planetanews Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 ზუგდიდში გამართული წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია ინციდენტით დასრულდა. შეკრების მონაწილეებმა “ენგურქაღალდკობინატის” კულტურის სახლის დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც მათი მხარდამჭერის, მამუკა ბაღათურიას პოლიციისგან დაცვა სცადეს. გაზიარება[ნანა ფაჟავა. 20:01 14-11-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOAHsWwJIhI/AAAAAAAAEN4/SYVUfuMldkg/s200/kreba.gifინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე “პრესა.გე”-ს სახალხო კრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თიკო მჟავანაძე ტელეფონით დაუკავშირდა ბაღათურიას მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ აცნობა. თიკო მჟავანაძე: “კონფერენციის დასრულებისთანავე მამუკა ბაღათურიას პოლიციიდან დაურეკეს და სამმართველოში დაუყონებლივ დაიბარეს. მან გამომძიებელს მაშინვე მოსთხოვა უწყება, თუ რის საფუძველზე იბარებდნენ პოლიციაში. საპასუხოდ კი პოლიციის ჯგუფი ბაღათურიას სახლში მივიდა, საიდანაც ოჯახის წევრებმა შეგვატყობინეს, რომ ისინი ბინის გაჩრეკვას გეგმავდნენ და დაუმორჩილებლობის გამო მასზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ”. ბაღათურიას სახლთან მისულ “პრესა.გე”-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს სამი თანამშრომელი მართლაც დახვდა. მათ შორის ერთ-ერთი გამომძიებელი მერაბ შენგელია იყო. ჟურნალისტის გამოჩენისთანავე ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და კომენტარზე უარი განაცხადეს. პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს ნონა გაფრინდაშვილის კითხვებიც, რომელიც ინციდენტის ადგილზე სოსო ჯაჭვლიანთან, ელდარ კურტანიძესთან და კრების საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდა. ისინი მომხდარს მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ. სამართალდამცავებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.თუ რა ხდებოდა ინციდენტის ადგილზე და რა განცხადებები გაკეთდა სახალხო კრების რეგიონულ კონფერენციაზე, ნახეთ ვიდეოკადრებში.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 მოკლედ ამ ზუგდიდს პატრონი არ ყავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 DATA TUTASXIAმოკლედ ამ ზუგდიდს პატრონი არ ყავს.ზუსტად მაგათ ყავთ "პატრონი" ბატონი როლანდის სახით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 ძუკუზუსტად მაგათ ყავთ "პატრონი" ბატონი როლანდის სახით.და მიუხედავად ამ "პატრონობისა" ამდენი ხლახი რო მივა შეკრებაზე... რაღაცის მანიშნებელია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 ძუკუ და მიუხედავად ამ "პატრონობისა" ამდენი ხლახი რო მივა შეკრებაზე... რაღაცის მანიშნებელია... ისე და შენ რომ ზეცაში იყორო ხსირად, იქედან მეტი მოსალოდნელია შველა, ვიდრე ოპოზიციის რამე კონკრეტული ნაბიჯების დალოდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 babuagiorgiისე და შენ რომ ზეცაში იყორო ხსირად, იქედან მეტი მოსალოდნელია შველა, ვიდრე ოპოზიციის რამე კონკრეტული ნაბიჯების დალოდება. მე არაფერს არ ველოდები... უბრალოდ 20 წელია ამ მიტინგომანიას ვუყურებ და ყოვეთვის ჩანს , არის ხალხის დაინტერესება თუ არა... არის! რა იქნება შემდგომში არ ვიცი. ბოლო ბოლო 60 000 კაცი შეკრიბეს და არაფერი... ასე რომ პროგნოზისგან თავს შევიკავებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 ძუკუზუსტად მაგათ ყავთ "პატრონი" ბატონი როლანდის სახით. დადიანი ჰყოლია მაგას წინაპარი, ია ტაკ დუმაიუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.