Nukriko Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 რა არის ისტორიის ფალსიფიკაცია? რა თქმა უნდა ისტორიის სრული ფალსიფიკაცია შეუძლებელია. ვერ შესთავაზებ საზოგადოებას ისეთ ვერსია, მაგალითად რომ რომის იმპერია არ არსებობდა ან მეორე მსოფლიო ომში გერმანიამ გაიმაჯრვა. ეს ისტორია აღარ იქნება, არამედ ფანტასტიკად გადაიქცევა.საქმე გვაქვს ისტორიის მანიპულაციასთან, ანუ ერთი ფაქტების წინ წამოწევასთან, რათა მეორე ფაქტები დაფარო ან საერთოდ არ გამოაჩინო, რათა მკითხველმა შენთვის სასურველი დასკვნები გააკეთოს ან საერთოდ დასკვნები მიაწოდო შენ თვითონ, რომელსაც მკითხველი ჭეშმარიტებად მიიღებს. ქართულ-რუსული ურთიერთობის ისტორია არის საკმაოდ რთული საკითხი და პოლიტიკური დაძაბულობა და ხალხში ანტირუსული განწყობა არ აძლევს ისტორიკოსებს გამოიკვლიოს ეს ისტორია ისე, რომ ყველა ფაქტის მოყვანით აღადგინონ ისტორია ისეთი, როგორიც ის იყო და არა ისეთი, როგორიც გვინდა, რომ დავინახოთ. ისტორია არის ძლიერი იდეოლოგიური იარაღი, ყველა პოლიტიკური იდეოლოგია ისტორიას იყენებს, როგორც საკუთარ ჭეშმარიტების დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ამჯერადაც ქართული პოლიტიკური ელიტას თუ კი საერთიოდ გააჩნია იდეოლოგია, ეს იდეოლოგია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე (დაპირისპირებებზე) დგას, ანუ ელიტა იმით ამართლებს საკუთარ არსებობას, რომ დაპირისპირებულია რუსეთთან. ჩვენი ხელისუფლება მედიასივცის მეშვეობით ცდილობს გაგვხადოს მონაწილე საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ხელისუფლების დაპირისპირების ირიბ მონაწილედ, რომელიც უფრო ვირტუალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე რეალურს. ამ დაპირისპირებას ქართული ხელისუფლება უკავშირებს ისტორიულ დაპირისპირების გაგრძელებას, რომელიც 1801 წლიდან დაიწყო. ანუ ჩვენი ხელისუფლება პრინციპში შეუძლებელია შეცდეს ქართულ-რუსულ დაპირისპირებაშ, რადგან ეს დაპირისპირება დაიწყო ძალიან ადრე და ისტორიულ სტერეოტიპები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ურთიერთობების დროს, ჩვენი ხელისუფალი მუდამ პატიოსნად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რუსეთი მუდამ მზაკვრობით არღვევდა შეთანხმებებს და საქართველოზე აგრესიას ანხორციელებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ქართული მხარე იქნება მართალი (იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მართალი არ იყოს), ეს გახდა ოფიციალურად დოგმა.დავუბრუნდეთ უშალოდ ისტორიას. ცარისტულ რუსეთისა და შემდგომ საბჭოთა კავშირის დროს, ქართულ (უფროსწორედ საბჭოთა) ისტორიოგრაფიაში დოგმად იქცა წარმოთდგენა, რომ რუსეთის გარეშე ქართული ხალხს გადაშენება ემუქრებოდა და რომ რუსეთთან შეერთება, იყო ყველაზე კარგი გამოსავალი. ამ მიდგომის დროს ხდებოდა ერთი სერიოზული შეცდომის დაშვება, რადგან ისტორიამ როგორც მეცნიერებამ არ იცის წინადადება „ისე რომ მომხდარიყო“ ეს არ არის მისი საკვლევი საგანი და შეუძლებელია ისტორიკოსმა იმსჯელოს იმ ამბების შესახებ, რაც უბრალოდ არ მომხდარა. ნაციონალურ განმანთავისუფლებელ მოძრაობის დროს და შემდეგ პერიოდში, გაჩნდა უამრავი თეორია, თუ როგორი იქნებოდა, ერეკლეს გეორგევსკის ტრაქტატზე, რომ არ მოეწერა ხელი და ყველა ინტერპრეტაციის შემთხვევაში, საქართველო უნდა განვითარებულიყო და რადგან შეცდომა დაუშვა და მოაწერა ხელი გეორგევსკის ტრაქტატს, ეს გახდა იმ იდეალურ ალტერნატივისგან უარის თქმა, რა ალტერნატივებს ქმნიდნენ ისტორიკოსები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისტორია რეალურად ახლიდან დაიწერა, რასაც აქამდე ოფიციალურ სახელმძღვანელოებში და ისტორიის წიგნებში უწოდებდნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ომს, აგვისტოს ომის შემდეგ მას პირველი ქართულ-რუსული ომი უწოდეს. პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნა კომისია, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობების ისტორიას გამოიკვლევს და ახლიდან დაწერს, როგორც წინასწარ არის ცნობილი ეს ურთიერთობები იქნება წარმოდგენილი ყველაზე ბნელი ფერებში, სადაც ქართველთა ჩაგვრაზე და რეპრესიებზე იქნება ყურადღება გამახვილებული. რა თქმა უნდა ეს ისტორიაც, როგორც აქამდე დაწერილი ისტორია, არ იქნება ობიექტური და პოლიტიკურ კონიუნკტურა მასზე სერიოზულ დაღს ასვამს.ჩვენ თუ გვინდა ისტორიის ობიექტურად დაწერა, მაშინ უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან იმ დოკუმენტების გახსნა, რომელიც არქივში ინახება, სხვანაირად ისტორია იქნება პროპაგანდა და მეტი არაფერი, მაგრამ საკითხავი ის არის, ჩვენ ხელისუფლებას უნდათ კი, რომ ხელიდან გაუშვან პოროპაგანდის ისეთი იარაღი როგორიც ისტორიააა და აქციონ ის მეცნიერებად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 Nukrikoჩვენ თუ გვინდა ისტორიის ობიექტურად დაწერა, მაშინ უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან იმ დოკუმენტების გახსნა, რომელიც არქივში ინახება, სხვანაირად ისტორია იქნება პროპაგანდა და მეტი არაფერი, მაგრამ საკითხავი ის არის, ჩვენ ხელისუფლებას უნდათ კი, რომ ხელიდან გაუშვან პოროპაგანდის ისეთი იარაღი როგორიც ისტორიააა და აქციონ ის მეცნიერებად?დოკუმენტების გახსნა მოხდება, ან თუ ხელისუფლება უცებ შეიცვალა ან ათეული წლების შემდეგ. ასეა ყველგან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 newstudio დოკუმენტების გახსნა მოხდება, ან თუ ხელისუფლება უცებ შეიცვალა ან ათეული წლების შემდეგ. ასეა ყველგან განსხვავება ერთია, ჩვენ სხვის სახელმწიფო მონაცემებს გამოვაქვეყნებთ, რომელიც ჩვენ სახელმწიფოსთან კავშირში არ არის.. ანუ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, ჩვენ სახელმწიფოებრიობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, უბრალოდ უფრო მეტი რამე "იასნდება" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 Nukriko2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისტორია რეალურად ახლიდან დაიწერა, რასაც აქამდე ოფიციალურ სახელმძღვანელოებში და ისტორიის წიგნებში უწოდებდნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ომს, აგვისტოს ომის შემდეგ მას პირველი ქართულ-რუსული ომი უწოდეს.მასეც იყო...ტავად იცი. რუსეთი ღიად ერეოდა ომში.. საკუტარიარტილერიით და ავიაციით... ნუ შენ ვეტერანს ვერ ნახავ ვინც მაგ ომს სხვანაირად აღიქვამს 99% ვეტერანების აფხაზეთის ომის მონაწილე მაგ ომს რუსეტ-საქათველოს ომს უწოდებს ასერომ გადაწერილი კი არა ჩასწორებულია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 PEPE.მასეც იყო...ტავად იცი. რუსეთი ღიად ერეოდა ომში.. საკუტარიარტილერიით და ავიაციით...ნუ შენ ვეტერანს ვერ ნახავ ვინც მაგ ომს სხვანაირად აღიქვამს 99% ვეტერანების აფხაზეთის ომის მონაწილე მაგ ომს რუსეტ-საქათველოს ომს უწოდებს ასერომ გადაწერილი კი არა ჩასწორებულია.. ამერიკა-ვიეტნამის ომში, საბჭოთა კავშირი აქტიურად ეხმარებოდა ვიეტნალმელებს, მათ შორის სამხედრო პილოტებს უგზავნიდა (ცოცხალი ძალითაც) მაგრამ ეს არ აქცევს იმ ომს სსრკ-ამერიკის ომად.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 (edited) ამერიკა-ვიეტნამის ომში, საბჭოთა კავშირი აქტიურად ეხმარებოდა ვიეტნალმელებს, მათ შორის სამხედრო პილოტებს უგზავნიდა (ცოცხალი ძალითაც) მაგრამ ეს არ აქცევს იმ ომს სსრკ-ამერიკის ომად..უგზავნიდა არა..უგზავნიდა ტექნიკას..ეს ერი მეორე ის რომ იქნებოდა საბჭოთა კავშირის ომი თუ ამერიკა არ შევიდოდა ვიეტნამში საერთოდ ხო კიდევ კორეის ომსაც არ ქვია კორეა-ამერიკა-ჩინეთის ომი = გაერო მაგით მათი მონაწილეობბა გამოირიცხა? პილოტები თავისი ნებით მიდიოდნენ დაზომბირებულები სმერტ ამერიკე..აქ კი რუსული ავიაცია რუსული და არა გააფხაზურებული ბომბავდა ქართულ პოზიციებს... ნუ თუ არ გინდა რუსეთი შეილება საერთოდ არც მიასუნინო მაგ ომს.. რუსები ტავად ამბობენ რომ არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთს აფხაზეთან...ასევე ინგუშები თურმე ოსებბმა გაყარეს და არა რუსებმა პ.ს. რუსეთ ჩეჩნეთის ომს დაარქმევ თუ სამოქალაქო ომს ან კიდევ ანტიტერორისტულ ოპერაციას.. მაგIტ მტავარი ის რომ ეგ რუსეთ-ჩეჩნეთის ომი იყო იცვლება რამე? ხო კიდევ დამავიწყდა აგდებდა-ცდილობდა ჩამოეგდო ქართულის აფრენიაპარატები.. შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო ეგ სირი... რუსეტს გამაოცხადებდა მონაწილედ მშვიდობისმყოფელად კი არა Edited November 12, 2010 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 (edited) ქართულ მხარეს უკრაინელები იბრძოდნენ, ზნაჩიტ რუსულ-აფხაზეური მხარისა და ქართულ-უკრაინულ მხარის შორის ომი დავარქვათ იმ კონფლიქტს? არა, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც არ დავარქმევთ ამ კონფლიქტს ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი სხვა რამეა, ის რომ აფხაზურ-ქართული ომი პოლიტიკურ კონექტურის გამო შეიცვალა და დაერქვა ქართულ-რუსული პირველი ომი და ეს პოლიტიკურ კონიუნქტურის გამო მოხდა და არა მეცნიერებამ ისტორიამ, ამ სახელების დარქმევაში საერთოდ არანაირი როლი არ შეასრულა. Edited November 12, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 Nukrikoქართულ მხარეს უკრაინელები იბრძოდნენ, ზნაჩიტ რუსულ-აფხაზეური მხარისა და ქართულ-უკრაინულ მხარის შორის ომი დავარქვათ იმ კონფლიქტს?საქართველოს მხარეს უკრიანის თავდაცვის სამინსიტროს ნაწილები არ მონაწილეობდნენ.. ჩვენს წინააღმდეგ კი რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშეები და გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.. ამაშია არსებითი განსხვავება... არა, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც არ დავარქმევთ ამ კონფლიქტს ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი სხვა რამეა, ის რომ აფხაზურ-ქართული ომი პოლიტიკურ კონექტურის გამო შეიცვალა და დაერქვა ქართულ-რუსული პირველი ომი და ეს პოლიტიკურ კონიუნქტურის გამო მოხდა და არა მეცნიერებამ ისტორიამ, ამ სახელების დარქმევაში საერთოდ არანაირი როლი არ შეასრულა. პირწველი ომი ეგ არაა. შეცდომა მანდაა.. მერამდენეა ეხლა მაგას დათვლა უნდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 PEPE. საქართველოს მხარეს უკრიანის თავდაცვის სამინსიტროს ნაწილები არ მონაწილეობდნენ.. ჩვენს წინააღმდეგ კი რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშეები და გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.. ამაშია არსებითი განსხვავება... ეხლა მე შევედი კამათში, რომელი პირდაპირ კავშირში ამ თემასთან არ არის პირწველი ომი ეგ არაა. შეცდომა მანდაა.. მერამდენეა ეხლა მაგას დათვლა უნდა.. გინდ "ქართულ-აფხაზური" ომი დააქვან ისტორიის სახელმძღვანელოებში, გინდ რუსულ-ქართული ომი, მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის რომ ეს პოლიტიკოსებმა კი არ უნდა გადაწყვიტონ არამედ ისტორიკოსებმა, უნდა მოხდეს, რამოდენიმე ისორიული დისკუსი ამ საკითხზე და სამეცნიერო კონფერენცია უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც მეცნიერები მივლენ, კონსესუსამდე და ამ პროცესებს თავის სახელს დაარქმევდნენ და ამ კონფერენციებში, ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა ზოგადად, არ უნდა აიძულონ ისტორიკოსები, ისე იხელმძღვალენონ, როგორც მათ უნდათ.. აი ამის თქმა მინდოდა ზემოთ, რომ უცბად რადგან პოლიტიკურ კონტექტში სხვა რეალობა შეიქმნა, მაშინ გადაიხედა ისტორიაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 რომ ხელიდან გაუშვან პოროპაგანდის ისეთი იარაღი როგორიც ისტორიააა და აქციონ ის მეცნიერებად? ჩემი აზრით ისტორია არის მაგარი არაზუსტი და სუბიექტური მეცნიერება, ვინაიდან რეალურად შეუძლებელია გარკვეული ფაქტების დამტკიცება და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ესა თუ ის ისტორიკოსი დასკვნებს აკეთებს და მერე ამ მის სუბიექტურ დასკვნაზე ხდება მთელი თეორიების ჩამოყალიბება. მერე მომავალი თაობა ამატებს კიდე და ასე შემდეგ. ანუ რეალობის მაგივრად ვიღაცის სუბიექტური ვარაუდებია ათვლის წერტილები. ამიტომ ისტორია არის არაზუსტი და ყველგან პროპაგანდისტული მეცნიერება. მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით დაფიქსირებული დღევანდელობა მისცემს მომავალ თაობებს უფრო რეალური ისტორიის დანახვის საშუალებას და გათხრებში ნაპოვნი ძვლებით არ იმსჯელებენ. თუმცა ესეც სადაო იქნება, ვინაიდან ამა თუ იმ მოვლენას და ფაქტს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 გინდ "ქართულ-აფხაზური" ომი დააქვან ისტორიის სახელმძღვანელოებში, გინდ რუსულ-ქართული ომი, მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის რომ ეს პოლიტიკოსებმა კი არ უნდა გადაწყვიტონ არამედ ისტორიკოსებმა, უნდა მოხდეს, რამოდენიმე ისორიული დისკუსი ამ საკითხზე და სამეცნიერო კონფერენცია უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც მეცნიერები მივლენ, კონსესუსამდე და ამ პროცესებს თავის სახელს დაარქმევდნენ და ამ კონფერენციებში, ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა ზოგადად, არ უნდა აიძულონ ისტორიკოსები, ისე იხელმძღვალენონ, როგორც მათ უნდათ.. აი ამის თქმა მინდოდა ზემოთ, რომ უცბად რადგან პოლიტიკურ კონტექტში სხვა რეალობა შეიქმნა, მაშინ გადაიხედა ისტორიაცკი ბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.