T_A_T Posted November 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს .ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით, ზურაბიშვილი საქმიანობას ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს."ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა პარტიის პრესსამსახურს, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. "მე მხოლოდ ხვალინდელი საგანგებო განცხადება დავაანონსე, ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ; ინფორმაციას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ", - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ჯაჯანაშვილმა.analginეგ პოლიტიკიდან წასვლაა კაცო? გადაირევა რა კაცი-როგორ უყვარტ ქარტევლებს ყველაფრის გაბუქება..საქარტველოდან მიდის ტუ არ დაწერეს ----ქარტული პოლიტიკიდან მიდის მაინც დაეწერატ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 ვინც მაგას პოლიტიკოსობა დააბრალა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს და ეს კიდე პოლიტიკაში იყო..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 newstudio ეგ პოლიტიკიდან წასვლაა კაცო? ეგ საქართველოდან წაასვლაა, რაც მეტად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და მგონებ ლაშა 1997-ს შეგონებებმაც თავის წვლილი შეიტანა ამაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 რატომ წავიდა? ის ხომ ქაჯი არაათუ ეშმაკის ენას რომ დასთანხმდნენ მაგიტომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 ამ ქალბატონმა თავის დროზე 10 წუთიანი ტელეეტერით იპოდრომზე იმაზე მეტი ხალხი შეაგროვა ვიდრე თავის დროზე ვარდების რევოლუციის დროს.. ასეთი გახლდათ მაშინდელი შეფასება––საზოგადოებას ამცნო, რომ ქაჯები კი არ მოდიოდნენ–მიდიოდნენ, თუმცა როგორც ახლა თვითონ ამბობს ამავე „ქაჯებმა“ ის იძულებული გახადეს ქვეყნიდან წასულიყო. რა რეალობის დანახვას ურჩევს სალომე ზურაბიშვილი ქართველებს და რას უბარებს ის, რევოლუციების სამშობლოს, პარიზის რეისზე მიმავალი საქართველოს–ამაზე თავად გვესაუბრა. ინტერვიუ ექსკლუზიურია, ჟურნალისტის და მაესტროს გარდა იქ არავინ ყოფილა.. ტაიმ–აუტს ვიღებ არსად არ მივდივარ.. ვიღებ ტაიმ–აუტს პოლიტიკიდან და საქართველოდან.. ეს არის დროებით, ჩვენი ქვეყნის ერავნდელი მდგოამრეობის მიხედვით აქ უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლება. ეს რეალობა უნდა დავინახოთ, არანაირი პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზი აღარ არსებობს და ვუყურო ამას და უმოქმდო ვიყო?. –––გამოდის რომ ქვეყანაში დარჩენლი პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად უმოქმედოდ არიან? ან თუ რამეს აკეთებენ, ეს წყლის ნაყვად ჩავთვალოთ? ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარ თავზე ილაპარაკოს. მე მხოლოდ სიმართლის თქმა შემიძლია, არ მაქვს იმხელა დაფინასნება მხოლოდ პიარზე ვიმუშაო და როცა დრო არის სათქმელს ვამბობ. ვთვლი რომ ეს დემარში საჭიროა ჯერ მარტო იმისთვის რომ სხვა მსოფლიომ გაიგოს იმის შესახებ რაც საქართველოში ხდება. ამ ხელისუფლებას არ ჩავუდგები სამსახურში და არ დავეხმარები საქართველოში იმიტირებული დემოკრატიული ოპოზციის შექმნაში. ეს ტყუილი იქნება პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნა მოითხოვს ერთ რამეს რომ, შენ უნდა შეძლო რაღაცის შეცვლა ამ პოლიციური რეჟიმის ქვეყანაში რამის შეცვლა შეუძლებელია და მე ვაპირებ ამათ შენჯღრევას. –––ამ ლოგიკით ქალბატონო სალომე გამოდის რომ ქვეყანას ქმედითი ოპოზიცია აღარ ჰყავს?! ჩემი აზრი მხოლოდ ჩემს თავს ეხება მე ვერ ვიქნები უმოქმედო. მე ვერ ვუყურებ ქვეყნის ჩაძირვას და არ შემიძლია ხალხს თვალებში ვუყურო და ვერ ვშველიდე. მე შესაძლებელია საქართველოს საზღვრებს გარეთ უფრო გამოვადგე ჩემი კონტაქტებით და მგონია რომ მოვახერხებ იმას რაც მსურს. სამშობლოში დარჩენი ყველა ფორმა ვცადე, 114 დღე განუწყვეტლივ აქციაზე ვიდექი, ახლა სხვა გზას ვცდი, დარწმუნებული ვარ რომ აქ ყვლაფერი ძალიან მალე შეიცვლება. –––როდის ვარუდობთ უკან დაბრუნებას? წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება მაგრამ თუ ჩემს ინსტიქტს დავუჯერებთ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს ძალიან მალე იქნება. მე იქ სადაც მივდივარ ძალიან თავისუფალი ვიქნები. ––ანუ თქვენ თავისუფალი იქნებით არჩევნაში და მაშინ დარუნდებით ქვეყანაში როდესაც მოგესურვებათ?? კი მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ვიქნები. ––ძალიან ბევრი ჭორის გავრცელდა ქალბატონო სალომე თქვენი წასვლის გამო და მათ შორის ისიც რომ ნაწყენი ხართ ოპოზიციაზე.. არავიზე ვარ ნაწყენი, უბრალოდ გულნატკენი ვარ იმით რომ ვერაფერი შევცვალეთ აქამდე. ეს არის ტკივილი ამ ქვეყნის, ყოველდღიური დაჭერები, ამას ვერაფერს ვშველიდი და მტკვა ის რომ, პოლიტიკურო სპექტრი სწორედ ჩვენ, ამ ტიპის ქმედებებისგან უფრო დაცულები ვართ ვიდრე უბრალო მოქალაქეები. ძალიან მძიმეა ეს პოლიტიკური ლიდერისთვის. ––რას დაუბარებდით პოლიტიკურ ოპოზიციას ოპოზიციას არაფერს დავუბარებდი, მხოლოდ საქარველოს ვთხოვ რომ რელობას ჩახედოს თვალებში. საზოგადოება მოემზადოს სიმართლის დასანახად, ის უნდა შედგეს როგორც საზოგადოება, ნუღარ დავუმალავთ ჩვენს თავს რეალობას. თუ გამოვფხიზლდით ძალიან სწრაფად განვითრადება მოვლენები და ვიცი რომ ხანდახან გზა შინისაკენ სხვა მწვერვალებზე გადის. ––როგორ დაინახოს საზოგადოებამ ის რაც აქამდე ვერ შენიშნა? ძალიან ბევრი უსინდისობა და ნაძირლობაა ამ ქვეყანში, რაც ნელნელა ანადგურებს ერს. ხელისუფლება იკვებება იმით როდესაც ჩვენს შიგნით ავითარებს სიბოროტეს, რაც უკვე მოგვიანებით ჩვენვე საკუთარი თავის მტრად გვაქცევს. ღმერთმა გამოგვიგზავნა განსაცდელი რომელსაც უნდა მივხედოთ თუ დავინახავთ ამ განსაცდელს ჩვენ ამათ დავამარცხებთ. ჩემი გზა რადიკალური, რევოლუციური გაგებით არსადროს ყოფილა, მე ეს ფორმები არც ვიცი მაგრამ მგონია რომ ამ ხალხის სწორე გზიდან თუ ამოვა ესეც მისაღები იქნება და თუ ეს ყალბი აღმოჩნდა მაშინ ისიც წავა სიბოროტისკენ. http://journalist.ge/?menuid=2&id=58&lang=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 ვინც მაგას პოლიტიკოსობა დააბრალა....ალბათ გაგვიმხელთ პირადად თქვენი პოლიტიკოსების გრძელ სიას იმათში, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკოსს ეძახის საქართველოში, სალომეს ყველაზე დიდ პატივს ვცემდი. პირველ რიგში მაგის პოლიტიკური პლატფორმის გამო, მეორე რიგში მაგისი პოლიტიკური ანალიზის გამო. როგორც პოლიტიკოსმა სუსტად იმოქმედა, თვითონაც დაინახა თავისი შეცდომები და გულახდილად აღიარა - ბოლო ნაბიჯი ამაზე მეტყველობს. ამ ნაბიჯით უფრო გაზარდა ჩემი მის მიმართ ნდობა. თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა ადრე მეც "ეგეთი" ნაბიჯი გადავდგი - ფორმალურად წავედი ამ ფორუმიდან. მიზეზი დაახლოებით ისეთივეა. მაგიტომ სალომესი ძალიან კარგათ მესმის! ვერც ერთს საქართველოში პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ. ვერც ერთ ქართველ "პოლიტიკოსს" სალომეზე მაღლა ვერ და არ დავაყენებ. ქართველები არასდროს ევროპელები არ იყვნენ. საქართველოში ევროპული პოლიტიკური იდეები და შეგნება არავის არა სჭირდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 GeoStream ფორმალურად წავედი ამ ფორუმიდანრამე გამომრჩა? ვერც ერთს საქართველოში პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ. ვერც ერთ ქართველ "პოლიტიკოსს" სალომეზე მაღლა ვერ და არ დავაყენებ. ქართველები არასდროს ევროპელები არ იყვნენ. საქართველოში ევროპული პოლიტიკური იდეები და შეგნება არავის არა სჭირდება! +++++++++++++++++++++++++++ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 GeoStreamროგორც პოლიტიკოსმა სუსტად იმოქმედა, თვითონაც დაინახა თავისი შეცდომები და გულახდილად აღიარა - ბოლო ნაბიჯი ამაზე მეტყველობს. ამ ნაბიჯით უფრო გაზარდა ჩემი მის მიმართ ნდობა. თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა ადრე მეც "ეგეთი" ნაბიჯი გადავდგი - ფორმალურად წავედი ამ ფორუმიდან. მიზეზი დაახლოებით ისეთივეა. მაგიტომ სალომესი ძალიან კარგათ მესმის! მე ვისაც არ ვიცნობ მასზე არაფერს ვამბობ ან ვაყოლებ სიტყვას-შესაძლოა.ვიყავი მაგათთან მე ცოტა ხანი, ერთ არჩევნებზე. ვიცი შიდა სამზარეულო. ჩემი დასკვნა ასეთია: მოკლედ რომ ვთქვა არ არის ეგ სერიოზული პარტიის ჩამომყალიბებელი, ძალიან სუსტია საორგანიზაციო საქმეებში.იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მიშიკოსგან გამოქცევით გაითქვა სახელი და არა საკუთარი ინდივიდუალიზმით.მარტო კრიტიკით და გინებით საქმე რომ არ კეთდება, უკვე ვიცით.ახალი იდეების და ახალი ტალღის შემქმნელები არცერთი არაა ჯერ ჯერობით.არ არის ლიდერი, არ არის პარტია, აბა სხვა რა არის პოლიტიკოსი?წიგნებს ყველა კითხულობს, გამოყენება უნდა ცოდნას. ვერც ერთს საქართველოში პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ. ვერც ერთ ქართველ "პოლიტიკოსს" სალომეზე მაღლა ვერ და არ დავაყენებ.ქართველები არასდროს ევროპელები არ იყვნენ. საქართველოში ევროპული პოლიტიკური იდეები და შეგნება არავის არა სჭირდება! გეთანხმები, აქ ცოტა სხვაგვარი პოლიტიკური ლიდერია საჭირო, სხვაგვარი ალღო, სხვაგვარი ქარიზმა.რა ევროპა, გაქანებული აზიელები ვართ არსით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.