lasha_alo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 თამარ ჩხეიძე http://netgazeti.ge/GE/33/News/3164/ინტერნეტკონტროლი-საქართველოში.htm პირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში – კანონის მიხედვით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის. საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიები, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ვალდებულები არიან გამოძიებისთვის პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. კავშირგაბმულობის იმ კომპანიებში, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება 24 სექტემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა: კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია, რაც ცვლილება ამოქმედდა , ამ დრომდე ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც კანონის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია აქვს. არც ერთ მედიას ეს თემა ამ დრომდე არ გაუშექებია. კანონის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთისგან გაიგო ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დიანა მიატოვიჩმა. მან გვითხრა, რომ ხშირად ეროვნული უსაფრთხოების სახელით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მნიშნელოვანია, რომ ამ კანონმა, რომელიც შესაძლოა, გვიცავდეს კიბერდანაშაულისგან თუ ტერორისტული აქტისგან, არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“. მიატოვიჩმა თქვა, რომ ყველაზე მნიშნელოვანია მსგავსი საკითხების მაქსიმალური გამჭვირვალობა: „თუ ეს კანონი მართლაც არსებობს, აუციელებელია, რომ ის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა გამომძიებელს არ შეეძლოს იმის ნახვა, რასაც მოისურვებს“. „ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება“ – ეს ის უფლებაა, რომელიც საგამოძიებო სამსახურს კანონით მიენიჭა. სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ან გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შემთხვევისას, როგორც ეს ხდება სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლება, გააკონტროლონ ელექტრონული ინფორმაცია. „აქამდე, დავუშვათ, სკაიპის საუბრების კონტროლი არ იყო ხელმისაწვდომი ოპერატიული მუშაკისთვის. ასევე, არ იყო გათვალისწინებული ამ კანონით ინტერნეტ რესურსში შეღწევა და იქ დანაშაუალის გამოვლენა», – ამბობს იურისტი ეკა ხუციშვილი. ის ამბობს, რომ ცვლილებების ძირითადი არსი კიბერდანაშაულის გამოვლენას უკავშირდება. თუმცა მისივე თქმით, არ არის აუცილებელი, დანაშაული კომპიუტერული ხასიათის იყოს, რომ გამომძიებელმა პირადი კომპიუტერული ინფორმაციის წვდომა მოითხოვოს. „თუ რეალურად მაილსერვერთან არ აქვს წვდომა, ეს უნდა მოხდეს პროვაიდერებთან შეთანხმებით. კანონში ეს იმიტომ წერია, რომ ადმინისტრატორი არის ვალდებული ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,–ამბობს ხუციშვილი. კომპანიები სილქნეტი, აიტიდისი და კავკასუს ონლაინი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და რომ მათ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც კანონს ექვემდებარება, შეასრულებენ. კანონით გათვალისწინებულია, რომ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მოითხოვონ: „ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან,კომპიუტერული სისტემიდან . ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი“. უმრავლესობა ფართო მოხმარების პირადი მეილები და სოციალური ქსელები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული, არ არის ქართული. მაგალითად, yahoo, gmail, facebook, twitter და სხვა, რომელსაც აქტიურად იყენებენ საქართველოში. მათი გაკონტროლება ქართული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის სირთულეს წარმ ოადგენს. ქართულია ფორუმ.გე, ფოსტა.გე, აიტივი.გე, ფეის.გე – მათ შემთხვევაში გამოძიებას აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა ამ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე. თუ საგამოძიებო სამსახურებისთვის, ეჭვის არსებობის და სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში, გართულდება ფეისბუქთან, იაჰუსთან და ჯიმეილთან წვდომა, ქართული ფორუმები თუ ფოსტები, მარტივად ხელმისაწვდომია. თუმცა იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს,რომ არსებობსსისხლის სამართლის საქმეების საერთაშორისო კანონი. რომლის თანახმად ხდება სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მაგრამ სხვა ქვეყნის საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი ზემოთჩამოთვლილი კომპანიები არ გასცემენ ინფორმაციას. ამის ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, მათ არ ავალდებულებს გამოძიებასთან მუშაობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2009 წელს შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო სამსახურები ინტერნეტის გაკონტროლების უფლებას მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს კანონი სენატმა არ მიიღო. დებატები ამ დრომდე გრძელდება. კანონის მიღების მომხრეები აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტებისგან თავის დასაცავად და ასევე, კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამ ტიპის კანონის არსებობა.ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი საფრთხის შემცველია. დემოკრატიის და ტექნოლოგიების ცენტრის ერთ–ერთი წარმომადგენელი, გრეგ ნოიემი ღიად აცხადებდა, რომ ამ კანონის მიღება, კომპანიების პრივატულობის აქტის დარღვევას ნიშნავდა. ცნობილ სოციალურ ქსელ ფეისბუქს აქვს თავისი პრივატულობის აქტი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია არ გაიცემა მესამე პირზე. ვალერი ნასყიდაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ამბობს, რომ კონკრეტულ კომპანიებზეა დამოკიდებული, მისცემენ თუ არა უფლებას მესამე პირს, ამ შემთხვევაში გამოძიებას, მომხმარებლის პირად ინფორმაციას. ეს ვრცელდება როგორც მეილებზე, ასევე, სოციალური ქსელების პირად საუბრებზე. ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ მესამე პირს მისცეს ინფორმაცია, არსებობს, მაგრამ საჯაროდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის მისი მომხმარებლის პირად ინფორმაციას არ გასცემს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა. მაგალითად, არაბეთის ემირატებში RMI-ის ქსელი რამდენიმე დღე იყო გათიშული იმ მიზეზით, რომ სპეცსამსახურებს კოდირების გასაღები უნდოდათ. ვალერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სამ სავარაუდო საშუალებას ასახელებს. 1. თუ თავად გაქვს ინფორმაცია აფიშირებული და მითითებული გაქვს სოციალურ ქსელში სტატუსად საჯარო 2. თუ შენი პირადი პაროლი არ არის კარგად დაცული 3. თუ კომპანიამ ფარულად მისცა შენი პირადი მონაცემები მესამე პირს. თუმცა მესამე შემთხვევაში, მოპოვებული ინფორმაცია არ გამოდგება საქმის წარმოებისთვის დამამტკიცებელ საბუთად იმიტომ, რომ ის არ ჩაითვლება კანონიერად. იურისტი ხუციშვილი ამბობს,რომ საგამოძიებო სამსახურს ჭირდება მოსამართლის ნებართვა, აღნიშნული კანონის მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისთვის. თუმცა მისივე თქმით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საგამოძიებო სამსახურს აქვს უფლება ჯერ ქმედება განახორციელოს, შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს სასამართლოს, სადაც დაასაბუთებს, რომ მისი ქმედება გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით. კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის საფრთხე გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით, იურისტი გვპასუხობს: „ზოგადად, საკანონმდებლო დონეზე ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის იმიტომ, რომ შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობით იყოს საჭირო მოქმედება. და მეორე არის პრაქტიკა. გამომძიებელმა კარგად უნდა ჩამოაყალიბოს, რომ დაგვიანების შემთხევევაში ინფორმაცია აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი“. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ფორუმის PM უნდა მიაწოდო ვანოს. ვანოს გადაეცი, რომ აქ სატურნი გვაყავს და თავი დაგვანებოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ფარდებს როდის ჩამოგვახსნევინებენ ფანჯრებიდან, არ უთქვამთ?ჩრდილო კორეაში ესეა და ამითღა განვსხვავდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ფარდებს როდის ჩამოგვახსნევინებენ ფანჯრებიდან, არ უთქვამთ?ჩრდილო კორეაში ესეა და ამითღა განვსხვავდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ჩვენ გვინდა კონსტრუქციული დიალოგი ამ ხელისუფლებასთან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ამბობენ, რომ "უსაფრთხოების მიზნით" უნდა გააკონტროლონ ინტერნეტ სივრცე, ხოდა ერთი კითხვა მაქვს: წვინტლიანი მიშას და მისი ცოლ-შვილის მოხსენიება შედის თუა არა ამ უსაფრთხოების მიზნებში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 მოკლედ თუკი ეჭვი აქვთ რომ დანაშაულს ჩადიხარ, ნაცმოძრაობის გინებისთვის არავინ დაგვიჭერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 ფორუმის PM უნდა მიაწოდო ვანოს. ვანოს გადაეცი, რომ აქ სატურნი გვაყავს და თავი დაგვანებოს. დავიჯერო მარტო მაგ პლანეტელით ვართ დაცულნი ამ ფორუმზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 lasha_aloპირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში – კანონის მიხედვით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის.არადა ელემენტრული სიფრთხილის დაცვის შემთხვევაშI ..ჩემ ფეხებს გააკონტროლებენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 newstudioარადა ელემენტრული სიფრთხილის დაცვის შემთხვევაშI ..ჩემ ფეხებს გააკონტროლებენ... რისკენ მოგვიწოდებ, პროქსით ვპოსტოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 kisaრისკენ მოგვიწოდებ, პროქსით ვპოსტოთ? არ უნდა პროქსი... პაროლები არ დატოვოთ მუდმივათ და მისი ჯანი... ჩემ ფეხებს გააკონტროლებს ვინმე... ნუ კომპს კონფისკაცია თუ გაუკეტეს კიდე შეიძლება... მაგრამ ნუ შეინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას კომპში... ფლეშკა ან დისკი... მოკლედ სურვილი იყოს და რაიმეს დამალვას რა უნდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 ეჭვი მაქსვ ამლე რუსულ საიტებს გატიშავენСМИ: Мифическая Грузия Саакашвили далека от реальной«Это мифы о силе страны, ее властей и непобедимости ее первого лица, успешной экономике, самых красивых в мире грузинских городах, небоскребах, гидроэлектростанциях и еще о тысячах подобных выдуманных успехах», - констатирует в четверг авторитетный тбилисский еженедельник «Все новости».«Это создает иллюзорную обстановку, которая частично перекрывает реальность, а, по мнению психологов, человек легко попадает в плен такой пропаганды», - пишет издание. «Трудно сказать, как долго мифы смогут пленять грузин, которые ищут куска хлеба в своей стране или за ее пределами. Эту опасность, судя по всему, власти видят, допуская все новые и новые ошибки», - пишет газета. «Положение каждого гражданина между тем с каждым днем становится все хуже в социально-экономическом плане», - констатируют «Все новости». Один из лидеров оппозиционной партии «Новые правые» Мамука Кацитадзе заявил, что «власть Саакашвили обанкротилась, и ежедневная пропаганда с его стороны только подчеркивает это, а она приняла болезненные масштабы». რა ტყუილებს აფინანსებს ეს გაზპრომი გადაირევა კაცი :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 (edited) newstudioრა პაროლი, რი პაროლი, ქართულ ყველა მაილს უპრობლემოდ ნახავენ, ყველას რომელიც ქართულ ჰოსტზე და პროვაიდერზე ზის. რა პაროლი გიშველის? არის კომპანიები, რომელიც ვინუჟდენი ქართულ სერვისს ხმარობს, არის კი არა ყველა მასეა. ბლინ... ჩემს მაილს ჩემს ყველს ნახავენ... მიდით, მომწერეთ გეგმები :018: sandrobilbo@bizkaia.eu ზატო ესენი კითხულობენ უეჭველი, ბილბაოს მერიის მაილსერვერია, ყველა აქოურს დოურიგენ სიმონ... Edited November 11, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 lasha_alo :what: :what: :what: ვინც როგორ უნდა ისე მიიღოს და ყველას დედის ########################## ვინც მაგ კანონს დაემორჩილება!!! მართლა კომუნისტების დროსაც კი პირადი მიმოწერა ხელშეუხებელი იყო ბლიად!მანქანებში შუშები გააღიავეთ რო დაგინახოთ, ფოსტა წაგვაკითხეთ, ტელეფონზე უკვე ისედაც გისმენთ, 100%-ნი ინფო მაქვს შსს-დან, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება და თბილისის ყველა ეზოში სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება. რა გინდათ თქვენი დედა ვატირე? ჩავიხდი და განახებთ ბარემ ყველაფერს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 (edited) analginჩავიხდი და განახებთ ბარემ ყველაფერს! კამერები თუ დააყენეს, მშვენიერი საპროტესტო აქციის მოწყობა შეიძლება მაგ მიმართულებით Edited November 11, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.