Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვანო მერაბიშვილის დედა 2010 წლის „ეტალონი დირექტორია“


Recommended Posts

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დედა 2010 წლის ეტალონი დირექტორი გახდა.

 

ეტალონი –დირექტორი ხარისხის ახალი ნიშანია. გადაცემა ეტალონი ამ ნიშნის ავტორიც და გადამცემიც თავად არის.

 

ხოლო პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი დირექტორი, რომელსაც ეტალონი–დირექტორის სტატუსი მიენიჭა, ჟენია თუმანიშვილი–მერაბიშვილია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა ახალციხეში ილია ჭავჭავაძის სახელობის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორია.

 

თუმცა, ამიერიდან არა მხოლოდ დირექტორი, არამედ – ეტალონი–დირექტორი.

 

გადაცემა ეტალონი, სხვადსხვა დროს სხვადასხვა არხზე გადიოდა. დღესდღეობით იგი ტელეიმედის ეთერში გადის. გადაცემაში სკოლის მოსწავლეები დასმულ კითხვებზე პასუხს სცემენ, ამ გზით ისინი ქულებს აგროვებენ. საუკეთესო ქულების მქონე კი ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლედ სახელდება.

 

გადაცემა ეტალონის პროდიუსერი, არჩილ თავბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ეტალონი–დირექტორის კანდიდატურას, სრულიად დამოუკიდებლად, სტუდენტთა ხუთკაციანი ჯგუფი არჩევს.

 

აგრარული უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიის, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და თბილისის ეკონომიკის ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტები, თავბერიძის თქმით, ეტალონ დირექტორს არჩევენ.

 

კითხვაზე, თუ საიდან აქვთ სტუდენტებს ინფორმაცია სკოლის დირექტორების საქმიანობის შესახებ, თავბერიძე გვპასუხობს, რომ ეტალონის შემოქმედებითი ჯგუფი და სტუდენტები ადგილზე ჩადიან კანდიდატ სკოლებში, ეცნობიან იქ არსებულ მდგომარეობას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს.

 

თავბერიძე ჟენია თუმანიშვილის ეტალონ დირექტორად დასახელების ორ მიზეზს გვაცნობს:

 

  1. სკოლის აქტიური ჩართულობა გადაცემა ეტალონში;
  2. სკოლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

„საგანმანათლებლო–აღმზრდელობით სფეროში გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, – ეს ის სიტყვებია, რომლებიც გადაცემის წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ჟენია თუმანიშვილის სახელისა და გვარის გამოცხადებამდე, საზეიმოდ წარმოთქვა ეთერში.

 

ჟენია თუმანიშვილი, რომელსაც ნეტგაზეთი დაუკავშირდა, წარმატების შესახებ ასე საუბრობს:

 

„ჩვენ სკოლაში საქართველოს მასშტაბით არის ინფრასტრუქტურა ძალიან მოწესრიგებული, გათბობა, სპორტ–დარბაზები, კარგი სასადილო, გახანგრძლივებული ჯგუფები, ცეკვის და სიმღერის ჯგუფები“.

 

კითხვაზე, თუ რა ფინანსებით ხდება სკოლის ინფრასტრუქტურის გამართვა და არის თუ არა საკმარისი სკოლის მოწესრიგებისთვის მისი ვაუჩერული დაფინანსება, ეტალონი დირექტორი გვპასუხობს:

 

„ვეძებ ფულს. დირექტორის ერთ–ერთი პრიორიტეტი ის არის, რომ სპონსორები მოიძიოს. ფინანსურად არ გვიჭირს“.

 

ფულის მოძიების გზა კი არც ისე ცოტაა.

 

აი, მაგალითად:

 

„30 წლისთავი გვქონდა სკოლის და მოვიწვიეთ გუბერნატორები, ჩვენი მუნიციპალიტეტი დავპატიჟე. კარგი ღონისძიება გვქონდა. მეუფე თევდორეც მყავდა და სულ აკანკალებდნენ, რომ ასეთი რაღაც ზღაპარშიც არ იქნებაო. მერე კარგი პურმარილი გავუშალე. ზოგმა რაღაც შემპირდა, ზოგი ლამინატს მიგებს,ზოგი რაღაცას მჩუქნის“.

 

თუმანიშვილი ამბობს, რომ მისი სკოლის მოვლა–მოწესრიგებაში მთელი რაიონია ჩართული.

 

„ზოგი ფულს მოიტანს, ზოგი ფიზიკურად მუშაობს“.

 

დარბაზები და სასადილო გაქირავებული აქვთ.„სასადილოს გაქირავებაზე ტენდერი გამოვაცხადე და ვინც მეტი ფული მომცა, იმას მივაქირავე“.

 

ახალციხის მეხუთე სკოლას ბანკში თავისი ანგარიში აქვს. ეტალონი დირექტორი ამბობს, რომ შემომწირველები სწორედ იქ რიცხავენ ფულს, რომელიც შემდგომ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდება.

 

„ფული ბანკში ჩვენ პირად ანგარიშზე შემოდის. ფული დამალული არა გვაქვს. ოღონდ გარდა იმისა,რომ მოდიან და გვჩუქნიან რაღაცებს, იმას ვერ ვაფიქსირებ“.

 

გადაცემის პროდიუსერი, არჩილ თავბერიძე ამბობს, რომ დირექტორებისთვის ეტალონის ხარისხის მინიჭება იშვიათად მოხდება.

 

„ასეთი ფაქტები იქნება, მაგრამ ძალიან ცოტა“, – ამბობს თავბერიძე.

 

მისი თქმით, თუმანიშვილთან ერთად, სხვა კანდიდატებიც იყვნენ, რომელთა შორის საუკეთესოდ ახალციხის სკოლის დირექტორი დაასახელეს.

 

კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები, გადაცემის პროდიუსერი ამბობს, რომ ამ საკითხზე სხვა ჯგუფი მუშაობს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

30.12.2010

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.

 

წლის საუკეთესო მოსწავლედ თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო მალუძე დასახელდა. სანდრო მალუძე 2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ორგზის გამარჯვებულია, მან მეორე ადგილი ფიზიკაში მოიპოვა, მეოთხე ადგილი მათემატიკაში, ხოლო 7 საგანში მეორე ტურში, 4 საგანში კი, დასკვნით ტურში გადავიდა.

 

წლის საუკეთესო მასწავლებლად რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზაზა მელიქიძე დასახელდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებში ზაზა მელიქიძემ მათემატიკის საგნობრივ გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა და ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს უნარებში. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადებში.

 

საუკეთესოდ დასახელდა პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი სტეფანი ეგერი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს. მისი გაკვეთილები გამორჩეული და ძალზე საინტერესოა, სტეფანიმ მოსწავლეთა და ზოგადად სოფლის მაცხოვრებელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. იგი მრავალი ღონისძიების ავტორია და ხელმძღვანელობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, სადაც მასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ ენის ცოდნა.

 

გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მანდატურებიც, ესენი არიან: №199 საჯარო სკოლის მანდატური ლევან ხარაზიშვილი, №151 სკოლის მანდატური ლანა ღონღაძე და №56 სკოლის მანდატური გიორგი ქამუშაძე. ეს ადამიანები განსაკუთრებული გულისხმიერებით, ბავშვებისადმი დიდი ყურადღებითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩნენ. არაერთი მოზარდი მიმართავთ მათ პირადი პრობლემებით და იღებს შესაბამის დახმარებას. ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზემოაღნიშნულ სკოლებშიც აღმოიფხვრა დანაშაულის, სკოლის უმიზეზოდ გაცდენის და დაგვიანების ფაქტები.

 

წლის საუკეთესო დირექტორად თბილისის ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური №42 საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე გამოვლინდა. ორი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით ამ სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში ფიზიკასა და მათემატიკაში პირველ ადგილს იკავებენა, წარმატებებით ბრუნდებიან საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც. კურსდამთავრებულთა 50% უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტებით ხვდებიან. ამას ყველაფერს ხელს უწყობს სკოლაში მოქმედი საგნობრივი წრეები და პედაგოგთა მაღალი კვლიფიკაცია. ამ სკოლის მოსწავლეებს მაღალი მაჩვენებლები აქვთ ჰუმანიტარულ საგნებშიც. სკოლის დირექტორის ინიციატივით, სკოლაში ბევრი ახალი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. ალუდა გოგლიჩიძე თავადაც აქტიურად მონაწილეობს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების შემუშავებაში.

 

წლის საუკეთესო საჯარო სკოლად ახალციხის №5 სკოლა დასახელდა. სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ახალციხეში, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამედროვედ აღჭურვას. საკუთარი თანხების მობილიზებით სკოლაში არაერთი სარეაბილიტაციო საქმიანობა განხორციელდა.

 

წლის საუკეთესო კერძო სკოლად სკოლა-ლიცეუმი - „მწიგნობართუხუცესი“ დასახელდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება. „მწიგნობართუხუცესი“ ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და სექტემბრიდან უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზა რამდენიმე ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.

 

წლის საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელად თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩხეტია დასახელდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, არის ბევრი ღონისძიებისა და ტრენინგის ორგანიზატორი. რუსუდან ჩხეტიას ძალისხმევით რაიონის სკოლის დირექტორები და მასწავლებლები მუდამ არიან ინფორმირებულები სიახლეებისა და ახალი ინიციატივების შესახებ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც. რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

 

მომავალშიც, ყოველწლიურად, გამოვლინდება წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, მანდატური, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი.

 

http://www.mes.gov.ge/content.php?id=1824&lang=geo

 

წლის საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლა დასახელდა

12:24 30-12-2010

წლის საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლა დასახელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალციხის მე-5 სკოლა, რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა ჟენია თუმანიშვილი-მერაბიშვილია , წლის საუკეთესო საჯარო სკოლად დაასახელა.

14 ნოემბერს, ამავე სკოლას "წლის ეტალონი საჯარო სკოლის" ტიტული მიენიჭა, ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილს კი - "წლის ეტალონი დირექტორის" წოდება.

ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა.

ტყეშელაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა სტუდენტ-ექსპერტებმა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება სკოლისა და დირექტორის მიერ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში მიღწეული წარმატებების გამო მიიღეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/155616-tslis-sauketheso-skolad-vano-merabishvilis-dedis-skola-dasakhelda.html

 

მოვითხოვ ფორუმელმა მიშისტებმაც სასწრაფოდ დაასახელონ !!!

 

:018: :018: :018: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წლის საუკეთესო მოსწავლედ თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მან მეორე ადგილი ფიზიკაში მოიპოვა, მეოთხე ადგილი მათემატიკაში,

კომაროვის სკოლას ფიზიკა-მათემატიკური რატომ ქვია ნეტა? ბიოლოგიას და საზოგადობათმცოდნეობას ( :) ჩემ დროს იყო ეგ საგანი ) სხვა სკოლაში ვერ ისწავლიდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ქალბატონი ნამდვილად არ ვიცი ვინაა, მაგრამ გადაცემა „ეტალონის“ წამყვანი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან ბევრი ცუდი რამეების ეტალონია, ეგ ვიცი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბედნიერი კაცია ვანო:

თვითონ-ეტალონი

დედა-ეტალონი

ცოლი -ეტალონი

 

 

:v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფულის მოძიების გზა კი არც ისე ცოტაა.

 

აი, მაგალითად:

 

„30 წლისთავი გვქონდა სკოლის და მოვიწვიეთ გუბერნატორები, ჩვენი მუნიციპალიტეტი დავპატიჟე. კარგი ღონისძიება გვქონდა. მეუფე თევდორეც მყავდა და სულ აკანკალებდნენ,

 

გუბერნატორების დანახვაზე დირექტორები შარვლებს ასველებენ და ეს რა გულადი დირექტორი ჰყოლიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დედა 2010 წლის ეტალონი დირექტორი გახდა.

არა, მაგას რომ ნიჭიერი დედა ჰყავდა ეს ადრეც მქონდა გაგებული :givi:

 

ბედნიერი კაცია ვანო:

თვითონ-ეტალონი

დედა-ეტალონი

ცოლი -ეტალონი

ჰააა აბა, ცოლებზე არ ვიყოთ ეხლა, დედა ჰყავს ნიჭიერა აი ეს არის მთავარი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...