proletari Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 (edited) "თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა 16 წლის მალხაზ მზექალიშვილს მაღაზიიდან სიგარეტის, ლუდისა და არყის ქურდობისთვის 10 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განმარტებით, მალხაზ მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარება 11 წლის ასაკშია შეწყვეტილი, მოსამართლემ განსასჯელისთვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა". ეს კი მამუკა წიკლაური: http://www.hcoj.gov.ge/?l&i=2248 ეს ფოტო ფრიდრიხ პლანეტელის მიერ არის გადაღებული? Edited November 11, 2010 by proletari Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 დუშაში, მაგრამ ბილწსიტყვაობას არ ვიყოთ. ელჩებთან ბოდიალს, აი ამ მოსამართლეს კონკრეტულად კარები აქვს ასაჭედი, სამარცხვინო ფლაერები და პლაკატები თელ გოროდში მოსაფენი და ა.შ. პროტესტი უნდა ამას, მარა შენც არ მომიკვდე... გუბაზი არა აიეტი კიდევ... ეჰ... რას გეტყვი იცი?...აი ამ რჩევებს რომ იძლევით და სამოქალაქო საზოგადოებასა თუ დემოკრატიულ ინსტუტუციებზე ლექციებს კითხულობთ, ზოგს პროტესტის პროტესტის ფორმებს უწუნებთ, ზოგს გამოხატვის, ზოგსაც პროგრამებს... აი ეს: http://www.tcc.gov.ge/uploads/sisxli/giorgi_chemia.jpg იცი ვინ არის? მოსამართლე გიორგი ჩემია. არაფერს გეუბნება ხომ ამის სახელი? ამან "გაასამართლა" გირგვლიანის მკვლელები. ამის სახლს მე და ჩემმა მეგობრებმა კითხვა–კითხვით მივაგენით სადღაც ტრაკში, ძველ რუსთავში, ზუსტად ეგრე სამარცხვინო ფლაერებით პლაკატებით, მთელ უბანში ყველა ჭიშკარზე გავაკარით მისი პლაკატი და ჩვენი განცხადება, რომ არის მონა და მკვლელებს აფარებს ხელს ფულის გამო. "მთელ გოროდში" ყველა ცენტრალურ და გამოსაჩენ ადგილას მოიფინა იგივე შინაარსის პლაკატები. გავაპროტეტეთ "შენც არ მომიკვდე", ხელებიც გადაგვიგრიხა პოლიციამ და "ფისტალეტიც" მოგვიღერა...და ეგეთი რამდენი, ათი, ოცი, ოცდაათი, მეტი? ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ქარელი, ამათი კუმირები, კურსგამძღოლები და პროდასავლელები რომ იყვნენ ერთის, მეორის, მესამის და მეოცის სახლთან, სამსახურთან, საკუთარი ჯიბიდან დახარჯული ფულითაც კი, მერე?........მერე ის, რომ შენ რომ მაშინ ეს გეკიდა და დამცინოდი, რას აკეთებს მოცლიაო?! ეხლა წახვედი, თბილად თუ არა, შენთვის ხარ და ისევ მე დამცინი, ველურიაო, არ იცის რა უნდა ქნასო...დამნაშავე და ჩამორჩენილი საკუთარ თავში ეძებეთ ყველამ და ანალგინი კი არა, დაჩი ცაგურია რო დაჩი ცაგურიაა, გინდაც მელორა, ხმა, კრინტი არ წაგცდეთ არავის!...იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის დამცირება, დევნა, წვალება, ოჯახის შეწუხება და შიში, თან სხვის გამო, უანგაროდ და თქვენნაირების შორიდან შემოხედილი ამრეზილი სიფათების წინ.თქვენ რომ გეძინათ, ჭამდით, სვამდით, ფსამდით, ტყნაურობდით, კითხულობდით, თამაშობდით, ცეკვავდით, მე თვალებამოღამებული, მთვარის ანაბარა, გულატკიებული, სიქაგამოცლილი ვაკეთებდი მაგ ყველაფერს. თქვენ რომ ცოლი, შვილი, სითბო, სიწყნარე აირჩიეთ და დარიგდით მათხოვრულ სახელმწიფო სამსახურებში თუ მათხოვრულ ემიგრანტებად, მე უარი ვთქვი მაგეებზე და სხვებზე ავიტკიე გული.მორჩით ამ დარიგებებს რა და ხორცები დაიჭამეთ მაინც სიმწრით...ოჯახ(ებ)ი მეც მყავს სარჩენი და არც თქვენზე ნაკლებად მიყვარს ისინი, მაგრამ შეგნებულად გავწირე. გთხოვთ გეყოთ ეს ბრძენკაცობა. არ ეგების თქვენგან სხვისი კრიტიკა. ეგ იგივეა კაცი ჩხუბში მიატოვო და მერე არჩიო ქვა უნდა ჩაერტყა თუ სადგისი. მთლად პირადულად ნუ მიიღებ. ზოგადად მიიღე...პროსტა მაგრად მეტკინა გული რა. გადავხედე ეხლა ჩემს განვლილ ცხოვრებას, ბოლო 10 წელიწადს და სხვებზე გულის ტკივილის მეტი არაფერი მიკეთებია ცხოვრებაში. გინდა ქუჩაში და გინდა ისე...არც ვინანებდი უცნაური რო არ იყოს ეს ცხოვრება: ქუჩაშიც ეგრე იყო, ჩმორის ჩმორებისთვის თავზე ხელი გადამისვამს და ჩემი შიშით უბატონოდ ხმა აღარ გაუციათ მერე, მარა დრო გასულა და თვითონ გამხდარა განდონი და ბეზპრიდელშიკი და ცხოვრება თურმე უარესი მურტალი ყოფილა - ყველა "ჭკვიანმა" და "ვაჟკაცმა" თავი დურთა ზოგმა სად და ზოგმა სად, "რა ვქნა ძმაო, ოჯახიო...", რომ უჭირდათ, რაზეც უჭირდათ და როგორც უჭირდათ ყველას ანალგინი ხომ ვიყავი (ამიტომაც ავიღე ეგ ნიკი), თვალი არ დამიხამხამებია ცოდოა, ცოდოა მეთქი, შუაზე გავხეულვარ, შუბლით გამიტანია, ქვა გამიხეთქავს და მე კი არ მითხოვია არავისთვის არაფერი, მარა ჭკუას მაინც ნუღა დამარიგებენ ეგ პირდაპირი მნიშვნელობით ოჯახაშენებულები რა. ნუ მასწავლიან გამოსავალს და უკეთეს გზას. ნურც მორალს წამიკითხავენ. თქვენი გამოსავალი რაც იყო, ვნახე - საქმე საქმეზე რომ მიდგა ოჯახი და საკუტარი ტყავი აირჩიეთ და ქვეყნისთვის რა არის უკეთესი ეგ რომ გცოდნოდათ კი არა, გდომოდათ მაინც, დღეს მაგ გზაზე არ იდგებოდით საცა ხართ. მინიმუმ მაშინ იქნებოდით ჩემს გვერდზე. ეგოისტების ყოფილა ეს ქვეყანა... მთელი ამ ყველაფრის მორალი ერთია, რომ სხვებს ნუ გააკრიტიკებთ. არ გაქვთ უფლება. შეუბერეთ ეხლა, პოსტეთ. P.S. წვეთი ალკოჰოლი არ მაქვს მიღებული კაი ხანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 (edited) analgin მაიცა, ვერ გავიგე და ემიგრანტებს რას გვამადლი ირაკლი? მე რომ ჩემი ქვეყანა და ხალხი არ მიყვარდეთ,აქ დამპოსტავი ვიქნებოდი შენის აზრით და მანდ როცა ვიყავი,პოლიტიკა მაგარი მეკიდა და აქ რომ არ წამოვსულიყავი,ისევ ისე მეკიდებოდა.რაში გვადანაშაულებ გვითხარი აბა? მე სამი ჭიქა მაქვს დალეული. Edited November 12, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 წიკლაური და ასეთი უჯიშო ჯერ არ შემხვედრია ნუგზარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 მოიცა რა, ჯერ კონსტრუქციულად ვედიალოგოთ ხხელისუფლებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 ბატონებო, ვიყოთ კოსნტრუქციულები,მოსამართლე მამუკა წიკლაურს თქვენზედ და ჩემზედ უკეთ ესმის юრესპრედენცია, შესაბამისად მან უკეთ უწყისსსრა სახის სასჯელის ზომა უნდა შეეფარდებინა მსჯავრდებულისთვის,შეგახსენებთ რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია და თუკი მსჯავრდებული არაა კმაყოფილი არსებული სასჯელითმას შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს საოლქო ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში სადაც მოსამართლეთა კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია ვიდრე რაიონულ სასამართლოში, ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა დაველოდოთ როგორ განიხილავენ ამ საქმეს მოსამართლეები ზემდგომ სასამართლოშიებში და დასკვნა შემდგომში გავაკეთოთ, თუკი საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები,წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია თქვენი აღშფოთების და ამ აღშფოთების გამოხატვის ფორმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chombe Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 Siknadmoბატონებო, ვიყოთ კოსნტრუქციულები,მოსამართლე მამუკა წიკლაურს თქვენზედ და ჩემზედ უკეთ ესმის юრესპრედენცია, შენ მაგაში დარწმუნებული ხარ, რომ მაგ ნაძაღლარს იურისპრუდენცია ესმის ან სამართლიანობაზე აქვს საერთოდ წარმოდგენა ? ამ ნაგავთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ცნობილი ინგლისელი ადვოკატი ჰარისისი წიგნიდან მაგალითად მოვიტან ლონდონის სასამართლოს ერთ გადაწყვეტილებას და ისე ცნობისმოვარეობისათვის გაეცანი; ასამართლებდნენ პატარა ბიჭს რომელმაც დახლიდან ფუნთუშა მოიპარა... მოსამართლემ განსასჯელს მიმართა თუ რატომ ჩაიდინა ეს ქმიდება. ბიჭმა გულწრფელად უპასუხა - მშიოდა, მილორდ ! მოსამართლემ აუხსნა მას რომ ქურდობა უღირსი საქციელია, შემდგომ ბრძანება გასცა, რომ იმ წუთას სასამართლოში მყოფი ყველა მოქალაქე მის დარბაზში შემოეყვანათ, რომლებსაც მან თხოვნით მიმართა - ეს პატარა უპოვორი ბიჭი რომელიმე მათგანს მოსამსახურედ აეყვანა... ამის სურვილი ერთმა ჯენტლმენმა გამოთქვა და ეს ბიჭი თავისთან წაიყვანა სამუშაოდ მებაღის თანაშემწედ... ამის შემდგომ მოსამართლე მეფუნთუშეს მიუბრუნდა და მას მიმართა:თქვენ სერ, დანაშაულის ხარისხიდან და დამნაშავის გარეგნობიდან გამომდინარე უნდა მიხვედრილიყავით, რომ აღნიშნული ქმედება უბრალოდ შიმშილით იყო განპირობებული, ამის მაგივრად კი თქვენ სასამართლოში წარმოადგინეთ ყმაწვილი და მისი დასჯა მოითხოვეთ, რასაც ნამდვილად ვერ მოგიწონებთ ამ შემთხვევაშიო... ამასთან მოსამართლე დაეყრდნო 200 წლის წინანდელ ერთ-ერთ ედიქტს, რომელიც მეფუნთუშეებს დახლების უმეთვალყურეოდ მიტოვებას უკრძალავდა და ამ ჩვენს მეფუნთუშეს ერთი დღით პატიმრობა და ერთი ფუნტი-სტერლინგი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა ! რატომ მოვყერვი ეს ისტორია, განა არ მესმნის რომ ამნაირები ჩვენში წარმოუდგენელია, მესმის როგორ არა... უბრალოდ, შევეცადე დამენახებინა ის თუ რა ძალა აქვს სამართლიანობას, და სად არიან ის ქვეყნები სადაც საქმეს მაღალი ზნეობის ადამიანები წყვეტენ სამართლიანობის უმაღლესი პრინციპებიდან გამომდინარე და სად ისენი - სადაც სამართლის განჩინება პოლიტანგაჟირებულ ნაძაღლარ მონებს აქვთ მინდობილი ! ! ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 მდა.... არც კი ვიცი რა დავწერო.გინება ბანალურია.აღშფოთება უაზრო.ნამუსისკენ მოწოდება სისულელე.ამიტომ.რუსებეეეეეეეეე...და რუსთაველზე ხეებზე დაკიდებული ნაციონალები თავის მოსამართლეებიან,პროკურორებიან, პოლიციელებიანად...არაა რა სხვა გამოსავალი.სულ უფრო და უფრო გიჟდებიან.რაც მთავარია, ეს შეუქცევადია.როდესაც ხელისუფლების წყაროდ ძალას აქცევ,აქედან უკუსვლა შეუძლებელია. მხოლოდ წინ უნდა იარო, უფრო გაუხეშებისკენ.ხოდა ალასანიას იმედზე მყოფებს... დიიიდი სევდა და გვემა გელით წინ. ესეც იცოდეთ.მე რა დავაშავე უბრალოდ რომ თქვენნაირების გამო მეც იგივე მაწაკობაშI უნდა ვიცოხვრო... ან არ ვიცხოვრო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 ეჰ... რას გეტყვი იცი?...აი ამ რჩევებს რომ იძლევით და სამოქალაქო საზოგადოებასა თუ დემოკრატიულ ინსტუტუციებზე ლექციებს კითხულობთ, ზოგს პროტესტის პროტესტის ფორმებს უწუნებთ, ზოგს გამოხატვის, ზოგსაც პროგრამებს... აი ეს: იცი ვინ არის? მოსამართლე გიორგი ჩემია. არაფერს გეუბნება ხომ ამის სახელი? ამან "გაასამართლა" გირგვლიანის მკვლელები. ამის სახლს მე და ჩემმა მეგობრებმა კითხვა–კითხვით მივაგენით სადღაც ტრაკში, ძველ რუსთავში, ზუსტად ეგრე სამარცხვინო ფლაერებით პლაკატებით, მთელ უბანში ყველა ჭიშკარზე გავაკარით მისი პლაკატი და ჩვენი განცხადება, რომ არის მონა და მკვლელებს აფარებს ხელს ფულის გამო. "მთელ გოროდში" ყველა ცენტრალურ და გამოსაჩენ ადგილას მოიფინა იგივე შინაარსის პლაკატები. გავაპროტეტეთ "შენც არ მომიკვდე", ხელებიც გადაგვიგრიხა პოლიციამ და "ფისტალეტიც" მოგვიღერა...და ეგეთი რამდენი, ათი, ოცი, ოცდაათი, მეტი? ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ქარელი, ამათი კუმირები, კურსგამძღოლები და პროდასავლელები რომ იყვნენ ერთის, მეორის, მესამის და მეოცის სახლთან, სამსახურთან, საკუთარი ჯიბიდან დახარჯული ფულითაც კი, მერე?........მერე ის, რომ შენ რომ მაშინ ეს გეკიდა და დამცინოდი, რას აკეთებს მოცლიაო?! ეხლა წახვედი, თბილად თუ არა, შენთვის ხარ და ისევ მე დამცინი, ველურიაო, არ იცის რა უნდა ქნასო...დამნაშავე და ჩამორჩენილი საკუთარ თავში ეძებეთ ყველამ და ანალგინი კი არა, დაჩი ცაგურია რო დაჩი ცაგურიაა, გინდაც მელორა, ხმა, კრინტი არ წაგცდეთ არავის!...იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის დამცირება, დევნა, წვალება, ოჯახის შეწუხება და შიში, თან სხვის გამო, უანგაროდ და თქვენნაირების შორიდან შემოხედილი ამრეზილი სიფათების წინ.თქვენ რომ გეძინათ, ჭამდით, სვამდით, ფსამდით, ტყნაურობდით, კითხულობდით, თამაშობდით, ცეკვავდით, მე თვალებამოღამებული, მთვარის ანაბარა, გულატკიებული, სიქაგამოცლილი ვაკეთებდი მაგ ყველაფერს. თქვენ რომ ცოლი, შვილი, სითბო, სიწყნარე აირჩიეთ და დარიგდით მათხოვრულ სახელმწიფო სამსახურებში თუ მათხოვრულ ემიგრანტებად, მე უარი ვთქვი მაგეებზე და სხვებზე ავიტკიე გული.მორჩით ამ დარიგებებს რა და ხორცები დაიჭამეთ მაინც სიმწრით...ოჯახ(ებ)ი მეც მყავს სარჩენი და არც თქვენზე ნაკლებად მიყვარს ისინი, მაგრამ შეგნებულად გავწირე. გთხოვთ გეყოთ ეს ბრძენკაცობა. არ ეგების თქვენგან სხვისი კრიტიკა. ეგ იგივეა კაცი ჩხუბში მიატოვო და მერე არჩიო ქვა უნდა ჩაერტყა თუ სადგისი. მთლად პირადულად ნუ მიიღებ. ზოგადად მიიღე...პროსტა მაგრად მეტკინა გული რა. გადავხედე ეხლა ჩემს განვლილ ცხოვრებას, ბოლო 10 წელიწადს და სხვებზე გულის ტკივილის მეტი არაფერი მიკეთებია ცხოვრებაში. გინდა ქუჩაში და გინდა ისე...არც ვინანებდი უცნაური რო არ იყოს ეს ცხოვრება: ქუჩაშიც ეგრე იყო, ჩმორის ჩმორებისთვის თავზე ხელი გადამისვამს და ჩემი შიშით უბატონოდ ხმა აღარ გაუციათ მერე, მარა დრო გასულა და თვითონ გამხდარა განდონი და ბეზპრიდელშიკი და ცხოვრება თურმე უარესი მურტალი ყოფილა - ყველა "ჭკვიანმა" და "ვაჟკაცმა" თავი დურთა ზოგმა სად და ზოგმა სად, "რა ვქნა ძმაო, ოჯახიო...", რომ უჭირდათ, რაზეც უჭირდათ და როგორც უჭირდათ ყველას ანალგინი ხომ ვიყავი (ამიტომაც ავიღე ეგ ნიკი), თვალი არ დამიხამხამებია ცოდოა, ცოდოა მეთქი, შუაზე გავხეულვარ, შუბლით გამიტანია, ქვა გამიხეთქავს და მე კი არ მითხოვია არავისთვის არაფერი, მარა ჭკუას მაინც ნუღა დამარიგებენ ეგ პირდაპირი მნიშვნელობით ოჯახაშენებულები რა. ნუ მასწავლიან გამოსავალს და უკეთეს გზას. ნურც მორალს წამიკითხავენ. თქვენი გამოსავალი რაც იყო, ვნახე - საქმე საქმეზე რომ მიდგა ოჯახი და საკუტარი ტყავი აირჩიეთ და ქვეყნისთვის რა არის უკეთესი ეგ რომ გცოდნოდათ კი არა, გდომოდათ მაინც, დღეს მაგ გზაზე არ იდგებოდით საცა ხართ. მინიმუმ მაშინ იქნებოდით ჩემს გვერდზე. ეგოისტების ყოფილა ეს ქვეყანა... მთელი ამ ყველაფრის მორალი ერთია, რომ სხვებს ნუ გააკრიტიკებთ. არ გაქვთ უფლება. შეუბერეთ ეხლა, პოსტეთ. P.S. წვეთი ალკოჰოლი არ მაქვს მიღებული კაი ხანია. აჰა, ეგრეც ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან შენც დაწერდი ამას... მოგვიანებით დავწერ პასუხს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 asesino_141რა პასუხი უნდა დაუწერო...ერთი გრამი ტყუილი არ უწერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 chombeჩემი თხოვნა იქნება, რომ სიგნაჩა შეცვალო. მკიდია იქაურობა, მაგრამ ჩემის აზრით არაკორექტულია ასეთი სიგნაჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 chombeფორუმჯვიდან დევნილიერთი ასეთი კითხვა მაქვს, მართლა მაინტერესებს და არ დაიწყოს ახლა ზოგმა რომ იცის პროვოკაცია და ა.შ.თუ ჯვი იყო და ყარდა იქაურობა, უკაცრავად და იმ განავლის სუნში ამდენ ხანს რას აკეთებდი? რომ გამოგაგდეს მერე აყროლდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 Saturnლოგიკური კითხვაა.მე მაგალითად ჩემით წამოვედი. როდესაც სუნმა შემაწუხა პ.ს.მაგრამ თემას ნუ გადავუხვევთ პლზ.მოდერ ამან დაიწყო ეხლა გაჩეთავება თემის და მიხედე ვიცი ამის ნაცადი ხერხები asesino_141ზედა პოსტი წაიკითხე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chombe Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 (edited) asesino_141ჩემი თხოვნა იქნება, რომ სიგნაჩა შეცვალო. მკიდია იქაურობა, მაგრამ ჩემის აზრით არაკორექტულია ასეთი სიგნაჩა. მიღებულია. წავშალე, რამე უფრო პოეტურს მოვიფიქრებ სამერმისოდ სიგნაჩად! Saturnერთი ასეთი კითხვა მაქვს, მართლა მაინტერესებს და არ დაიწყოს ახლა ზოგმა რომ იცის პროვოკაცია და ა.შ.თუ ჯვი იყო და ყარდა იქაურობა, უკაცრავად და იმ განავლის სუნში ამდენ ხანს რას აკეთებდი? რომ გამოგაგდეს მერე აყროლდა? რავი, აბა, არ მეგონა მართლაც ამ დონეზე თუ კონტროლირდებოდა იქაურობა და რომ გავიგე, ზოგიერთების ბედი და უბედობა იქაურ პალაჟენიაზე ჰკიდია თურმე, გავერიდე...ადამიანები არიან ეგენიც პრინციპში, ატყუილებენ ვიღაცას, რომ ინეტპორტალს აკონტროლებენ და ხალხის გონებაზე გავლენა აქვთ, ხოდა, ამით მოიპოვებენ "პურს არსობისა" და არ მინდა ხელი შევუშალო, აზრიც არა აქვს... გაუშვი იმამაძაღლონ...აბა, მაგნაირებთან კამათს რა აზრი აქვს, ის მუშაობს - შენ ერთობი, მას დავალებები აქვს - შენ გულწრფელად ფოსტავ... ხოდა, მუდმივი კონფლიქტის წყაროც ესაა... ბოლოს ტელეფონიდან რომ დამიწყეს პალაჟენიების გაიასნება და საკუთარი მდგომარეობის ტრაღიკულობის ახსნა (ხომ ვთქვი ზევით ადამიანები არიან ეგენიც მეთქი), ქეც გავერიდე, მაგრამ კარგი წარმოდგენა მათზე არასდროს არ მექნება... რას იზამ, მონა არავის უყვარს ! პ.ს. ბოდიში ოფისთვის! Edited November 12, 2010 by chombe Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 Saturn ნუ აოფებ და თემის გარშემო გააკეთე კომენტარი. ვერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.