Jump to content
Planeta.Ge

ბაროზოც გახელისბიჭდა :mad:


Recommended Posts

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოუწოდებს საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

"მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს იგივე", - განაცხადა ბაროზომ.

მისივე თქმით, ევროკომისიას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ პრინციპული პოზიცია აქვს.

"ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტერგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არაერთხელ ღიად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ოკუპაცია ჩვენთვის მიუღებელია. ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ. ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

ჟოზე მანუელ ბაროზომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიიღწეული წარმატებები მიულოცა.

 

 

"ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა პროგრესულად ვითარდება, ივნისში საქართველოსთან ე.წ ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც მოიცავს, ამით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გავაფორმეთ ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე. ჩვენ კარგად გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ბაროზომ.

 

:mad:

 

წყარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 87
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოუწოდებს საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით

და აქამდ რატომ არ გავაკეთეთ განცხადება?

 

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გვეკითხებიან სად გინდათო, ირანთან თუ ჩვენთანო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გვეკითხებიან სად გინდათო, ირანთან თუ ჩვენთანო...

მაგათთან რა გვინდა ? ირანი არის ბოლო შანსი რო ამერიკამ მალე აღარ იარსებოს. უნდა შევეკრათ ირანს, რუსებს, და ალქაიდას ხალხს და ვჟუჟოთ ამერიკა და ისრაელი, რა დროს ბოზი ევროპაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს იმას გავს მე რომ გამგეობაში მივიდე ლიფტი გამირემონტეთო,მეტყვიან განცხადება დაწერეთო.შედეგი ცნობილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დედუშკა კრილოვი გამახსენდა რატომღაც :read:

 

Когда в товарищах согласья нет,

На лад их дело не пойдет,

И выйдет из него не дело, только мука.

Однажды Лебедь, Рак да Щука

Везти с поклажей воз взялись

И вместе трое все в него впряглись;

Из кожи лезут вон, а возу все нет ходу!

Поклажа бы для них казалась и легка:

Да Лебедь рвется в облака,

Рак пятится назад, а Щука тянет в воду.

Кто виноват из них, кто прав - судить не нам;

Да только воз и ныне там.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოუწოდებს საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

ეეეეეე, ბიჭო გვეშველა მგონი, ერთი განცხადების დაწერაა საჭირო და მივიღებთ მაპზე უფრო უკეთესსსს :givi:

 

თქვე ჩემაააა, მაპი არ მოგვცეს და ევროკავშირში შEგვიყვანენ რომ გვაჭამონ და გვასვან? საბერძნეთი არ ეყოფათ?

ბერძნები მაინც ბერძნები არიან კაცო, ევროპული ცივილიზაციის აკვანი მანდ დაირწა ბოლო ბოლო,

 

კრიმინალური ხელისუფლება და 3 მილიონი დამშეული გრუზინი უნდათ კიდო სრული ბედნიერებისთვის :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ გახსოვს შენ...ტავიდან ნატოზე რომ დაიციკლნენ ესენი( ეს) ყველა -ს( ვისაც ეხება ბაზრობაზე მოვაჭრეებს არ ვგულისხმობ) გაუკვირდა რატომ დააიგნორეს ევროპა..მიტუმეტეს როცა წინასაარჩევო პიარი ამაზე ქონდათ აგებული ( რევოლუციადწოდებულ ავანწურის პერიოდს ვგულისხმობ)...მაშინვე გაეცა პასუხი ამ უცნაურ ნაცსკლეროზს-ევროკავშირიტს წევრობა იმდენად რტულია და განაცხადისას იმდენი ნაცებისტვის წარმოუდგენელი პირობები და ვალდებულებებია რომ ცხადია ნივიჟუს ურტყამდნენ აქობამდე...ხოდა ამ პატიოსანმა კაცმა ცოტა სხვა ტონში და დატვირტვიტ უტხრა ის რაც უტხრა და არა იმ დატვირტვიტ რასაც შენი პათოსი გულისხმობს :P

 

 

ისე ნატოში მაპზე უფრო მეტი გვაქვს და ეროპიდან რასაც ჩაოიტანს იმას რა ქვია? ---წინასწარ რომ გამიხარდეს( მეჩქარება) :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამოდენიმე კორეპონდენტთან მქონდა გუშინ საუაბრი. შევეკთხე თუ რატომ არ აშუქებთ მეთქი მიშას არაფირ მომცემ ვოიაჟს სხვა რაკუისთ, და მისი ლობისტების ენის ზურგზე გადადებასთქო.

 

მაგალითისთვის.

ევროკავშირს ორი წევრი დაემატა, ალბანეთი და ხორვატია. ოდნავ განსხვავებული სტატუსით, მაგრამ შევიდნენ.

ამ დროს კი თურქტია ისევ განაწყენებული და როგორც სჩან ჯერ არ აპირებენ მის წევრობის კანდიდატაც მიღებას, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობას უშლის სადღაც ხელს.

 

საქართველო.

 

რა შანსი აქვს საქართველოს ამ რეჯიმის ხელში ევროკავშირის წევრობისა?

აქ უკვე ბაროზას კაცი არ ეკითხება და თუ გადავხედავთ იმ პრეტენზიებს რასაც თურქეთს უყენებენ. ან მიღებამდე ალბანეთს ჰქონდა, მაშინ

 

0+0=0

 

ჩამოფრინდით ამ იდიოტურ ღრუბლებიდან. ქვეყანას სადაც ადამიანის უფლებების ასეთი დარღვევები აქვს, ევროკავშირში კი არა ჩუქჩისტანშიც კი არ მიიღებენ. სხავ ასეთ წვრილმანებზე როგორცაა კორუფცია და......... არც კი ღირს საუაბრაი.

დიქტატორული რეჟიმა საქართველოში თქვე დალოცვილებო, რა გეევროპებათ.

 

ბატონო სატურნ, ბაროზას ბაროზობა იგივე ხარისხისაა, რაც ის თქვენი ნახარები გახსნილი გზა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ბერძნები მაინც ბერძნები არიან კაცო, ევროპული ცივილიზაციის აკვანი მანდ დაირწა ბოლო ბოლო,

 

 

ბერძნები კი არა, ეგ აკვანი დმანისში ირწეოდა, მზია არწევდა და ზეზვა სანადიროდ იყო წასული მამონტებზე, აბა ოჯახს ხომ უნდოდა რჩენა???

 

სად იყვნენ მაშინ ბერძნები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ეს იმას გავს მე რომ გამგეობაში მივიდე ლიფტი გამირემონტეთო,მეტყვიან განცხადება დაწერეთო.შედეგი ცნობილია.

არ არის მასე, განაცხადის შშეტანა გულისხმობს ვალდებულებებს, რომელიც უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, მეჩვენება რომ ევროკავშირი თავსი ბერკეტების ამოქმედებას ცდილობს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის აზრი, რომელიც ჩვენ პირველ პოსტში გამოვთქვით ბაროზოს მოსყიდვასთან დაკავშირებით ფაქტიურად დასტურდება ქვემორე განცხადებით და კიდევ იმით, რომ ბაროზო ბრიუსელში უნახავთ წითელი პარკით ხელში იმ სასტუმროდან გამოსვლისას, რომელშიც საქართველოს დელეგაციაა გაჩერებული. თურმე "მაესტროს" ოპერატორის დანახვის დროს მოულოდნელი გაოცებისაგან ბაროზოს პარკი დაუვარდა და გახეული ადგილიდან რამდენიმე ვერცხლის მონეტა გამოგორდა ქვაფენილზედ :mad:

 

ჟოზე მანუელ ბაროზუ - ევროკავშირი არასდროს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას

14:59 18-11-2010

ევროკავშირი არასდროს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადა .

"ეს ძალზე სენსიტიური თემაა, რომლის მიმართ ჩვენ ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვქონდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არა ერთხელ ღიად გამოვხატეთ, რომ საქართველოს რომელიმე ნაწილის ოკუპირება ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი პოზიცია ცალსახად ნათელია და მას მომავალშიც დავიცავთ", - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.

მისასალმებელ სიტყვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოს იმ ძალისმევაში, რომელსაც ის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისსათვის ეწევა.

ბაროზუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვანია და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ეს კიდევ უფრო დააახლოვებს.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სექტემბერში ნიუ იორკში. ასეთი შეხვედრები მართლაც რომ ასახავს ჩვენს ხანგრძლივ კავშირს საქართველოსთან. ამ შეხვედრის დროს საკმაოდ კარგი გარემო იყო შექმნილი. მოგეხსენებათ, ევროკავშირს აღმოსავლელ მეზობლებთან სტაბილურობის, კეთილდღეობის და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ინტერესი აქვს - საქართველო ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მინდა მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს ყველა ის წარმატება, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით მიაღწია. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ქართველ ხალხს, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს პოლიტიკური პლურალიზმის გასაზრდელად და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა პროგრესულად ვითარდება. ივლისში საქართველოსთან ე.წ. ასოცირებული ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებსაც მოიცავს. ამით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ მეტი ძალისხმევა გვჭირდება მათ განსახორციელებლად. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის პროცესი სწრაფად დაიწყება. ეს საკმაოდ ღია ურთიერთობაა. ასევე ივნისში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო დააახლოვებს ევროკავშირთან", _ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბაროზუმ ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

"რაც შეეხება ენერგეტიკის საზოგადოებრივი ჯგუფების დივერსიფიკაციას, სამხრეთის კორიდორის განვითარება არის ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სატრანზიტო როლს. მე ვთავაზობ საქართველოს ოფიციალურად გამოხატოს სურვილი ენერგოჯგუფში ინტეგრაციის თაობაზე. ამით შესაძლებელი გახდება ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მიმზიდველობის გაძლიერება ენერგოინვესტორებისათვის", _ განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასდა იმედს გამოთქვამს, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება იგივეს გააკეთებს.

"პრეზიდენტ სააკაშვილთან ნათლად გამოვხატავ ევროკავშირის პოზიციას საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე და მოველით, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც იგივეს გააკეთებს. კომისია განაგრძობს ომის შემდგომი დახმარების პაკეტის იმპლემენტაციას საქართველოში, რომელიც 3.5 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის 97 პროცენტი უკვე დამტკიცებულია. გაეროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული პოლიციის როლის განსაზღვრაში რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ასევე ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მონიტორინგის მისიას ადგილზე, რომლის მანდატიც სხვა რეგიონებისათვის ახლახან გაფართოვდა. ვფიქრობ, დღეს, უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და განვაგრძობთ რეგულარულ დიალოგს საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემებზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ სააკაშვილს, ძალიან ღია საუბრისთვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირისათვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...