი გამომცემლების ძირითადი მიზანია, მეგრულ და სვანურ ენებს მიანიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი.

 

გაზიარება

[ილია ჩაჩიბაია. 22:38 18-11-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOVyf1dB6yI/AAAAAAAAEOI/n-f7FyNB6Ss/s200/blog%2Bfotos%2Bmaketi%2Bcopy.jpgმოკლედ, განათლების ცენტრ “კოლხიდას” ხელმძღვანელს, იურა ღვინჯილიას დავუკავშირდი. ინტერვიუ სკანდალური გამოდგა, რესპონდენტმა მითხრა: “სკოლებში ამიერიდან მეგრულად თუ არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელე-რადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა, სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობა-ო.”

აქვე, ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქციის სახელით აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ. მიგვაჩნია, რომ მეგრული არის ერთ–ერთი უძველესი ქართველური ენა, რომელიც დიდი ყურადღების ღირსია, ხოლო საკითხის მიმართ ღვინჯილიასეული მიდგომა არასწორია.

თავად განსაჯეთ, თუ რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას იურა ღვინჯილიასნაირი ხალხის აზროვნება და განათლების ცენტრი „კოლხიდა“. ახლა კი უკომენტაროდ და ზედმეტი შელამაზების გარეშე შემოგთავაზებთ ზესკანდალურ ინტერვიუს.

იურა ღვინჯილია: - არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა.

გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ გადავშენდეთ.

ამასწინათ, ჩავატარეთ აქცია და ქალაქის ქუჩებში გავაკარით პროკლამაციები, სადაც ეწერა - “მოვითხოვთ მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი“. ამ პროკლამაციების გაკვრის იდეის ავტორად ზოგიერთმა გამოცემამ დაასახელა სამთავრობო წრეები, კონკრეტული გვარებიც იქნა გაჟღერებული: აწ გარდაცვილი პარლამენტარი გრიშა ქობალია და გუბერნატორი ზაზა გოროზია. ვაცხადებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მედიის მიერ გვრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეეფერება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი პროკლამაციებისა და გაზეთების დაბეჭვდა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?-ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.

გინდათ, რომ სამეგრელო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს?! მართლა ზაზა გოროზია გაფინანსებთ? -თვითდაფინანსებაზე ვართ. თქვენს მიერ დასმული ეს შეკითხვა გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ემიჯნება ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას.

ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ?-ეს თემა მეგრული და სვანური ენების აღიარების შესახებ ჯერ-ჯერობით ტაბუდადებულია, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ გვეხმარებინ.

იქნებ, იმიტომ გარიდებენ თავს, რომ არ უნდათ მოხდეს იგივე, რაც აფხაზეთში...-არ შეიძლება, ასეთი მსჯელობით რაიმე პრობლემა გადავწყვიტოთ. არის პრობლემა - მეგრული ენა და მას ყურადღება სჭირდება.

მე მაქვს უფლება, მივიღო ინფორმაცია და განათლება მეგრულ ენაზე.

ანუ ამბობთ, რომ სამეგრელოს სკოლებში სწავლება მეგრულად უნდა მიმდინარეობდეს?-რა თქმა უნდა, ამის მომხრე ვარ. ჩვენმა შვილებმა სკოლაში განათლება მეგრულენაზე უნდა მიიღონ, ამას არ ვამბობ მხოლოდ მე, ბევრი თანამოაზრე მყავს და თუ საჭირო იქნება, შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყოთ.

მოდით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ხომ არ გსურთ სამეგრელო გამოეყოს საქართველოს და არსებობა გააგრძელოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ?-არა. ჩვენი მიზანია საქართველოს მეგრელიზაცია.

რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ სამეგრლომ მხარი არ დაგიჭირათ?-ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ გამოკითხვები, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს გვიჭერს. მართალია, ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მათი კულტურის საქმეა. ჩვენ ვიბრძოლებთ დასახული მიზნის მისაღწევად.

ალბათ, ხალხის დიდი ნაწილი თქვენს ამ წამოწყებას არ დაეთანხმება.-მაშინ მე საზოგადოებას შევეკითხები: ქართულ სახელმწიფოში უნდა შენარჩუნდეს თუ არა მეგრული და სვანური ენები? სახელმწიფო ვალდებულია თუ არა უზრუნველყოს ამ ენების გადარჩენა შენარჩუნება? სახელმწიფოს სჭირდება თუ არა კანონი?

როდესც ამ კითხვებზე გექნებათ პასუხი მას შემდეგ დავიწყოთ დისკუსია...

გამოქვეყნებულია ჟურნალ "ღია ბოქლომის" აგვისტო სექტემბრის ნომერში – 2008 წელი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6595520875810142784?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ აბლატავებენ ამ ღვინჯილიას?

მეგრული სეპარატიზმი არა ზღმარტლი :D მაგრამ ფაქტია , ეს კაცი ღიად პროვოკატორობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას,

ღვინჯილია არ მაინნტერესებს საერთოდ, აი ეს კი მართალია.

 

ფუF, მეგრულად ლაპარაკობენ, მეგრელია, მაგას როგორ ვენდობი, მეგრელი არ მოიყვანო ცოლად და ა.შ....

 

 

ნუ დაიწყებთ მტკიცებას, რომ არა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ფუF, მეგრულად ლაპარაკობენ, მეგრელია, მაგას როგორ ვენდობი, მეგრელი არ მოიყვანო ცოლად და ა.შ....

 

 

დოტატარეს ქიანა. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ნამეტანი დოტატარეს

 

 

 

ისე შენი და კიდევ ბევრის აზრი მაინტერესებს.

 

ვასწავლო ბავშვს მეგრული?

 

 

ნუ მე ჩემი აზრი მაქვს,მაგრამ თქვენიც მაინტერესებს და საერთოდ როგორი უნდა იყოს მეგრული და სვანური ენების მომავალი? რა ფუნქცია და სტატუსი გემეტებათ მათთვის?

 

 

აბა გისმენთ. :TAT:

 

ძალიან თხოვნა იქნება :givi: არ გააოფოთ და ყოველგვარი გაცხარების გარეშე ვიმსჯელოთ.

 

სანამ ღვინჯილიასნაირები გამრავლებულან :givi: მანამდე უნდა მივხედოთ ამ საკითხს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ეს ამბე ორად უნდა გავყოთ.

 

1. არ არსებობს ძალა, რომელსაც მეგრული სეპარატიზმის აგორება შეუძლია. არ იყო ეს ადრე და არც მომავალში ამის საშიშროება არ არსებობს. გაბერილია ეს ყველაფერი.

მეგრელი ვარ მე. ბოლო-ბოლო ჩავალ და გავუხვრიტავ შუბლს რამოდენიმე იდიოტს და ეგაა რა :givi:

 

2. მეგრული და სვანური ენისადმი უპატივისცემლობა იწვევს ყველა ამ საუბარს.

აი 1000 ფიდარასტის ჩამოყვანას, რამე პროგრამა ყოფილიყო მეგრული და სვანურის განვითარებისათვის უკეთესი იქნებოდა. მეგრული და სვანურ ენაზე გაზეთი?

რატომაც არა.

თუ მეგრელებს მეგრულ ენაზე გაზეთი უნდა და ამ ამბეს თბილისში ვიღაც ტუპიაკი სეპარატიზმად მონთლავს, მერე იწვევს ეს ასეთ საუბრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ეს იმდენად რთული თემაა...

თან საქართVელოში...

რა თქმა უნდა საცოდაობაა ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ქონა და მოფერება.

მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად იმდენი საშინელება და შიში გადავიტანეთ ამ ნაციონალური, ენობრივი, კუთხობრივი და რა ვიცი კიდევ რა ჯანდაბების გამო რომ... ორივე მხარეს ძალიან დიდი დელიკატურობა და სიფრთხილე სწირდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ისე შენი და კიდევ ბევრის აზრი მაინტერესებს.

ჩემის აზრით მეგრულ და სვანურ ენებს უნდა ასწავლიდნენ სკოლებში მინიმუმ სვანეთსა და სამეგრელოში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც სურვილის შესაბამისად (არჩევითი საგნის მსგავსი რაღაც) მაგალითად ეხლა მე რომ რუსთავში მეგრულის სწავლა მინდოდეს სკოლაში, მაგის საშუალება უნდა იყოს.

 

მეგრული და სვანური გაზეთი უნდა იყოს აუცილებლად, ასევე ადგილობრივი ტელევიზია და რადიოც.

 

სვანური ისე ჰგავს ქართულს, როგორც იაპონური ესპანურს. ენაა ორივე სრულფასოვანი და ამავე დროს უმდიდრესი.

 

ჩემის აზრით დანაშაულია ამ ენების მიტოვება და მიგდება სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

 

დოტატარეს ქიანა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

 

ჩემის აზრით მეგრულ და სვანურ ენებს უნდა ასწავლიდნენ სკოლებში მინიმუმ სვანეთსა და სამეგრელოში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც სურვილის შესაბამისად (არჩევითი საგნის მსგავსი რაღაც) მაგალითად ეხლა მე რომ რუსთავში მეგრულის სწავლა მინდოდეს სკოლაში, მაგის საშუალება უნდა იყოს.

 

მეგრული და სვანური გაზეთი უნდა იყოს აუცილებლად, ასევე ადგილობრივი ტელევიზია და რადიოც.

 

სვანური ისე ჰგავს ქართულს, როგორც იაპონური ესპანურს. ენაა ორივე სრულფასოვანი და ამავე დროს უმდიდრესი.

 

ჩემის აზრით დანაშაულია ამ ენების მიტოვება და მიგდება სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

 

დოტატარეს ქიანა!

 

 

გაზეთი აუცილებელია :yes:

 

აი ტელევიზიისა რა მოგახსენო.ისე ადგილობრივ ტელევიზიაში რამდენიმესაათიანი გადაცემებიც კარგი იქნება. :yes:

 

 

მეგრული სიმღერის ფესტივალი და პოეზიის საღამოები აუცილებელია.

 

 

ასე რომ უმტკივნეულოდ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ადგილობრივ ტელევიზიაში რამდენიმესაათიანი გადაცემებიც კარგი იქნება.

მეგრული სიმღერის ფესტივალი და პოეზიის საღამოები აუცილებელია.

თუნდაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არ არსებობს ძალა, რომელსაც მეგრული სეპარატიზმის აგორება შეუძლია. არ იყო ეს ადრე და არც მომავალში ამის საშიშროება არ არსებობს. გაბერილია ეს ყველაფერი.

 

 

 

 

ჩემის აზრით ღვინჯილია შსს კაცია. უბრალოდ საფრთხობელაა-"აი რუსეთს სამეგრელოს გამოყოფა აქვს განზრახული. აი ასეთი ცუდები არიან რუსები". პერმანენტულად ხდება ამ ადამიანის გააქტიურება და მისი საშუალებით "რუსებისთვის ნიღაბის ჩამოხსნა". ან შეიძლება უბრალოდ იყენებს ხელისუფლება ამ ტიპის უაზრო გამოხტომებს. :no:

 

 

არავითარი მეგრული სეპარატიზმი არ არსებობს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ უყურებთ მხოლოდ სამეგრელოს მხრიდან.

დანარჩენი საქართVელოს მხრიდანაც შეხედეთ.

ეს ისეთ გაღიზიანებას, შიშს და დაძაბულობას გამოიწვევეს რომ... მტრისას.

მე ვფიქრობ ჯერ ამის დრო არაა.

უნდა დაიწყოს თუნდაც მეგრულის სიმღერების და პოეზიის ფესტივალები, და აუცილებლად არასამეგრელოში!!!!

დაიაროს ყველა კუთხე კუნჭული! დაიწყოს კახეთიდან.

სამეგრელოში ისწავლონ არამეგრელის მმართVელად მიღება. დანარჩენ საქართVელოში კი მეგრელის მიღება მმართVელად.

საერთოდ ნორმალური მეგრელი პრეზიდენტად საერთოდ გადასარევი იქნებოდა.

კავშირები უნდა გაღრმავდეს აუცილებლად.

მოკლედ ძალიან ფრთიხლად და დიჯად უნდა დაიწყოს ამ საკითხის გადაწყვეტა.

მაგრამ აუცილებლად უნდა გადაწყდეს.

უბრალოდ სირცხვილია ასეთი სილამაზე როგორც მეგრული და სვანური ენებია გაგაჩნდეს და არ უფრთხილდებოდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ნუ უყურებთ მხოლოდ სამეგრელოს მხრიდან.

დანარჩენი საქართVელოს მხრიდანაც შეხედეთ.

ეს ისეთ გაღიზიანებას, შიშს და დაძაბულობას გამოიწვევეს რომ... მტრისას.

მე ვფიქრობ ჯერ ამის დრო არაა.

 

ჩვენ მეგრელები :givi: ამ პრობლემას დიდი ხანია საქართველოს მხრიდან ვუყურებთ და დროა დანარჩენმა საქართველომ ჩვენი მხრიდანაც შეხედოს :yes:

 

 

 

ისე არ გიკვირთ, არასასურველ ოპონენტს ყველას რაღაცას უდებენ ჯიბეში და მერე იჭერენ.

 

ეს ტიპი კი დღისით მზისით ხან ზუგდიდშია, ხანაც კიდევ გაფხაზეთში. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...