Jump to content
Planeta.Ge

ღია წერილი სოფლის მეურნეობის მინისტრს


Recommended Posts

ღია წერილი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს

 

ბაკურ კვეზერელს

 

ბატონო მინისტრო, შიდა ბაზრის და გადამამუშავებელი წარმოების დაცვის მიზნით მოგმართავთ. საქმე ეხება გადაუმუშავებელი თხილის ნედლეულის ექსპოტრზე აქციზნის დაწესებას, რაც გაათანაბრებს თხილის გადამამაუშავებლი ქარხნების პროდუქციის თვითღირებულებას, დაუმუშავებელ პროდუქცის ექსპორტიორების მიმართ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს 69,3 მილიონი დოლარის თხილი იქნა ექსპორტირებული. საქართველოში ამჟამად 4 დიდი, 15 საშუალო და მცირე 50 ხილის გადამამუმაშბვებელი ქარხანაა, სადაც საშუალოდ 4000 ადამიანია დასაქმებული. საქართველოში ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ეს არც თუ ისე უმნიშვნელო მაჩვენებეია ქვეყნისათვის და იმედია ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული საკითხია სამუშაო ადგილების ზრდა თუ არა მისი შენარჩუნება მაინც.

 

2010 წელს საგრნობლად გაიზარდა დაუმუშავებელი თხილის ნედლეულის სახით გატანა ჩინეთში, ერაყში და ავსტრიაში. აქედან გამომდინარე გადაუმუშავებელი თხილის ნედლეულის სახით ექსპორტი საშისროებას უქმნის ზემოთ მოყვანიი ქარხნების არსებობას, რასაც არა მარტო 4000 სამუშაო ადგილების დაკარგვა, არამედ ბიუჯეტში თანხების შემცირება და თხილის გადამუშავების შედეგად მიღებული იაფფასიანი საწვავის ნაჭუჭის დაკარგვა მოჰყვება.

 

იმედია სოფლის მეურენობის სამინისტრო დროულად შეისწავლის ზემოთ მოყვანილ საკითხს და სათანადო ორგანოებში წარადგენს გადაუმუშავებელი თხილის ნედლეულის სახით ექსპორტზე აქციზნის დაწესებას.

 

 

 

საქართველოს სოციალ–ლიბერალური პარტია

 

http://www.georgian-style.net/?p=215

 

პ.ს. თხოვნა. თუ ვინმეს მიგიცვდებათ ეს წერილი მეორე გე-ზე მოათავსეთ რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ის ლინკი მოაშორე და არსად აღარ დადო მანამდე, სანამ ას კაცამდე არ შევგროვდებით. :givi: აუ რა შარში გავები ბიჯოს:givi: და ამ წერილის დადებას იქით რომ ითხოვ,ვინმე წაიკითხავს შენ გგონია?მივარდებიან ლინკს და წავა სირული ბაზარი.

 

 

მიმართვა მომეწონა და მხარს ვუჭერ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენიშვნა მოგწერე საიტზე,ის გააკეთე და თუ არ ჩავხადო ეს ფარჩაკი პოლიტიკოსები მე ვიყო შპიონი. :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

2009 წელს 69,3 მილიონი დოლარის თხილი იქნა ექსპორტირებული. საქართველოში ამჟამად 4 დიდი, 15 საშუალო და მცირე 50 ხილის გადამამუმაშბვებელი ქარხანაა, სადაც საშუალოდ 4000 ადამიანია დასაქმებული

მეიცა კაცო, აბა არ მუშაობს არაფერიო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად კია და.

რა შუაშია ამ შემთხვევაში კვეზერელი. ნუ რა კუტუც არის გასაგებია, მაგრამ... აი აქ რა შუაშია არ მესმის.

ის რომ აქ გადამუშავება წამგებიანი გახდა, აი ეს, კვეზერელთან არაფერ კავშირში არაა ნამდვილად.

ეს მოკითხეთ იმათ ვინც საწვავში, დენში და გადასახადებში უზომოდ დიდ თანხებს ახდევინებს მეწარმეს....

Saturn

მეიცა კაცო, აბა არ მუშაობს არაფერიო?

4000 კაცის დასაქმება რამის მუშაობაა?

ფორმულირებებში ეძებ ჩასაბღაუჯებელს და ამასობაში კი ქვეყანა თავზე დაგენგრა.

მაგრამ ჩემს ავატარს რა ვუთხარი...

იმის არ იყოს.

აგვისტოს აომი ომი არ შეიძLება იყოს იმიტომ რომ ეს ჩვენი შიდა საქმეა... კაზუალისტიკა რომლის უკანაც მხოლოდ ერტი რამ დგას.

პენისი პრეზიდენტი და მისი სათესლე ჯირკვალი დამცავები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამოდენიმე მეწარმე დამიკავშირდა საქართველოდან. ეტყობა საქართველოში დიდი დემოკრატიულობის გამო ჯერ ჭირს ღიად განცხადების გაკეთება.:) ეს იყო მიზეზი ამ განცხადების.

 

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თხილის როგორც გადაუმუშავებელი ნედლეულის გატანას ჩინეთში ერაყში და ავსტრიაში, რაც საქართველოში მოქმედ ყველა ქარხნის არსებობას საფრთხით ემუქრება.

 

გადაუმუშავებელი თხილის გამტანისთვის საქონლის თვითღირებულება მცირე და ამიტომ ფასებით თამაში შეუძლია. ეს გამოიწვევდა იმას, რომ ამ ქარხნები დაიხურება და მერე დარჩება ორი ან სამი შემსყიდველი და ამით შემდგომ ფას დააგდებდნენ.

 

მოკლედ ბოლო-ბოლო გლეხები მიიღებდნენ უფრო ნაკლებს, 4000 მუშა უმუშევარი და ა.შ.

 

საერთოდ სახელმწიფო უნდა მოერიდოს გადაუმუშავებელი ნედლეულის გატანას. ეს წამგებიანია ყოველთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არ არის მასე მარტივად საქმე..

 

სხვას ყველაფერს თავი გავანებოთ და თხილი არის კვების პროდუქტი და არ არის სიცოცხლისთვის აუცილებელი, ამიტომ თხილის შიდა ბაზარზე სახელმწიფოს ასეთი ძლიერი ჩარევა უკვე სერიოზული გადახვევაა ლიბერალიზმისგან და ძალიან, ვიმეორებ ძალიან მკაცრი სოციალიზმის სუნი აქვს..

 

კერძოდ საკითხს რაც შეეხება:

 

არის თხილი გადაუმუშავებელი და გადამუშავებული..

თვითონ შპს-ების და ქარხნების მოყვანილ თხილს რომ ქარხანა გამოიყენებს, ფაქტია..

ე.ი. დარჩა გლეხის მოყვანილი თხილი, რადგანაც 100%-იანი სოციალიზმი არაა ჯერ ქვეყანაში და სახელმწიფოს არ მოუყვანია ჯერ თხილის პლანტაციები :)

შესაბამისად, გლეხი ჰყიდის/აბარებს თავის გადაუმუშავებელ პროდუქტს.. მისთვის არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ეს აქაური ქარხანაა, თუ სომალელი მეკობრე იყიდის.. სიტუაციაა ალბათ ისეთი, რომ ვისაც მიაქვს ეს თხილი, გაცილებით იაფი უჯდება გატანა->შეტანა->წარმოება, ვიდრე აქაურ ქარხნებს უბრალოდ წარმოება..

შესაბამისად, გადაუმუშავებელი თხილის ბაზარი არის ფორმირების პერიოდში..

ასე რომ, არის ერთადერთი ვარიანტი:

აქაურმა ქარხნებმა უნდა ასწიონ ჩაბარების ფასი, რომ გაუტოლდეს მაინც ექსპორტის ფასს, შესაბამისად, გლეხიც მოგებული დარჩება

მაგრამ, თუ რატომ ვერ ხდება ეს, აქ ორი ვარიანტია:

 

1) ძუნწობენ, იაფად იბარებდნენ, ახალი ობიექტის გამოჩენა გაუტყდათ ბაზარზე და ცდილობენ ბიზნეს/პოლიტიკურ მაქინაციებით კონკურენტის დაჩაგვრას..

2) ვერ ასწევენ იმიტომ, რომ საქართველოში წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე საზღვარგარეთ...

 

არ ვიცი აქ რომელია სწორი ნამდვილად.. ასევე, ვერ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პირველი იყოს სწორი..

თუ მეორე ვარიანტია სწორი, მაშინ აქ კონკრეტულად თხილი არაფერ შუაშია და როგორც უკვე აღნიშნეს, დენი, წყალი და ა.შ. პრობლემებია მოსაგვარებელი წარმოებაზე.. ანუ, არა კონკრეტულად თხილზე მოთხოვნა, არამედ გლობალურად წარმოებაზე.. მაგ: საქართველოში მოპოვებული ნედლეულის წარმოების დაწესებულებებისათვის იაფი დენი, წყალი და ა.შ... ეს უკვე სოციალ-ლიბერალიზმია.. :)

 

შიდა პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვიმყოფებით მსო-ში.. (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)), რომელსაც თავისი დებულებები აქვს და ყველა განაწესზე თანხმობაზე ხელი გვაქვს მონაწერი შესვლის დროს.. არ ვიცი ზუსტად ეს განაწესი (500 გვერდია მე მგონი :) ), მაგრამ არა მგონია იქ სახელმწიფოს ასეთი მაქინაციები არ იყოს გათვალისწინებული, რადგანაც ეს შემოთავაზება ღიად ეწინააღმდეგება სიცოცხლისთვის არა აუცილებელი პროდუქტების ბაზრის, კერძოდ თხილის ბაზრის თავისუფლებას..

გადასახედია მსო-ს განაწესი, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, მეზარება :)

პროფესიით საერთაშორისო ეკონომისტია აქ საჭირო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აქაურმა ქარხნებმა უნდა ასწიონ ჩაბარების ფასი, რომ გაუტოლდეს მაინც ექსპორტის ფასს, შესაბამისად, გლეხიც მოგებული დარჩება

მაგრამ, თუ რატომ ვერ ხდება ეს, აქ ორი ვარიანტია:

 

 

 

სოციალ-ლიბერალიზმი ბატონოჩემო :) სახელმწიფო რეგულაციას ნიშნავს.

 

ეხლა რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ამბეს.

მთავრი პრობლემაა კარტელური მოლაპარაკება, როდესაც გლეხს აიძულებენ წინასწარ მოლაპარაკებულ ფასებში ჩააბაროს თხილი.

ზემოთ ხსენებული ამბე ქმნის საშიშროებას, რომ ქარხნები დაიკეტება.

პირადათ ვესაუბრე ერთ მფლობელს.

ფული ჩაადებინეს რა პრინციპში ქარხანა გახსნა იმის გამო რომ პროდუქცია იყო. ეხლა დაკეტავს, დაშლის. წაიღებს.

ამჟამად არის 70 ქარხანა. რაოდენობიდან გამომდინარე კარტერული მოლაპარაკების შანსი მცირეა.

თუ ეს ქარხნები დაიხურა, დარჩება ბაზარზე რამოდენიმე ექსპორტიორი, რომლებიუც უეჭველად მოილაპარაკებენ ფასზე და თხილის ფასი მაშინ დავარდება.

ეს რაც ეხლა ხდება მომენტალური ეფექტია გლეხისთვის, რაც მომავალ წელს კატასტროფულად დაუგდებს პროდუქციის ფას.

 

მეორე.

4000 სამუშაო ადგილი.

არაა ეს ხუმრობა განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც ქარხანაში საშუალოდ 50 ადამიანი მუშაობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეხლა რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ამბეს.

მთავრი პრობლემაა კარტელური მოლაპარაკება, როდესაც გლეხს აიძულებენ წინასწარ მოლაპარაკებულ ფასებში ჩააბაროს თხილი.

ზემოთ ხსენებული ამბე ქმნის საშიშროებას, რომ ქარხნები დაიკეტება.

პირადათ ვესაუბრე ერთ მფლობელს.

ფული ჩაადებინეს რა პრინციპში ქარხანა გახსნა იმის გამო რომ პროდუქცია იყო. ეხლა დაკეტავს, დაშლის. წაიღებს.

ამჟამად არის 70 ქარხანა. რაოდენობიდან გამომდინარე კარტერული მოლაპარაკების შანსი მცირეა.

თუ ეს ქარხნები დაიხურა, დარჩება ბაზარზე რამოდენიმე ექსპორტიორი, რომლებიუც უეჭველად მოილაპარაკებენ ფასზე და თხილის ფასი მაშინ დავარდება.

ეს რაც ეხლა ხდება მომენტალური ეფექტია გლეხისთვის, რაც მომავალ წელს კატასტროფულად დაუგდებს პროდუქციის ფას.

 

მეორე.

4000 სამუშაო ადგილი.

არაა ეს ხუმრობა განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც ქარხანაში საშუალოდ 50 ადამიანი მუშაობს.

კიდევ შენსას აწვები გიორგი.. :)

გასაგებია და სამწუხაროა, რომ სამუშაო ადგილები იკარგება.. სამწუხაროა, რომ ქარხნები შეიძლება დაიხუროს, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა ისე, როგორც გვთავაზობ შეუძლებელია, შეუძლებელი.. სხვას რომ თავი გავანებოთ, მსო-ს გამო მაინც..

 

სხვა რამეა საჭირო.. სხვანაირად უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.. ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე ზემოთ.. სხვა ვარიანტებს ფიქრი სჭირია..

 

რაც შეეხება კარტელურ მოლაპარაკებებს, ჩვენმა ეკონომიკის ნამინისტრალმა გენიოსმა, ვენებს რო იჭრიან, როგორც პო, ისე ოპო, გვითხრა: მენდეთ მე, მესმის თეორია, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ და არ აგიხსნით ამიტომო: არ არის საჭირო ანტიმონოპოლიური სამსახური ქვეყანაშიო.. ამერიკაში, ევროპაში და განვითარებული ქვეყნების 99%-ში რომ არის ეს სამსახური, იდიოტები არიან ისინი ეკონომიკაშიო :)

 

ხოდა აგერ ბატონო.. ვენდობით ჩვენც ჩვენს ლოკალურ გენიოსს :)

 

P.S.

გადავხედე პარტიის პროგრამას, ძალიან ბევრი პუნქტი გექნება ამოსაღები, ან მსო-დან საკუთარი ნებით უნდა გავიდეთ :(

სერიოზული საერთაშორისო ეკონომისტია მანდ საჭირო..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

გადავხედე პარტიის პროგრამას, ძალიან ბევრი პუნქტი გექნება ამოსაღები, ან მსო-დან საკუთარი ნებით უნდა გავიდეთ

გავალთ კაცო. აბა სოციალ-ლიბერალისტური პარტია ხო არ შეცვლის პროგრამას. ეგრე სადაა :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გავალთ კაცო. აბა სოციალ-ლიბერალისტური პარტია ხო არ შეცვლის პროგრამას. ეგრე სადაა

ნუ ეშმაკობ შენ, დუთ..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

კიდევ შენსას აწვები გიორგი.. :)

გასაგებია და სამწუხაროა, რომ სამუშაო ადგილები იკარგება.. სამწუხაროა, რომ ქარხნები შეიძლება დაიხუროს, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა ისე, როგორც გვთავაზობ შეუძლებელია, შეუძლებელი.. სხვას რომ თავი გავანებოთ, მსო-ს გამო მაინც..

 

სხვა რამეა საჭირო.. სხვანაირად უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.. ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე ზემოთ.. სხვა ვარიანტებს ფიქრი სჭირია..

 

რაც შეეხება კარტელურ მოლაპარაკებებს, ჩვენმა ეკონომიკის ნამინისტრალმა გენიოსმა, ვენებს რო იჭრიან, როგორც პო, ისე ოპო, გვითხრა: მენდეთ მე, მესმის თეორია, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ და არ აგიხსნით ამიტომო: არ არის საჭირო ანტიმონოპოლიური სამსახური ქვეყანაშიო.. ამერიკაში, ევროპაში და განვითარებული ქვეყნების 99%-ში რომ არის ეს სამსახური, იდიოტები არიან ისინი ეკონომიკაშიო :)

 

ხოდა აგერ ბატონო.. ვენდობით ჩვენც ჩვენს ლოკალურ გენიოსს :)

 

P.S.

გადავხედე პარტიის პროგრამას, ძალიან ბევრი პუნქტი გექნება ამოსაღები, ან მსო-დან საკუთარი ნებით უნდა გავიდეთ :(

სერიოზული საერთაშორისო ეკონომისტია მანდ საჭირო..

 

მე მესმის რაზეც მეუბნები.

პირველი. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ უმრავლესობით :) დიტოს დაეძინა, მარა მერე მოეწონა.

 

ეხლა რაც ეხება თვით პრობლემას. სცოიალ-ლიბერალიზმი გულისხმობს სახელმწიფოს ჩარევას, ამით განსხვავდება ლიბერალიზმისაგან.

 

ეხლა ამ შემთხვევაში რა ჩარევაზეა საქმე. იმაზე რომ გათანაბრდეს ექსპორტიორთა შანსები.

მეწარმე რომელიც თხილს ამუშავებს მისი პროდუქციის თვითღირებულება მეტია, ვიდრე იმისა, ვისაც გააქვს დაუმუშავებელი.

საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გათანაბრებაზე.

 

შემდგომ. საკითხი დაგს ასე გამოადგება ეს თუ არა სახელმწიფოს?

მერე მთავარი. სოციალიბერალიზმის იდეიით ყველა გადაწყვეტილება მისაღებია, თუ ეს გადაწყვეტილება უმრავლესობის სასარგებლოდაა.

არამგონია რომ აქ გადავუხვიეთ სოციალ-ლიბერალიზმს.

ეხლა ყველაზე მთავრი.

გითხარი მე შენ შემოდითქო ჩვენთან. აი რომ ყოფილიყავი ამ საკითხს გამოქვეყბნებამდე გაავრჩევდით და მივიღებით საერთო გადაწყვეტილებას.

ვერ დავიდებ თავზე რომ ამ შემთხვევაშიც მე 100%-ი სწორად მესმის, მაგრამ ისევ და ისევ, გავარჩიეთ და მოსაწონი აღმოჩნდა უმრავლესობით.

არ ვღებულობთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.

 

მეორე მიმართვა რომელიც შასკინს ეხება. ამ შემთხვევაშიც ჯერ შევეკითხე ვანახე და ა.შ.

აქ უკვე გირგი ვერ ვიპოვე, მაგრამ დანარჩენებს მოეწონა :)

 

ასე რომ თვით გადაწყვეტილება ლიბერალურ ფორმატში იყო მიღებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ უმრავლესობით :) დიტოს დაეძინა, მარა მერე მოეწონა

დიტოც ამ პარტიაშია გაწევრიანებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დიტოც ამ პარტიაშია გაწევრიანებული?

 

 

მე მრჩეველის პონტში ვარ. :givi: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მრჩეველის პონტში ვარ. :givi: :018:

მერე როგორ დაგეძინა კაცო ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...