Siknadmo Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 dariala ა ბატონო წიგნი:სიამოვნებით წავიკითხავდი, ასოებს გაადიდებ, მონშნავ, იოლად იპოვი რისი პოვნაც გსურს,დააყენებ სასურველ შრიფტს, ალბათ მომავლის წიგნი ასეთი იქნება, უფრო სწორად ფურცლებიან წიგნს ელექტრო წიგნი ჩაანაცვლებს,საინტერესოა აუდიო ჩანაწერი თუ მოყვება? ოღონდ აუდიო ჩანაწერს ერთი პრობლემა აქვს, შესაძლოა ხმა არ მოგეწონოს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს newstudioყველა შემთხვევაში პატირარიქი დაპირისპირებული იქნება პრეზიდენტთან, ეს ბუნებრივია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 (edited) სხვათა შორის მეც მიფიქრია მაგ თემაზე, რა არის წიგნი თუ არა ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება,მე მაგალითად, ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ ვახერხებ კითხვას, ძირითადად აუდიო ჩანაწერებს ვუსმენ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ წიგნს აქვს თავისებური მუღამი,არცერთი ფილმიდან არ მიმიღია ისეთი განცდა რასაც ვიღებდი ბავშვობაში ჟიულ ვერნის კითხვისგან,ყველაფერი ცოცხლდებოდა და რეჟისორიც მე ვიყავი, ოპერატორიც, გამხმოვანებელიც წიგნი წარმოსახვის უნარს აძლიერებს. საშუალებას გაძლევს გაჩერდე, დაფიქრდე და ისე გაიაზრო ან რაღაც წარმოიდგინო. ასე ინფორმაციის მიღება ტვინს მეტად ამუშავებს და ტვირთავს. კომპიუტერიდან ინფორმაციის მიღება არაფერს არ მოითხოვს ტვინისგან, ვიდეოკარტასავით მუშაობს ტვინი, უბრალოდ ვიზუალურ ინფორმაციას კითხულობს. მხოლოდ კითხულობს, რადგან სისწრაფე არ აძლევს დაფიქრების საშუალებას. რა, რატომ, როგორ ამ კითხვებზე აღარ ფიქრობ კომპიუტერით მირებული ინფორმაციის დროს. ჩემი აზრით კომპიუტერი არის საუკეთესო ინსტრუმენტი ადამიანის ხელში, რომლითაც სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას, დახვეწას, მოდერნიზებას მოახდენ. ნუ მოპოვებაც შეიძლება გარკვეული ინფორმაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე წიგნი. მაგალითად ენციკლოპედიის ფუნქციას კომპიუტერი აშკარად უკეთ ასრულებს, ასევე სხვადასხვა სტატისტიკური მასალის მოძიების დროს. მოკლედ კარგი არქივია, სადაც სწრაფად და მარტივად მოიძიებ რაღაცეებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში განათლების საშუალება. 10-დან 9 შემთხვევაში წიგნით+ პრაქტიკით მიღებული განათლება გაცილებით რეზულტატიური იქნება, წიგნი უფრო ასრულებს წყაროს ფუნქციას და ის ერთი გამონაკლისი შემთხვევაც მხოლოდ სხვადასხვა პროფესიებისთვისაა (პროგრამისტი, ინფორმატიკოსი, ბუღალტერი, სტატისტიკოსი, არქიტექტორი) და აქაც სადავოა კომპიუტერი სჯობს თუ წიგნი. Edited November 14, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 (edited) analginაქაც სადავოა კომპიუტერი სჯობს თუ წიგნი.საერთოდ , წიგნის და კომპიუტერის დაპირისპირება ხელოვნურად მეჩვენება როგორც დაწერე, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს... მაგალითად... გასაფერადებელი საბავშვო წიგნები როა...(ჟურნალები თუნდაც)... არა მარტო ვიზუალური მასალით ანვითარებს ბავშვს, არამედ ფიზიკურ უნარ-ჩვევებსაც აძLევს... კომპიუტერს თავისი დანიშნუილება აქვს ... ხოლო პატრიარქმა სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება ჩემია ზრით, ანალიტიკური აზროვნების მქონე ხალხი გვაკლიაო... Edited November 14, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 newstudio +1 შენ. ზუსტად მაგაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ადამიანები დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ და ამაზე არა მხოლოდ მთელს მრევლს, პირველ როგში ხელისუფლებას ესაუბრება. მიშას ბოლო საჯარო გამოსვლას (შამგონაში) და პარალელურად სკოლის მოსწავლეებისა და განათლების სამინისტროს დაპირისპირების პერიპეტიებს თუ მივადევნებთ თვალს, ცხადი გახდება, რომ პატრიარქის ამ სიტყვების მიზეზი ეს ყველაფერი გახდა და მიმართვის ადრესატებიც აშკარაა ვინც არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 აჰა! ხომ ვთქვი, არა? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ გათავისუფლებულ სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი , დიმიტრი შაშკინი საკუთარ სამსახურებში დააბრუნებს."ხალხი ამბობს, რომ რამდენიმე დირექტორი გაათავისუფლეს სკოლებიდან. მე კარგად ვიცნობ მინისტრ შაშკინს, ეს არის ლმობიერი და კეთილშობილი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ იგი აუცილებლად დააბრუნებს ამ დირექტორებს სკოლებში", - ბრძანა უწმინდესმა.მისი განცხადებით, ის ძალიან წუხს და აფიქრებს ის, რაც ხდება დღეს სკოლებში. "ეს არ უნდა ხდებოდეს. სასწავლო პროცესი უნდა დაიგეგმოს მეცნიერების და არა ჩინოვნიკების მიერ", - ბრძანა უწმინდესმა.პატრიარქს ასევე მიაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში სკოლებში ზედამხედველობა და კონტროლი არ უნდა განხორციელდეს პოლიციის მიერ. პატრიარქს მიაჩნია, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს."დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. მადლობა უფალს, რომ ჩვენს ხალხში განათლება გაძლიერდა. 40-ზე მეტი სასწავლებელია, რომელიც არის ეკლესიის ეგიდით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მონასტერი იყოს არა მხოლოდ სულიერების, არამედ მეცნიერების ცენტრი. ქართველი ადამიანი არ შეიძლება იყოს განათლების გარეშე", - ბრძანებს უწმინდესი. პატრიარქს მიაჩნია, რომ განათლებული ადამიანი პრობლემების ჟამს აუცილებლად ნახავს გამოსავლის გზას, გაუნათლებელი ადამიანი კი იმედს კარგავს და სასოწარკვეთილებაში ვარდება.უწმინდესი მოუწოდებს ყველას, რომ არც ერთი დღე არ დაკარგონ უქმად, ყოველდღიურად წაიკითხონ წიგნები. არ არის საკმარისი მხოლოდ კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/150852-ilia-meore-imedovnebs-rom-gathavisuflebul-skolis-direqtorebs-ganathlebis-ministri-samsakhurebshi-daabrunebs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 ყველა შემთხვევაში პატირარიქი დაპირისპირებული იქნება პრეზიდენტთან, ეს ბუნებრივიარატო? ან არის რო დაპირისპირებული?მას თავისი მრევლი ყავს, მიშას თავისი. ბუნებრივი ისაა, რომ ორივე ცდილობს თავის მრევლს ასიამოვნოს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ერთმანეთს პადერჟკას აძლევენ. მე ასე ვხედავ ყოველშემთხვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 (edited) Saturnმძვირია მაი წინგი სატურნ.asesino_141 სხვათაშორის, მერსედესის და ბეემვეს ჯიპებში რომ დაგრიალებენ თქვენი მამაოები, მაგათი ჯიპის საბურავების ფასი აქვს მაგ E-წიგნს. გამდიდრებული მართლმადიდებელი "მამაოები" თანამედროვე ტექნიკას მერსედესის ფირმისგან თუ არ იწუნებს, E-წიგნმა ან ინტერნეტმა და კომპიუტერმა რა დააშავა რომ წიგნები ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენებით იკითხონ ადმაიანებმა? ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენებით, დღეს, XXI საუკუნეში, ადამიანს ბევრი დრო, ენერგია და ფინანსები ეზოგება ცოდნის მიღებისათვის. ინტერნეტში უდიდესი ინფორმაციაა განთავსებული, რომელიც ცოდნის მიღებით დაინტერესებულ ადმაიანს შეუძლია. როგორც ჩანს, საპატრიარქოს და პატრიარქს, ავიწყდება რომ აღარვცხოვრობთ XI საუკუნეში, არამედ XXI საუკუნეში ვართ. ისე კი მესმის საპატრიარქოსი ერთი მხრივ... ხალხს თუ ინტერნეტს შეაძულებენ, წიგნებს დაუბეჭდავ მრევლს და მიჰყიდის. თქვენმა რელიგიურმა წინამძღოლებმა, საეკლესიო ბიუჯეტის გაფართოვების ახალ გზებზე იფიქრეს როგორც ჩანს. თანაც ფურცლების შლას რა სჯობია შალეთ მერე ერთბაშათ, არავინ გიშლით! ვისაც წიგნების შლასთან ერთად, ვებგვერდების შლაც გვიყვარს, გაგვატარეთ! :TAT: ioio ბრწყინვალედ გადმოგიცია ჩემი სათქმელი ამ პოსტში,ქვემოთ რომელსაც ვაციტირებ, ყოჩაღ! არაა სწორი ის, რომ გონებას სჭირდება მაინდამაინც წიგნი. გონებას სჭირდება საზრდო, ინფორმაცია, გააზრება მიღებული ინფორმაციის. აი ინფორმაციის წყარო რა იქნება, წიგნი, გაზეთი თუ კომპიუტერი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. Edited November 14, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა, მაგრამ სინამდვილეში მას ბევრი ნაკლი აქვს. ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლებად იაზროვნონ. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გონება კი ჩლუნგდებაჩლუნგი ყოველთვის ჩლუნგი დარჩება. ბირჟაზე იჯდება, დომინოს და კარტს ძმაბიჭებში ითმაშებს, თუ სოლიტერს "გაახურებს" --> შედეგი ერთი და იგივეა. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებსრატომ აკრიტიკებს პატრიარქი იმას ან ისე რაც საჭირო არა? პ.ს.ერთ დროს იყო მთელი ამბავი, რომ ავტომატიზაცია(რობოტები) ხალხს უმუშევარს დატოვებდა, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაცია გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ინდუსტრიის დიდი ნაწილი ავტომატიზირებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 პატრიარქი ამბობს იმას, რომ ადამიანის გონებას სჭირდება წიგნი - რომელიც მალე ალბათ სამუზეუმო ექსპონატი გახდება dariala მერე რაა რომ პატრიარქი ამბობს. არც მე და ათასობით ადამიანს, (მილიონობით თუ არა), სავსებით არ აინტერესებს პატრიარქის პირადი მოსაზრებები. პატრიარქი ღმერთი ხომ არ ჰგონია ზოგზოგიერთს? ან ადმაიანის სწორუპოვარი განვითარების საშუალებათა დამდგენი პირი ანდა ორგანო? ადამიანს განათლება სჭირდება და მას წიგნის მეშვეობით მიიღებს თუ სხვა ნებიესმიერი გზით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ ჩემი აზრი პატრიარქს სიტყვა სიტყვით გადასცეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 უცხო_პლანეტელირატომ აკრიტიკებს პატრიარქი იმას ან ისე რაც საჭირო არა?კიდევ ვიმეორებ, პატრიარქმა ზედმეტად გატაცება და აზროვნების დეფიციტი გააკრიტიკა...უფორ სწორად ფიქრისკენ მოგვიწოდა...ჩემი აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 უცხო_პლანეტელი კიდევ ვიმეორებ, პატრიარქმა ზედმეტად გატაცება და აზროვნების დეფიციტი გააკრიტიკა...უფორ სწორად ფიქრისკენ მოგვიწოდა...ჩემი აზრით...newstudio ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. უკიდურესი ხედვიდან გამომდინარე მოწოდება პატრიარქის მხრიდა, კომპიუტერის უარყოფით შუქში წარმოჩენა იყო. კომპიუტერი და ინტერნეტი, სრულიად არ წარმოადგენს "ნაკლს". ნაკლს ის წარმოადგენს, როცა ადამიანი ამა თუ იმ მოწყობილობას, არასწორად გამოიყენებს. იმის ნაცვლად თავის მრევლს გაწონასწორებულობისკენ მოუწოდოს, კომპიუტერზე ამბობს: თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი,უკაცრავად მარა, პატრიარქი თუ არა, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კომპიუტერს დიდ მიღწევად და აღმოჩენად მიიჩნევს. მოკლედ ორმ ვთქვათ, ნამეტანი უარყოფითი და უკიდურესობაში გადავარდნილი ხედვით წარმოთქმული სიტყვებია რომელსაც ბატონი ილია შიოლაშვილი ავრცელებს. პატრიარქი კომპიუტერზე და ზოგად ტექნიკაზე ამბობს: სინამდვილეში მას ბევრი ნაკლი აქვს. ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლებად იაზროვნონ.ესეც მორიგი უკიდურესი განაცხადია! ყველაფერი არაა იმისკენ მიმართული რომ ადამიანმა ნაკლებად იაზროვნონ. როგორც ჩანს ნამეტანი ცუდადაა განწყობილი კომპიუტერსა თუ ზოგად ტექნიკაზე. ისე საინტერესოა, ზოგად ტექნიკას როცა იყენებენ სასულიერო პირები, მაშინ რატომ არ ახსენდებათ მსგავსი უკიდურესი მოსაზრებები?! ნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გონება კი ჩლუნგდება ეს ახალი ამბავი და ახალი აღმოჩენა სრულებითაც არაა. ნაკლებად მოაზროვნე ადმაიანები ბევრია ქვეყანაზე და მას კომპიუტერის ქონას ან არ ქონას ვერ დავაბრალებთ! მე უფრო იმას დავაბრალებდი რომ გონება მაშინ ჩლუნგდება, როცა ადამიანებს უკიდურესობისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება ამას: ჩვენი ერი დასუსტებულია სულიერად და ფიზიკურადესეც კომპიუტერის და ზოგადი ტექნიკის ბრალი ყოფილა... პ.ს.ნეტა როდის უნდა დაასრულონ რელიგიურმა წინამძღოლებმა თავისი, უკიდურესობებით გაჟღენთილი მოსაზრებების ქადაგება? ყოფნის ხალხს ცხოვრებისგან დადებული მძიმე ტვირთის ტარება, დამატებითი არასაჭირო ტვირთის ზიდვა, სულაც არ მიმაჩნია ერისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 (edited) არ არის კარგი კოპი.ამას მე ვამბობ,რადგან საჯდომის დადება და მთელი დღის დაკარგვა ერთია.დღეს გავედი,ტენისი,ცოტა კალათბურთი ვითამაშე. თვალებსაც აფუჭებს. რაც შეეხება საქართველოში,ბევრჯერ ღამის პირველ ორ საათზე ლაშას მაქაური ბრატები კოპთან ზიან ხოლმე და მშობლებიც არ უშლიან ამას.კომპიუტერზე აკრძალული აქვს ამას თამაშები. Edited November 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 (edited) dariala მერე რაა რომ პატრიარქი ამბობს. არც მე და ათასობით ადამიანს, (მილიონობით თუ არა), სავსებით არ აინტერესებს პატრიარქის პირადი მოსაზრებები. პატრიარქი ღმერთი ხომ არ ჰგონია ზოგზოგიერთს? ან ადმაიანის სწორუპოვარი განვითარების საშუალებათა დამდგენი პირი ანდა ორგანო? ადამიანს განათლება სჭირდება და მას წიგნის მეშვეობით მიიღებს თუ სხვა ნებიესმიერი გზით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ ჩემი აზრი პატრიარქს სიტყვა სიტყვით გადასცეთ. გავიგეთ რომ ar gevaseba პატრიარქი :018: Edited November 15, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 აზრიუკაცრავად მარა, პატრიარქი თუ არა, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კომპიუტერს დიდ მიღწევად და აღმოჩენად მიიჩნევს. მოკლედ ორმ ვთქვათ, ნამეტანი უარყოფითი და უკიდურესობაში გადავარდნილი ხედვით წარმოთქმული სიტყვებია რომელსაც ბატონი ილია შიოლაშვილი ავრცელებს. რატომღაც ამ ფრაზამ კვლავ მარქსიზმ-ლენინიზმი გამახსენა, როცა მილიონები და ხალხის მასები წყვეტდნენ ჭეშმარიტებას, ერთი-ერთში ნაბიჯშეწყობილია ეს "New-კამსამოლიზმი" თავის დიდ წინაპრებთან წინა საუკუნის დასაწყისიდან. მილიონობით და ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მასე კომპუტერის მომხმარებლებზე მეტი თუ არა, არც ნაკლები მილიონები ყავს მთელს მსოფლიოში მიმდევრად, მაგალითად, ისლამს და რა ვქანათ ეხლა?! P.S. არადა პატრიარქის ამ ფრაზაში კომპიუტერის ავ-კარგიანობა საერთოდ მე-100 ხარისხოვანია, მაგარამ რაც პირველ ხარისხოვანია რამენაირად ხომ უნდა განეიტრალდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 გავიგეთ რომ ar gevaseba პატრიარქიdariala რა გულზე დასახატებელია რო... პ.ს.ისე, მაგის მეტი პოსტიდან ვერაფერი გაიგე? Achiko1972 ადამიანებს, რომლებსაც კომპიუტერი და ზოგადად ტექნიკა ბუა გგონიათ, რა უნდა გელაპარაკოთ? :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.